Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისიის და ევროპარლამენტის რეკომენდაციები მოსამართლეთა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის შესახებ


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის და ევროპარლამენტის რეკომენდაციები მოსამართლეთა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესახებ. სამინისტროს განმარტებით, მოსამართლეებს, რომლებმაც სისტემაში 10 წელი იმუშავეს და უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, ხელახალი კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, გამოსაცდელი ვადა არ შეეხებათ. „ევროსტრუქტურები და მოსამართლეები ხართ ერთ პოზიციაზე, შესაბამისად, მე უკან ვიხევ და პრობაცია მათთვის, ვინც 10 წელი იმსახურა მოსამართლედ, გაუქმდება” - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა თბილისში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გამოსვლისას. დღევანდელი კონფერენციის სახელწოდება იყო "სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები."თეა წულუკიანის განცხადებითვე, სრულად განხორციელდება მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღით გათვალისწინებული სხვა ცვლილებები, მათ შორის საქმეთა ელექტრონული განაწილება და სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის შემუშავებული სისტემა, რომელიც მათ დანიშვნას უფრო დემოკრატიულს გახდის, ინდივიდუალური მოსამართლე კი მეტადდამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იქნება. "ეს რეფორმა კეთდება თქვენთვის და არა ჩემთვის და მესამე ტალღა უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე და გახდეს კანონი. ნაბიჯი უკან და პარლამენტიდან ამ რეფორმის გატანა არ მოხდება" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG