„მუდისმა“ დასწია ევროკავშირის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი
ნიუ-იორკში დაფუძნებულმა სარეიტინგო კომპანია „მუდისმა“ (Moody's) დასწია ევროკავშირის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი, რომელიც აქამდე „სტაბილური“ იყო და ახლა, „მუდისის“ შეფასებით, „უარყოფითია“.
კომპანიის განმარტებით, ეს შეფასება ასახავს ევროკავშირის ბიუჯეტის დამფინანსებელთა ნეგატიურ პროგნოზებს.
წელს უფრო ადრე, სარეიტინგო კომპანიამ ნეგატიური პროგნოზები განსაზღვრა ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდისთვის, რადგან მათზე, „მუდისის“ შეფასებით, გავლენას ახდენს რეგიონში ვალებით გამოწვეული კრიზისი. ამასთან, „მუდისმა“ ძალაში დატოვა ევროკავშირის საკრედიტო რეიტინგი AAA, თუმცა არ გამოურიცხავს მომავალში მისი დაწევის აუცილებლობა, რაც შესაძლოა, მოჰყვეს „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადახდისუნარიანობის გაუარესებას“.
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.