ხუთშაბათი, 24 აპრილი, 2014 თბილისის დრო 22:42

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

ქართულ-ამერიკული სამხედრო კონსულტაციები იარაღის სკანდალის ფონზე

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
გასულ კვირაში სამხედრო სფეროში ორი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: ერთი სასიამოვნო და მეორე უსიამოვნო. 29-30 ნოემბერს თავდაცვის სფეროში ქართულ-ამერიკული ორმხრივი კონსულტაციები პირველად გაიმართა ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით. კონსულტაციების ერთ-ერთი მიმართულება ამერიკის მიერ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შეფასებასა და მის გაძლიერებას გულისხმობს, თუმცა გასულ კვირაშივე ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა პროკურატურას დაავალა გამოიძიოს, თუ რატომ შეიძინა 42 მილიონ ლარად თავდაცვის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობამ რუსული წარმოების „უძველესი ტიპის კალაშნიკოვის“ ავტომატები.

ცალ-ცალკე და ერთად

პოლიტიკურ კოლიზიაში მყოფმა საქართველოს უშიშროების საბჭომ და თავდაცვის სამინისტრომ მოახერხეს დროებით დაევიწყებინათ დაპირისპირება და ერთიანი პოზიციით დახვედროდნენ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს იველინ ფარკასსა და უსაფრთხოების საკითხების საკონსულტაციო ჯგუფს. მრგვალ მაგიდასთან გვერდიგვერდ ისხდნენ უშიშროების მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე, რომელმაც რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში შექმნილი საკონსულტაციო შეხვედრები ახალ ეტაპზე გადავა.

„რაც შეეხეbა განსხვავებას წინა ფაზასა და დღევანდელს შორის, შემიძლია გითხრათ, რომ დღეს უკვე დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები, გაიწერა კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩატარდება შემდეგი კონკრეტული აქტივობები, მათ შორის, აშშ-დან ჩამოვა რამდენიმე შემფასებელთა ჯგუფი, რომლებიც ქართველ ექსპერტებთან ერთად შეაფასებენ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის მნიშვნელოვან კომპონენტებს და ამის საფუძველზე ჩვენი მომავალი განვითარებისათვის საჭირო კონკრეტულ რეკომენდაციებს შევიმუშავებთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან დოლიძემ.

საქართველოს სამხედრო უწყების წარმომადგენელმა თავი აარიდა პასუხს შეკითხვაზე, სტრატეგიული სამხედრო თანამშრომლობა ვაშინგტონთან, კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გარდა, ითვალისწინებს თუ არა სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას. თანაც ცოტა გაუგებარია, თუ რატომ სჭირდება საქართველოს სამხედრო უწყებას ამერიკელი ექსპერტების ეს გაუთავებელი შემოწმებები, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ლამის ყოველწლიურად ტარდება. თუმცა, შესაძლოა, ეს შეკითხვა რიტორიკულადაც ჟღერდეს იმ სკანდალის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ მწიფდება.


ათჯერ უფრო ძვირად ნაყიდი რუსული ავტომატები

როდესაც სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში მომუშავე ამერიკელი დელეგაცია ქართულ მხარესთან კონსულტაციებს მართავდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს წინა ხელისუფლების დროს რუსული კალაშნიკოვის წარმოების ავტომატების ზედმეტ ფასში შესყიდვის შესახებ აცნობა.

„კიდევ ერთი გაუაზრებელი დაფინანსება, რომელიც მათ მოახერხეს და განახორციელეს, ეს გახლდათ თავდაცვის სამინისტროში შეიძინეს ენ რაოდენობის უძველესი ტიპის „კალაშნიკოვის“ ავტომატები ათმაგ ფასში - 42 მილიონი ლარი გადაიხადეს, რაც აუცილებლად გადაეცემა პროკურატურას შემდეგი კვლევისათვის. გადარიცხულია, იმავდროულად, რაღაც ტანკზე 3 მილიონი ლარი, მეორე სამ მილიონს ჩვენ უკვე აღარ გადავრიცხავთ, მაგრამ, აი, ასეთი ტიპის ხარჯების გამო მოგვიწია 52 მილიონი ლარი დაგვემატებინა წლის ბოლომდე თავდაცვის სამინისტროსათვის“, განაცხადა 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ დაუზუსტებია, თუ რა პერიოდში მოხდა გაზრდილ ფასად ძველი რუსული ავტომატების შესყიდვა. თუმცა ირკვევა, რომ იარაღი ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს შეუსყიდიათ რეზერვისტებისათვის. ამის შესახებ „ფეისბუკში“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თავდაცვის ექს-მინისტრი დიმიტრი შაშკინი წერს:

„ომის შემდეგ მწვავედ დადგა საკითხი იმისა, რომ შექმნილიყო შინაარსობრივად ახალი ტიპის რეზერვი. ზუსტად რეზერვისტებისათვის იყო შესყიდული ბრალდებაში ნახსენები იარაღი. მოგეხსენებათ, M4“ ტიპის ნატოს სტანდარტის შაშხანა ხარისხით ბევრად უკეთესია AK (კალაშნიკოვის) იარაღზე, თუმცა 4-ჯერ უფრო რთულად მოსავლელია და სპეციალურ მომზადებას მოითხოვს. სამხედრო ექსპერტებმა გვირჩიეს, რომ რეზერვისათვის სწორედ AK-ტიპის იარაღი შეგვესყიდა“.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელმაც პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა საქართველო,
იმასაც აღნიშნავს, რომ იარაღის შესყიდვა ეგრეთ წოდებულ „თეთრ ბაზარზე“ აბსოლუტურად კანონიერად განხორციელდა.

რით დასრულდება სამხედრო უწყების ძირეული შემოწმება?


საქართველოში საბრძოლო იარაღის ზედმეტ ფასად შეძენაზე ადრეც აღძრულა სისხლის სამართლის საქმე. ყველაზე გახმაურებული იყო უკრაინული ჯავშანმანქანების სკანდალი. 2005 წლის აგვისტოში საქართველოს სამხედრო პოლიციამ დააპატიმრა თავდაცვის სამინისტროს სამი მაღალჩინოსანი, რომლებმაც უკრაინიდან შემოიტანეს 40-მდე უვარგისი ქვეითთა საბრძოლო მანქანა. საქმე ციხემდე არ მისულა, თუმცა საქართველომ ფინანსურად გვარიანად იზარალა და, 2008-2009 წლებში გაფორმებული კონტრაქტის გამო, კინაღამ საერთაშორისო სკანდალშიც გაეხვია. საქართველომ დროულად არ გადაუხადა 40 ერთეული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის "ჰერმეს-450"-ისა და „სკაილარკების“ საფასური ისრაელის იარაღის მწარმოებელ ფირმა „ელბიტ სისტემს“, რომელმაც საქართველოს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა. საბოლოოდ საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა გადაეხადა ისრაელის ფირმისათვის 35 მილიონი დოლარი და უკან დაებრუნებინა აღჭურვილობის ნაწილი.  

თუ რა განვითარება ექნება „უძველესი ტიპის „კალაშნიკოვის“ ავტომატების ათმაგ ფასში შესყიდვას“, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს. პარასკევს, ტელეკომპანია „მაესტროს “გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრისას, საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურამ სამხედრო უწყების ფინანსური საქმიანობის შემოწმება დაიწყო:

„მე თქვენ გეტყვით, რომ უკვე სამი დღეა, დაახლოებით, რაც თავდაცვის სამინისტროს ძირეული შესწავლა ხდება სახელმწიფო ქონების, საფინანსო და ქონებრივი კუთხით გამოყენების თვალსაზრისით და ამას გარკვეული დრო სჭირდება“, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: დავით ნემსაძე საიდან გვწერთ: ქუთაისი
05.12.2012 15:18
04.12.2012 10:00 გამოძახებული ვიყავი თავდაცვის სამინისტროში აღდგენის საკითხთან დაკავშირებით, მიდნა გამოვთქვა ჩემი დიდი პატივისცემა იმ კომიტეტის მიერ, რომელიც ახდენდა წინასწარ გასაუბრებებს ბილწი ნაციონალური რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ოფიცრებთან. ესენი იყვნენ უფროს ოფიცერთა კატეგორია ღირსეული ადამიანები მადლობას უხდი ყველა იმ ადამიანს ვინაც იზრუნა რომ ასეთი ადამიანების ხელში მოხვედრილიყო ჩვენი საქმეები. კომიტეტი არის გამჭირვალე და ობიექტური ყოველგვარი ირონიის და დამცინავი სახეების გარეშე შეიმჩნევა რადიკალური სხვაობა დამოკიდებულებებში და საქმისადმი მიდგომებში, კომისიასთან გასაუბრების მოლოდინში ვნახე ბევრი ღირესული ადამიანი რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა სააკაშვილში არსებულ სიძულვილში საკუთარი ხალხის მიმართ. საკმაოდ ბევრი სახე ვიცანი თავდაცვის ოპერატიული სამსახურებიდან რომლებიც ახალაიას დესპოტური რეჟიმის ყურმოჭრილი მონები იყვნენ თავდახრილები მოსალოდნელი სიმართლის დადგომის შიშით ვერცერთ ჯარისკაცს თვალებში ვერ უყურებდნენ, ალბად ასე ხდება მაშინ როცა ხარ მახინჯი რეჟიმის პოლიტიკის უბრალო შემსრულებელი. შიში ეს მაგიური გრძნობა იპყრობს ადამიანის გულებს ახსენებს მათ სოციალური უბედურების მოსალოდნელობის შესახებ მხოლოდ იმიტომ რომ უამრავ ადამიანს უსამართლოდ გაუმწარეს ცხოვრება პარალელურად კი უსმენდნენ მათ გაჭირვებას მათ სოციალურ პრობლემებს აკვირდებოდნენ მათ ფსიქო მორალურ ტრანსფორმირებას თავდაცვის სამინისტროს ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მეშვეობით. უფალი სამართლიანია! ამბობს ბილბლია ,, ვინც ხმალს აიღებს ხმლითვე მოკვდება" ვნახე ადამიანი რომლიც თავის თავს სამოქალაქო პირს ეძახოდა და რომელსაც სამხედრო სავალდებულო ჯარიც არ ჰქონდა მოხდილი ახალაიას რეჟიმის კიდევ ერთი ,,უმანკო" შვილი სიმართლის მომენტით დამფრთხალი მესაფლავის სახით ,,ალბად დაგაბრუნებენ და იმედია მეცოცხედ არ დაგნიშნავენ იმიტომ რომ ოფიცერიხარ " მითხრა წამკვდარი ხმით როგორ მინდა მეთქვა მისთვის რომ ყავაზე გაზრდილი ვარდისფერ ფეხება ბიჭუნა იყო რომ მის ნაზ სხეულს სამხედრო მარშის სიმწარე არ გამოეცადა ან მის ნაზ ფეხებს თათა ვარდანაშვილის საამქროში შეკერილი ბათინკის მიერ შეყრილი სოკო არ გადაეტანა რომელიც შეკერვამდე იყო ინფიცირებული და რომელიც ქრონიკულ ისტემიაში გადადის როგორ მინდოდა მისთვის მეთქვა რომ მან არ იცოდა მართებული შიშის განცდის რიალობა, როცა შენს ახლოს რამოდენიმე ტონიანი საავიაციო ბომბები სკდება ან როდესაც მეგობრის სიკვდილს ნახულობ როგორ მინდოდა მისთვის მეთქვა რომ ის ვერასდროს ვერ გაიგებდა სიმართლისთვის დასჯილი კაცის გულისტკივილს ყველაფერმა კინოფირივით გამიელვა თვალწინ და მაინც სიჩუმე ვარჩიე...... მხოლოდ იმიტომ რომ ასეთ საბრალო ინდივიდებს ქართველმა ერმა ბევრი ჩემნაირი ადამიანის მაგივრად გასცა პასუხი. 100 მეტრი გავიარე აღმაშენებლის ქუჩის მიმართულებით, უცნობმა ადამიანმა გამაჩერა ,, თქვენ ეტყობა ვერ მიცანით მე თქვენ სამანდატო კომისიაზე ვიყავი საიდანაც დანაშაულებრიავდ დაგითხოვეს მე ერთერთი საზენიტო ბატარეის მეთაურივარ ..........." როგორც მახსოვს ვკითხე თუ რატომ მიიღო მან მონაწილეობა ჩემსმიმართ აგორებულ ვანდალიზმში???? პასუხი იყო მოკლე და კონკრეტული ,, მინდა იცოდეთ რომ 50 პროცენტზე მეტი კომისიის წევრებისა უარს აცხადებდა თქვენს დათხოვნაზე ჩემი ჩათვლით, ყველამ იცოდა რომ სიმართლეს და თქვენს ღირებას იცავდით მაგრამ საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მეთაურმა ... კომისიის პრინციპი დაარღვია და ერთ მნიშვნელოვნად მიიღო გადაწყვეტილება ხოლო ვინც ანტაგონიზტურად ვიყავით ამ ზრის მიმართ განწყობილნი დაგვემუქრა ყველანი ვტყუით შენს წინაშე ყველანი დამნაშავევართ..... მეც ვერ გაუძელი მაგათ სიბილწეს და უთხარი რომ აგერ ჩემი თანამდებობა და ჯანდაბაში მოიხმარეთთქო ახლა მეც უმუშევარივარ მეც გამაუბედურეს " გზა გავაგრძელე მაგრამ არა დამცირებულმა და შეურაცყოფილმა არამედ გამარჯვებულმა და მახსენდებოდა სიტყვები დიდი დავითის ფლასმუნიდან ,,დიდხარ უფალო შენ და მტერი ჩემი ვიხილე ფეხრთა ჩემთა გართხმული რამეთუ დიდებაი შენი მართალთა მხარეს არს და ბოროტება ვერას ერეოდიეს მას"

ავტორი: სანდრო საიდან გვწერთ: თბილისიდან
04.12.2012 16:43
ავტორი: ანონიმი
03.12.2012 21:07
"..ჯერ იყო და სერბებს კოსოვო ვუღიარეთ.."
-------
კოსოვო არ გვიღიაერიბია

ავტორი: ანონიმი
03.12.2012 21:07
ვინმემ შეახსენოს ისრაელს 2008 წლის ომი და რუსეთთან შემდგომი გარიგება - საქართველო ირანის ნაცვლად, მერე იმედია აღარ გაუკვირდება ფუქსს ჩვენი პოზიცია პალესტინასთან მიმართბეში

თუმცა სერბეთთან ერთად ეხლა ისრაელიც დავიპირისპირეთ ინტერესებში, ჯერ იყო და სერბებს კოსოვო ვუღიარეთ (ვინ გვეკითხებოდა) და მერე ეხლა ისრაელს პალესტინა - რაც სხვა სცენარია მაგრამ მაინც

ასე უნდა ქვეყნების გადაკიდება რომ ბოლოს მაგათმაც გვიღიარონ აფხაზეთი და მოვისვენოთ ბოლო ბოლო

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
03.12.2012 15:45
როგორც იქნა შესაძლებელი ხდება კორუპირებული გარიგებების მხილება თს-ში. მივესალმები, რამეთუ სახრავად გადაიქცა წინა ხელისუფლების ხელში ეს ინსტიტუტი. შედეგად მწარე შედეგი იწვნია საქართველოს მოსახლეობამ, ქართულმა ჯარმა - 2008 რუსეთ-საქართველოს ომი, ნათელი მაგალითია.

მეორეს მხრივ ამჟამინდელი ხელისუფლების დადუევარმა მოქმედებებმა. წინასწარ განაჩენის გამოტანის აფიშირებამ ყოფილ ნაც. მოძრაობის ლიდერებზე. ჩრდილი მიაყენა სამართლიანობის აღდგენას. ვშიშობ´, რომ არაკომპეტენტური სახელმწიფო მოხელეები საკმაოდ ზიანს მიაყენებენ სასამართლოს სამართლიან მუშაობას. მაგალითად საკმარისია ჩვენი სს მინისტრის დაუფიქრებელი სიტყვები აშშ პრესაში გასულ კვირას.

ავტორი: ანონიმი
02.12.2012 21:41
დაჭერებს გადარჩენილებს რა თქმა უნდა კიტოვანის და ელდარ შენგელაიას ძეგლების დადგმა არ დაავიწყდებათ ალბათ. ძერჟინსკიმენჟინსკი გვიშიანის მემორიალიც უნდა დაიდგას მან აღზარდა ასეთი შესანიშნავი დემოკრატების პლეადა.მოუხდებიან ეგენი გეიდარ ალიევის,მამარდაშვილის და ფარაჯანოვის მონუმენტებს. ;თლა 26 არც ისე თბილისელი დემოკრატის ძეგლი უცებ ვერ გამოვა მაგრამ თანდათანობით შეივსება... ნაირა გელაშვილის,იზა ორჯონიკიძის,მანანა გიგინეიშვილის,კაკო ბაქრაძის ძეგლებით.დესერტად ედიკა მამათელი,რითია მაკედონელზე ნაკლები.მათ გვერდით უნდა იყოს კალეს მოქალაქეთა მსგავსად მოქალაქეთა კავშირის ქორო და ყველაფერი ოკ იქნება.საქართველოში კვადრატულ ნანომილიმეტრზე მეტი დემოკრატი მოდის ვიდრე ნატოს ყველა ქვეყანაში ერთად და ზოგის უკვდავყოფა შემდეგისთვის უნდა გადაიდოს ქანდაკებებს შორის პოლიციელების სამოძრაო ბილიკებია საჭირო.

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული