შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:01

ახალი ამბები

”ინფო 9-ის” ნაცემი ოპერატორი დაკითხეს

ტექსტის ზომა - +
საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9-ის” ლანჩხუთის ბიუროს ოპერატორი, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ დაკითხეს. სააგენტოს ჟურნალისტი ნინო ხელაძე დაკითხვაზე დღესაა დაბარებული - განუცხადა თავად ხელაძემ სააგენტო "ინტერპრესნიუსს". სააგენტო "ინფო 9"-ის ლანჩხუთის ბიუროს ოპერატორი გუშინ ქალაქის გამგეობის შენობის წინ ცემეს, ნინო ხელაძის თქმით, ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)