ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:13

პოლიტიკა / საქართველო

ივანიშვილის მთავრობა - მინისტრთა პატიოსნება

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
საქართველოს მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატები დაასახელა. ასევე ცნობილი გახდა ორი ვიცე-პრემიერის, მთავარი პროკურორისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატთა ვინაობა. ამასთან, ივანიშვილის მთავრობაში იმუშავებენ შევარდნაძის მთავრობის მინისტრები - დავით კირვალიძე და ამირან გამყრელიძე, რომლებიც, შესაბამისად, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრების თანამდებობებს დაიკავებენ.

ვიდრე მთავრობის წევრთა ვინაობას დაასახელებდა, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას თავად დაიკავებს. რაც შეეხება მთავრობის დანარჩენ წევრებს, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი პროექტი პოლიტიკურმა გუნდმა სიხარულითა და არსებითი ცვლილებების გარეშე მიიღო:

„მინისტრთა კაბინეტი: თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერი გახლავთ ირაკლი ალასანია, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი -კახი კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი...“
ძირითადი, რაც მათ აქვთ საერთო, ეს არის პატიოსნება. ძალიან ჰგვანან ამ საკითხში ერთმანეთს. ეს იქნება სახალხო მთავრობა ...

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მთავრობაში ასევე შევლენ: იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი - სოზარ სუბარი; საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე; ჯანდაცვის მინისტრი - ამირან გამყრელიძე; დიასპორის მინისტრი - კოტე სურგულაძე; ევროინტეგრაციის მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი; რეინტეგრაციის მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი; სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე; კულტურის მინისტრი - გურამ ოდიშარია; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი. გარდა ამისა, გენერალური პროკურორის პოსტზე დასახელდა არჩილ კბილაშვილის კანდიდატურა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურს რევაზ შავიშვილი, ხოლო  ეროვნულ ბანკს ნოდარ ჯავახიშვილი უხელმძღვანელებს. პარლამენტის სპიკერობის კანდიდატად დასახელდა დავით უსუფაშვილი, პირველ ვიცე-სპიკერად - მანანა კობახიძე. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მთავრობის წევრობის კანდიდატთა ერთი ნაწილი გამოუცდელია, თუმცა იქვე შენიშნა, რომ მინისტრების შერჩევისას სულ სხვა კრიტერიუმით იხელძღვანელა:

„ძირითადი, რაც მათ აქვთ საერთო, ეს არის პატიოსნება. ძალიან ჰგვანან ამ საკითხში ერთმანეთს. ეს იქნება სახალხო მთავრობა. პირველად საქართველოს ისტორიაში იქნება ისე, რომ ვერ იტყვიან, რომ მთავრობაში იღებენ ქრთამებს.“

პატიოსნების გარდა, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მთავრობის წევრობის კანდიდატთა კიდევ ერთი ღირსება პროფესიონალიზმია. მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალთა შორის, პირველ რიგში, მან დაასახელა ირაკლი ალასანია - თავდაცვის მომავალი მინისტრი, რომელიც უწყებაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმით მიდის:

„მთავარია, რომ ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა, თავდაცვისუნარიანობა იყოს უმაღლეს დონეზე აყვანილი! ამას სჭირდება პროფესიული კადრების დაბრუნება. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ინტეგრაციის პროცესი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. გვაქვს მყარი ხედვა იმისი, რომ ავღანეთში ჩვენი შეიარაღებული ძალები დარჩება მანამდე, ვიდრე მისია არ იქნება შესრულებული.“

რაც შეეხება რეინტეგრაციის მომავალი მინისტრის მისიას, პაატა ზაქარეიშვილი არ ითხოვს ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებას, თუმცა, მისივე თქმით, შესარბილებელია კანონის ის ნაწილი, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკების ტერიტორიებზე გადაადგილებას უზღუდავს საერთაშორისო ორგანიზაციებს.:

Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ


„ევროპული სივრცე არ არის ჩვენთვის საფრთხე, პირიქით, ისინი ხელს უწყობენ ინტეგრაციას. ევროკავშირი გაერთიანდა და არავითარ შემთხვევაში სეპარატიზმს მხარს არ დაუჭერენ. ამიტომ, რაც უფრო მეტ ევროპას შევუშვებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მით უფრო ეს მხარეები გახდებიან ევროპის, ანუ ქართული სახელმწიფოს, ნაწილი. გარღვევა იქნება ურთიერთობებში ის, რომ ჩვენ მოვახდენთ აფხაზური და ოსური მხარეების რეანიმაციას და მათთან დიალოგით შევეცდებით შევასუსტოთ რუსული გავლენა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.“

რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის შერბილებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მაქსიმალური ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული მომავალი მთავრობის საგარეო კურსი. რადიო თავისუფლების შეკითხვას, როგორია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის სქემა, საქართველოს საგარეო უწყების მომავალმა ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ ასე უპასუხა:

„დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა იმ ფონზე, როდესაც რუსეთს გახსნილი აქვს ორი საელჩო სოხუმსა და ცხინვალში, არის ძალიან რთული საკითხი, მაგრამ მის მოგვარებაზე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, თუმცა ეს არაა ერთი და ორი დღის საქმე იმის გათვალისწინებთი, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.“
თუ რამეს დაამატებენ ამ მონაპოვარს, ღმერთმა ხელი მოუმართოთ! რაც შეეხება მთავრობას, ვერავიზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ არის შევარდნაძის დროინდელი სახეებიც ...

რაც შეეხება მომავალი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლამდე საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, მისი გეგმები ასეთია:

„ყველა ღირსეული პოლიციელი, ვინც დღეს სამინისტროში მუშაობს, დარჩება სამინისტროში. მე ვიქნები მათი პირველი მეგობარი და უფლებების დამცველი სამინისტროში მისვლის დღიდან. პოლიცია უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი წნეხისა და ზეწოლისგან, რომელიც მოდიოდა ხელისუფლებისგან. და, რაც მთავარია, ჩვენ გავაგრძელებთ შეურიგებელ ბრძოლას კრიმინალის წინააღმდეგ. ვერც ერთი კრიმინალური ფეხს ვერ მოიკიდეს დემოკრატიულ საქართველოში.“

ივანიშვილის მთავრობის წევრობის კანდიდატთა დასახელებას თავშეკავებული პესიმიზმით შეხვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. დავით დარჩიაშვილის თქმით, ახალი ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს წინამორბედის მიღწევების შენარჩუნებისკენ:

„თუ რამეს დაამატებენ ამ მონაპოვარს, ღმერთმა ხელი მოუმართოთ! რაც შეეხება მთავრობას, ვერავიზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ არის შევარდნაძის დროინდელი სახეებიც, არის პერსონალური ლოიალურობით გამორჩეული სახეებიც... მოკლედ, ვნახოთ, რა იქნება.“
პატიოსნები არიან თუ არა, ეს გამოჩნდება მაშინ, როცა ისინი შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას. კირვალიძე შევარდნაძის დროს მუშაობდა სოფლის მეურნეობის მინისტრად ბაკურ გულუას შემდეგ ...

მომავალი მთავრობის შემადგენლობის ანალიზისას პოლიტიკის ექსპერტებიც მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებთან ერთად, მინისტრის პორტფელებს დაიკავებენ როგორც სათანადო გამოცდილების არმქონე პოლიტიკოსები, მაგალითად, კახი კალაძე,  ასევე შევარდნაძის დროინდელი ორი მინისტრი, რომლებიც ახალმა პილიტიკურმა ლიდერმა პატიოსნების ნიშნით შეარჩია. ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ამბობს:

„პატიოსნები არიან თუ არა, ეს გამოჩნდება მაშინ, როცა ისინი შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას. კირვალიძე შევარდნაძის დროს მუშაობდა სოფლის მეურნეობის მინისტრად ბაკურ გულუას შემდეგ. ვნახოთ, რა იქნება. სხვა დრო იყო, სხვა სისტემა. ის იცნობს ამ სფეროს. დანარჩენი, ვნახოთ, რა იქნება, დრო გვიჩვენებს.“

ნიკა ჩიტაძისაგან განსხვავებით, პოლიტიკის ექსპერტს სოსო ცისკარიშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ დრო ხელისუფლებას მხოლოდ დადებითი კუთხით წარმოაჩენს ყველა მიმართულებით, იქნება ეს კონფლიქტების მოგვარება, ჯარის მშენებლობა, საგარეო ურთიერთობები თუ პოლიციის რეფორმა. აი, როგორ დაახასიათა ექსპერტმა შინაგან საქმეთა მომავალი მინისტრი:

„მისი კაცთმოყვარეობა და კეთილგანწყობა ადამიანის მიმართ არაერთხელ იქნა გამჟღავნებული, როცა ის იყო თავკაცი საქველმოქმედო ფონდ „ქართუსი“. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბატონ ირაკლის არ აქვს ის მავნე გამოცდილება, რომელიც გააჩნია არაერთ მაღალჩინოსანს დღევანდელ პოლიციაში და რომელიც დაფრთიანდა ვანო მერაბიშვილის კალთის ქვეშ.“

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მომავალ პრემიერ-მინისტრს მინისტრობის ყველა კანდიდატი არ დაუსახელებია, მათ შორის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობისა. ივანიშვილი ასევე აპირებს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების გატარებას, ანუ ზოგიერთი უწყების გაუქმებას. ის ასევე აპირებს ვადის გასვლამდე არჩევით თანამდებობებზე დანიშნული პირების - მაგალითად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის - საკუთარი კანდიდატით ისე შეცვლას, რომ კონსტიტუცია არ დაირღვეს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
18.10.2012 14:34
საინტერესოა, ეს სამშობლოს მომავალზე მწუხარე კომენტატორები, ეკონომიკის მინისტრად ვერა ქობალიას, გარემოს დაცვის მინისტრად - გოგა ხაჩიძის, განათლების მინისტრად - შაშკინის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად - ვარძელაშვილის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, დანიშვნაზეც ასე მწვავედ რეაგირებდნენ?

ავტორი: იოჰან ფოლფგანგ ფონ გოეთე
09.10.2012 17:46
ჩემი ოცნება-საქართველოს ხელისუფლებას არ გაეკარონ ისინი ვინც მტრობდნენ საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოებრის აღდგენის მსურველ ზვიად გამსახურდიას და პირდაპირ თუ არაპირდაპირ ეხმარებოდნენ ედუარდ შევარდნაძეს და საბჭოთა ზარბაზნით საქართველოს დემოკრატიზატორებს. ვინც გულგრილად და ხმის ამოუღებლად შეხვდა თბილისის და საქართველოს სხვა ქართული დასახლებული პუნქტების ნგრევას ლენინის და სტალინის სამართალმემკვიდრეების და მათ მიერ დაქირავებულების მიერ ვინც არ შეუწუხებია საქართველოს მთელი მხარეების დაცლას მშვიდობიანი ქართველობისგან და მისი არამარტოქართველი მეგობრებისგან. კარგი იქნებოდა რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოსულიყო ელიტა რომელიც მოეწონებოდა სულ მცირე პარეტოს და შოთა რუსთაველს. დანარჩენი მერე.

ავტორი: გოგა საიდან გვწერთ: შორიდან
09.10.2012 12:40
რეზო შავიშვილი და ნოდარ ჯავახიშვილი მართლაც პროფესიონალები არიან. ყველაზე მეტად ალბათ კახი კალაძის მინისტრობა გამიკვირდა თუმცაღა ცინასცარ ნუ გავაკრიტიკებთ. 3 თვის მერე გამოჩნდება პირველი შედეგები.

ავტორი: GERMANE
09.10.2012 11:35
ყველაზე დიდი "აჟიოტაჟი" რეინტეგრაციის მინისტრმა გამოიწვია. არადა, ის არგუმენტი რომ ეს კაცი მომხრე ყოფილა აფხაზეთ-სამაჩაბლოს დამოუკიდებლობისა, სწორედაც და პირიქით ამ პიროვნების ინტელიგენტობაზე საუბრობს.
ბევრმა ქართველმა, პოლიტიკურ-ნაციონალისტური სულით გაჟღენთილებმა დავკარგეთ რეალობის შეფასების უნარი.
რეალობა ასეა -
1. ჩვენი უდიდესი და უძლიერესი (ჩვენთვის ასე დარჩება კიდევ ასი წელი!) მეზობელი აღიარებს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას.
2. ამ ტერიტორიებს 22 წელია უკვე აქვთ ფაქტობრივი დამოუკიდებლობა საქართველოს ხელისუფლებისაგან.

რაა გამოსავალი?
1. ბრძოლით აღება, ლოიალური (ანუ დაშინებულ-დაჩმორებული) აფხაზ-ოსების საქართველოს ტერიტორიაზე დატოვება და დანარჩენების გაყრა.
სხვანაერად იქნება მუდმივი სამოქალაქო ომი.

2. ვარიანტია - რუსეთმა უნდა გააუქმოს ამ ტერიტორიების აღიარება და ამით დაეხმაროს საქართველოს, რომ იქ ქართულ-რუსული ჯარი დადგეს როგორც მშვიდობის გარანტი - იმ რეგიონებში, სადაც მეტი აფხაზია - ქართულ-აფხაზური ჯარი.

განვიხილოთ 1. შემთხვევა - ეს წარმოუდგენელია, სანამ რუსეთი ისე არ დაუძლურდება, რომ ჩვენი სარჩენი გახდეს.

მე-2- შემთხვევა:
ახლანდელმა ან მერენდელმა რუსეთმა რატომ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც არ სურს?
თანაც, რუსეთი ამ მეორე გეგმით სამუდამოდ მოიკიდებს ფეხს აფხაზეთ სამაჩაბლოში.

მე მხოლოდ მესამე გზას ვხედავ და აქ უმთავრესია ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება შემდეგი გარანტიებით:
1. ლტოლვილებისა და მათი შთამომავლების სრული დაბრუნება საარჩევნო ხმითა და თუნდაც დასაწყისში მხოლოდ ქართულენოვან ტერიტორიებზე - გალი-ოჩამჩირის რაიონის სოფლებში. სამაჩაბლოში - თამარაშენის მიმდებარე ტერიტორიებზე და გორის რაიონის სოფლებში.
ოსეთის საკითხში ქართველებმა ერთხელ კიდევ უნდა გადავახტეთ საკუთარ აჩრდილს და ე.წ. ბუფერული ზონებიც "საერთო ზონად" უნდა გამოცხადდეს, რამეთუ, ოსეთში ქართული მოსახლეობის ნაწილი სულ ყოველთვის მცირე იყო.
2. ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება აფხაზურ და ოსურ ენებთან ერთად - აქ რუსულიც შეიძლება სახელმწიფოდ გამოცხადდეს, თუმცა ეს სადაოდ უნდა დარჩეს.
3. გარანტია იმისა, რომ ეს ტერიტორიები მომავალი 30 წლის მანძილზე არ დასვამენ კითხვას რომელიმე სახელმწიფოსთან სეერთების შესახებ - ამით გამოვრიცხავთ რუსეთთან დაახლოების სწრაფ სურვილს, საშუალება გვექნება ცოტათი ნდობა მოვიპოვოთ და მომავალი თაობა ერთმანეთს დაუახლოვდეს. თანაც, ამ განცხადებით არ ექნებათ აფხაზ-ოსებს იმის დიდი შიში, რომ ქართველი მოსახლეობა სეპარატისტული იქნება და საქართველოსთან შეერთების მოთხოვნით სამოქალაქო ომს დაიწყებს. ამით რუსეთსაც ფგაუქრება სწრაფი დაპყრობა-ასიმილაციის სურვილი. 30 წლის მერე რუსეთიც სხვანაერი იქნება, საქართველოც და ის ტერიტორიებიც.

მე ამ გეგმით იმის მიღწევა მინდა, რომ ერთმანეთს შორის ვაჭრობა-ურთიერთობა აღდგეს და ადამიანები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, რომ ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც 1985 წლის მერე დაიბადა, რომ ჩემმა შვილმა თავისი დიდი ბებიის საფლავი მაინც ინახულოს გაგრაში და რომ იმ აფხაზ საბიძაშვილოსთან, ახლა რომ შიშით ტელეფონსაც არ ეკარებიან, ერთი-ოი მოსაკითხი სიტყვა მაინც გაიცვალოს.
თუკი ქართველები შეძლებენ ეკონომიკურ-სოციალური სტრუქტურების გავლენით უფრო კარგი ალტერნატივა იყვნენ, ვიდრე რუსები, მაში მოვიგებთ.
ძალოვანი გზით კი არაფერი გამოვა - ეს ყველამ უნდა გაითავისოს.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
09.10.2012 00:13
საკუთარი ქვეყნის უბედურება როგორ გამეხარდება, ვინც არ უნდა იყოს სათავეში....მართლა გული მტკივა ეს რა ხალხი მოვიდა. ზაქარეიშვილის დანიშვნა რეინტეგრაციის მინისტრად პირდაპირი დაცინვაა,მეტი არაფერი. კაცი,რომელიც აფხაზეთი და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარების მომხრეა. ალასანია თავდაცვის მინისტრად ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია,მაგრამ ბიძინას კადრები ეგ არის და..((

ისე მესმის რომ რადიო თავისუფლებისათვის მინისტრთა კაბინეტის ფორმირების ამბები უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ.. ეს კაცი ზაზა ბურჭულაძე ,თქვენი თანამშრომელი არ არის,თუ სხვა ზაზაზეა საუბარი? ადამიანი საშინლად უცემიათ და ინფორმაციის სახითაც კი, ვააუდებს რომ თავი დავანებოთ, არსად მინახია ამ საიტზე. რა ხდება მოძალადის დაგმობა და ადმიანის უფლებების დაცვა უკანა პლანზე გადავიდა თუ რა ხდება?
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
09.10.2012 00:51
თქვენ რომ ვერ იპოვეთ, რატომ დაასკვენით მაშინვე, რომ არაფერი არ გამოქვეყნებულა. ამ საიტს საძიებო სისტემა აქვს და ყველაფერს უცებ პოულობს. თუ, რა თქმა, უნდა მას გამოიყენებთ.
http://www.radiotavisupleba.ge/content/news/24731334.html

ავტორი: კ ო მ ბ ლ ე საიდან გვწერთ: ფრანციიდან
08.10.2012 23:13
არის! ასრულდა ოცნება! გუნდია ისეთი მოედანზე სულ ცეცხლს აფრქვევენ, პროფესიონალი ფეხბურთელი, პროფესიონალი ხულიგანი, პროფესიონალი მშოვნელი და მფლანგველი, პროფესიონალი აფერისტი, პროფესიონალი სიტყვის გამტეხი და არც ერთი პროფესიონალი ხალხის მსახური, თუმცა ასეთები მხოლოდ მთაწმინდაზე განისვენებენ.
ვინ ვინ არის ეს თქვენ გადაახარისხეთ.

ავტორი: ანონიმი
08.10.2012 21:22
არა მგონია რომ 1918-1921 წლის საქართველოს მთავრობაში ბევრი მექრთამე ყოფილიყო. თუ ბატონ ბიძინას საწინააღმდეგო ცნობები აქვს და იცის რამე იმდროინდელი ქართველი არამზადა მექრთამე მინისტრების შესახებ ვთხოვ საბუთები წარმოადგინოს. თუ არა და ის ვერ იქნება საქართველოს ოცათასწლიან ისტორიაში პირველი არამექრთამე მთავრობის პრემიერი და ბოდიში ექნება მოსახდელი.

ავტორი: ანონიმი
08.10.2012 17:43
რეინტეგრაციის მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი;

ძალიან გამიხარდა. ეხლა ეს ჩეეხუტება ლუიზა ანჩაბაძის,ლევან არძინბას, ზურაბ აჩბას,ქალბატონი ნელი ეშბას ძმის მკვლელ და არა მარტო ამ მკვლელების მფარველ აფხაზებს და ყველაფერი სულ მთლად ოკ იქნება! თბილისში დადგავენ 1968 წელს მოქვში გიორგი შარვაშიძის საფლავის ამფეთქებელი ჩეკისტის ძეგლს!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
08.10.2012 15:06
ანუ ეს ის ხალხია რომელიც ოლიგარქმა ივანიშვილმა ჯოჯოხეთის ბჭეთაგან აღმოიყვანა რომ იქაური ცეცხლი მოსდონ საქართველოს და დაგვაბრუნონ წარსულში, წარსულში რომლისაც ესოდენ ეშინია 21 წლის პარლამენტარობის კანდიდატს (!) წარსული რომელიც უკვე შემოგვხავის ჩაბნელებული და წყვდიადით მოცული თბილისის ქუჩებიდან

მოკლედ, ხუმრობა იქით იყოს და: თუ ამ ხელისუფლებამ მართლა საქვეყნო საქმის კეთება გადაწყვიტა მაშინ ხო, გავყვებით კიდეც და ჩვენი დემოკრატიის ინდექსიც საბოლოოდ სათანადო ნიშნულამდე მივა.

იქნება აქამდე არნახული რაოდენობის საპარლამენტო ოპოზიცია

მთავრობა რომელიც ვერ აკონტროლებს ცენტრალურ ტელევიზიებს (ეს უკვე კარგია ;))

ვნახოთ რა იქნება, თუ არადა არჩევნები კიდევ მოვა

ავტორი: გიორგი მარჯანიშვილი
08.10.2012 14:45
ვულოცავ ბატონ გურამ ოდიშარიას კულტურის მინისტრობის კანდიდატად გამოჩენას. იქნებ ამ სამინისტრომ გაიხსენოს რომ რომანოვების მიერ აფხაზეთიდან გაძევებული აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი გიორგი შარვაშიძე თბილისში და ქუთაისში ცხოვრობდა. ბერიას დროს მისი სახლი თბილისში დაანგრიეს. ქუთაისში ვერ გავიგე არსებობს თუ ისიც მინგრეულია. 1968 წელს მისი საფლავი მოქვში ააფეთქეს. არადა ეს დიდი მოღვაწე,პოეტი,დრამატურგი,პუბლიცისტი და უბრალოდ კარგი და თუნდაც გრიგოლ რობაქიძის საყვარელი ადამიანი რომელიც თავის საყვარელ სამშობლოდ ივერიასაც თვლიდა იმსახურებს პატივისცემას. იქნებ თბილისში მოხერხდეს გიორგი შარვაშიძის და მისი წრის მემორიალური მუზეუმის გამართვა. აფხაზებთან ურთიერთობის დალაგება ნორმალური აფხაზებისთვის პატივის მიგებით დავიწყოთ.უღრმესი პატივისცემით გიორგი მარჯანიშვილი.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
08.10.2012 14:20
ან ის ფსიქიურად მოშლილი, ხუშტურა, უზრდელი ღარიბაშვილი რა შშს მინსიტრი უნდა გახდეს? პირი ვერ გამოურეცხია.

ხო მართლა ივანიშვილი ფეხბურთს თუ უყურებს? რა განსხვავებაა ფეხბურთის ფანების გაზეთსა და ჟურნალ ეკონომისტს შორის?

ავტორი: ხუთკუნჭულა
08.10.2012 13:38
ეს პორტფელები პოლიტიკური ელფერით გადანაწილებულს ჰგავს და არა პროფესიონალიზმით, თუმცა მე ზოგზოგიერთებივით წინასწარმეტყველების პრეტენზია არა მაქვს და ჯობია ექვსი თვე მაინც დავიცადო, შეფასება მერეც შეიძლება. სკეპტიკურად კი მაინც დამტოვა ამ „არჩევანმა“, ღარიბაშვილი, კალაძე და სანიკიძე რომელი პროფესიონალისტები ბრძანდებიან?

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
08.10.2012 13:01
ქალბატონმა ფანჯიკიძემ რა დიპლომატიის სწრაფი კურსები გაირა თუ?

რაც მაგან 15 "აკეთა" არქივში გექნებათ რადიო თავუსლფებას, მისი მოხსნი შესახებ ორი წლის წინანდელი რეპორტაჟი და იქნება მოგვაწოდოთ?

დიდი მიღწევად თუ არ ვცდები მას მიაჩნდა სალეჩოს გახსნა და "კულტურული ღონისძიებები". 2008 აგვისტოს ომსი დროს გუშინდელი თოვლივით გაქრა მისი "პროფესიონალიზმი". ისვე როგორც სალეჩოების უმრავლეოსბა უუნარო შტატებით არის დაკომპექტებული. ხან "ილია II პასუხს ელოდებიან", ზოგჯერაც "თბილის ეკითხებიან" სამი თვე

ავტორი: MR.JONNY საიდან გვწერთ: Portugal
08.10.2012 13:01
......"ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი - კახა კალაძე"......

-??????????????????????????????????????????????


ავტორი: ანონიმი
08.10.2012 12:33
რა რეზო, კახი კალაძე და ირაკლა ღარიბაშვილი ნახეთ რა ცეცხლს დაატრიალებენ. ეგენი არიან თუ არიან კვალიფიფაკაციურები, თუ როგორც არი რა
კვალიფცურიები.
მართო გინება ნახე როგორი იციან კაროჩე კვალიფციური

ავტორი: levan საიდან გვწერთ: Tbilisi
08.10.2012 11:55
ყველაზე მეტად ბატონ რევაზ შავიშვილის მოსვლა გამეხარდა ხელისუფლებაში (არც სხვები მძაგს, თუმცა, საქმით ბატონ რევაზს უფრო ვიცნობ).
კეთილსინდისიერი პროფესიონალი კარგად გამოადგება მშენებარე ქვეყანას.

ყველაზე პოპულარული