სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 09:34

პოლიტიკა / საქართველო

”ქართული ოცნების” სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტთან კონსულტაციებს დაიწყებს

ბიძინა ივანიშვილიბიძინა ივანიშვილი
x
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
საპარლამენტო უმრავლესობისა და პრეზიდენტის ურთიერთობის საკითხზე  პრეზიდენტსა და მოქმედ მთავრობასთან კონსულტაციების  მიზნით, კოალიცია  ”ქართულმა ოცნებამ” სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელი  დავით უსუფაშვილი, ”თავისუფალი დემოკრატების”  თავმჯდომარე ირაკლი ალასანია და ”ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ღარიბაშვილი. კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა მისი ბლოკის პოლიტიკური ულტიმატუმი არ არის და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზადაა სახელმწიფოებრივ  საკითხებზე  მასთან დიალოგი აწარმოოს.

კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის მზაობა სპეციალური განცხადებით გამოხატა. ამ განცხადებაშივე განმარტა, რომ 2 ოქტომბერს, პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მას პოლიტიკური მოთხოვნა არ დაუყენებია:

”მე ხაზი გავუსვი მხოლოდ იმას, რომ ერთი პირის ინტერესებზე მორგებული საქართველოს კონსტიტუცია შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ქმნის საკმაოდ ბევრ სირთულეს და ამ ვითარებაში შესაძლოა თანამდებობიდან გადადგომა  იყოს პრეზიდენტისთვის საუკეთესო გამოსავალი”, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა. 
ჩვენ არ ვიყენებთ კონსტიტუციით და კანონით განსაზღვრულ მექანიზმებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ პოლიტიკური კრიზისი, დავითხოვოთ ეს პარლამენტი და ვეცადოთ მთავრობაში დარჩენას. ჩვენ არ ვიყენებთ ამ მექანიზმებს, ხაზს ვუსვამ, ვერ ვიყენებთ კი არა, არ ვიყენებთ...

შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა გამოსავლად არ მიაჩნია 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებულ ”ნაციონალურ მოძრაობას.” საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას შემდეგ, 3 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ, საგანგებო პრესკონფერენციაზე, რომელიც,  გუნდის სახელით, ოპოზიციაში გადასვლისა და პარლამენტს შიგნით აქტიური მუშაობის გაგრძელების მზადყოფნის გაცხადების მიზნით მოიწვია, თქვა, რომ კონსტიტუცია და კანონი უზენაესია. მისი თქმით, კონსტიტუციის  თანახმად,  ყოფილ მმართველ  პარტიას  პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა შეუძლია, მაგრამ ამას არ გააკეთებს და იმასვე ელის ოპონენტებისაგან:

”ჩვენ არ ვიყენებთ კონსტიტუციით და კანონით განსაზღვრულ მექანიზმებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ პოლიტიკური კრიზისი, დავითხოვოთ ეს პარლამენტი და ვეცადოთ მთავრობაში დარჩენას. ჩვენ არ ვიყენებთ ამ მექანიზმებს, ხაზს ვუსვამ, ვერ ვიყენებთ კი არა, არ ვიყენებთ. ჩვენ გვაქვს ამის სრული კონსტიტუციური შესაძლებლობა. ჩვენ არ ვიყენებთ ამ მექანიზმებს ერთადერთი მიზეზის გამო: ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ხალხის არჩევანს, ჩვენ გვიყვარს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენ ვაძლევთ მაგალითს ყველა სხვა პოლიტიკურ ძალას. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ამ მაგალითს „ქართული ოცნებაც“ აიღებს.“

დავით ბაქრაძე გულისხმობს მოქმედი კონსტიტუციით  საქართველოს პრეზიდენტისათვის მთავრობისა და პარლამენტის მიმართ მინიჭებულ ფართო უფლებამოსილებებს - მათ შორის, იმას, რომ პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს და მინისტრების დანიშვნაზე თანხმობასაც იგი აძლევს მას. პრეზიდენტმა ეს უფლება, 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მხოლოდ ფორმალურად შეინარჩუნა და  გამარჯვებულ პარტიას მინისტრთა კაბინეტის - მათ შორის, ძალოვანი მინისტრების ნაწილის -  საკუთარი შეხედულებისამებრ დაკომპლექტების საშუალება მისცა. საკმარისია თუ არა პრეზიდენტის  კეთილი ნება და ხომ არ მოითხოვს იგი რაიმე აქტით გამყარების აუცილებლობას? ამ შეკითხვით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრს ვახუშტი მენაბდეს მივმართეთ.

ვახუშტი მენაბდევახუშტი მენაბდე
x
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
”რაც არ უნდა გააფორმონ, ეს მაინც არაფორმალური იქნება. ერთადერთი გაფორმება არის ის, როგორ მთავრობას უყრის კენჭს პარლამენტი. თუ პრეზიდენტმა წარადგინა ის მთავრობა, რომელსაც ეტყვის უმრავლესობა, მაშინ ეს იქნება შეთანხმების მიხედვით მოქმედება. თუ, ვთქვათ, პრეზიდენტმა არ წარადგინა ეს მთავრობა და სხვა წარადგინა, მაშინ სხვანაირად განვითარდება მოვლენები. და მოვლენები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, 2013 წლამდე, საერთოდ პრეზიდენტის მიერ დანიშნული მთავრობა გვყავდეს და არა პარლამენტის მიერ არჩეული. ასეც შეიძლება განვითარდეს მოვლენები, კონსტიტუციის მიხედვით.”

ვახუშტი მენაბდისთვის ძნელია იმის განსაზღვრა, არის თუ არა რომელიმე მხარე ან  კონკრეტულად რომელი  შეიძლება იყოს  დაინტერესებული პოლიტიკური კრიზისის შექმნით. პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე კი კრიზისის საფრთხეს არ გამორიცხავს, მაგრამ აღნიშნავს, რომ იგი რეალურად  არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის:

”ამ შემთხვევაში თანამშრომლობა უფრო მომგებიანი იქნება თითოეული მათგანისათვის. და მე პირადად მაგის იმედი მაქვს.  უამრავ ქვეყანაში ვიცით, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და მისი ხელმძღვანელი იყოს ერთი პარტიიდან და საკანონმდებლო ხელისუფლება სხვა პარტიიდან. მაგრამ ისინი თანამშრომლობენ, იმიტომ რომ პოლიტიკურ კულტურაზეა ეს დამოკიდებული, თორემ კრიზისი ყოველთვის შეიძლება დადგეს.”
არავითარი ვერსია არავის არ აქვს, მხოლოდ მე მაქვს თავში. არც ერთი კაცისთვის არაფერი არ მითქვამს. არც ერთ კანდიდატურას დღეს არ გეტყვით, სანამ ჯგუფში არ განვიხილავთ. არც ერთმა ჩემი ჯგუფის წევრმა არ იცის არც ერთი კანდიდატის შესახებ, გარდა ჩემი კანდიდატისა...

3 ოქტომბერს კი მასმედიის საშუალებები აქტიურად ცდილობდნენ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დასაკომპლექტებელი მინისტრთა კაბინეტის პოტენციური წევრების ამოცნობას.

”არავითარი ვერსია არავის არ აქვს, მხოლოდ მე მაქვს თავში. არც ერთი კაცისთვის არაფერი არ მითქვამს. არც ერთ კანდიდატურას დღეს არ გეტყვით, სანამ ჯგუფში არ განვიხილავთ. არც ერთმა ჩემი ჯგუფის წევრმა არ იცის არც ერთი კანდიდატის შესახებ, გარდა ჩემი კანდიდატისა”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება მთავრობის დაკომპლექტებამდე საჭირო პროცედურებს და ზოგადად თანამშრომლობას პრეზიდენტთან,  მან  თავის  ბიზნესცენტრში კოალიციის ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხა, რომ,  საჭიროების შემთხვევაში, თავადაც შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა სპეციალურ საკონსულტაციო ჯგუფში  ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
04.10.2012 20:18
რატო რუსული ციხიდან გვწერ და ფონტები არ ჩაგაწერინეს?

არ დაბრუნდებიან და თუ მაინც ასე გამართლდა ეს ბოროტი წინასწარმეტყველებები მაშინ შინ ცამოსულ ქურდებს ისევ ციხეში შევაბრუნებთ

არც ქართული ოცნება იქნება მუდმივი ;) არ ინერვიულოთ მაგაზე

ავტორი: Roman საიდან გვწერთ: Russia
04.10.2012 15:30
ზალიან საინტერესოა რა იკნება საკარტველოსჰი 1-2 ტსელსჰი მომავალსჰი...

შიმატრლე რომ ვტკვა (ცჰემი აზრიტ) 1-2 ტსელსჰი კველა კანონიერი კურდები რუსეტიდან საკარტველოსჰი დაბრუნდებიან...

ამ არცჰევნებზე მარტო "ცჰეკისტებმა" გაიმარდგვეს...

Bოდისჰცჰიტ - კარტული ასოები არ მაკ კომპიუტერზე...

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
04.10.2012 14:46
ერთი ყოფილ ხელისუფლებასაც ვკითხავ:

ბოლო 24 საათის განმავლობაში ორი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ორ სხვადასხვა ქუჩაზე, დაყაჩაღებულ იქნა ორი სხვადასხვა დაწესებულება

სად არის ჩვენი ელვისებური სისწრაფით მომუშავე (ოღონდ მართლა კარგად მომუშავე) გამოძიება და პოლიცია?

თუ ეს არის ერთ ერთი პი-არ კამპანია- ბიძინამ ქურდული აღადგინაო

რატომ არის არჩევნებიდან მე-3 დღეს ქვეყანაში ვაგხანალია?

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: ჯერკიდევ გოგიეთიდან
04.10.2012 14:06
ავტორი: დავითი საიდან გვწერთ: თბილისი
04.10.2012 13:21
ეს რა საშინელი ხელისუფლება მოვიცილეთ, გილოცავთ ქართველებო, ყოველ დღე დაძაბული ველოდი აბა რა ახალ გადასახადს გამოიგონებდნენ, ვის დააჯარიმებნენ, ვის წაართმევდნენ ქონებას და მერე მაძღარი თვითკმაკოფილი სახეებით გვასწავლიდნენ რომ მარტო თვითონ იცოდნენ რა იყო კარგი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. თურმე მართალი ყოფილა რუსთველი და ხანდახან კეთილიც იმარჯვებს-გეთანხმები, თითქმის პოლიტიკური მარცხის პირას მისულებმა საქალაქო ტრანსპორტი გააძვირეს-საათნახევრიანი შეღავათით დასაქმებული ვერანაირად ვერ ისარგებლებს, ვერც რაიმე საქმეზე დიდხანს დარჩენილი ადამიანი.... ამის მერე ლოზუნგი "გვესროლეს"-"მეტი სარგებელი ხალხს", თან ცინიზმი იცით რაშია? სიტყვაში:"მეტი",, თითქოს ხალხს რაიმე სარგებელი მათგან ჰქონდა ....

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
04.10.2012 13:43
დავით

წინა ხელისუფლების ცენტრისტული გამოხტომების გამო მცირე ბიზნესი (მათი კეთილი ბუნებაც უწყობდა ხელს- ყველას ყველაფერს "თვითონ" უფორმებდნენ) და უბრალო ადამიანები გაკოტრების ზღვარზე მივიდნენ და გაკოტრდნენ კიდეც

გაძვირდა ყველაფერი ქვეყანაში სადაც მოსახლეობის სრულ უმრავლესობას არ აქვს არაფერი

თუმცა ახლად-არჩეული ხელისუფლების სიკეთეზე საუბარი ჯერ მაინც ადრეა, მარტო ივანიშვილის მეცენატური წარსული ამისთვის საკმარისი არ არის

აგერ ერთი კვირაც არ გასულა და უკვე დაგვამახსოვრეს თავი პრეზიდენტის გადადგომაზე სრულიად უპასუხისმგებლო საუბრით (!), აღმოჩნდა რომ მოვიდნენ მოუმზადებლები- არზრზეც არ არიან ვისით დააკომპლექტონ მინისტრთა კაბინეტი (!), დღემდე გრძელდება დემონსტრაციების და შენობების ბლოკირება (!), საერთოდ არ მესმის რა უნდოდათ ასავალ-დასავალის ოფისთან, ვის იცავენ და რას იცავენ- ვინ ემუქრებოდა გაზეთს ნინია კაკაბაძე? (!)

როცა სააკაშვილის ხელისუფლებას პირველივე დღიდან დაუწყეს კრიტიკა- აცადეთ ბატონოო ვპასუხობდით და შედეგმაც არ დააყოვნა- 8 წელი ვაცადეთ და ვუცადეთ

არ ვთვლი რომ ამ საპარლამენტო უმრავლესობასთანაც "აცადე ბატონო" გამოგვადგება

ნამდვილად არ მინდა ახალი ფსევდო დემოკრატია ქვეყანაში

ავტორი: დავითი საიდან გვწერთ: თბილისი
04.10.2012 13:21
ეს რა საშინელი ხელისუფლება მოვიცილეთ, გილოცავთ ქართველებო, ყოველ დღე დაძაბული ველოდი აბა რა ახალ გადასახადს გამოიგონებდნენ, ვის დააჯარიმებნენ, ვის წაართმევდნენ ქონებას და მერე მაძღარი თვითკმაკოფილი სახეებით გვასწავლიდნენ რომ მარტო თვითონ იცოდნენ რა იყო კარგი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. თურმე მართალი ყოფილა რუსთველი და ხანდახან კეთილიც იმარჯვებს!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
04.10.2012 13:11
ამ საიტს ქართული ოცნების ბევრი მომხრე და წევრი ათვალიერებს და იქნებ რომელიმემ მიპასუხოთ:

როდემდე აპირებთ ქუჩაში დგომას და სამანქანო კოლონებით სიარულს?

ხვდებით თუ არა რომ უკვე უმრავლესობაში ხართ და ამ მიტინგების და ბლოკირებების მაგივრად შეგიძლიათ რეალობა შეცვალოთ და სასამართლო დონეზე გადაწყვიტოთ დავები

შეგახსნებთ რომ ხალხმა სწორედ ამ (და სხვა) რეალობის შესაცვლელად აგირჩიათ, რადგან წინა ხელისუფლების პირობებში სასამართლო არ არსებობდა. ხალხს თქვენთვის ხმა მიტინგების სამართავად არ მოუცია

თუ თქვენთვის დემოკრატია და სამართალი მარტო მიტინგების ჩატარების უფლებაა

გეყოთ ეხლა "ტუსოვკები", საქმის სამართლებრივ კეთებაზე იფიქრეთ, 4 წელია თქვენს განკარგულებაში და დაამტკიცეთ რომ ღირდა თქვენი არჩევა

ავტორი: ანონიმი
04.10.2012 01:24
კარგია, მძლავრი ქართული დემოკრატიის ფრთები ერთმანეთთან ანგარიშსწორებას დაამთავრებენ,შეიძლება რაღაც საერთო ენაც გამონახონ. აი მერე ალბათ დაფიქრდებიან იმაზე თუ რითი შესძლებენ ჩეკისტოკრატიის მიერ გავერანებული საქართველოს შველას. თუ საშველი დარჩება რამე რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში. იცოცხლეთ და გაიხარეთ დარჩება რამე ქართული თუ მარტო საბჭოთა დემოკრატია დარჩება ამის მიუხედავად.

ყველაზე პოპულარული