ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 16:11

რუბრიკები / ახალი ევროპა

„ახალი ღერძი“ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებით?

x

მულტიმედია

აუდიო
გერმანიამ და პოლონეთმა - ჩეხეთთან და შვედეთთან ერთად - გასულ კვირაში ერთობლივი იდეები წარმოადგინეს იმის შესახებ, თუ როგორი პოლიტიკა უნდა გატარდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებით. ამას გასულ კვირაში საგანგებო პუბლიკაცია მიუძღვნა ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებულმა საინტერნეტო გამოცემა EU Observer-მა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ზოგიერთი დიპლომატის სიტყვებით, საქმე შესაძლოა საერთოდ „ახალ ღერძთან“ გვქონდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში.
ოთხმა ქვეყანამ ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის შესახებ არაოფიციალური დოკუმენტი გაუგზავნა ბლოკის საგარეოპოლიტიკურ ლიდერს, კეთრინ ეშტონს.

ტექსტი მოიცავს ოთხ წინადადებას:

ევროკავშირმა უნდა გააღრმაოს კავშირები პროგრამაში შემავალ ცალკეულ ქვეყნებთან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდავეთი, უკრაინა), თუკი ამ ქვეყნებში წინსვლა იქნება დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით.

უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმისათვის, რომ ამ ექვს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის შეიქმნას თავისუფალი ვაჭრობის ზონა,  რომელიც ევროკავშირსა და ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას შორის მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის მოდელს დაეყრდნობა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავიანთ ყოველთვიურ შეხვედრებზე რეგულარულად უნდა განიხილონ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მიმდინარე პროცესები.

ამასთან, უფრო მეტად უნდა გაესვას ხაზი საკუთრივ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამას და მის მნიშვნელობას. უნდა შეიქმნას საგანგებო ლოგო, რომელსაც სამიზნე ქვეყნებში პროგრამის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე - მაგალითად, ახალ გზებზე - მიამაგრებენ.
პოლონეთს კიდევ უფრო შორს სურს წასვლა.

ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადეკ შიკორსკიმ 18 თებერვალს განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში ვილნიუსში დანიშნულ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირმა ამ ექვს ქვეყანას გაწევრიანების მკაფიო პირობა უნდა მისცეს - ზუსტად ისე, როგორც ეს 2003 წელს თესალონიკიში გამართულ სამიტზე გააკეთა დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებთან მიმართებით.
გერმანიისა და პოლონეთის პოზიციები საკმაოდ მსგავსია. აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს გერმანიაც უჭერს მხარს. ის ეთანხმება პოლონეთის შეხედულებას, რომ ბლოკმა აღმოსავლეთის ქვეყნებს უნდა შესთავაზოს პერსპექტივა...

არაოფიციალურ დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნების გარკვეული პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, თავად ის ფაქტი, რომ დოკუმენტს ხელს გერმანიაც აწერს, ბევრ რამეზე მეტყველებს.
ეს ნიშნავს, რომ გერმანია გამოვიდა ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივის მიმართ სკეფსისით გამორჩეული ქვეყნების ჯგუფიდან. ამასთან, ეს ფაქტი იმის ინდიკატორიცაა, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ნაკლებად უფრთხის რუსეთის ინტერესებთან დაპირისპირებას.

წარსულში გერმანია ბელგიის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის მხარეს იყო ხოლმე და, ამ ქვეყნების მსგავსად, გამოდიოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობაში დისტანციის შენარჩუნების მოწოდებით.

EU Observer-ი ავრცელებს ერთ-ერთი ჰოლანდიელი დიპლომატის სიტყვებს, რომ მის ქვეყანას „აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა“ არ მიაჩნია ევროკავშირში გაწევრიანების გზად.

კიდევ ერთი დიპლომატის სიტყვებზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ გერმანია მართლაც არ არის იმის წინააღმდეგი, რომ პოსტსაჭოთა ქვეყნებს მიეცეთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ოღონდ იმ პირობით, თუკი მიდგომა ინდივიდუალური, ცალკეულ ქვეყნებზე მორგებული იქნება, თესალონიკიში შემუშავებული ჯგუფური მიდგომისგან განსხვავებით.

„გერმანიისა და პოლონეთის პოზიციები საკმაოდ მსგავსია. აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს გერმანიაც უჭერს მხარს. ის ეთანხმება პოლონეთის შეხედულებას, რომ ბლოკმა აღმოსავლეთის ქვეყნებს უნდა შესთავაზოს პერსპექტივა, რომელიც მათ  კავშირთან დაახლოებისკენ უბიძგებს“, - უთქვამს დიპლომატს ინტერნეტგამოცემისთვის.

კიდევ სხვა დიპლომატს, რომლის სახელსაც გამოცემა ასევე არ ასახელებს, სათქმელი მოკლედ ჩამოუყალიბებია: „აღმოსავლეთის მიმართ ევროკავშირის მიერ გატარებულ პოლიტიკაში ახალი ღერძი გამოიკვეთა - გერმანია-პოლონეთი-შვედეთიო“.

შეხედულებას, რომ გერმანიის პოზიცია იცვლება, ეს დიპლომატიც ეთანხმება. მისი აზრით, გერმანია აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ბევრად უფრო აქტიურ როლს ასრულებს და ცდილობს ერთგვარი ხიდის ფუნქცია იტვირთოს პროგრამის ძალიან ენერგიულ მხარდამჭერებსა და სკეპტიკოსებს შორისო.

რაც შეეხება თავად კეთრინ ეშტონს, ვილნიუსის სამიტზე ცვლილებების ხილვა მასაც სურს.

„აღმოსავლეთის ქვეყნებთან ჩვენს ურთიერთობას ახალი ენერგია უნდა შევმატოთ და ვილნიუსი ამ პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი იქნებაო“, - უთქვამს ეშტონის პრესმდივანს, მაია კოჩიანჩიჩს.

თუმცა კოჩიანჩიჩმა იქვე დასძინა, რომ პროგრესი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მომავალი 9 თვის განმავლობაში. ეს ფაქტორი ზუსტად იმდენადვეა მნიშვნელოვანი, რამდენადაც საკუთრივ ევროკავშირის შიგნით მიმდინარე დისკუსია. 

ავიღოთ უკრაინის მაგალითი: არსებობს იდეა, რომ სამიტის კულუარებში ხელი მოეწეროს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, მაგრამ ეს რომ განხორციელდეს, ამისათვის უკრაინამ დემოკრატიულ რეფორმებში მკაფიო კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. იგივე სიტუაციაა საქართველოსთან მიმართებით. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება თუ სურს, მანაც უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯებიო, - უთქვამს ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის პრესმდივანს.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.

სხვა მასალები

ვიდეო სერგი კაპანაძე ანტიანექსიურ სტრატეგიაზე

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე.
გაგრძელება

ვიდეო აქცია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

„არა ოჯახში ძალადობას“ - ასე ერქვა აქციას, რომელიც გორის თეატრის სკვერში გაიმართა. სკვერში ახალგაზრდები იისფერი ბუშტებითა და გულსაბნევებით მივიდნენ.
გაგრძელება

აუდიო „ნაციონალურმა მოძრაობამ პროტესტი ბოდიშის მოხდით უნდა დაიწყოს“

მმართველი გუნდი ირონიას უწოდებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ 15 ნოემბრისათვის დაგეგმილ მიტინგს, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მოუწოდებს საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, რომ საპროტესტო აქცია ბოდიშის მოხდით დაიწყონ.
გაგრძელება

აუდიო „დასავლეთმა ერთმნიშვნელოვნად უნდა იცოდეს, ვის მხარეს ვართ“

რა ცვლილებებს მოიტანს რუსეთის გააქტიურება სეპარატისტულ რეგიონებში ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში და რამდენად ადეკვატურია საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები მოსალოდნელ საფრთხეებზე.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული