შაბათი, 02 აგვისტო, 2014 თბილისის დრო 04:21

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

მალე ქართველი ჯარისკაცები პირველი კატეგორიის ხორცზე გადავლენ

მულტიმედია

აუდიო
თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ახალი წლიდან ქართული ჯარი პირველი კატეგორიის ხორცით უნდა მომარაგდეს. შესაბამისი ტენდერის გამოცხადების თაობაზე თავდაცვის სამინისტროს შპს “ქართული კვების კომპანიის“ უფროსის ნინო გორგაძის წინასაახალწლო განცხადება, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ქართველ ჯარისკაცებს გაუხარდებოდათ.

„იგეგმება ხარისხის გაუმჯობესება სხვადასხვა პროდუქციისათვის. მაგალითად, ჯარის მენიუში მეორე კატეგორიის საქონლის ხორცს შეცვლის პირველი კატეგორიის ხორცი, რომლის გემოვნური და ხარისხობრივი მაჩვენებლები გაცილებით მაღალია,“ - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ იბადება შეკითხვა, თუ რატომ მიირთმევდნენ აქამდე საქართველოს დამცველები „გემოვნურად და ხარისხობრივად გაცილებით დაბალ“ ხორცს, როდესაც სამხედრო ბიუჯეტი 2012 წელს თითქმის 70 მილიონ ლარს აღწევდა და, აქედან გამომდინარე, არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა ჯარისკაცების კვების ულუფაზე ეკონომიის გაკეთება?
ან იქნებ, მიხაილ ბულგაკოვის მებუფეტისა არ იყოს, ხორცის კატეგორიებს შორის არ არის პრინციპული სხვაობა?

ცნობილი ნაწარმოებიდან, ალბათ, გახსოვთ, როგორ გამოვიდა მიხაილ ბულგაკოვის ვოლანდი მწყობრიდან, როდესაც „ვარიეტეს“ ბუფეტის ხელმძღვანელმა მასთან მეორე სინორჩის ზუთხის „გემოვნური თვისების“ დაცვა სცადა.
ექსპერტების აზრით, ამაში კანონდარღვევა არ არსებობს, თუმცა, სამინისტროს ხელმძღვანელობის და პრიორიტეტების ცვლილებიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ გაუმჯობესდეს პირობები ...

თუმცა, როგორც „ოსტატი და მარგარიტას“ მებუფეტე, ისევე საქართველოს სამხედრო უწყების მიერ დაქირავებული  მზარეულები იძულებული იყვნენ ცენტრალიზებულად მოწოდებულ საკვებ პროდუქტს დასჯერებოდნენ. მეორე კატეგორიის ხორცით ქართველი ჯარისკაცების  მომარაგება დამტკიცებული ყოფილა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობის მხრიდან და, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ანდრო გოცირიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ტენდერში გამარჯვებული კერძო ფირმები პატიოსნად ასრულებდნენ თავდაცვის სამინისტროს დაკვეთას - აწვდიდნენ და აწვდიდნენ ჯარს ხორცს, რომელსაც დაბალი გემოვნური თვისება და დიდი ნარჩენები ახასიათებდა.  

„ექსპერტების აზრით, ამაში კანონდარღვევა არ არსებობს, თუმცა, სამინისტროს ხელმძღვანელობის და პრიორიტეტების ცვლილებიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ გაუმჯობესდეს პირობები და, პირველ რიგში, კვების პირობები და ამიტომ ტენდერი გამოცხადდა პირველი კატეგორიის ხორცზე. აქვე დავაკმაყოფილებთ თქვენ ინტერესს და აქვე ვიტყვი, რომ პირველი კატეგორიის ხორცს, გარდა ხარისხობრივი გაუმჯობესებისა, ის სიკეთეც ახლავს, რომ უფრო ნაკლები არის აქ ნარჩენები და უფრო მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა, როგორც ამ სფეროს სპეციალისტები გვეუბნებიან. ზუსტად ამიტომ გამოცხადდა ტენდერი გაუმჯობესებული ხარისხის ხორცზე“.
თუმცა, კიდევ ვიმეორებ, გარდა ხარისხისა, აქ არის რაოდენობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებაც, ვინაიდან ამ ხორცში უფრო მეტია რბილი ნაწილი ...

ტენდერი პირველი კატეგორიის ხორცით საქართველოს ჯარის მომარაგებაზე 5 იანვარს დასრულდა, უპირატესად სამამულო პროდუქციაზე მომუშავე კომპანიებს შორის გამარჯვებული კი 16 იანვრამდე უნდა გამოავლინოს სპეციალურმა კომისიამ, რომელშიც  „ქართული კვების კომპანია“ და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები შედიან.

სამხედრო უწყება პირობას დებს, რომ გამარჯვებული კომპანიების გამოვლენა გამჭვირვალედ და „წინასწარ გაწერილი წესების შესაბამისად მოხდება“. ანუ, ფასის გარდა, მთავარი ინდიკატორი  მოწოდებული პროდუქციის ხარისხი უნდა იყოს, აცხადებს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი:

„თუმცა, კიდევ ვიმეორებ, გარდა ხარისხისა, აქ არის რაოდენობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებაც, ვინაიდან ამ ხორცში უფრო მეტია რბილი ნაწილი და, ასე ვთქვათ, ნარჩენები უფრო ნაკლებია“.

მოკლედ, უვარგისი ტყვია-წამლისა თუ მოძველებული სამხედრო ტექნიკის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ წინამორბედის კიდევ ერთ, ამჯერად გასტრონომიულ ნაკლს მიაგნო და მის გამოსწორებას მიჰყო ხელი. საკითხავი ისაა, თუ რამდენი ხარვეზია გამოსასწორებელი სამომავლოდ და როდემდე ისაუბრებს სამხედრო უწყების ახალი ხელმძღვანელობა მხოლოდ წინამორბედების შეცდომაზე მაშინ, როდესაც უკვე დადგა დრო საკუთარი საქმიანობის ანგარიშიც ჩააბაროს საზოგადოებას.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
07.01.2013 21:19
მეორეხარისხოვანი ხორცის ჭამაზე ბევრად უფრო უსიამოვნოა იმის გააზრება როგორ გვატყუებდა წინა მთავრობა აქაოდა ჯარის რეფორმა წარმატებულიაო

ეხლა ერთმანეთს "სიმართლის" ღაღადს უქებთ, მანამდე კი ტყუილში გვაცხოვრებდით თითქოს ჯარში მაინც ყველაფერი კარგად ყოფილიყო

ყველამხრივ რომ ტყუილში და აფერისტობაში ამხელენ მთავრობას სამარცხვინოა უბრალოდ და მეტი არაფერი

სფერო არ დარჩენილა რომ რამე სკანდალური ინფორმაცია არ გამოემჟღავნებინათ სააკაშვილის მთავრობაზე და მათ მატყუარა საქციელზე

ავტორი: ანონიმი
07.01.2013 16:41
მათე სიმართლის მთქმელი ხარ, ჭკვაინი. მეკრთამეები ქურდები უბრუნდებიან ქვეყნის საჭეს

ავტორი: mate
07.01.2013 15:38
ახალი მთავრობა, ახალი მიმწოდებელი. რა თქმა უნდა ტენდერში ახალი ხალხი გაიმარჯვებს, უფრო ადვილად კი ახალი ფასწარმოქმნაში, ადვილია წილში ჩაჯდომა. ძველი ფასები ხო ცნობილია და ვერ გააძვირებ. ახალი 1 კატეგორიის კი უფრო ძვირი იქნება , ხარისხს კი ვინ ამოწმებს? დიახ გამოიცანით იგივე ვინც ფასებს აწესებს!

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
07.01.2013 14:12
საგანგაშოა თუ იმის მეტს არაფერს აკეთებენ, რასაც ტელევიზორში ვისმენთ.

ავტორი: tutuci
06.01.2013 23:52
არადა აქამდე ჯარზე უკეთესად თუ ვინმე იკვებებოდა საქართველოში არც კი წარმოგვედგინა...

ავტორი: რატი საიდან გვწერთ: თბილისი
06.01.2013 19:23
რა ვქნა და ეს საკითხი ძალიან მაგონებს უმარილო წიწიბურით ნაწილის გამოკვების გამო გაფიცულებს, როცა სოზარ სუბარს ინდაური მიუყვანეს სამსახურში. ანუ უფრო თითიდან გამოწოვილს უფრო გავს ეს პრობლემა, ვიდრე ჯარში რეალურად არსებულ სიტუაციას.

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული