ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:14

პოლიტიკა / საქართველო

"ენ-დი-აის" პოლიტიკურ რეიტინგებში ნაციონალები ლიდერობენ

NDI-ის კვლევის შედეგების პრეზენტაციაNDI-ის კვლევის შედეგების პრეზენტაცია
x
NDI-ის კვლევის შედეგების პრეზენტაცია
NDI-ის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის, კვლევის მიხედვით, ამ კითხვაზე პასუხის საფუძველზე  შედეგები ასე გადანაწილდა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 37 პროცენტი უჭერს მხარს, ”ქართულ ოცნებას” - 12 პროცენტი,  „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ - 3 პროცენტი, ხოლო დანარჩენ პარტიებს  -  2 პროცენტი. შესაბამისად, NDI-ის წინა კვლევასთან შედარებით, ”ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი 1 პროცენტით გაიზარდა, ”ქართული ოცნების” რეიტინგი კი 6 პროცენტით დაეცა.

საერთაშორისო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორის ლუის ნავაროს თანახმად, კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3 პროცენტია. გამოკითხვაში კი, რომლის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა, ქვეყნის მასშტაბით, 2 038 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. NDI-ის კვლევის მიხედვით, წინა - ივნისში ჩატარებული - გამოკითხვის შედეგებთან მიმართებით,  „ნაციონალური მოძრაობის“ უპირატესობა მის მთავარ კონკურენტთან, ”ქართულ ოცნებასთან”,  ცალკეულ პოლიტიკოსთა მოწონების მაჩვენებლებშიც გამოიხატა. ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწონების მაჩვენებლები ზოგადად გაიზარდა, ხოლო ოპოზიციისა შემცირდა. პირადი რეიტინგით,  91 პროცენტით, პირველ ადგილზე კვლავ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დგას, მეორე ადგილზე, წინა კვლევასთან შედარებით 7 პროცენტით გაუმჯობესებული შედეგით, 62 პროცენტით, ვანო მერაბიშვილია, ხოლო  61 პროცენტით და 3 პროცენტიანი მატებით - მიხეილ სააკაშვილი. კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი, ივნისის მაჩვენებელთან შედარებით, 7 პროცენტითაა გაუარესებული და 39 პროცენტს შეადგენს. ერთპროცენტიანი გაუარესებაა ირაკლია ალასანიას რეიტინგში - 31 პროცენტი, ორპროცენტიანი კი - დავით უსუფაშვილის რეიტინგში, 18 პროცენტი.
მიუხედავად თუნდაც შეცდომებისა, მიუხედავად იმ ტრაგედიებისა, რაზეც სულ სპეკულირებენ, დაწყებული სანდრო გირგვლიანის თემით და დამთავრებული ლაფანყურის თემით, სახელმწიფო რომ ფუნქციონირებს, სახელმწიფო რომ დგას ფეხზე, დემოკრატიული ინსტიტუტები რომ თავისი ტკივილით, თავისი შეცდომებით, მაგრამ სტაბილურად ძლიერდება, ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი ამას ხედავს...

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის ლუის ნავაროს განმარტებით, კვლევაში ზოგადად დიდი იყო იმ რესპონდენტთა რიცხვი, ვინც კითხვებზე უპასუხა  „არ ვიცი”. შესაბამისად, ლუის ნავარო პარტიებსა და მათ ლიდერებს ურჩევს,  თავიანთი გეგმებისა და მიზნების მოსახლეობამდე მიტანა მაქსიმალურად უზრუნველყონ:

”ჩვენი წინასაარჩევნო შედეგები მოწმობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 37 პროცენტია, „ქართული ოცნების“ - 12, „ქრისტიან-დემოკრატების“ - 3 პროცენტი, სხვა დანარჩენი  ოპოზიციური პარტიების  კი - 2 პროცენტი, რაც  იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა 46 პროცენტს ან არ გადაუწყვეტია, ან არ ამბობს, ვის უჭერს მხარს. ხალხს არ აქვს  საკმარისი ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების  პრიორიტეტების შესახებ. ამომრჩევლის ნახევარმა, 53-მა პროცენტმა,  მაგალითად, არ იცის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი რას აპირებს, სამი მეოთხედი არ არის ინფორმირებული ბიძინა ივანიშვილის გეგმების შესახებ. შესაბამისად, საარჩევნო კამპანიის მომდევნო სამი კვირის განმავლობაში პარტიებს ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებისათვის  მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილებას ვურჩევთ.”

პოლიტიკური პარტიების რეიტინგების მაჩვენებლები, თავის მხრივ, ნაწილია  საქართველოში საზოგადოებრივი  განწყობის იმ  კვლევისა, რომლის მიხედვითაც  მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებს წარმოადგენს სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. მმართველი პარტიის პრესსპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ NDI-ის შედეგები დამატებითი პასუხისმგებლობაა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რათა არ დაიშუროს ძალისხმევა ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ამავე პარტიის წევრმა  დავით დარჩიაშვილმა კი სხვა პარტიებთან „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის  უპირატესობა მტკიცე, სტაბილური ამომრჩევლის არსებობით ახსნა:

”მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შეიძლება იმ ვადებში არ გამოდიოდეს, რაც ჩანაფიქრია, საგარეო პოლიტიკური კურსი შეიძლება უცებ მოულოდნელ გამოწვევებს გთავაზობდეს და ასე შემდეგ, რწმენა, რომ ეს არის მაინც მომავლის და პროგრესის ძალა, არსებობს. და მიუხედავად თუნდაც შეცდომებისა, მიუხედავად იმ ტრაგედიებისა, რაზეც სულ სპეკულირებენ, დაწყებული სანდრო გირგვლიანის თემით და დამთავრებული ლაფანყურის თემით, სახელმწიფო რომ ფუნქციონირებს, სახელმწიფო რომ დგას ფეხზე, დემოკრატიული ინსტიტუტები რომ თავისი ტკივილით, თავისი შეცდომებით, მაგრამ სტაბილურად ძლიერდება, ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი ამას ხედავს.”
არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებაც არ ენდობა მაინცდამაინც  „ენ-დი-აის“ კვლევებს და, აქედან გამომდინარე, ჩვენ კომენტარს ამ კვლევებზე არ ვაკეთებთ...

ასე ხსნის NDI-ის პარტიულ რეიტინგში ლიდერობას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის ძირითად  მეტოქეს კი, ”ქართულ ოცნებას”, წინა შემთხვევების დარად, არც ახლა სჯერა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის ობიექტურობისა. ”ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ამბობს:

”არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებაც არ ენდობა მაინცდამაინც  „ენ-დი-აის“ კვლევებს და, აქედან გამომდინარე, ჩვენ კომენტარს ამ კვლევებზე არ ვაკეთებთ.”

მაია ფანჯიკიძე ფიქრობს, რომ NDI-ის  კვლევის შედეგების მიმართ საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებში უნდობლობა  განპირობებულია იმით, რომ ორგანიზაცია ამ კვლევას უშუალოდ თავად არ ატარებს. კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილს კი კვლევაში არსებული კითხვების ფორმულირებასთან დაკავშირებით აქვს შენიშვნები  და ამბობს, რომ თავად  კითხვის ფორმულირება აჩენს კითხვას.  ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე, თავის მხრივ,  აღნიშნავს, რომ კვლევის ჩატარებიდან გასულ პერიოდში წინასაარჩევნო ვითარება დიდწილად  შეცვლილია. რაც შეეხება რეიტინგს და ამ რეიტინგიდან გამომდინარე პერსპექტივას, ლევან ვეფხვაძე იმედს იმ ამომრჩეველზე ამყარებს, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას:

ლევან ვეფხვაძელევან ვეფხვაძე
x
ლევან ვეფხვაძე
ლევან ვეფხვაძე
”მიუხედავად პოლარიზაციისა, ძალიან დიდია გადაუწყვეტელი ელექტორატის რაოდენობა  -  თითქმის 25 პროცენტი. შესაბამისად, ამ ადამიანებს არ მოსწონთ ივანიშვილი, არ მოსწონთ სააკაშვილი. რატომ გვგონია, რომ ჩვენ გვაქვს შანსი ამ ადამიანების დარწმუნებისა, დაგვიჭირონ მხარი? პირველი იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ გვაქვს კარგად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული გზავნილები და, მეორე, კონკრეტული ლიდერები, რომელთაც ძალიან მაღალი ნდობა აქვთ.”

დაბოლოს, ისევ ლიდერების თემას და NDI-ის კითხვარს რომ დავუბრუნდეთ, რესპონდენტთა 27 პროცენტი პრეზიდენტად ნაციონალების კანდიდატს ისურვებდა, 12  პროცენტი  - ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, 4 პროცენტი კი - კვლავ მიხეილ სააკაშვილს,  თუმცა რესპონდენტებს განემარტათ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არა აქვს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: lali საიდან გვწერთ: tbilisi
12.09.2012 02:06
საქართველო არის პატარა და დიდი ტრადიციების მატარებელი ქვეყანა,ოდითგანვე აქ ადამიანთა შორის ჩამოყალიბდა ეფექტური კომუნიკაციური სისტემები,მათ შორის ინფორმაციის გავრცელება-გაცვლის მხრივ.ამ მხრივ ჩვენ ყოველდღიურად აშკარად ვხედავთ და ვაწყდებით იმის საპირისპირო სურათს რასაც გვიხატავს NDI.ასე რომ, ბატონებო ამ ორგანიზაციებიდან, მასხრად ნუ აიგდებთ თავს,რამეთუ ამ ფარსით რასაც თქვენ აკეთებთ თქვენ დაემსგავსეთ უნიჭო კლოუნებს!!!

ავტორი: tea საიდან გვწერთ: tbilisi
11.09.2012 22:07
შევარდნაძე,სააკაშვილი,ქრისტიან დემოკრატები,ედპ,ლეიბორისტები,ახალი მემარჯვენეები...რა არის ეს?რა ქვია ამათ?...ამათ სახელი არაა აქვთ...

ავტორი: ექსპერტი საიდან გვწერთ: თბილისიდან
11.09.2012 09:58
ლევან ვეფხვაძე:"....მიგვაჩნია, რომ გვაქვს კარგად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული გზავნილები და, მეორე, კონკრეტული ლიდერები, რომელთაც ძალიან მაღალი ნდობა აქვთ.”ნდობაზე ძალიან ნუ გადადებთ თავს–ყველა ამბობს, რომ თქვენი პარტია მერაბიშვილის შექმნილია–რამდენიმე მიზნით....ერთ ერთი მიზეზი:წინა არჩევნებისას ერთპარტიული პარლამენტის არსებობის საშიშროება აიცილეს–თქვენი, სსრკ უშიშროების მიერ შექმნილი "ედეპეს", ასევე "ახალი მემერჯვენეების" დახმარებით...ერთი მიზანი ისიცაა, რომ ამ არჩევნებში ხმების დაქსაქსვის გზით გაანეიტრალონ ნამდვილი ოპოზიცია.... ახალ პარლამენტში თანაბარი ხმების პირობებში თქვენნაირი "სამთავრობო ოპოზიციის" მეშვეობით საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების გარანტიები შეიქმნან–ამასთან რეიტინგების კვლევებში თქვენთვის გადმოგდებული "ლუკმების" თაობაზე თქვენივე განცხადებებით "აპრავებს" საკუთარ "მაღალ" რეიტინგებს... მოკლედ: რასაც თქვენ აკეთებთ მაგას გასაგებ ენაზე პოლიტიკური პროსტიტუცია ჰქვია...

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
11.09.2012 00:03
ტუტუცს:შეიძლება შენთვის პარადოქსია,მაგრამ შეშინებულები დღეს მიშისტები არიან და ყველაზე ძალიან უახლოესი გარემოცვა და არა იმდენად იმისი,რომ მიდიან არამედ სწორედ რომ თავისი ბელადის.იმ წესიერ 46% რაც შეეხება, ეს მათი არსებობიდან გამომდინარე შეძენილი ინსტიქტებია და დარწმუნებული ვარ,რომ შენზე მამაცები არიან.მათ ქააჩნიათ პოზიცია.

ავტორი: gia საიდან გვწერთ: tbilisi
10.09.2012 21:07
ეს ზღაპარი როგორ დავიჯეროთ?რომ გამოკითხვების დროს ნაციონალი არ იტყვის ვის უჭერს მხარს,როგორ წარმოგიდგენიათ დღეს ესეთი ანეკდოტური ნონსონსი?და პირიქით ერთ რამეს გეტყვით...ვინც დააფიქსირა რომ ნაციონალებს უჭერს მხარს მათი დიდი პროცენტი ამას აკეთებს სამუშაოს დაკარგვის და პრობლემების შექმნის შიშით...

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
10.09.2012 04:54
ეს პოზიციაა გეთანხმები, მაგრამ მზად ვარ ჩემი სახლიც კი შემოგთავაზო სანეძლეოდ რომ, მაგ 46%ის 90-95% შიშით ვერ ამბობს ვის უჭერს მხარს

ისინი არ გამოხატავენ ნეიტრალურ დამოკიდებულებას, დააკვირდი: გამოკითხულთა სრული უმრავლესობა პირში წყალს იგუბებს, 46% ძალიან დიდი ციფრია

ეს უნდა გვაშფოთებდეს

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
09.09.2012 13:56
როდესაც 46% არ ამბობს თუ ვის დაუჭერს მხარს,მე პირადად ეს ფაქტი მახარებს და დარწმუნებული ვარ,რომ ესენი შუაშისტები არიან.)
პ.ს.ბ.ზაალის და ნიკოს აზრთა თანხვედრაში რეზონანს მოვახდენ და კიდევ ერთხელ ვიტყვი:ეს პოზიციაა!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
08.09.2012 15:11
ვანო მერაბიშვილი აცხადებს რომ ხახლში აპირებს უკანდამხევი კლასის გაქრობას, და რომ ეს ნაცების მიზანია...

რაღაცით ძალიან ჰგავს ეს გამონათქვამი 30-40იანი წლების გერმანიას და მის ნაციონალისტურ პარტიას...

იქეთ ბიძინა როშავს რაღაც ყოვლად გაუგონარი შინაარსის წინადადებებს...

რაც ხალხი ის მთავრობა და სამთავრობოები

ავტორი: nana საიდან გვწერთ: tbilisi
08.09.2012 13:12
დავიღალეთ უკვე რა ამ სისულელეებით,უკვე აღარც გვეცინება,ამ შეკვეთილი და ტენდენციური კვლევა-გამოკითხვების აღარც სააკაშვილს და აღარც ამ ორგანიზაციებს აღარ სჯერათ,ხალხი ხომ უკვე აღარც დაგცინით,უკვე ყველას მობეზრდით რა შარშანდელი თოვლივით!!!

ყველაზე პოპულარული