კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 23:23

პოლიტიკა / საქართველო

ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა მთავრობის წევრობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი

მთავრობის წევრობის კანდიდატების დასახელება ”ქართული ოცნების” ოფისშიმთავრობის წევრობის კანდიდატების დასახელება ”ქართული ოცნების” ოფისში
x
მთავრობის წევრობის კანდიდატების დასახელება ”ქართული ოცნების” ოფისში
მთავრობის წევრობის კანდიდატების დასახელება ”ქართული ოცნების” ოფისში
ტექსტის ზომა - +
კოალიცია ”ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს დაასახელა მისი მომავალი მთავრობის წევრობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე თავდაპირველად დასახელებული კახა კალაძის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილმა დღეს წარადგინა დავით ნარმანია, ხოლო კალაძე ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატად. ივანიშვილმა განმარტა, რომ სამომავლოდ ენერგეტიკის სამინისტროს აღარ ექნება ბუნებრივი რესურსების მართვის ფუნქცია, რომელიც გადაეცემა ეკონომიკის სამინისტროს. მას სამომავლოდ ასევე გადაეცემა ინფრასტრუქტურა და ცალკე ჩამოყალიბდება რეგიონული განვითარების სამსახური, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. შესაბამისად, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუქმდება, რის შემდეგაც მინისტრობის კანდიდატად დღეს დასახელებული დავით ნარმანია ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნება.

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა ნოდარ ხადური და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე  გიორგი კვირიკაშვილი. კოალიციის ლიდერმა განათლების მინისტრობის კანდიდატად დაასახელა გიორგი მარგველაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და  ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატად დავით დარახველიძე და გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე ხათუნა გოგალაძე. შეიცვალა მინისტრის თანამდებობაზე 8 ოქტომბერს წარდგენილი კიდევ ერთი კანდიდატი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატად ამირან გამყრელიძის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილმა პროფესიით ექიმი დავით სერგიენკო დაასახელა. ამირან გამყრელიძემ დღეს განცხადება გაავრცელა და უარის მიზეზად ის დაასახელა, რომ მისი ვაჟი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იყო სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" გენერალური დირექტორი.

"ეს არ გახლდათ ინტერესთა სამართლებრივი კონფლიქტი, მაგრამ იყო მორალური უხერხულობა. ამის შესახებ დაიწერა პრესაშიც, რასაც მოჰყვა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არასასიამოვნო ინტერპრეტაციები” - ნათქვამია ამირან გამყრელიძის განცხადებაში.

მინისტრობის ყოფილი კანდიდატი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შედეგად მიიღო და მასთან შეთანხმებით დარჩება მრჩევლად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და კოალიცია "ქართულ ოცნებას" მისთვის გამოცხადებული ნდობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ დაიწყება ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
16.10.2012 18:20
მართლა არაფრის აზრზე არ არის ეს მარგველაშვილი:))
განათლების მინისტრი ხარო ეუბნებიან და კრიმინალზე ლაპარაკობს, მეტს ვერ გაწვდა მაგის გონება.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
16.10.2012 17:16
ხაჩიძის არგუმენტად მოყვანა არასაკმარისი ამბავია, ის რომ მიშას ხაჩიძისმაგვარი მინისტრები ყავდა არ ამართლბს კალაძის მინისტრობას- ესენი იძახიან ჩვენ უფრო მაგრები ვართო, ხოდა მითუმეტეს არ ეკუთვნით ამგვარი კადრი

რა გააკეთა ასეთი ამ კალაძემ რომ სამინისტროს გარეშე ვერ ტოვებს ბიძინა

"ზავხოზობა" თუ სამაგისო საქმე იყო რეგიონულ განვითარებაში, ენერგეტიკა ნამდვილად არ არის მისი საქმე !

ისე მედიცინაში რომ ექიმი კაცი დაინიშნა ეგ კარგია მაგრამ კალაძეს რატო არ ტოვებენ მინისტრის კაბინეტის გარეშე მიკვირს!

ავტორი: მიშა
16.10.2012 14:18
კახი კალაძის მინისტრობა, არ აქვს მნიშვნელობა რა სფერო იქნება ეს, თავმოყვარე საზოგადოებამ უნდა გააპროტესოს!

ავტორი: elen
16.10.2012 12:35
მაგარია კალაძე, რეგიონები, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა თანაბრად იცის... :(
მომავალი პრემიერი ამბობს, გადაწყვეტილებებს მარტო არ ვიღებო. დავიჯერო, კოალიციის წევრების უმრავლესობას სჯერა კალაძის წარმატებული ენერგეტიკოსობის? მით უარესი, თუ ასეა.
თავის მოჭრაა ეს და საკუთარი ხელით რატომ, კაცო, რატომ?

ავტორი: ანონიმი
16.10.2012 12:09
უზრდელი მარგველაშვილი განათლების მინისტრად?
ნახეთ მაესტროს ჩანაწერები. ელემენტარული ზრდილობა არ აქვს ამ კაცს.

ყველაზე პოპულარული