19 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნიკა კვარაცხელია, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. მან ილაპარაკა ბოლო დღეებში სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ მძიმე ფაქტებსა და სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე.