პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 16:12

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა: ხელისუფლება აბსურდული ბრალდებით დიდი ხნით მიპირებდა დაპატიმრებას

პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავაპოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა
x
პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა
პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა

მულტიმედია

აუდიო
  • პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა: ხელისუფლება აბსურდული ბრალდებით დიდი ხნით მიპირებდა დაპატიმრებას

ტექსტის ზომა - +
პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას პატიმრობაში ყოფნის ამბავმა გასული კვირაში საქართველოს საინფორმაციო სივრცე ააფორიაქა. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, სამშვიდობო კონტინგენტის ყოფილი მეთაური ავღანეთში, განათლების დეპარტამენტის სარდალი და „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდში რეფორმატორთა გუნდის ყველაზე იმედის მომცემი ოფიცერი პოლიციას უბრალოდ ხულიგნობისათვის  დაუპატიმრებია. როგორც ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, სალომე მახარაძემ, ჯანჯღავა 20 აგვისტოს დააკავეს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით და მას 60-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. თუმცა როგორც, საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შემდეგ, ჯანჯღავამ 7 ოქტომბერს უთხრა რადიო თავისუფლებას, მისი დაპატიმრების ოფიციალური ვერსია არის აბსურდული და მალე ფარდა აეხდება იმ საიდუმლოს, რისთვისაც ხელისუფლებამ მისი იზოლაცია გადაწყვიტა.

„მე მაინც მეტ-ნაკლებად რაღაც ავტორიტეტი და გარკვეული პრესტიჟი მაქვს შეიარაღებულ ძალებში და ისინი [ხელისუფლება] გარკვეულწილად აპირებდა ჯარის გამოყენებას არჩევნების წინა პერიოდში. შეიძლება ამისთვის ამზადებდნენ ჯარს. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რითი დამთავრდა და რა უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენდა კახეთის პროვოკაცია. ალბათ ამდაგვარი პროვოკაციის მოწყობას აპირებდნენ შემდგომში. ამ შემთხვევაში ალბათ ნიკა ჯანჯღავას ფაქტორი ხელისუფლებისათვის იქნებოდა უარყოფითი და მათ კარგად იცოდნენ, თუ სად იდგებოდა არა მარტო ჯანჯღავა, არამედ შეიარაღებული ძალების სხვა ოფიცრობაც.“

ოფიცრის ბიოგრაფიის თანახმად, ჯანჯღავას საკუთარი აზრის გამოხატვისა ადრე არასოდეს შეშინებია. 2002 წელს, იმხანად სპეცდანიშნულების სარდალმა, ნიკა ჯანჯღავამ პრესკონფერენცია მოიწვია და არმიაში გამეფებული კორუფციისა და სამხედრო მშენებლობის მიმართ იმდროინდელი პოლიტიკური ელიტის გულგრილი დამოკიდებულებისადმი პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ნიკა ჯანჯღავა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მაღალ თანამდებობებზე იყო და მანამდე არც ერთხელ არ გამოუხატავს პროტესტი იმ საორგანიზაციო ექსპერიმენტებისა და საკადრო წმენდის შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. ნიკა ჯანჯღავა ამას იმით ხსნის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ამერიკაში, პენტაგონის უმაღლეს „ომის კოლეჯში“ სწავლობდა, ხოლო ამერიკადან დაბრუნების მეორე კვირის თავზე კი დააპატიმრეს და სავარაუდოდ, დიდი ხნითაც დააპატიმრებდნენ.

„იყო შეკრული ორი საქმე, ერთი საქმე იყო სისხლის სამართლის საქმე და უკვე ლაპარაკი იყო ციხეზე და მეორე იყო ადმინისტრაციული საქმე. შეიძლება გამოძიების დროს აღმოჩნდეს რაღაცა, დამამძიმებელი ფაქტორები, რის შემდეგაც შეუძლიათ გადაგიყვანონ სხვა მდგომარეობაში, ანუ აღიძრას შენზე სისხლის სამართლის საქმე. რაც ყველაზე მთავრია, როდესაც მე ვიმყოფებოდი საპატიმროში, ჩუმად გამანთავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან.“


სამხედრო უწყებამ უცებ დაიბანა ხელი და ეს მოხდა იმ დროს, როდესაც თავდაცვის მინისტრ დიმიტრი შაშკინს სამოქმედო პრინციპად გამოცხადებული აქვს ამერიკელი რეინჯერების დევიზი: „არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ!“ ნიკა ჯანჯღავა, პირველი ქართველი „რეინჯერი“, რომელიც ალკოჰოლს საერთოდ არ ეკარებოდა, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის, დაუმორჩილებლობისა და ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო 20 აგვისტოს შუადღის 2 საათზე ფალიაშვილის ქუჩაზე დააკავეს. დაპატიმრებამდე პოლკოვნიკი ჯანჯღავა სულ რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო ვაშინგტონიდან, სადაც მან პენტაგონის ყველაზე პრესტიჟული აკადემია „ომის კოლეჯი“ დაამთავრა. ჯანჯღავა ფიქრობს, რომ იგი დააპატიმრეს პირადად ბაჩო ახალაიას ბრძანებით, რომელიც, რომ დასცლოდა, კიდევ ერთი ახალ შეთქმულებას „გახსნიდა“ შეიარაღებულ ძალებში.

„ძალიან სერიოზული გამოძიება სჭირდება ე.წ. 2009 წლის მუხროვანის ამბოხების საქმეს. იყო კი ის ამბოხი? ჩვენ ხომ ვიცით, თუ როგორ მუშაობს ბატონი ბაჩო ახალაია. ნებისმიერ თანამდებობაზე ის ქმნიდა პრობლემას, რომელსაც მერე თავადვე წყვეტდა და ამით ქულებს აგროვებდა ზედა ეშელონებისთვის: რომ ის „რკინის ადამიანია“. სინამდვილეში ეს ყველაფერი იყო პროვოკაცია.“

პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას გათავისუფლების შემდეგ, სოციალურ ქსელში დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ შესაძლოა, სწორედ მან დაიკავოს გენერალური შტაბის უფროსის პოსტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ასეთ ვერსიაზე კომენტარს არ აკეთებს საპატიმროდან გათავისუფლებული ოფიცერი. ჯანჯღავა ადასტურებს, რომ სამხედრო ძალებში მისი აღდგენის შემთხვევაში, იგი მზად იქნება ნებისმიერი ფორმით დაეხმაროს არმიის ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომელსაც არმიაში საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ხვდება.

„საუბედუროდ, ჩვენ კიდევ მერამდენედ უნდა დავიწყოთ ნულიდან. სამასი ქართველი ოფიცერი, სადღაც სამი თვის წინ, ჯარიდან გააგდეს მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ ჰქონდათ დამთავრებული სამხედრო სასწავლებლები რუსეთი ან უკრაინაში. ეს საკმაოდ სავალალო ციფრია და ეს საკმაოდ ასუსტებდა ჩვენს თავდაცვას. ე.წ. „ჩისტკები“ , რომელსაც ახორციელებდა ბატონი ბაჩო ახალაია, ძალიან ცუდად აისახებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე.“ 

პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას ბრალდებებთან დაკავშირებით ვერც ბაჩო ახალაიასთან, რომლის ასავალ-დასავალი მკაცრად გასაიდუმლოებულია და ვერც თავდაცვის მინისტრ დიმიტრი შაშკინთან დაკავშირება ვერ ხერხდება. სოციალურ ქსელებში და ინტერნეტ-სივრცეში საზოგადოების აზრი ნიკა ჯანჯღავაზე მკვეთრად დაპირისპირებულია: ზოგი ფიქრობს, რომ ის სიმართლისთვის დევნილია, ზოგი კი მას უწოდებს მედროვე ოფიცერს, რომელიც აქამდე ყველა უკანონობაზე თვალს ხუჭავდა და მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება იცვლება. პირადად ჩემთვის კი ნიკა ჯანჯღავას მაგალითში ერთი რამეა საგულისხმო: ოფიცერმა, რომელიც არ ეთანხმება პოლიტიკური ხელმძღვანელობის კურსს, სჯობს დროულად მიიღოს არმიიდან წასვლის გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი რისკავს დაკარგოს სახელიც და თავისუფლებაც, რაც აშკარად ემუქრებოდა ნიკა ჯანჯღავას 1 ოქტომბერს საქართველოში პოლიტიკურ ოპოზიციას რომ არ გაემარჯვა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ნუკრი
14.10.2012 11:36
ჯანჯღავა არასდროს არ ყოფილა მშიშარა.ეს არის ფაქტი, ასეთად არის დაბადებული და არ შეიცვლება რომელი ხელისუფალიც არ უნდა იყოს ქვეყანაში,

ავტორი: enco საიდან გვწერთ: saidan da kosmosidan
13.10.2012 23:00
აკ ერტხელ დავცერე კომენტარი არ გამოაკვეკნეტ და მისჰას საიტი ხო არ არის? მაგარი ადამიანია ნიკა და გამიხარდება ტუ მას ცჰააბარებენ გენერალურ სჰტაბს

ავტორი: NATIA
13.10.2012 14:57
"მაგრამ როცა მსგავსი ფაქტები ქუთაისის ციხეშიც დადასტურდა, ბათუმისაშიც და სხვებშიც -შენ მაინც "შენსას უბერავ"
-------------------------------
თბილისშიც, ბათუმშიც და ქუთაისშიც მილიარდელის მიერ თუ არა, მისი ნაძირალების მიერ დიდი ფულით დაფინანსებული ადამიანები იყვნენ შემძვრალი ციხეებში და იმათ მიერ წაქეზებულმა მერყევმა და უვარგისმა პირებმა ჩაიდინეს ის, რაც ჩაიდინეს.
ამას ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, შენ წარმოიდგინე...

გოგია, ტატა კი არ უბერავს, შენ უბერავდი და კვლავ აგრძელებ სისულელეების როშვას.

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: არაგოგიეთიდან
11.10.2012 09:59
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
11.10.2012 01:52 -უნიჭობა,უაზრო სიჯიუტეა შენი მტკიცება: "რუსული ფულით უნიჭოდ დადგმული "აბუ ღრაიბი"; ზუსტად ეს "ჭამა" ნაციონალმა ხელისუფლებამ, როცა ეგონა, რომ კადრები მხოლოდ გლდანის ციხიიდან გავრცელდა და მოიგონა თამაზ თამაზაშვილის "ჩაკ ნორისობა"...მაგრამ როცა მსგავსი ფაქტები ქუთაისის ციხეშიც დადასტურდა, ბათუმისაშიც და სხვებშიც -შენ მაინც "შენსას უბერავ" შენი ფავორიტისნაირად, რომელსაც სჯერა, რომ "უსამართლოდ წააგო"...ასევე გჯერა, რომ ჟვანია იუსუპოვთან ერთად "გაზით გაიგუდა," რომ ტურიზმი+კომპიუტერიზაცია (იხილე ვ.ი. ლენინი-"კომუნიზმი ეს არის სოციალიზმს+ელექტროფიკაცია") დაასაქმებს საქართველოს...ამიტომაც ხართ - კ ო მ კ ა ვ შ ი რ ე ლ ე ბ ი (რაც აზროვნებისა და მოქმედების სტილია და მასთან არავითარი კავშირი არა აქვს დროსა და ტერიტორიას)-ამიტომაც ამოუხვედით ყელში მთელ საქართველოს, მით უმეტეს რომ ძველ კომკავშირლებსაც გადააჭარბეთ სისასტიკეში და კაცთ მოძულეობაში...და ჰიტლერსაც კი "დაეწეოდით"-ეს არჩევნები რომ არ წაგეგოთ!

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
11.10.2012 01:52
გოგია რომელია თქვენი,ოცნებისტების მყარი არგუმენტები, "ეს ასეა,ნამდვილად ვიცი" თუ რუსული ფულით უნიჭოდ დადგმული "აბუ ღრაიბი" ?
ვიღაცის ფულზე მუშაობას,აზროვნებას და ცხოვრებას ეტყობა თქვენ ხართ მიჩვეული.
აი კომკავშირი და საბჭოთა კავშირი თქვენსკენ ჯობია ეძიოთ,იმიტომ რომ ზუსტად მაგას მიეცით ხმა 1 ოქტომბერს.
ქვეყნის სათავეში რუსეთიდან გამოგზავნილი საბჭოთა აზროვნების უვიცი ბიძინა და მისი ნაძირალა გარემოცვა მოიყვანეთ და რამე გაქვთ კიდევ სალაპარაკო?

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: უკვე არაგოგიეთიდან
10.10.2012 13:36
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
09.10.2012 23:27–გამოუსწორებწლი მიშისტი, ამქვეყნად ყველაზე მტკიცე არგუმენტების უარმყოფელი, ფანატიკოსი და ნაცების დემაგოგიის მსხვერპლი...გერმანიას თავშეფარებული (ალბათ ნაცების მიერ ხალხის ფულით დაფინანსებული, თუ საკუთარი ხარჯითაა წასული, მაშინ სულაც "წასული")მედროვე და არაფრისმცოდნე...კომკავშირელი...

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
09.10.2012 23:27
მოჩვენება, გია ყარყარაშვილს რისთვის მისცეს ნეტა გენერლობა სამოქალაქო ომში გამოჩენილი "გმირობების" გამო?
ჰოდა ყარყარაშვილსთანა ხალხით რომ ხართ აღფრთოვანებული და მაგათი "ვაჟკაცობით" რომ ურევთ თავს ჯარისკაცებს, იმიტომ არის კარგად საქმე.

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
09.10.2012 14:24
ტატა ტატა ჩემო ტატა წოდებებს ხომ შენი მთავრობა ისე არიგებდა თავის ერთგულ შემსრულებლებზე როგორც კახპა ქალებს ურიგებენ წითელ თუმნიანებს ზნეაშლილი მამაკაცები)))) გენერლობას როცა ახსენებ საქართველოს უახლოეს ისტორიაში უკან დაიხიოს ყველამ გია ყარყარასვილის გარდა ეგ წოდება ხალხმა მისცა გიას ხალხი იცნობა ამ კაცს და სხვაზე ეგ წოდება ცოტა უხესადაც ხვდება ყურს აქ ჯანჯრავას ნუ სვრი წოდებრივ ამბებში მაგას საკმაო წოდებააქვს და უფრომეტი პატივისცემაც უბრალო ჯარისკაცებიდან სენ რაც სეგეხება მტავრობის ბუზიხარ რომელიც გარწნილი ხორცით იკვებება და თუ ფიქრობ რომ რამეს აკლებ ამითი ვინმესძან ცდენი

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
09.10.2012 02:12
ოცნებისტები მოვიდნენ და ახლა ყველა, მტყუანია თუ მართალი,თუ ციხესთან გაუვლია, გმირია.
ისე ამ ხალხს რა დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე,თურმე ჯანჯღავა,თავისი დიდი ავტორიტეტით რომ არა, მთავრობა არჩევნების წინ ჯარს გამოიყვანდა და რაღაც პროვოკაციას მოაწყობდა.))
მემგონი არეულობას უფრო ელოდებოდა თქვენი ჯანჯღავა და გაუცრუვდა იმედები. უცებ გამოკრავდა ხელს გენერლობას..))

ავტორი: ENCO საიდან გვწერთ: batumi
08.10.2012 22:58
sulit jarickacia chemi metauri iko avganetshi. roca ar evaeboda kveit patrulshi siaruli jariskacebs dayveboda arada upleba konda mtavar bazaze mepurat ecxovra. amito imsaxurebs amnairma adamianma martos jari

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
08.10.2012 20:21
რეინჯერთა სკოლაში არის ობელისკი წარწერით ,, შენ შეიძლება გახდე რეინჯერი მაგრამ შენ ვერგახდები ნიკა ჯანჯღავა" ეს კაცი ბევრჯერ დაუპირისპირდა ამ ბინძურ ხელისუფლებას ბევრჯერ თქვა თავისი სიტყვა და ბევრჯერ მიიღო მუჯლუგუნი მიშა სააკაშვილის ვაი ხელისუფლებისგან რაგინდათ რას ლნძღავთ ამ ადამიანს სამხედრო იყო ბოლობოლო და არა პოლიტიკოსი რამე განცხადებები ეკეთებია ჯარისკაცებს უყვართ ეს კაცი უბრალო ჯარისკაცებს აი რაარის მისი ყველაზე დიდი წოდება ისრომ პოლკოვნიკია ეგ არაფელი ბევრი პოლკოვნიკი ყავს თავდაცვას მაგრამ როგორიცაა ნიკა ჯანჯღავა არც დაგესიზმროდ ანონიმების და ანანისტების საყურადღებოდ ვიტყვი რამდენ ოფიცერს იცნობ ვინც თავდაცვის პრობლემებზე ისაუბრა? მე მიხარია რომ ნიკოლოზ ჯანჯღავა ქართველი ძლიერი ოფიცერი დარჩა როგორც ღირსების სინდისის და ჯარისკაცული სიმაღლეების საფეხურზე ანონიმებო მე სახელ გვარებით დაგიწერდი აქ თავდაცვის იმ ოფიცერთა ვაი რგოლს ვინც შენი და შენნაირების სიამაყეა მაგრამ ვიცი მოდერატორი არ გამოაქვეყნებს მიუხედავად დიდი თავისუფლების ქომაგობისა .............................
დ.ნემსაძე

ავტორი: giorgi khizanishvili საიდან გვწერთ: tbilisi
08.10.2012 09:52
ნიკა ჯარისკაცია ის ემსახურება სამსჰობლოს.რომ წამოსულიყო ჯარიდან,ყველა წესიერ ოპიცერს რომ მიეტოვებინა ჯარი იქ ხომ მხოლოდ ბრმა სჰემსრულებლები დარჯებოდნენ.მტავარია ოპიცერი რას გააკეტებს გადამწყეტ მომენტსჰი და არა რას იტყვის ან იტყვიან მასზე.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
08.10.2012 01:53
ბატონო კობა ნიკა ჯანჯღავაზე არაერთხელ გვსმენია, არაერთი სანაქებო ამბავი. ეს არ ადარდებს არც ახალაიას და არც შაშკინს იმიტომ რომ მათთვის "რეინჯერი" მხოლოდ ამერიკული ბლოკ-ბასტერების სიუჟეტში თუ დომინირებს

ჩემი აზრით სააკაშვილის ხელისუფლებას ვერც გადამდგარი და ვერც აქტიური, ვგონებ ვერც გარდაცვლილი ოფიცერი ვერ დაემალებ(ოდ)ა... ისინი მზად იყვნენ ტალახი ესროლათ ნებისმიერი სტატუსის ადამიანისათვის, განურჩევლად

არ ვამბობ რომ მიდრეკილი უნდა ვიყვეთ პიროვნებების ხელშეუხებლობისადმი, მაგრამ ზღვარი სადღაც უნდა გაევლოს, წინა ხელისუფლებას ეს ზღვარი არ ქონდა

ავტორი: ანონიმი
08.10.2012 00:57
მორიგე ჩიტირეკია, მოღალატე, პატარა კაცი :))
აბა, ვინაა შემდეგი ?

ყველაზე პოპულარული