შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 16:49

პოლიტიკა / საქართველო

NDI: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიკლო, „ოცნებამ“ მოიმატა

ლუის ნავარო, „ენ-დი-აის“ საქართველოს ოფისის დირექტორი.
ლუის ნავარო, „ენ-დი-აის“ საქართველოს ოფისის დირექტორი.

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ( NDI ) 16 ივლისს გამოაქვეყნა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიების რეიტინგში კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. მეორე ადგილზე კოალიცია „ქართული ოცნებაა“, მესამეზე კი - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“. რა აჩვენა NDI-ის კვლევამ და როგორ აფასებენ მის შედეგებს სპეციალისტები?

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით შესრულებული კვლევა, რომელიც 4 ივნისიდან 22 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა, 6 ათას 300 დასრულებული ინტერვიუსაგან შედგება. „ენ-დი-აის“ საქართველოს ოფისის დირექტორის ლუის ნავაროს თქმით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა 75 პროცენტი მიიღებდა. ამასთან, კვლევამ ისიც აჩვენა, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ძირითადი ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შორის გაიმართება.

„რაც შეეხება შეკითხვას, ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, შედეგები ასე გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მაჩვენებელმა 11 პროცენტით იკლო, წინა კვლევასთან შედარებით. „არ ვიცი“ კატეგორია არ შეცვლილა, კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი 8 პროცენტით  გაიზარდა, უარი პასუხზე კი 6-მა პროცენტმა თქვა.  „არც ერთი პარტია“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „სხვა ოპოზიცია“ - იმავე მაჩვენებლებში დარჩნენ.“
მოსალოდნელი იყო! მიტინგების ამ წარმატებულმა კამპანიამ გარკვეულწილად შეცვალა სიტუაცია და შეცვალა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ...

კვლევის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მაჩვენებელი 2012 წლის თებერვლის შემდეგ 47-დან 36 პროცენტამდე შემცირდა, მაშინ როცა კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი 10-დან 18 პროცენტამდე გაიზარდა. პოლიტილოგ გია ნოდიას თქმით, ამგვარი დინამიკა ლოგიკურია რამდენიმე მიზეზის გამო:

„მოსალოდნელი იყო! მიტინგების ამ წარმატებულმა კამპანიამ გარკვეულწილად შეცვალა სიტუაცია და შეცვალა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ. მანამდე თუნდაც უკმაყოფილო ადამიანები სკეპტიკურად უყურებდნენ ივანიშვილს იმიტომ, რომ პასიური იყო. ახლა ამას მასზე ვერ ვიტყვით, მან უფრო მეტად შეძლო ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის თავის გარშემო შემოკრება და, მართალი გითხრათ, ცოტა გამიკვირდა, რომ მეტი ვერ შეძლო, 20 პროცენტზე მეტს ველოდი. საინტერესოა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რაოდენობა. როგორც ჩანს, ზიარჭურჭლის ეფექტთან გვაქვს საქმე.“

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 4 პროცენტი ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს,  22-მა პროცენტმა ჯერ არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას, 16 პროცენტი კი უარს ამბობს პასუხის გაცემაზე. ყოველივე ეს ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს აფიქრებინებს, რომ გამოკითხულთა 40 პროცენტზე მეტი, უბრალოდ, გაურბის პასუხის გაცემას. 

„ეს ნიშნავს, რომ თითქმის ნახევარი არ ენდობა კვლევას. ანუ რაღაცას აკეთებდნენ მკვლევარები ისეთს, რომ იმსახურებდნენ ასეთ უნდობლობას. როგორ შეიძლება ენდო გამოკვლევას, რომელსაც არ ენდობა რესპონდენტი? ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ უმჯობესი იქნება დაანებოს თავი  საქართველომ ნავაროს, სირცხვილია!“, უთხრა რამაზ საყვარელიძემ რადიო
თავისუფლებას.

„ენ-დი-აის“ კვლევებს არ ენდობიან ლეიბორისტულ პარტიაში. საქმე ის არის, რომ, მმართველი პარტიისა და „ქართული ოცნების“ გარდა, მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატებს აქვთ დამოუკიდებელი რეიტინგი (3 პროცენტი), ყველა სხვა ოპოზიციური პარტიის ჯამური რეიტინგი 2-დან 1 პროცენტამდეა შემცირებული. იმის გამო, რომ არ ენდობა, „ენ-დი-აის“ კვლევის შედეგების კომენტირებაზე უარი თქვა კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემაც:

ის იდეა, რომ ჩვენ ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა დავუშვათ კითხვართან, ეწინააღმდეგება ჩვენს, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის, პრინციპებს. თქვენი შეკითხვა არსებითად იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებმა უნდა გვიკარნახონ კითხვები ...

„ჩვენ არ ვიცით მეთოდოლოგია ამ კვლევების, ჩვენ არ ვიცით გამჟღავნების ინსტრუმენტი როგორია, რადგანაც არასოდეს ვიგებთ მთლიან სურათს... არ ვიცით, როგორ არის ჩატარებული საველე სამუშაო და ა.შ.“

„ქართული ოცნებისა“ და სხვა ოპონენტების პასუხად „ენ-დი-აის“ საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო ამბობს, რომ კვლევა საერთაშორისო სტანდარტით ტარდება და მისი მეთოდოლოგია თუ სხვა დეტალები  შეძლებისდაგვარად გახსნილია დაინტერესებულ პირთათვის, თუმცა, ნავაროს თქმით, არსებობს გამჭვირვალობის ზღვარი, რომლის იქითაც ორგანიზაცია ვერ გადავა:

”ჩვენ გაცილებით მეტად ვასაჯაროებთ გამოკითხვის მეთოდოლოგიას, ვიდრე ამას პოლიტიკურ კვლევებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები აკეთებენ. თუკი რომელიმე მათგანი უფრო მეტად გამოააშკარავებს ან გამჭვირვალეს გახდის თავის მეთოდოლოგიას, მაშინ ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რას შეიძლება გადავხედოთ. მაგრამ ის იდეა, რომ ჩვენ ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა დავუშვათ კითხვართან, ეწინააღმდეგება ჩვენს, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის, პრინციპებს. თქვენი შეკითხვა არსებითად იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებმა უნდა გვიკარნახონ კითხვები. ჩვენ ამას არასოდეს გავაკეთებთ”.

თუმცა დავუბრუნდეთ კვლევასა და მის სხვა მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, პატრიარქს, 92 პროცენტით, მოწონების ყველაზე მაღალი  რეიტინგი აქვს. შემდეგ მოდის გიგი უგულავა, 60 პროცენტით, მიხეილ სააკაშვილი, რომლის რეიტინგი 70-დან 58 პრცენტამდე დაეცა. ბიძინა ივანიშვილი, 46 პროცენტით, მეშვიდე პოზიციაზეა და მას უსწრებენ გიორგი თარგამაძე, დავით ბაქრაძე და ვანო მერაბიშვილი. რაც შეეხება საქართველოს მომავალ პრეზიდენტს, შეკითხვაზე, ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად მხოლოდ მათგან, ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, პასუხები ასე განაწილდა: 25 პროცენტს არ აქვს პასუხი. 22 პროცენტი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს უჭერს მხარს, 20 კი - ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. ამასთან, პასუხის გაცემაზე უარი 17-მა პროცენტმა თქვა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ზურაბ საბულუა საიდან გვწერთ: თბილისი
22.07.2012 20:07
ვერ გადაუწყვეტიათ ამერიკელებს ვის დაუჭირონ მხარი... ბინძურა რომ კრემლის პროექტია მშვენივრად იციან, მაგრამ ეს იმდენად არ ანაღვლებთ, რამეთუ დღეისთვის მოსკოვი მათ განსაკუთრებულ პრობლემებს არ უქმნით და ნებისმიერ დროს შეძლებენ მის მართვას. ისინი ჯერ მხოლოდ, უყურებენ მოვლენები როგორ განვითარდება. სააკაშვილისგან დაიღალნენ, მაგრამ მისი ჩანაცვლებაც ჯერჯერობით ვერ გადაუწყვეტიათ ფიქრობენ როგორი ფორმით გააკეთონ ეს.....

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
18.07.2012 22:04
"ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
18.07.2012 15:57
18 % ივანიშვილის ოცნებისთვის ბევრიც არის".-დაურეკე მიშას, ეტყვის ნავაროს- დააკლებინებს...

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
18.07.2012 15:57
18 % ივანიშვილის ოცნებისთვის ბევრიც არის. არანაირი პროგრამა, პრო-რუსული ორიენტაცია და ისევ ძველი სახეები. NDI-ის მონაცემები თითქმის ყოველთვის მართლდება და არც ახლა იქნება მცდარი.
ოცნებისტებმა კი თვითონაც მშვენივრად იციან რომ გამარჯვების შანსი არ აქვთ, მაგრამ წინასწარ ყვირიან,რომ არჩევნების წაგება გაყალბებად მონათლონ და დესტაბილიზაცია გამიწვიონ."დამაშნიე ზაგატოვკები" ჯერ არ დასრულებილა...)))

ავტორი: მარგალი საიდან გვწერთ: სამარგალიოდან
18.07.2012 15:32
ეს სიმართლის გათამაშებაა, თამაშია: "ხომ ნახეთ როცა ფაქტიურად დაიკლო -ჩვენც ნაკლები ვაჩვენეთო","არც თქვენი მათება დაგვიმალავსო"-ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება, არჩევნების წინ სახელისუფლებო პიარ-ტრიუკს გაითამაშებენ, ნავაროც წინასაარჩევნოდ კვერს დაუკრავს-ხელისუფლების რეიტინგმა მოიმატაო-ნოდია იაკობაშვილისნაირი "ექსპერტებიც" ეკზიტპოლებს "გვაჯახებენ" ნაცებმა ღირსეულად გაიმარჯვესო!-ხმების დათვლამდე სპორტის სასახლეში ან რომელიმე სტადიონზე გამარჯვების ნაჩქარევ ზეიმს მოაწყობენ..და "საარჩევნო" კომისიაც შედეგებს გააიმასქნებს..ასეთია "ჩქიმი უბეჟდენია"

ავტორი: irina საიდან გვწერთ: poti
17.07.2012 20:44
ამ ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს საქართველო გონია ჩლუნგებით დასახლებული ქვეყანა,ნუ რას ნიშნავს ხალხის ასე მასხრად აგდება რა უბედურებაა,ჩვენ მოქალაქეები ყოველდღიურ ცხოვრებაში რასაც ვხედავთ და ვაწყდებით ყოველდღიურად იმის საპირისპიროს გვიმტკიცებენ,ნუ კომედიაა რა და მეტი არაფერი,რის ნაციონალური მოძრაობა რა ნაციონალური მოძრაობა,სადმე ვინმეს რომ წამოცდეს ნაციონალურ მოძრაობას ვუჭერ მხარსო,როგორც მინიმუმ მასხრად აიგდებს ხალხი,ესენი კი აქ რა შედეგებს აქვეყნებენ,რაა ეს ამ პლანეტაზე არ ცხოვრობენ?ესენი მალე აქ ისეთ შედეგს დადებენ რომ საქართველოს მოსახლეობას სანტაკლაუსის არსებობის სჯერაო,კარგით რა მართლა ყველაფერს აქვს საზღვარი!!!

ავტორი: salome საიდან გვწერთ: batumi
17.07.2012 17:28
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ჯობია ის გამოიკვლიოს თუ როგორ ხდება 21-საუკუნეში საქართველოში რომ,მოსახლეობას ეს მთავრობა უქმნის დაბრკოლებას მიიღოს ალტერნატიული ინფორმაცია,თუ როგორ აყადაღებენ და კრძალავენ სატელიტურ ანტენებს,თუ როგორ სურს ამ მთავრობას რომ ხალხი ამყოფოს ინფორმაციულ ვაკუუმში,და საერთოდ გამოიკვლიოს საქართველოს მოსახლეობა მიიჩნევს თუ არა საქართველოს დემოკრატიული მთავრობა ყავს თუ დიქტატორული,და გამოიკვლიოს საკითხი არის თუ არა საქართველოში ელიტარული კორუფცია.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
17.07.2012 14:50
ხელისუფლების რეიტინგი ნასროლი ქვებით იმსხვრევა.

ქართულ ოცნებას იმდენი ნაკლი აქვს, ისევე როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომ მოსახლეობასთან თავისუფალად გამოსვლის და შეხვედრების უფლება რომ ხელისუფლებამ დაანებოს ოპოზიციას.

და შემდეგ კი ეცადოს ნაციონალური მოძრაობა. ოდნავ აკადემიურ დონეზე მაინც ოპოზიციის არგუმენტების და უკბილო საარჩევნო პროგრამების გაბათილება, მაშინ ეს ხელისუფლება შემდგე არჩევნებშიც მიიღებს სოლიდურ ხმებს, გაყალბების გარეშეც.

მაგრამ რიყის ქვაზე მკვირია მათი ტვინი. ვგულისხმობ ორივე მხარეს.

ავტორი: natia საიდან გვწერთ: tbilisi
16.07.2012 23:38
ამ კვლევითი ორგანიზაციებისადმი საქართველოში დიდი უნდობლობაა,ყველამ იცის რომ ისინი ასრულებენ მმართველი პარტიის შავბნელ დაკვეთებს,მათ მიერ დადებულ ციფრებზე ხალხი მაგრა ხალისობს და დასცინიან.ეს ნეგატიური განწყობა საზოგადოებაში იმდენად დიდია რომ ამ ორგანიზაციებმა ცოტათი უკან დაიხიეს რადგანაც უკვე ძალიან სასაცილოდ და არააქტუალურად გამოიყურებოდნენ.მათ მიერ დადაბული შედეგები იმის ტოლფასი იყო რომ მაგალითად ამერიკაში რომ ჩაეტარებინათ გამოკითხვები და პოპულარობით ბენლადენს რომ გაესწრო ობამასთვის.

ავტორი: ანონიმი
16.07.2012 20:55
კარგია. შემდეგი თაობები თუ პერესტროიკის პრარაბებს და მანტიორებს გადაურჩებიან ფუჭ ოცნებებს შეეშვებიან და კონკრეტულ გეგმებს დააწყობენ.

ყველაზე პოპულარული