პარასკევი, 22 აგვისტო, 2014 თბილისის დრო 15:44

პოლიტიკა / საქართველო

ომბუდსმენი მთავრობის გადასარჩენად

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად გიორგი ტუღუში წარადგინა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად გიორგი ტუღუში წარადგინა.

მულტიმედია

აუდიო
საქართველოს პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად გიორგი ტუღუში წარადგინა. მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც კარგად იცნობს სასჯელაღსრულების სისტემის მანკიერ მხარეებს, შეძლებს ძირეული რეფორმების გატარებას. რის გაკეთებას აპირებს ყოფილი ომბუდსმენი მინისტრის თანამდებობაზე და რას ფიქრობენ საქართველოს მთავრობაში განხორციელებული ცვლილების შესახებ?

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ახალ ხელმძღვანელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა სისტემაში შექმნილი რეალობის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი უწოდა, თუმცა, პრინციპულობის გარდა, მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ტუღუშს ასევე შეუქო კვალიფიკაცია და მდიდარი გამოცდილება:

„ბატონი გიორგი არის წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კომიტეტის წევრი. ის არის დიდი ხნის საერთაშორისო ექსპერტი წამების წინააღმდეგ  ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დარგში. აქვს ძალიან მნიშვნელოვანი განათლება მიღებული უცხოეთში და, რაც მთავარია, ძალიან ბევრი აქვს ნაბრძოლი ადამიანის უფლებებისთვის საქართველოს შიგნით. როგორც საქართველოს პოლიცია გარდავქმენით და მთლიანად ახალ სისტემად ჩამოვაყალიბეთ, სადაც სისტემურად ისეთი რამ, რაც საპყრობილეში მოხდა, შეუძლებელია, ზუსტად ასევე ჩვენ გვჭირდება ახალი სასჯელაღსრულებითი სამინისტრო, ახალი დეპარტამენტი, სრულიად ახალი სისტემა, რომელიც სრულად გამორიცხავს ასეთი ტიპის დარღვევებსა და, მით უმეტეს, დანაშაულს.“

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მოვიდა დრო, როცა მოწოდებას „ ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულს“ უნდა დაემატოს ახალი ლოზუნგი: „ნულოვანი ტოლერანტობა ადამიანის უფლებების დარღვევებს“. გიორგი ტუღუშის თქმით კი, პრეზიდენტის შეთავაზება მისთვის დიდი გამოწვევაა:
მისი მოღვაწეობა, როგორც სახალხო დამცველისა, საზოგადოებას აძლევს თუნდაც იმის რწმენას, რომ მომავალი ათი თუ თერთმეტი დღის განმავლობაში ადგილი არ ექნება სადიზმის ფაქტებს, ყოველ შემთხვევაში, რამდენსაც შეძლებს, იმდენს აღკვეთს ...

„აქამდე სამი წლის განმავლობაში მე ვახდენდი დოკუმენტირებას, ვწერდი რეკომენდაციებს, რომელთა დიდ ნაწილს არ ითვალისწინებდნენ. ახლა კი მომეცა საშუალება, ის, რაზეც მე ვსაუბრობდი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, რეალურად გავატარო პრაქტიკაში... ყველაზე დიდი მოტივაციის მომცემი ჩემთვის არის ის ფაქტორი, რომ მე შემეძლება უშუალოდ შევიტანო გარდატეხა და საქართველოში შევუწყო ხელი ისეთი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელშიც არათუ ისეთ მძიმე დანაშაულებზე იქნება საუბარი, რომლის მოწმენიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავხდით, არამედ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი პრობლემები, რომლებიც ექმნებათ პატიმრებს“,  განაცხადა გიორგი ტუღუშმა და იმის შესახებაც ილაპარაკა, რომ პრეზიდენტმა ყველანაირი მხარდაჭერა აღუთქვა და რომ, ამ დაპირების თანახმად, პენიტენციური სისტემის გარდაქმნაში ის მაქსიმალურად თავისუფალი იქნება.

ახალი მინისტრის თქმით, სასურველი შედეგის მისაღებად ასევე საჭირო იქნება დაფინანსების გაზრდა, ახალი კადრების მოზიდვა და მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირება. სიახლეს, ანუ ყოფილი სახალხო დამცველის სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნას, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამ ცვლილებით ვითარება მხოლოდ ნაწილობრივ გაუმჯობესდება.

„მისი მოღვაწეობა, როგორც სახალხო დამცველისა, საზოგადოებას აძლევს თუნდაც იმის რწმენას, რომ მომავალი ათი თუ თერთმეტი დღის განმავლობაში ადგილი არ ექნება სადიზმის ფაქტებს, ყოველ შემთხვევაში, რამდენსაც შეძლებს, იმდენს აღკვეთს, მაგრამ სანამ ბაჩო ახალაია არის შინაგან საქმეთა მინისტრი, მანამ ციხის გარეთ რა ხდება, იმაზე არავითარი გარანტია არ გვაქვს“, უთხრა გიორგი მარგველაშვილმა რადიო თავისუფლებას.

შეკითხვაზე, შეძლებს თუ არა გიორგი ტუღუში სისტემური ცვლილებების გატარებას, დადებითი პასუხის გაცემა გაუჭირდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელს ეკა გიგაურს, რომლის თქმითაც, რეალური ცვლილებებისთვის ხათუნა კალმახელიძის მთავრობიდან გაშვება საკმარისი არ არის:
პირველ რიგში, მივესალმები მის ამ გადაწყვეტილებას და ვუსურვებ, რომ მან შეძლოს იმ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა, რა საქმეც ამ ხელისუფლებამ თავის დროზე დაიწყო ...

„აუცილებელია, რომ ის ადამიანები, რომლებიც სათავეში ედგნენ ამ სისტემას, აღარ იყვნენ თანამდებობებზე. პირველ რიგში, ვსაუბრობთ ბაჩო ახალაიაზე. აქედან გამომდინარე, ვიდრე შს მინისტრი და პროკურორი იქნებიან თანამდებობებზე, ისეთი სისტემური პრობლემები, რომელთა შესახებაც ხელისუფლება საუბრობდა, ვერ მოგვარდება და იმ გამოძიების მიმართ, რომელიც დაწყებულია ხელისუფლების მიერ, საზოგადოების ნდობა არ იქნება.“

ეკა გიგაურის მსგავსად, გამოძიების აუცილებლობასა და ბოლომდე მიყვანაზე საუბრობს „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი თეა თუთბერიძე, რომელიც ასევე იწონებს გიორგი ტუღუშის გადაწყვეტილებას დაიკავოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობა:

„პირველ რიგში, მივესალმები მის ამ გადაწყვეტილებას და ვუსურვებ, რომ მან შეძლოს იმ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა, რა საქმეც ამ ხელისუფლებამ თავის დროზე დაიწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა ის მანკიერებები, ის საზიზღრობები, რაც ვნახეთ, რომ ჯერ კიდევ არის სასჯელაღსრულების სისტემაში. ამით, ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯი, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც საუბრობენ პრობლემებზე, არ უნდა რჩებოდნენ მხოლოდ საუბრის დონეზე და უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა უშუალოდ თვითონ ჩაერთონ ამ პრობლემების გადაწყვეტასა და მოგვარებაში.“
ან ომბუდსმენი ხარ, ან ჯალათი! მესამე, მეოთხე, მეშვიდე არ არსებობს! დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში ჩაწერა (არჩევნებამდე ათი დღით ადრე) არის ამაზრზენი ნაბიჯი ...

თეა თუთბერიძის თქმით, სამწუხაროა, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები სხვა ადამიანების უბედურებას (ნაწამები პატიმრების მდგომარეობას) იყენებენ სპეკულუციის თემად და ამ ყველაფერზე აგებენ საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიას. თეა თუთბერიძეს არ სჯერა იმის, რომ თვეებისა და წლების წინ ჩაწერილი კადრების გამომზეურება აქამდე, ანუ არჩევნების მოახლოებამდე, შეუძლებელი იყო.

ყოფილი სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ მმართველი პარტიის ოპონენტები. კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის, თქმით, მიხეილ სააკაშვილი ყოფილი  სახალხო დამცველის ავტორიტეტს უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის გასანეიტრალებლად იყენებს, ხოლო ის, რომ გიორგი ტუღუში ამის საშუალებას იძლევა, ამაზრზენია.

„ან ომბუდსმენი ხარ, ან ჯალათი! მესამე, მეოთხე, მეშვიდე არ არსებობს! დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში ჩაწერა (არჩევნებამდე ათი დღით ადრე) არის ამაზრზენი ნაბიჯი, რომელიც ტუღუშმა გადადგა. ასე რომ, ჩემში პირადად მისმა ამ ნაბიჯმა სიმპათია კი არა, ძალიან დიდი მიუღებლობა და ანტიპათია გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, ტუღუში კი არა, მამა ღმერთი ვერ გაართმევს თავს იმ სისტემას, სადაც პრეზიდენტის დავალებით მოქმედებენ ასე სასტიკად ადამიანების წინააღმდეგ“, უთხრა ლევან ბერძენიშვილმა რადიო თავისუფლებას.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
21.09.2012 10:11
ამ რუსეთის შიშით ჩვენ ქვეყანაში აგერ უკვე ამდენი წელია პრეზიდენტები დიქტატორებად გვექცევიან (ან ის, ან რუსეთი - ყველას ასე სჯერა)

ხოდა მერე ზარბაზნებით და მისნაირებით ვიშორებთ მათ

მგონი ჯობდა იმაზე გვეფიქრა ჩვენი ხელისუფლები როგორ გვექცია უკეთეს დემოკრატებად და ამით ზარბაზნების და ვარდების სროლა აგვეცილებინა თავიდან

მაგრამ არ ეღირსა ამ ქვეყანას ერთი ნამდვილი დემოკრატი ლიდერი რომელსაც არ გაუტკბებოდა და საუკუნოდ საქართველოს მმართველობას არ მოინდომებდა

ეს იმაზე მეტყველებს რომ აღმოსავლური, დიქტატორიზმისკენ და ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი, ველური ელემენტებით კონცენტრირებული ქცევის ერი ვართ

კიდევ ბევრჯერ გავაკვირვებთ ევროპას ;)

ავტორი: ანონიმი
20.09.2012 23:17
ეს მგონი ბატონი ლევან ბერძენიშვილის მიერ ამ ამბებამდე კარგა ხნით ადრე ნათქვამი სიტყვებია. კკარგი მწერალი ნოდარ წულეისირის კოვბოით შეცვლა კულტურის მინისტრად დემოკრატიაზაციაა თუ არა ამის დადგენა თქვენი ექსპერტებისთვის მიმინდვია მაგრამ კიდევ რა უნდა მოხდეს საქართველოში ამით რომ დაინტერესდეს პატივცემული დემოკრატია? იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ აი ასეთ ვითარებაშიც!
"მე ვნახე რამდენიმე განცხადება იმის შესახებ, თუ რატომ არ მოსწონს დარჩიაშვილს გაერო. ვაჩეიშვილს არ მოსწონს იუნესკო და არაკვალიფიციურს უწოდებს. კულტურის მინისტრს რა მოსწონს, არ ვიცი. ამ კულტურის მინისტრს იარაღის ტარების მეტი ცხოვრებაში არაფერი უკეთებია, არანაირი შეხება კულტურასთან არ აქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ვიღაცებს მისი გარემოცვიდან კავშირი ჰქონდა კულტურის ნიმუშების ძარცვასთან.

ავტორი: ანონიმი
20.09.2012 22:42
თუ არ ვცდები ეს იმ ბერძენიშვილებიდანაა რომლებიც ამზადებდნენ,ესალმებოდნენ საქართველოს საბჭოთა ზარბაზნით დემოკრატიზაციას და კოხტად სარგებლობდნენ მისი შედეგებით! ხოდა ბაჩო ახალაიას მაგათთვის სპეციალურად აშენებული ციხე უნდა ჩააბარონ!

ავტორი: მიშა
20.09.2012 21:56
ძალიან ზუსტი შეფასება მისცა ბატონმა ბერძენიშვილმა მაგ ფაქტს!

ავტორი: lasha საიდან გვწერთ: tbilisi
20.09.2012 21:40
სააკაშვილმა დემოკრატიის სახელით რა ბოროტებაც დასთესა წლების მანძილზე იმას იმკის ახლა,მას არაფერი უშველის,მკვლელი მანიაკები უნდა გასამართლდნენ მიშას მეთაურობით.ხოლო მიშას გუნდის წევრის ტუღუშის დანიშვნა ამ თანამდებობაზე არის ის რომ,მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო...ამ სადისტების მთავრობას ვერაფერი ვერ გადაარჩენს,მათი დღეები დათვლილია!!!ნამდვილი დემოკრატია მოდის!!!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
20.09.2012 21:28
კარგად შერჩეული სათაური აქვს სტატიას კარგად სერჩეული მინისტრის შესახებ

თეა თუთბერიძე მაშინაც იცავდა ხელსიუფლებას როცა გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის და მათი ბედის გამზიარებელი სხვა ახალგაზრდების სკანდალი მძვინვარებდა

თუმცა კადრების წინასაარჩევნო საკითხში ვეთანხმები

ტუღუში წინასაარჩევნო სვლაა და როგორც ბერძენიშვილი ამბობს დროებითი იქნება მისი წარმატება- წინასაარჩევნოდ

იმიტომ რომ ის რაც ხდება ციხეებში ზუსტადაც "ზევიდან" ნაკარნახევია

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული