შაბათი, 18 მაისი, 2013 თბილისის დრო 21:57

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

დეპოლიტიზება, სამართლიანობა, ღირსება „სამი T“-ს პრინციპის ნაცვლად

ქართველი ჯარისკაცები ვაზიანის სამხედრო ბაზაზექართველი ჯარისკაცები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე
x
ქართველი ჯარისკაცები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე
ქართველი ჯარისკაცები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალა, „ქართული ოცნება“, მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ საარჩევნო პროგრამის განხორციელებას სამხედრო უწყებაშიც გეგმავს. უკვე ცნობილია რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რაზეც მომავალი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ დასახელებული ირაკლი სესიაშვილი იმუშავებენ. საბრძოლო მზადყოფნის განვითარება, ჯარის დეპოლიტიზება, სამხედრო მოსამსახურეთა შორის სამართლიანობისა და ღირსების აღდგენა - ასეთია ახალი პოლიტიკური გუნდის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებმაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის, „სამი T”-ს პრინციპი უნდა ჩაანაცვლოს.


„საკადრო წმენდაში“ მოყოლილ პროფესიონალებს შანსი მიეცემათ

ერთ-ერთი მძიმე მემკვიდრეობა, რაც „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლების შემდეგ ხვდება საქართველოს მომავალ თავდაცვის მინისტრს და მის გუნდს, ეს არის საკადრო პოლიტიკა - უფრო ზუსტად, პოლიტიკური ნიშნით არმიიდან დათხოვნილი დაბალი, საშუალო და მაღალი რანგის ოფიცრების მოძიება და მათი სამხედრო სამსახურში დაბრუნება. პროცესი არ იქნება იოლი, ამბობს საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, უფლებადამცველი ირაკლი სესიაშვილი. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ინდივიდუალურად შეისწავლის სამხედრო სამსახურიდან ბოლო წლებში დათხოვნილი ოფიცრების საქმეებს და იზრუნებს მათ სამართლიან რეაბილიტაციაზე:

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, პროფესიონალებით დაკომპლექტდეს როგორც თავდაცვის სამინისტრო, ისე სხვა ძალოვანი უწყებები. ჩვენ ამ საკითხზე უკვე გვქონდა საუბარი ბატონ ირაკლი ალასანიასთან და უკვე ვცდილობთ იმ მექანიზმის შემუშავებას, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარი მეგობრული თუ სხვა ნიშნით სამსახურში პროფესიული კადრების დაბრუნებას. პოლიტიკური შეხედულებების თუ სხვა მიზეზების გამო ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილმა პირებმა უნდა მიმართონ შესაბამის უწყებებს და უკვე დამოუკიდებელი კომისიის ფარგლებში მოხდება მათთვის შესაბამისი ადგილის გამოძებნა.“
კორუფციისგან გათავისუფლდება თავდაცვის სამინისტრო, იქნება გამჭვირვალე; ჩვენი სამხედრო კადრები, რომლებიც დაითხოვეს სხვადასხვა არასწორი მიზეზით თავდაცვის უწყებიდან, დაუბრუნდებიან თავიანთ საქმეს...

არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა აცხადებს, რომ ბრძოლას გამოუცხადებს არმიაში გამეფებულ კორუფციას.  ჯერ კიდევ მოქმედი ხელისუფლება გადაჭრით უარყოფს კორუფციის არსებობას როგორც არმიაში, ისე, საერთოდ,  სახელმწიფო სტრუქტურებში, თუმცა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას, რომელიც პოსტზე დამტკიცების შემდეგ სამხედრო უწყებაში საკუთარი გუნდით მისვლას გეგმავს, ამ საკითხზე განსხვავებული აზრი აქვს:

„კორუფციისგან გათავისუფლდება თავდაცვის სამინისტრო, იქნება გამჭვირვალე; ჩვენი სამხედრო კადრები, რომლებიც დაითხოვეს სხვადასხვა არასწორი მიზეზით თავდაცვის უწყებიდან, დაუბრუნდებიან თავიანთ საქმეს. ერთი კაცი, ერთი პროფესიონალიც კი არ ჰყავს საქართველოს დასაკარგი და დამერწმუნეთ, რომ ძალიან მალე ჩვენი თავდაცვისუნარიანობა იქნება ისე ამაღლებული, რომ ჩვენ ყველა ამოცანის გადაწყვეტას შევძლებთ.“


დეპოლიტიზება და ღირსების აღდგენა
ცხადია, მთავარი მიზანია გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და უზრუნველვყოთ უსაფრთხო ცხოვრება. ამისათვის საჭიროა როგორც სისტემური რეფორმის განხორციელება, ასევე იმ პოლიტიკური ნების გამოხატვა, რომლის ფარგლებშიც დაუშვებელია უსაფრთხოების საკითხების რაიმე სახით შეხება პოლიტიკასთან...

დათხოვნილი ოფიცრების გარდა, გავრცელებული აზრით, კომფორტულ მდგომარეობაში არც ის ოფიცრები იმყოფებოდნენ, რომლებსაც თანამდებობის სანაცვლოდ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა მმართველი პოლიტიკური რეჟიმისადმი უსიტყვო მორჩილებას და ოქტომბერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ხმის მიცემას აიძულებდა. როგორც ირაკლი სესიაშვილი ამბობს, ახალი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა სამხედრო მოსამსახურეები ღირსებით ემსახურონ ქვეყანას, იყვნენ სათანადოდ უზრუნველყოფილნი და მხოლოდ სინდისის კარნახით გააკეთონ არჩევანი:

„ცხადია, მთავარი მიზანია გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და უზრუნველვყოთ უსაფრთხო ცხოვრება. ამისათვის საჭიროა როგორც სისტემური რეფორმის განხორციელება, ასევე იმ პოლიტიკური ნების გამოხატვა, რომლის ფარგლებშიც დაუშვებელია უსაფრთხოების საკითხების რაიმე სახით შეხება პოლიტიკასთან.  ანუ უნდა მოხდეს სრული დეპოლიტიზაცია და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყველა ღირსეული პროფესიონალი სამხედრო ოფიცერი თუ პოლიციელი დაუბრუნდეს სამსახურს და ემსახუროს ქვეყანას.“


არმიაში სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტი დაინერგება

არმიის დეპოლიტიზების პარალელურად, ახალი ხელისუფლება აპირებს იზრუნოს სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვაზე. გარდამავალი ქვეყნების არმიებში მიიჩნევა, რომ ჯარისკაცის უფლებების ყველაზე კარგი დამცველი მისი მეთაურია. ამ მოსაზრებაში არის სიმართლე, თუმცა ისიც მართალია, რომ ზოგჯერ მეთაურებს, ზემდგომი ხელმძღვანელობისგან საყვედურის თავიდან არიდების მიზნით, სჩვევიათ მიჩქმალონ მათ სამხედრო ნაწილში მომხდარი არასაწესდებო შემთხვევები, განსაკუთრებით, ე.წ. „ბულინგი“, ანუ უფროსი ასაკის ჯარისკაცის მიერ ახალბედა წვევამდელის დამცირება. ასეთი ფაქტები ხდება დასავლეთის განვითარებული ქვეყნების არმიებში და რა გასაკვირია ხდებოდეს საქართველოს სამხედრო უწყებაში, რომელიც, არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციების ყველა ბოლოდროინდელი გამოკითხვით, ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურაა. მომავალი პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ირაკლი სესიაშვილის თქმით, ახალი ხელისუფლება აპირებს, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის უფლებების დაცვის მიზნით, დააარსოს სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში - შვედეთსა და გერმანიაში - მოქმედებს:

ირაკლი სესიაშვილიირაკლი სესიაშვილი
x
ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი
„ეს არის ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუტი და ხელს უწყობს მედიატორობას სამხედრო უწყებასა და ხელისუფლებას შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სისტემის დანერგვით ჩვენ აქამდე არსებულ ძალიან ბევრ სერიოზულ ხარვეზს აღმოვფხვრით და ჩვენს ჯარისკაცებს მივცემთ საშუალებას, ღირსეულად იმსახურონ შეიარაღებულ ძალებში.“ 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მომავალი ხელმძღვანელობა გეგმავს რადიკალურად შეცვალოს მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობა, უარი თქვას ჟურნალისტების შერჩევის პრინციპზე და აღადგინოს რეგულარული პრესკონფერენციების მივიწყებული ტრადიცია. უფრო მაღალ სფეროებს რაც შეეხება, სავარაუდოდ, ასევე გადაიხედება სარეზერვო მომზადების პროგრამები, შემცირდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის დადგენილი ვადა და  გაწვევის გეგმა, პროფესიული ელემენტების შემდგომი ზრდის კვალობაზე. ერთადერთი, რაც ნამდვილად არ გადაიხედება, ესაა ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის საკითხი. ამის შესახებ მკაფიოდ განაცხადა საქართველოს მომავალმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც პარასკევს სამძიმარი გამოუცხადა საბრძოლო მისიის შესრულებისას ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მინდია აბაშიძის ოჯახს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
17.10.2012 22:57
დაემხოთ თავზე ფსევდო პატრიოტებს 3ტ პრინციპი, მოხვდათ პანრური ქართველი ხალხისგან, დაიშალა ბაბილონის გოდოლი ამას ველოდით ყველა მოუთმენლად აჰა ასრულდა ჩვენი ოცნება ლენინიზმის ეპოქა დასრულდა ყვარყვარეები გარბიან უნდა ზდიო ახლა ბოლომდე და უნდა მოცხო ქუსლებსი მაგათ მაგარ მაგარი .......... ამ ქვეყანაში მორალატეებს რადალევს მაგრამ იმად ღირდა ცხოვრება მათ ლაკოარიაში ყოფნის ცერემონიალს რომ უყუროს კაცმა

ავტორი: ბიჭია ბაზალეთელი საიდან გვწერთ: აკვნიდან, ტბა
16.10.2012 22:34
სასწრაფოდ დასაბრუნებელია ქართული ჯარის ნაწილები საქართველოში.

იმ პირობებში, როცა ლამის ყველამ გამოიყვანა თავისი ჯარები, საქართველოს რაღა დარჩა იქ საომარი, გაუგებარია.

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
15.10.2012 19:01
პასუხი მოდერატორს გასაგებია, თქვენი შენიშვნა სავსებით სამართლიანია და მისაღებია.
სადარის ახლა სამხედრო პოლიციის ვირთაგვები? ხელს რომ აფარებდნენ ამ უზარმაზარ დანაშაულს? იმის კაცობა მაინც ეყოთ გამოვიდნენ და ხმამარლა აღიარონ რომ დაკვეთილი იყო ასეთი პოლიტიკა, ხალხმა კი იცის ეს მაგრამ თავიანთი ენებით თქვან თან ფაქტებიც მოიყვანონ სანამ დროა თორე მოვიდა ბაბაია და მერე ვერ გიშველით ვერავინ, გეყოდ სინდისი ხალხს პახმელიაზე ყოფნისთვის აჯარიმებდით და თქვენ თვითონ გახეთქილი მთვრალები ეყარეთ. სამხედრო პოლიციის უფროსის ჩათვლით, განსაკუთრებით გორის სამხედრო პოლიციის უფროს ეხება ეგ რამდენ ადამიანს აუბედურებდით? მეთაურებთან შეკრული იყავით ერთმანეთს კლანურად ელაქუცებოდით ,მოვიდა თქვენიდრო ყველამ იცის თქვენი სახელ- გვარები ვინ გაპატიებთ ჯარისკაცების ცემას ჯარისკაცების სულში ფურთხებას. ზოგ ვაი ოფიცერს ეხება ავლაბარში რომ ჰქონდა ჰარისის რაცია და იქედან რომ სახმის პასუხობდა ხალხს ატყუებდა ვითომ სამხედრო ნაწილში იყო სერჟანტი ჰყავდა ამ დროს მის მაგიერ დატოვებული, და ამას სამხედრო პოლიცია ვერ ხედავდა?))))))) მეთაურის ცოლები რომ შუადღეს ადგებოდნენ ლოგინებიდან და ბაზაზე მოიზანტებოდნენ ამას ვერხედავდა სამხედრო პოლიცია?))))))) დასრულდა თქვენი აპოტეოზი !!!1 დევი ჭანკოტაძე დასასჯელია ეგ არაა სუფთა ადამიანი როგორ თავისი თვალით ამხელა უსამართლობას ხედავდა ამხელა გენერალული შტაბის გენერალი და პირში წყალჩაგუბებული იჯდა ბიჭი, სამჯერ ვითხოვე მიღება და ორსული ქალივით ხან რა მოიმიზეზა და ხანნ რა აბ ახლა მის ძმაკაცებს ხომარ დასჯიდა ბიჭი საცერია საჭირო საცერი და ,მათრახი ჯარში უნდა იყოს ტერორი, ვგულისხმობ კანონის შიშს და არა მოჩვენებით სამართლიანობას. როგორ მიხარია როგორ მიხარია ვიცეკვებ და ვიმრერებ ახლა სიმარტლის დრო დადგა, [...] თქვე არაკაცებო სად იყავით ამდენი ხანი ლაკორიაში შემძვრალო ენამუნჯო კატეგორიავ, ბევრი საუბრები მესმის ახლა იმხალხიდან ვინც ორმოში ყავდათ ნაცებს და მაინც მაგენს უძვრებოდნენ ახლა მოუნდათ ჯარი ახლა მოუნდათ ღირესბის აღდგენა, უნდა იქნეს გამოძიებული საჰაერო თავდაცვის ტანკების განიავების ამბავი! სენეკის ბაზიდან რომ გაიყვანა რუსებმა, ნაწილის მეთაურის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და არამარტო მისი იქ სხვა ბევრი რამე დაიკარგა კიდე მხოლოდ ამათი არაორგანიზებულობის და არაპროფესიონალიზმის გამო , ვის ეცალა პროპესიონალიზმისთვის 10 ლიტრიან რვინოს ვინ დალევდა მერე ტანკის ქვევიტ გადამალულს ჯარისკაცებს რომ აწერდნენ.. კალანდაძე, სუბელიანი ჟანკოტაძე პროკურატურას ჰყავს სამი მტავარი მოწმე და აბა თქვენ იცით სიმართლის მთქმელები გამოჩნდებიან იმდენი ვერც კი დათვლით ადამიანური პოზიციიდანაც არ მეცოდებიან ეგენი, იმიტომ რომ ამ ხალხის დანდობა და შეცოდენბა იქნება მართლმსაჯულების კრახი ხალხო ისეტი სპეციფიური ცოდნის პატრონები რომლებიც სამხედრო საინჟინდო და რადიო-ელექტრონული ბრზოლის გენიები არვაჯარბებ საერტოდ როცა ასე ვიხსენიებ ამოაპანრურეს და უცოდინარი რეგვნებით გაავსეს თავდაცვა, და ის ხალხი პროფესიონალები ელიავას ბაზრობაზე მატორების სეკეტებით ირჩენდნენ თავს და ეს უნდა შერცეს ვინმეს??????????????? საკუტარ სულებსი ცაიხედეთ და პასუხი ისე გაეცით საკუთარ თავებს ..............

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
15.10.2012 16:43
წესიერად არ მზინავს იმხელა სიხარულს განვიცდი დიდი სამართლის მოლოდინში სესიასვილი რირსეული ადამიანია ზლიერი ექსპერტი იცის ჯარის სისტემა ოხ როგორ მოდგებიან და ამ უსამარტლოას როგორ ამოერტყმევა წიხლი უკან აუ ამად რირდა სიცოცხლე ამდენი ბრიყვი ლაცარი არაკაცის სახეებს რომ ვხედავ ფუ ახლა ეგენიც ჯარისკაცები არიან იმის სისი არიან რომ პასუხი არ მოეტხოვოდ ჯარისკაცების გაუბედურებისატვის სოროებს არიან სეკუწულები ნიუმბერგი რომ გახდეს საწირო დამნასავე უნდა დაისაჯოს ეს ქვეყანა რომ გადატრიალდეს მარტლმსაჯულება უნდა არსრულდეს მაგათთვის რომ სეიქმნეს პრეცენდენტი ისევარ გახარებული ცემტვის ვმრერი ხანდახან))))))))))) რაც შეეხება დაკარგულ საჰაერო ტავდაცვის ტექნიკას მილიონები რომ რირდა ასე გა ნმიცხადა სამხედრო პოლიციის მარალჩინოსანმა ეგ მინისტრმა აპატიაო მაგხალხს ახლა ვნახოდ ვის რა ეპატია))))))000000 ქვეყნის მტრობას იმასი ხედავდნენ რომ რუსეტში ქონდა დამტავრებული სამხედრო სასწავლებელიო და იმასი ვერხედავდნენ ტექნიკას რომ აბარებდნენ მოწინაარმდეგეს მარა ეგ ხალხი ახალაიას ნაროდი იყვნენ და აბა ლომი მის შვილს ხომარ მოწრიდა კუდს)) აუ როგორ მიხარია ვცეკვავ მრერი ალასანიას და სესიასვილის ამბავი ისე გამიხარდა რომ ლამის ცემი დაბრუნება არ მიხარია ისე შეიარარებულ ზალებში საცერსი გაივლის ყველა ვირთაგვა
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
15.10.2012 17:27
მოჩვენებას, პლანეტა აზურიდან: დიდი მადლობა თქვენი აქტიური კომენტარებისათვის. ოღონდ ფანჯრის დახურვამდე და ტექსტის გამომგზავნამდე, გთხოვთ, გადაიკითხეთ კომენტარი და იხმარეთ სასვენი ნიშნები, თორემ ერთ გრძელ წინადადებად აგებული ტექსტი ძალიან ძნელი აღსაქმელია.

ავტორი: ანონიმი
15.10.2012 13:59
შაშკინის 3გ, ის იყო რომ 3 შვილის მამა სამსახურიდან გამოუშვა მარტო იმის გამო რომ მისი ხალხით ჩაენაცვლებინა

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
15.10.2012 13:27
ორივე ხელით მივესალმები.

მნიშვნელოვანია გამოცდილი ხალხის უკან დაბრუნება. გვჭირდება ისეთი ოციფრები, რომლებიც დავდახრილები არ ივლიან და უცოდინრობას ცინიზმში არ გაცვლიან.

ასევე ძალიან კარგი იქნება მოხდეს ფინანსური გაფლანგვების საბოლოვოდ გარკვევა თს. ვარდები რევოლუციის შემდეგ ძალიან ბევრი გაურკვეველი თანხები გაიფლანგა.

ასევე იქნება საბოლოვოდ გაიცეს პასუხის ჩვენი ჯარის ჩავარდნის გამო 2008 წლის აგვისტოში? რატომ ჩავარდა ამდენი ტექნიკა მტრის ხელში? ძვირი საჰაერო დაცვის სისტემების ჩათვლით? კოდორის ხეობის გამო.
პასუხია მოსათხოვი. მაგალითად იმდროინდელი თავდაცვის გარეწარი მინისტრზე, რეზერვის ვაი სარდლზე, ქაოსზე და ა.შ.

და ეს მარტო ქართულ საზოგადოებას არ აინტერესებს.

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
15.10.2012 11:31
ვეხმიანები ,,mameluqs armiidan" თქვენ სამხედრო ავიაციის ოფიცერიხართ რათქმაუნდა ეს ცხადია მე მესმის თქვენი ისე როგორც არავის და არასდროს ნუ ახალაიას და ძიმცეიშვილს თავი რომ დაანებო [...] კალანდაძეს რააქ ხმა ამოსარები მაგ კონტუზია დაბრალებულ თვითმარქვიას (ასე საუბრობს ჯარი) ეს ის კაცი ხომარაა შემთხვევით სამხედრო აკადემიაში ზემდგომად ყოფნის დროს თავის კურსელებს დათხოვნის სანაცვლოდ შემწვარ ბარკლებს რომ აბარებდა მოსატანად????????? საქართველოა ეგ და არაფერი არ იმალება კალანდაძე რომ ეროვნულობას ედავებოდა ღირსეულ მამულისვილებს თავდაცვის სამინისტროში მაშინ ქონდა საქართველოს ბოლო მოღებული ეგ და სუბელიანი ეხ რამზიმეა უყურო ბლაგვი სახის მქონე ადამიანებს კალანდაძე ასე ეუბნებოდა ხალხს ,,91 სი ყველა მამულიშვილი საქართველოსი წამოვიდა შენ რისი მამულიშვილიხარ იქ რომ 1 წელი დარჩიო" ვსიო მოვიდა პოლიტ სამხედროების აღსასრული გაყვებიან ახლა მალე სააკაშვილს პოლიტიკურ სამარეში ჯარი ჩვენია მაგათმა ის საქმე აკეთონ აწი რაც ცვენ გადავიტანეთ მაგალითად იმუშაონ მუშებად იმუშაონ მრეცხავებად ავტო საამქროში მაგათ კიდე გაუმართლად იმიტომ რომ ისეთი მთავრობა მოდის უმუსევრობისთვის ხელფასიც სეიძლება დაუნიშნონ

ავტორი: mameluqi საიდან გვწერთ: armiidan
14.10.2012 18:52
დიდი მადლობა ამ წეილისთვის. მე იმ 150-ი ოფიცერთაგან ერთ-ერთი ვარ, რომელმაც 2004 წელს საქართველოს ხელისუფლების დავალებით ვისწავლე უკრაინის გენერალურ შტაბში. ახალაიამ, მისმა მოადილე ძიმცეიშვილმა, გენერალმა კალანდაძემ, ეს როიკა იყო კომისია, ამის გამო მოღალატეები გვიწოდა და უპენსიოდ გაგვყარა ჯარიდან. მე არ მაქვს წყენა სამშობლოზე. არც ამ უგუნურ ადამიანებზე. იმედი მაქვს, მე და ჩემს თანამებრძოებს კიდევ შეგვიძლაი ვემსახუროთ სამშობლოს. აუცილებლად მივწერ ჩემს ვინაობას სამინისტროს კომისიას.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
14.10.2012 17:07
აი ეს სამხედრო ომბუდსმენი ძალიან კარგი და საჭირო ინსტანციაა ჩვენში განსაკუთრებით, ქვეყანაში სადაც თუ ჯარისკაცმა საერთოდ რაიმე აზრი გამოთქვა ეგრევე, წამსვე პუტინის პირად ჯაშუშად აცხადებენ

ეხლა ანონიმი მოვა და გამლანძღავს ხო?!! აუ ორი თხოვნა მაქვს რა: 1) წარსულში არ დაგვაბრუნოთ და 2) ანონიმო არ გამლანძღო რა

ყველაზე პოპულარული