ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 06:49

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

სამშობლოში დაწუნებული ოფიცერი ავღანეთში აშშ-ის არმიის კონტრაქტორად მუშაობს

ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელივიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი
x
ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი
ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
სამი წელია ვცდილობ ავღანეთში ჩავიდე, ქართველი ჯარისკაცები ვნახო, მათ საბრძოლო მისიაზე რეპორტაჟები გავაკეთო. სულ არარაობას, ბოლოს და ბოლოს, არც ჰელმანდში მყოფ რომელიმე ქართველ ოფიცერთან სატელეფონო ინტერვიუზე ვიტყოდი უარს, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ერთი ხერხდება და ვერც მეორე. მეტიც, ავღანეთში მამაცურად მებრძოლ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მისიის დასრულების შემდეგაც კი ეკრძალებათ მედიასთან საუბარი. თუმცა ჩემს მცდელობებს უკვალოდ არ ჩაუვლია. სულ ახლახან აღმოვაჩინე, რომ ავღანეთში დიდი ხანია იმყოფებიან სხვადასხვა დროს ქართული არმიიდან დათხოვნილი ქართველი ოფიცრები, რომლებიც აშშ-ისა და საერთაშორისო კოალიციის არმიას მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ამოცანების შესრულებაში ეხმარებიან.

ყანდაარის სახიფათო სიმშვიდე

ერთ-ერთი მათგანია ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი, 1990-იან წლებში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე ოფიცერი, რომელიც უკვე 10 თვეა იმყოფება ავღანეთში. ვიდრე სამშობლოში დაწუნებული ქართველი ოფიცრის სევდიან თავგადასავალზე გიამბობდეთ, მანამდე გეტყვით, რომ ზვიად ჩადუნელი ამჟამად ყანდაარის პროვინციაში იმყოფება. დაძაბული გრაფიკისა და მკაცრი ინსტრუქციის მიუხედავად, მას ძალიან გაუხარდა სატელეფონო ზარი რადიო თავისუფლებიდან, რომელსაც, როგორც ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან მყოფი ქართველი ოფიცერი ამბობს, იგი ინფორმაციის სანდო წყაროდ მიიჩნევს და რეგულარულად უსმენს.

„თითქმის მეათე თვეა აქა ვარ, მაგრამ მანამდე ანალოგიური მისიით 2008-2010  წლებში ერაყში ვიყავი, ბაღდადში. ახლა აქ ვარ სამოქალაქო კონტრაქტორად, ამერიკის არმიაში. კონტრაქტი ყოველწლიურია. კომპანიას ჰქვია "DYNCORP-INTERNATIONAL“, რომელიც არის არმიის პირდაპირი კონტრაქტორი ფირმა და სხვადასხვა სახით უწევს არმიას დახმარებას. ძირითადი დახმარება მოდის, რა თქმა უნდა, ლოგისტიკით.“

ლოგისტიკა ომში, როგორც სამხედროები ამბობენ, ნახევარი გამარჯვების ტოლფასია. ამიტომაც მეამბოხეები ავღანეთში ხშირად აწყობენ თავდასხმებს საქარავნო გზებზე და სხვადასხვა ტვირთებზე, რათა შეაფერხონ კოალიციური ძალების მომარაგება. ზვიად ჩადუნელი ამბობს, რომ  ბაზიდან გასვლის შემდეგ იგი ჩვეულებრივ ატარებს სამხედრო ფორმას, ჯავშანჟილეტს და სატაბელო ავტომატურ იარაღს. იყო შემთხვევა მათი თანამებრძოლის დაღუპვის. თუმცა ჩემი თანამოსაუბრე ამჟამინდელ ვითარებას ყანდაარის პროვინციაში შედარებით მშვიდს უწოდებს:

„რა თქმა უნდა, სახიფათო სიმშვიდეა. ვგულისხმობ იმას, რომ ყოველდღიური ბრძოლები არ არის და ყოველდღიურად აქტიურ ფაზაში არ არის ანტიტერორისტული ბრძოლა. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე, მესამე დღეს არის რაღაც ინციდენტები და შემთხვევები. ასე რომ, ყოველდღე დაფრინავს ტყვიები და ყოველდღე ფეთქდება ეს IED-ები (თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა), მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ბაზის გარეთ.“

„საკადრო წმენდისგან“  ვერც ამერიკული დიპლომი დაგიცავს

ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელივიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი
x
ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი
ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი
ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი ტყვიებსა და თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობას შეჩვეულია. და ეს ბევრად ადრე მოხდა, ვიდრე იგი ამერიკის არმიის კონტრაქტორად დაიწყებდა მუშაობას. ზვიად ჩადუნელი 1990-იანი წლებიდან, ეროვნული გვარდიის შექმნის პირველივე დღეებიდან, ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. 19 წლის ბიჭი, „შავნაბადას“ ბატალიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძოდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, შემდეგ კი სამხედრო კარიერას უთავსებდა სწავლას სხვადასხვა ქვეყნების უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში.

ზვიად ჩადუნელმა 1994-98 წლებში დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის უმაღლესი საერთო-საჯარისო სამეთაურო სასწავლებელი. შემდეგ, 2000 წელს, გაიარა ჯერ თურქეთის მცირე დაგეგმარების, შემდეგ  სამთო მომზადების კურსები შვეიცარიაში. 2003 წელს კი, უკვე როგორც „შავნაბადას“ ბატალიონის  მეთაური, ზვიად ჩადუნელი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ აშშ-ის არმიის სამეთაურო და გენერალური შტაბის კოლეჯში გაგზავნა. ამერიკიდან ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ მის იმედებს, რომ კვლავ გააგრძელებდა სამხედრო სამსახურს, პოსტრევოლუციურ საქართველოში ახდენა არ ეწერა. როგორც ზვიად ჩადუნელი იხსენებს, თავდაცვის სამინისტროს იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ მის ბიოგრაფიაში არც კი ჩაიხედა და 33 წლის ოფიცერს სამხედრო კარიერის გაგრძელებაზე უარი უთხრა:

„ამის მიზეზი იყო მაშინდელი სამხედრო მაღალჩინოსნების არაადეკვატური და სრულიად თავაშვებული ქმედებები. მაშინ, როცა ქვეყანა ისტორიულ გზაგასაყარზე დგას და მიზანი არის ნატოსა და ევროსტრუქტურებში გაერთიანება, იქ სურვილიც იგივე უნდა იყოს, რასაც, შესაბამისად, ზურგს გაუმაგრებდა კანონი. მაგრამ რა ვიცი, მოხდა ისე, რომ ახალგაზრდა, გამოუცდელმა მთავარსარდლებმა ჩათვალეს, რომ ჩვენ ასე გვინდა.“

„ჩადი“ საქართველოში ჩადის

უარის შემდეგ ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი ცოტა ხანს კიდევ დარჩა საქართველოში. დრო გადიოდა, სამხედრო სამსახურიდან კი, საკადრო ოპტიმიზაციის საფუძველზე, სულ უფრო მეტი რაოდენობით უშვებდნენ მის თანამებრძოლებს, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ შევარდნაძის ჯარისკაცებად მონათლულ ოფიცრებს, უკან კი თითქმის არავის ეძახდნენ. ზვიად ჩადუნელსაც სხვა გზა აღარ დარჩა, იგი აშშ-ში გაემგზავრა და ბედი სცადა არმიის დამხმარე საკონტრაქტო ფირმაში, სადაც გამოცდილი და კვალიფიციური ქართველი ოფიცერი სიხარულით მიიღეს. „ჩადი“ - ასე იცნობენ ზვიად ჩადუნელს მისი ამერიკელი თანამებრძოლები, ვისთან ერთადაც ქართველი ოფიცერი  ჯერ ერაყში იყო ორი წელი, ახლა კი თითქმის ერთი წელია ავღანეთში ასრულებს მისიას. ამერიკელმა სამხედროებმა იციან, რომ ზვიადი ქართველია, იმ პატარა ქვეყნიდანაა, რომელიც ავღანეთში ახლა 1600 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი. და იციან ისიც, რომ თუ ქვეყანას დასჭირდა, ზვიად ჩადუნელი აუცილებლად დაბრუნდება სამშობლოში და ისევ ჩაიცვამს სამხედრო ფორმას. სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და იმდროინდელ სამხედრო ხელმძღვანელობას შესაბამისი პატაკითაც მივმართეო, - მითხრა ზვიად ჩადუნელმა სატელეფონო საუბარში.

„მაშინ, რა ვიცი, უშედეგოდ გამომივიდა. მივედი მაშინ გენერალთან, დავურეკე მაშინდელ სახმელეთო ჯარების სარდალს, დავურეკე შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს თუ მოადგილეს. ვსინჯე, მოკლედ, აღდგენა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. არავინ არაფერი შემომთავაზა. რა ვიცი, ახლაც ვაპირებ ვსინჯო ასეთივე რამე. ანუ იმედები ახლა უფრო მეტია. და, როგორც იტყვიან, მეორე შანსიო... და რა ვიცი, იმედია, რაღაც გამოვა“, ამბობს ავღანეთში მყოფი ქართველი ოფიცერი.

ზვიად ჩადუნელი, „ჩადი“ ავღანეთში მისიის დასრულების შემდეგ, ალბათ, მალე ჩავა საქართველოში. მას უკვე დაუძახეს სამშობლოში თანამებრძოლმა ქართველმა ოფიცრებმა, იმ „დაკარგული თაობის“ ჯარისკაცებმა, რომლებიც ასევე ფიქრობენ, რომ კიდევ შეუძლიათ გაუწიონ სამსახური სამშობლოს და რომლებიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ცუდი სიზმარივით იხსენებენ იმ დროს, როდესაც სამხედრო სამსახურს ატოვებინებდნენ თითქმის ყველა ოფიცერს, ვისაც განგებამ 1990-იანი წლების ბოლოს და 2000 წლის დასაწყისში არგუნა სამხედრო სამსახური და საქართველოს ჯარისკაცობა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
31.10.2012 13:30
ლელა, კი მგონი ნამდვილად "დააპსებენ და დაასაქმებენ" ხალხს.ამის ნიშნები უკვე ჩანს:))

ავტორი: lela საიდან გვწერთ: tbilisi
27.10.2012 20:15
როგორც იქნა შეიცვალა მთავრობა,გაიქცნენ კურდგლები,რომლებსაც არც გამოცდილება და არც პროპესიონალიზმი არ აინტერესებდათ.ზვიადი და მისნაირი ოპიცრები არ იკვნენ იმ მთავრობის გირსნი..იმედია დადგა დრო დაპასების და დასაქმების......

ავტორი: spartacus საიდან გვწერთ: tbilisi
25.10.2012 23:10
ჯანჯღავას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ქართულ საზოგადოებას ავიწყდება პოლკოვნიკი ჩაჩიბაია!!! იმედია ახალ თავდაცვის მინისტრს, ბ-ნ ირაკლი ალასანიას არ დაავიწყდება ის, ჩამოიყვანს მას და მისთვის შესაფერის თანამდებობას შესთავაზებს! ჩემი აზრით ჩაჩიბაია უბადლო პროფესიონალია, რომელიც აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ქართულ არმიას! პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა მისი გაცნობა, რადგან მხოლოდ კარგი მსმენია მის შესახებ, რითაც ბევრი პაგონიანი ვერ დაიკვეხნის, თვით ჯანჯღავაც კი (თუმცა ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ჯანჯღავა პატრიოტია და განათლებულია, მაგრამ პიროვნულად ჩემი აზრით საკმაოდ გაუწონასწორებელია, რაც მის მუნდირზე ძალიან ცუდად ისახება)

ავტორი: ანონიმი
25.10.2012 12:20
ღოღია დეიწყე უკვე ჩალიჩი ?
მიდი, დროზე მოასწარი:))

ავტორი: ქეთევან კვინიკაძე საიდან გვწერთ: თბილისი
24.10.2012 14:51
საქართველოს უნდა დაუბრუნდეს ყველა ღირსეული და პატრიოტი მოქალაქე, ყველა პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე... ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დავკარგოთ პროფესიონალი კადრები!
"საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი"!!!

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
24.10.2012 09:21
ავტორი: ანონიმი
23.10.2012 16:47
რა იყო, რა თავი გადაიგლიჯეთ. ჩემი მეზობელი, ფერადკანიანი ბუნჩულა ბიჭუნა ზუსტად მაგ პოზიციაზეა ავღანეთში.
მაგას წარმატებას და დაწინაურებას ვუსურვებ, ქართველია მაინც."მაგას"-ამბობენ საგანზე, ან ცხოველზე-ას შენი სტილია-ნაციონალების გამო დაწუნებული ქართველი პატრიოტის თანაბრად ვიღაც "ფერადკანიან ბუნჩულა ბიჭუნას" ახსენებ,იმ მიზნით, რომ ოღონდ დააკნინო, რაკი მიშასა და მისი დოქსოპულოების მიერ იყო დაწუნებული...მათ მთელი თაობა, მისი გამოცდილება უარჰყვეს და ჩერეცხილებად გამოაცხადეს...
შენს მდგომარეობას მოურჩენელი ავადმყოფობა ჰქვია, რომლის ანემნეზის გამოქვეყნება ეთიკის ნორმებს სცილდება ....

ავტორი: eka nanitashvili საიდან გვწერთ: Deutschland
24.10.2012 00:10
ზვიად ჩადუნელი საქართველოს პატრიოტია. მას ძალიან უყვარს საქართველო .ზვიადი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძოდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. სამწუხაროა, " სამშობლოში დაწუნებული" ადამიანები როგორიც ზვიად ჩადუნელია, თავის გამოცდილებას,ერთგულებას, ნიჭს ,პროფესიონალიზმს ,სხვა ქვეყანას ემსახურებიან.. ოფიცერი ზვიად ჩადუნელი,ავღანეთის მისიის დასრულების შემდეგ იმედია ,ჩამოვა საქართველოში და განაგრძობს მის მოღვაწეობას.ზვიადისნაირი ერთგული სამშობლოს მოყვარული ადამიანები სჭირდება საქართველოს. ოფიცერი ზვიად ჩადუნელი ,აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში და აქ უნდა ემსახუროს თავის სამშობლოს.

შენ ხარ ქართველი
და ეს ვალია.
შენი სამშობლო წარუვალია
ეს შენი ენა – სხვაზე ძველია.
შენ ხარ ქართველი.
და ეს ძნელია.
არ გვახსოვს როდის
ვიწყეთ სიმღერა.
ზეცისკენ როდის ავღმართეთ მზერა.
არ გვახსოვს როდის ვიწყეთ შენება
არ გვიწერია გადაშენება.
ცოტა ვართ როგორც სოფლის მარილი
მრავალ ჭირნახულ გადატანილი.
უფლის კვართივით ერთი _ მთლიანი
რწმენა დავიცვით ვართ _ ქრისტიანნი.
არ გვახსოვს როდის ვიწყეთ შენება
არ გვიწერია გადაშენება.


ავტორი: თამარ ამაშუკელი საიდან გვწერთ: თბილისი
23.10.2012 17:25
ეკა, ისეთივე კარგი ძმა გყოლია, როგორი კარგი ადამიანიც შენ თვითონ ხარ. ძალიან მომეწონა სტატია. იმედია მალე ჩამოვა და მონატრებულ სამშობლოს და ოჯახს გაახარებს.

ავტორი: ანონიმი
23.10.2012 16:47
რა იყო, რა თავი გადაიგლიჯეთ. ჩემი მეზობელი, ფერადკანიანი ბუნჩულა ბიჭუნა ზუსტად მაგ პოზიციაზეა ავღანეთში.

მაგას წარმატებას და დაწინაურებას ვუსურვებ, ქართველია მაინც.

ავტორი: ruska საიდან გვწერთ: tbilisi
23.10.2012 15:42
იმედია ნამდვილად შეიცვლება სიტუაცია საქართველოში და ბოლოს და ბოლოს დავაფასებთ იმათ ვინც ამას მართლა იმსახურებს!!!! ესეთი ადამიანები ჩვენს ქვეყანას "ჩვენს ქვეყანაში" სჭირდება!!!

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
23.10.2012 13:44
სისხლის სამართლის საქმეების ზღვა უნდა დადგეს, მისაზღავს უნდა მიეზღოს. მე არანაიარად არვარ მომხრე წაქცეულზე წიხლის დაჭერის, მაგრამ დღეს თუ ჩვენ ქართველმა ერმა არ მოვახდინეთ ამ ხალხის კანონიერი და სამართლებლივი მხილება, ვერასდროს ვერ შევდგებით დემოკრატიულ საზოგადოებად. გასაგებია ამ ბიჭის ამბავი ნუ აქ უცხო არც არაფერია, წესიერ კაცს ამათთან რა ესაქმებოდა მაგრამ ამ ადამიანს ავად თუ კარგად საქართველოდან გასვლის გზა და საშუალება მაინც ხომ ჰქონდა, თავისი თავის რიაბილიტაცია რომ მოახერხა თუგინდ სხვა ქვეყნის არმიაში ეს მის შესაძლებლობაზე, პროფესიონალიზმზე და მოტივირებულობაზეც მეტყველებს, მაგრამ როგორ ვიყავით აქ ის ოპიცერთა რგოლი რომლებმაც ოკეანე ვერ გადავლახეთ და ახალაიების ყბაში აღმოვჩნდით? აი ეს არის გაცილებით საყურადღებო ვიდრე ერთი ან ორი გასული ადამიანი ერთეული შეთხვევები ყოველთვის ქმნიან მაგალითებს, მაგრამ მაისთვის ეს მხოლოდ მაგალითია და ფაქტი რომელიც არგუმენტირებული სიმართლის იქეთ არმიდის....

ავტორი: ნატალია სამყურაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი, საქართველო
23.10.2012 12:38
საქართველოს შეიარაღებული ძალები უცხოელი ინსტრუქტორების გამოცდილებას იზიარებენ და ეს კარგიცაა, მაგრამ ნებისმიერ უცხოელ სამხედროებზე უფრო ძვირფასი და დასაფასებელი, ქართველი სამხედროები არიან, რომელთაც სხვანაირად უძგერთ გული სამშობლოსათვის. ზვიად ჩადუნელის მსგავსი ოფიცერი აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს თავის ქვეყანას და მე ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც იქნება უახლოეს მომავალში.

ავტორი: gabo! საიდან გვწერთ: ofisidan
23.10.2012 10:48
გენაცვალე! ზვიადი ერთ-ერთი ღირსეული და გამორჩეული ოფიცერია! უბრალოდ " უზრუნველყოფაში" ჯანჯღავასავით არ გაუმართლა!!!

ავტორი: თამარ ღუღუნიშვილი საიდან გვწერთ: თბილისი, საქართველო
23.10.2012 02:42
ძნელია ამ ყველაფერს ემოციის გარეშე შეხედო. რატომ ხდება ისე, რომ გამოცდილი და კვალიფიციური ქართველი ოფიცერი, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის სამხედრო სტრუქტურაში სიხარულით იღებენ, ჩვენ იძულებულს ვხდით ქვენიდან წავიდეს. არადა რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია სამშობლოსათვის, რომელსაც დღეს ისე, როგორც არასდროს სჭირდება ზვიად ჩადუნელისა და მისი მსგავსი ოფიცრების პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. ნუთუ ვერაფერი შეგვძინა ისტორიულმა გამოცდილებამ და აღარც აზროვნების უნარი შეგვრჩა?! ძალზედ საწყენია ეს ყოველივე. თუმცა მე მჯერა, რომ საქართველოში ყოველთვის მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ნამდვილ ფასეულობების დანახვა შეუძლიათ. მჯერა, რომ ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება და დღეს საქართველოს გარეშე დარჩენილი ქართველი ოფიცრები კვლავ დაუბრუნდებიან საკუთარ მიწა-წყალს და თავიანთ ნიჭს, ენერგიას და გამოცდილებას ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარენ. დრო ბევრი დავკარგეთ, ამიტომაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე მოხდეს ქართველი მამულიშვილების სამშობლოს სამსახურში ჩადგომა. ღმერთმა დალოცოს ისინი და სრულიად საქართველო!

ავტორი: mzeqala საიდან გვწერთ: kutaisidan
22.10.2012 18:27
დღეს მოვისმინე თქვენი ტალღიდან ზვიდ ჩადუნელის შესახებ და მთელი დღე ვფიქრობდი,საქრთველოს არ ყავს დასაკარგი არამარტო ასეთი ღირსეული ოფიცრები,არამედ ერთი მოქალაქეც კი ვისაც ამ ქვეყნისთვის გული შესტკივა,ის პროფესიონალია,განათლებული და ქართველი რაც მთავარია...მისი ღირსეული ადგილი კი აქაა მის ქვეყანაში...

ავტორი: ნინო ჩადუნელი საიდან გვწერთ: თბილისი, საქართველო
22.10.2012 17:33
საქართველოს მართლაც არ ჰყავს დასაკარგავი ზვიადისნაირი პროფესიონალი და პატრიოტი ვაჟკაცები! ძალიან გულსატკენია, რომ "სამშობლოში დაწუნებული" ადამიანები თავიან ნიჭს, ენერგიასა და გამოცდილებას სხვა ქვეყანას ახმარენ, მაშინ როდესაც საქართველოში პროფესიონალიზმის ასეთი დეფიციტია..იმედი მაქვს, რომ "მამლუქად" ქცეული ყველა ქართველი ვაჟკაცი ძალიან მალე დაუბრუნდება სამშობლოს, მისი კეთილდღეობისა და აღმშენებლობისათვის ძალ-ღონეს არ დაიშურებს და ქართველი ხალხიც ღირესეულად დააფასებს მათ. მინდა მჯეროდეს, რომ საქართველოში ადამიანის ღირსება, ვაჟკაცობა, პროფესიონალიზმი, სამშობლოს სიყვარული და მისდამი უანგარო თავდადება კვლავ დაფასდება!

ავტორი: Anastassia Kara საიდან გვწერთ: Tbilisi
22.10.2012 16:17
დიდი მადლობა კობა! ზალიან მომეწონა ზვიად ჩადუნელზე რომ დაწერე. ზვიადის ზალიან დიდი ხანია ვიცნობ და ჩემი ზალიან კარგი მეგობარია.ძალიან კარგად მახსოვს, როგორ გავაგზავნეთ სასწასლებლად სანკტ-პეტერბურგში და ვამაყობდით ჩვენი ბიჭებით. მერე, როცა გავიგე, რომ ზალიან ბევრმა ვინს კი დაამთავრა სამხედრო აკადემია, არავის აღარ სჭირდებოდა. ზალიან დამწყდა გული და ვერანაირ პასუხს ვერ ვპოულობდი კითხვაზე ......რატომ? ეხლას მტკივა გული და სულ ვფიქრობ იმ გამოცდილი და მცოდნე ოფიცრებზე, ვინს სამხედრო სამსახურის გარეთ დატოვეს და ვისაც აქვს დიდი სურვილი, მაგრამ ვერ მსახურობენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ზვიადი ძალიან კარგი ადამიანია და ზალიან მცოდნე, ნამდვილი და საამაყო ოფიცერია!!! ძვიადი, ზალიან გამეხარდება შენი დაბრუნება საქართველოში, ზალიან დიდი ხანია ამას ველოდებოდით!!! და , უნდა გითხრა, რომ ზალიან ბევრი ოფიცრების დაბრუნება გამეხარდება საქარრთველოს შეიარაღებულ ძალებში! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეც დავბრუნდები. 18 წელი ვემსახურე საქართველოს შძ-ს და მერე გაურკვეველი მიზეზების გამო დამითხოვეს. მე კი ზალიან მენატრება ჩემი სამინისტრო, ჩემი სამსახური და მაქვს დიდი სურვილი ისევ გავაგრძელო მუშაობა და ვემსახურო საქართველოს შძ-ებს. დიდი იმედი მაქვს!!! და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კობას და შენ, ზვიადი!!!

ავტორი: ლაბაძე ხათუნა საიდან გვწერთ: თბილისი
22.10.2012 14:15
უფალმა აჩუქა ჩვენს ქვეყანას ისეთი ადამიანები როგორიც ზვიად ჩადუნელია. ვინც პირადად იცნობს მას საუბრის გარეშეც იცის რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია ასეთ ადამიანებს ჩვენი და პირველ რიგში თითოეული მათგანის სამშობლოსთვის. ბიჭები პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდილები ნებით თუ უნებლიეთ მართლაც რომ მამლუქებათ აქციეს. საქართველოს და თითოეულ სწორად მოაზროვნე ქართველს ყოველთვის ჭირდებოდა და მითუმეტეს დგევანდელობას ხომ ჰაერივით აკლია ამ ბიჭების გამოცდილება, სამშობლოს სიყვარული. მათ ყველა პირობა უნდა შეექმნათ ჩვენს ქვეყანაში ღირსეულად სამსახურისთვის. თავისი საქმის პროფესიონალები უნდა დაუბრუნდნენ სამშობლოს, მათ ოჯახებს. ჩვენ არ გვყავს ცხრა მთას იქით გადასახვეწი და მიწა-წყალს მოსაწყვეტილი ბიჭები. ზვიადი მაგალითია იმ ასობით ქართველის რომელიც ავღანეთში მსახურობს და რომლებსაც მოუთმენლად ელიან აქ საქართველოში.

ავტორი: ანონიმი
22.10.2012 12:55
ეს ჯარისკაცები აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს და მას უნდა ემსახურებოდნენ და არა სხვა სახელმწიფოს. ღმერთმა ყველანი მშვიდობიანად დააბრუნოს.

ავტორი: tika საიდან გვწერთ: tbilisi
22.10.2012 11:58
ეს ბიჭები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ საქართველოში და ხელისუფლებამ უნდა მისცეს მათ საშუალება და ყველანაირი პირობა რომ ღირსეულად ემსახურონ პატრიოტები თავიანთ სამშობლოს!

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
22.10.2012 10:58
ყველაზე ძალიან ის მომწონს, რომ ასეთი ხალხის დაბრუნება უკან სახელმწიფო სტრუქტურებში ხდება იარაღის ჟღარუნის და მუქარის გარეშე.

უვარგისების სამსახურიდან დათხოვნა მოხდა ძალიან მშვიდობიანი და ამავდროულად ძლიერი "იარაღით" - დემოკრატიული არჩევნების გზით.

ასევეც უნდა გაგრძელდეს.

ავტორი: ekaterine mindadze საიდან გვწერთ: tbilisi
21.10.2012 22:09
gmertma gvimravlos zviadisnairi qartvelebi .mixaria rom am adamianis mogvaweobit bolosdabolos dainteresda vigac.samwuxaroa rom aseti mamulishvili saqartvelos nacvlad sxva qvexanashi msaxurobs. vimedovneb rom sul male is misi qvaynis sadarajoze dadgeba.(y)>3

ავტორი: ზვიად ნადირაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
21.10.2012 21:01
ძალიან გამიხარდა ჩადუნელზე რომ წავიკითხე, ჩვენ ერთად ვიბრძოდით აფხაზეთში, შავნაბადას ბატალიონი იყო ერთერთი საუკეთესო და ბევრი დიდი ბრძოლის მონაწილე, თანამებრძოლებიც ბევრი დავკარგეთ. ჩადუნელისთანა სამხედროს რომ სამსახურის გარეთ დატოვებენ სირცხვილია, ბრძოლაში ცოდნასთან ერთად ძალიან ფასობს გამოცდილება, რაც ამ კაცს და კიდევ ბევრს აქვს მაგრამ რატომღაც წინა მთავრობა სხვანაირად ფიქრობდა.. პირადად მე ომის ვეტერანის სტატუსიც კი მომიხსნეს გაურკვეველი მიზეზების გამო, 3 წელი ვიდავე სასამართლოში მაგრამ უშედეგოდ, ასე ვთქვათ არც წავაგე არც მოვიგე:))))))) იმედია ეს მთავრობა უფრო ობიექტური იქნება და პროფესიონალებს და დამსახურებულ ადამიანებს სასტიკად არ მოექცევა

ავტორი: თავისუფალი სასამართლო საიდან გვწერთ: თბილისი
21.10.2012 19:41
დიდი მადლობა კობა,

ასეთი ოფიცრ(ებ)ის დაკარგვა ნაცბანდის კიდევ ერთი, (მერამდენე?) მძიმე დანაშაულია!

ავტორი: მახო საიდან გვწერთ: თბილისი
21.10.2012 17:39
ამ ადამიანს უბრალოდ იცნობდეს ყველა არამზადა ვინც თავდაცვაში მოკალათებულა წლებია...ზვიადმა რიგითობიდან და ათმეთაურობიდან......... ყველა საფეხური გაიარა,იბრძოლა ღირსეულად, მაგრამ ის ვერ აკმაყოფილებდა ერთ მოთხოვნას...პოლიტიკა არ აინტერესებდა რაც მიხოს მთავრობისთვის ოქრუაშვილისთვის კეზერაშვილისთვის და სხვა ბანდიტებისთვის მიუღებელი იყო!!!!

ავტორი: რატი საიდან გვწერთ: თბილისიდან
21.10.2012 15:59
მივესალმები კოლეგას. ჩვენც ხომ DYNCORP-ს ვემსახურებით ავღანეთში უკვე მეოთხე წელია. ალბად მას ქონია შეხება ჩვენთან, ეხლა ვაპირებ ჩასვლას ქაბულში და თუ ბედმა ინება იქნებ გავიცნო კიდეც.

ავტორი: ეკა ჩადუნელი საიდან გვწერთ: Tbilisi, Georgia
21.10.2012 15:40
დიდი მადლობა ბატონ კობას!!! ყოველთვის გული მტკიოდა იმის გამო, რომ ჩემი ძმა იძულებული გახდა, სადღაც შორს გადახვეწილიყო, რომ ჩემი სამშობლო მისნაირი პატრიოტი და პროფესიონალი ოფიცრის გარეშე დარჩა...დღეს კი, მართლაც დადგა დრო, რომ ზვიადი, ბევრ სხვა მისნაირ ვაჟკაცთან ერთად თავის საქართველოს დაუბრუნდეს! ბედნიერი ვარ, რომ მათ ასეთი შესაძლებლობა ეძლევათ, ბედნიერი ვიქნები, თუკი ისინი საკუთარ თავს მამლუქებს აღარ დაუძახებენ! თვენი სამშობლო მოუთმენლად გელით ბიჭებო, საქართველოს არ ჰყავს დასაკარგავი შვილები!!!
დღეს დავრჩი მე თქვენს იმედად,
არ გავიტეხე ხმიადი,
სადა ხარ, ჩემო იმედა,
სადა ხარ, ჩემო ზვიადი?!
გზაზე ვაგდივარ ლოდივით,
ჩემს ტანზე ხანჯლებს ლესავენ,
გადავიღალე ლოდინით,
გამოჩნდით, თქვენი კვნესამე!

ავტორი: mia საიდან გვწერთ: tbilisi
21.10.2012 14:46
აბა რაში დასჭირდებოდათ ამათ გამოცდილი და მცოდნე? ის ხომ მათ სისულეებს არ გაიზიარებდა! მე დიდი იმედი მაქვს, რომ პროფესიონალების დრო დადგა და თუ სადმე გვეგულება ასეტები მოვიხმოთ სამშობლოში აზრი ვკითხოთ გამოცდილება გაგვიზიარონ და სხვა რომ არაფერი სამშობლოში ცხოვრების ფუფუნება მივცეთ.

ყველაზე პოპულარული