Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაპირსამაგრი სამუშაოები მტკვარზე


ნაპირსამაგრი სამუშაოები
ნაპირსამაგრი სამუშაოები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. აქ რამდენიმე დღეა სამშენებლო ტექნიკა მუშაობს - სატვირთო მანქანებით ლოდებს ეზიდებიან, ტრაქტორები კი ამ ლოდებს მტკვრის კალაპოტში ყრიან.

წლების წინ მდინარე მტკვარმა კალაპოტი შეიცვალა, ყოველ გაზაფხულზე და უხვი ნალექის დროს მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები იტბორებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა დიდ ზარალს განიცდიდა. ადგილობრივი მცხოვრები ვიქტორ გოგიტიძე ამბობს, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოების შემდეგ სკრელები თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ.

გამგებლის წარმომადგენელი სოფელ სკრაში ილია ოქროშიაშვილი გვეუბნება, რომ სკრელებისთვის ყველაზე საშიში პერიოდი აპრილის თვე იყო, როცა მდინარე ყველაზე წყალუხვია.

ნაპირსამაგრი სამუშაოები
ნაპირსამაგრი სამუშაოები

სოფელ სკრაში მტკვრის სანაპიროზე ეს დასახლება კომუნისტების მმართველობის წლებში გაჩნდა, მაშინ ნაკვეთები ადგილობრივ მოსახლეობას სასახლკარედ დაურიგეს. იმ დროს მტკვარი მარცხენა კალაპოტში მიდიოდა, მაგრამ მდინარემ დროთა განმავლობაში მარჯვნივ გადმოიწია და რამდენიმე ადგილას კალაპოტიც გადმოლახა. ანალოგიური მდგომარეობა იყო სოფელ უფლისციხეშიც. სამუშაოების დასათვალიერებლად სკრაში მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ჩავიდა. მისი თქმით, ნაპირსამაგრი სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება და მთელი სანაპირო მოწესრიგდება.

პროექტს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს და მისი ღირებულება 325 500 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არილი“ აწარმოებს. სამუშაოთა მწარმოებელი გოდერძი ბლუაშვილი იმ ტექნოლოგიაზე ლაპარაკობს, რომლის მიხედვითაც ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე 250-მეტრიანი სანაპირო მოწესრიგდა. ახლა ნაპირსამაგრი სამუშაოები 210 მეტრზე მიმდინარეობს და თვის ბოლომდე დასრულდება.

XS
SM
MD
LG