ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 11:03

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

ირაკლი ალასანია: „ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს არაკომპეტენტურ ადამიანებთან“

ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

მულტიმედია

აუდიო
  • ირაკლი ალასანია: „ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს არაკომპეტენტურ ადამიანებთან“

ტექსტის ზომა - +
რატომ ვერ აიცილა თავიდან საქართველოს ხელისუფლებამ სისხლიანი დაპირისპირება ლოპოტის ხეობაში? სად იმყოფებიან ფსევდორეზერვისტები, რომლებიც თითქოს ზუგდიდში კერძო სახლებში ცხოვრობდნენ? და რა პოლიტიკური მიზანშეწონილობით არის განპირობებული სამხედრო ქვედანაყოფის გაზრდა ავღანეთში? - საქართველოს უსაფრთხოების ამ და სხვა საკითხებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია საუბრობს.

2001-2002 წლებში ირაკლი ალასანია, რომელიც მაშინ საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, აქტიურად იყო ჩართული პანკისის ხეობის კრიზისის განმუხტვაში. ალასანია, რომელიც 13 სექტემბერს პრაღაში რადიო თავისუფლების სათავო ოფისს სტუმრობდა, ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ მომხდარიყო შეტაკება ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის რაზმთან და არ დაღვრილიყო სისხლი პანკისის ხეობაში:

„ ჩვენ მაშინ სწორი ტაქტიკა ავირჩიეთ როგორც ტერორიზმთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიმინალური ოპერაციების ჩატარების... იმ დროს ქვეყნის ინტერესებისადმი ბევრად უფრო პასუხისმგებლობით იყო გამსჭვალული მაშინდელი ხელისუფლება, ვიდრე დღეს არის სააკაშვილი და მისი ხელისუფლება.“

ირაკლი ალასანია სრულყოფილი საჯარო ინფორმაციის არარსებობის გამო თავს იკავებს ლოპოტის ხეობაში 29 აგვისტოს სპეცოპერაციის პოლიტიკური შეფასებისაგან. სამი კვირის წინ სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით,  11 დივერსანტი და სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს აბსოლუტურად არაკომპეტენტურ ადამიანებთან, და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დაწყებული პრეზიდენტიდან, გაგრძელებული უშიშროების საბჭოს მდივნით, მათ არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ ...

ირაკლი ალასანია, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და სამხედრო სფეროს ყოფილი მაღალჩინოსანი, შიშობს, რომ ვიდრე სააკაშვილი ხელისუფლებაშია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება  მუდამ დაუცველი იქნება.

„არის რაღაც ნაწილი ინფორმაციის, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმის მოქმედების მეთოდებს და დეტალებს შეეხება და დახურული უნდა იყოს. მაგრამ იმის საფარით, თითქოს ეს არის საიდუმლო, მთლიანად  დაუმალეს საზოგადოებას, თუ ვინ ხელმძღვანელობდა ოპერაციას, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რატომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩატარებულიყო არა აყვანის, არამედ განადგურების ოპერაცია“, -  ამბობს ირაკლი ალასანია და დარწმუნებულია, რომ „დივერსანტების“ აყვანის შემთხვევაში გამოძიება მათგან ეროვნული უსაფრთხოებისათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიპოვებდა. 

„ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს აბსოლუტურად არაკომპეტენტურ ადამიანებთან, და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დაწყებული პრეზიდენტიდან, გაგრძელებული უშიშროების საბჭოს მდივნით, მათ არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ საქართველოს საზოგადოების წინაშე. უტიფრად ატყუებდნენ საზოგადოებას და, რაც ყველაზე გულსატკენია, იმ ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი ვაჟკაცების ოჯახებსაც.“

მოკლული ოფიცრის ბედის გარკვევაში

2011 წლის 17 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მაღალჩინოსანი, საკუთარ სახლში დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ოფიცრის საცხოვრებელ სახლში მოგვიანებით  ჩხრეკაც ჩატარდა, ერთი კვირის შემდეგ კი ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ ოფიცერი სერგო თეთრაძე გლდანის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. ირაკლი ალასანიამ, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, გასული წლის ოქტომბრის ბოლოს საპროტესტო აქცია გამართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინ და სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას „ჯაშუშომანიით“ შეპყრობილი „მკვლელები“ უწოდა. ირაკლი ალასანია წუხს, რომ, მისი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო სიმართლის დადგენა სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ამბობს, რომ უკან დახევას არ აპირებს: 

„მაშინ, სამწუხაროდ, მიაღწიეს იმას, რომ არ ჩატარდა გარდაცვლილის შესაბამისი შემოწმება. და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ოჯახი დააშინეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებმა. მე მაშინ პირობა მივეცი ოჯახს და საქართველოს საზოგადოებას, რომ ამ საქმეს გამოვიძიებთ და მის მკვლელებს მართლმსაჯულების წინაშე წარვადგენთ.“ 
ამ განცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის სამინისტრომ სასწრაფოდ დაიწყეს სამართლებრივი სივრცის შექმნა ასეთი ჯგუფებისთვის, რასაც მათ „რეზერვი“ დაარქვეს ...

უკანონო „რეზერვისტები“ - სააკაშვილის „ჩავარდნილი პროექტი“

პრაღაში მყოფ ირაკლი ალასანიასთან საუბრისას სამეგრელოში შექმნილი ვითარებითაც დავინტერესდი. ნახევარი წლის წინ, 20 მარტს, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სამეგრელოში მთავრობის მიერ დაფინანსებული შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის შესახებ სკანდალური განცხადება გააკეთა. ალასანიას  განცხადებით, რეზერვს ამოფარებული სამხედრო ჯგუფები ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ერთადერთი მიზნით შექმნა - შეუზღუდოს საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის თავისუფლება და დევნოს განსხვავებული აზრის მქონე ხალხი. აღნიშნული ინფორმაცია ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს გააცნო, ხოლო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამ სამხედრო ფორმირებების დაუყოვნებლივ დაშლისაკენ მოუწოდა.

„ამ განცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის სამინისტრომ სასწრაფოდ დაიწყეს სამართლებრივი სივრცის შექმნა ასეთი ჯგუფებისთვის, რასაც მათ „რეზერვი“ დაარქვეს. არ იყო გათვლილი ბიუჯეტი, არ იყო არც ერთი ბრძანება - არც პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება და არც თავდაცვის მინისტრის ბრძანება. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე განცხადება გავაკეთე, დაიწყეს სამართლებრივი სივრცის შექმნა, დაიწყეს გადაადგილებები, დაატოვებინეს ძალიან ბევრს ის სახლები ზუგდიდის რაიონში, რომელშიც იყვნენ განსახლებულნი. და ახლა ფორმირების წევრები გადასულები არიან რაიონებში, რამდენიმე ადგილას.“

ამ, როგორც თავად უწოდებს, „პრევენციული“ განცხადების შემდეგ ირაკლი ალასანია, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გააკრიტიკა შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მცდელობისთვის. ირაკლი ალასანია ამ ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ მისმა პრევენციულმა განცხადებამ მიზანს სხვა მხრივაც მიაღწია:

„მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ პრევენციული შედეგი ამას მოჰყვა იმ პატრიოტულად განწყობილი ადამიანების მხრიდან, რომლებიც სამხედრო რეზერვში გულწრფელად გაერთიანდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ჰქონდეს მაღალი დონის თავდაცვისუნარიანობა და სამხედრო რეზერვი. ისინი, პრაქტიკულად, ერთხმად იძახიან, რომ სააკაშვილს არც ერთ შემთხვევაში არ გამოაყენებინებენ თავს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ხელისუფლებას და სააკაშვილს, კონკრეტულად, ეს პროექტი, პრაქტიკულად, ჩაუვარდათ.“

მისია ავღანეთში - ქართული ოპოზიციისა და ხელისუფლების თანხვედრის სივრცე
ვფიქრობ, რომ ასეთ ნაბიჯებს სააკაშვილი „პიარულად“ იყენებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად საზღვარგარეთ და განსაკუთრებით ნატოს ალიანსის წევრებთან ...

ჩემი თანამოსაუბრე არ მალავს, რომ ერთადერთი საკითხი, რაშიც ირაკლი ალასანია ხელისუფლებას თითქმის სავსებით ეთანხმება, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და, მათ შორის, ავღანეთში ქართული სამხედრო მისიის ყოფნაა:

„უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას ნატოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წარმოებულ კონტრტერორისტულ ოპერაციებში. ჩვენ წლების განმავლობაში ვიყავით მიმღები უსაფრთხოების, ახლა კი უდა გავხდეთ გამღები. და ეს არის ის წვლილი, რაც ჩვენ უნდა შევიტანოთ საერთაშორისო უსაფრთხოებაში.“

ერთი რამ, რაშიც კოალიცია „ქართულო ოცნების“ ლიდერი ბოლომდე არ არის დარწმუნებული, ავღანეთში ქართული ქვედანაყოფის გაორმაგებაა - თანაც იმ დროს, როდესაც ნატოს სხვა წევრი ქვეყნები ან მნიშვნელოვნად ამცირებენ სამხედრო ძალებს, ანდა უკვე გამოცხადებული აქვთ მსოფლიოს ყველაზე „ცხელი წერტილიდან“ თავიანთი სამხედროების საბოლოო გაყვანის თარიღი:

„რა თქმა უნდა, მე არ გამოვრიცხავ კი არა და, ვფიქრობ, რომ ასეთ ნაბიჯებს სააკაშვილი „პიარულად“ იყენებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად საზღვარგარეთ და განსაკუთრებით ნატოს ალიანსის წევრებთან. ეს აშკარაა. მაგრამ ჩვენ სახელმწიფო პოლიტიკა არ უნდა წარვმართოთ სააკაშვილის ან ანტისააკაშვილის განწყობების მიხედვით. მე ვთვლი, როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ და კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომ ჩვენ ავღანეთში უნდა ვიყოთ, მაგრამ როგორც კი მისია ამოიწურება, უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი ბიჭები სახლში.“


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
20.09.2012 00:32
კობა ლიკლიკაძეს ვეუბნები მეხსიერება თუარმღალატობს თქვენ მოამზედეთ გადაცემა ჯასლიკის ციხეებზე......აქაგვაქ მაგაზე უარესი და უფრო ვარესზე უარესი და იმაზე უარესი კიდევ ბევრი მასალაა სხვა იმ დახურული ბეტონ შემორტყმული კედლებიდან გამოტანილი რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ჰქვია და რომელსაც ახალაია აკონტროლებდა ნელნელა დაიწყებს ყველაფერი გამოჩენას ნელნელა წამოყოფს ყველაფერი თავს ნელნელა დავირაზმეთ ხალხი მარა ((((ჯასლიკის ციხე რაია თუ გიცნობს ახალაია))))) იქნებ გადაცემა მოამზადო არმიიდან დათხოვნილ შემცირებულ კონტიგენტზე და გაანალიზო მათი დათხოვნის მიზეზები სტატისტიკურად რომ გაიგოს ქართულმა საზოგადოებამ რამოტივებით ამცირებს და ზომავს ეგ ხელისუფლება დამსახურებულ ადამიანებს
პასუხი

ავტორი: კობა საიდან გვწერთ: პრაღა
20.09.2012 16:48
მოჩვენა, გპირდები, რომ ამ პრობლემაზე აუცილებლად დავწერ, როგორც კი იმ 'შემცირებული კონტინგენტიდან" ერთი სამხედრო მოსამსახურე მაინც ილაპარაკებს საკუთარი სახელითა და გვარით. სხვანაირად არაფერი გამოვა. იმედია, ახლა მაინც არ იტყვიან, რომ ეშინიათ და არ დამდგარა მომენტი. მათი ვინაობა შეგიძლიათ მომწეროთ რადიოს მისამათზე georgian@rferl.org

ავტორი: ალასანიები საიდან გვწერთ: ოჯახიდან
19.09.2012 11:22
ტუტუცო, ურთიერთდაუკავშირებელ რამე-რუმეებს გაიძახი, და თან ამდროს რიტორობ.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
19.09.2012 02:15
მიშისტებოოოოოო, მოვიდა თქვენი პურის და მარილის ობის ხარობა, დედა რა დღე გაგითენათ თქვენივე ბუდიდან გამყიდველმა გაყიდული ვიდეოებით

გაგიმჟღავნათ ყვარყვარე თუთაბერზე უარესი ვნებები და გზნებები, გადაუხსნა თავი თქვენ პანდორას ყუთებს და იქედან ამოზლაზნილი კვენა მოგფინათ დაოფლილ შუბლებზე

ნეტავ რას ერჩით იმ უბედურებს ციხის კედლებში რომ ნეკნებს ალეწავთ, ვინ დაგაშინათ და დაგჩაგრათ ესოდენ ბავშვობაში, რომ მთელი თქვენი ღვარძლი კიბეებზე ამოაზილეთ ბოროტმოქმედებს ღვიძლის თავში

რა ბედნიერი ვარ, რა ამაყი ამ სიბინძურეში ამოთხვრილი რომ არ ვიყო, თითოეული ჩვენგანის ბრალია ეგ ბოროტება რომ დუღს ქვეყნის ყველაზე "ნაკლებ-კორუმპირებულ" სისტემაში

სხვას რუსეთთან კავშირს აბრალებთ მარტო იმიტომ რომ ფული იშოვა იმათ ხარჯზე, ფული რომელსაც ფე-ეს-ბეს გენერალის ხელქვეითი ხარჯავდა, ხელქვეითი რომელიც თქვენს ღმეთად აქციეთ

ამასობაში კიდევ ჯოჯოხეთად ქცეულ ციხეებს ზურგს უკან მალავთ და დემოკრატიის მგალობლებათ მოგავთ თავი

რუსულად იქცევა ჩვენი ახლანდელი მთავრობა, მათთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის

ვაშა საქართველოს, ვაშა ჩვენს დემოკრატიულ აყვავებას

ღმერთო გვიშველე

ავტორი: Enuqi Sirbiladze
19.09.2012 01:48
თუ გახსოვთ ყვარყვარე ჭორვილადან იყო?

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
18.09.2012 11:55
ბატონი ირაკლი ალასანია მეტად მნიშვნელოვანი ადამიანია. მეორეს მხრივ მას ჭირდება ქართულ ოცნებაში უფრო ძლიერი ჯგუფის შექმნა. მაგალითად ქართული ოცნების საარჩევნო სიაში პირველი კახა კალაძე რატომაა? სხვა სახეებიც იმას მეტზველებენ, რომ ქართული ოცნება ბევრ შეცდომებს დაუშვებს ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში. არანაკლებს ვიდრე ეს ხელისუფლება.

ავტორი: dato საიდან გვწერთ: tbilisi
17.09.2012 22:54
აბა ერთი ტონით მაღლაააა მიშისტებო,თორემ თქვენი პატრონი ვერ გაიგებს თქვენს წკავწკავს,უფრო სწორედ ცუდად გაგიგებს,და მერე ვაიიი თქვენ....

ავტორი: ანონიმი
17.09.2012 12:32
ლოლას,

ლოლ, ლოლა! :DDDDDDD

არაჩვეულებრივია!

თქვენ თქვით: "გაგვიმარტეთ თუ შეიძლება სიტყვა კომპეტენტურის მნიშვნელობა, და ბარემ განმარტებას თუ შეიძლება საეგზემპლიკაციოდ ერთი-ორი იმ კაცის სახელიც დაურთეთ, ვინ არის, თქვენი აზრით, კომპეტენტურობის განსახიერება, მაგ.; რუსეთელი ოლიგარქი ივანიშვილი, თუ პუტინთან რაზმეულის შეკრებაზე მდგარი ბურდჟანაძე. "

- მაგრად ნათქვამია, "ვინ არის, თქვენი აზრით, კომპეტენტურობის განსახიერება, მაგ.; რუსეთელი ოლიგარქი ივანიშვილი, თუ პუტინთან რაზმეულის შეკრებაზე მდგარი ბურდჟანაძე."

დასანანია, რომ დაგავიწყდათ შემდეგი;

1.) ქართული პოლიტიკური მჭევრმეტყველების განსხიერება ივანიშვილი.

2.) პუტინთან მარად მზადყოფნაში მდგარი შუბოსან-კოლგოტკიანი ბურჯანაძე"

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
17.09.2012 12:12
ირაკლი ალასანია არის ღირსების და სინდისის ადამიანი მს სახელს არუკავშიდება მკვლელობა ადამიანთა ზეწოლა ბინძური პოლიტიკური მანევრები რაც მის ოპონენტ ახალაიას ცხოვრების წესად და ჰობად ააქვს ქცეული ეს ხელისუფლება ყველას წინააღმდეგ აგორებს შავ პიარს მაგრამ ირაკლი ალასანიას მიმართ მატ ხმა ამოსაღები არააქვთ იმიტომ რომ ამ ადამიანმა იცხოვრა სუფთად ღირეულად და შავი ლაქების გარეშე მის შედარებებს და პარალელებს მევპიქრობ რომ ქართველმა ხალხმა უნდამიაქციოს ყურადღება გაიხსენეთ მისი განცხადება უკანონო ბანდ ფორმირებების შესახებ რომელსაც ხელისუფლება ქმნიდა გაავლეთ პარალელები ლოპოტის ხეობასთან ამ ახალგაზრდა კაცტან ახალაიებს ბრძოლა წაგებულიაქვთ მათი დრო წავიდა და ახლა ამას ვერეგუებიან

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
17.09.2012 04:47
მადლობას უხდი თემატიკის ავტორს ირაკლი ალასანიას მოწვევისთვის არვიცი ვის ეპარება იმაში ეჭვი არის თუარა ირაკლი ალასანია კომპეტენტური მაგრამ მე ის ვიცი რომ, ამ ახალგაზრდა კაცმა მშვვენივრად განმარტა რაარის სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება თავიანთი მოქალაქეების მიმართ ასეთი სიტუაციების დროს და რა ინფორმაცია ეკუთვნის ხალხს ასეთ ვითარებაში აი სწორედ ესარის დემოკრატიის და თავისუფლების უმთავრესი კომპონენტი ინფორმაციის საჯაროობა როცა საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება ხელისუფლება ვალდებულია ერს მისცეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მდგომარეობის შესახებ წინააღმდეგ შემთხვევაში იმ სახელმწიფოებს რომელსაც ჩვენ ასეთი დიდი გულმოდგინებით ვბაავთ არეყოლებოდათ საზოგადოებასტან ურთიერთობის ოფიცერი ............. ალასანიამ ლოგიკურად არნიშნა ამ ფსევდო სპეცოპერაციის სისასტიკე ანუ ბრძანება ლიკვიდაციაზე და არა ეროვნულ ინტერესებში სემავალი კონტრ მოქმედების თვის გამიზნული ღონისძიება ესაა ერთერთი მთავარი სამხილი ამ ბინძური ხელისუფლების ცასვრილობისა მკვდარი არ საუბრობს ის ტავს არიმართლებს ის არ ამჟღავნებს ფაქტებს ის მარადიულად დუმს არაა მოწმე არაა პრობლემა რასამბობთ ხალხო გამოფხიზლდიტ საცოდავები საძილე ტომარაში ჰყავდათ დაცხრილული სნაიპერს ამსაქმეს ბევრი კვალი და ბვრი თვითმხილველი ჰყავს ისინი აუცილებლად გაამჟღავნებენ ამ პაქტებს მოვა მაგისდროც ..... ალასანიამ იცის რამოხდა იქ მან ეს ძალიან კარგად იცის და ტავს იმიტომ არიკავებს რომ ინფორმაცია არააქვს ეგ მიზეზია და მე მას ამაში არ უმტყუნებ ჯერჯერობით ქვეყანასი არარის ამ საქმის სიმართლის დრო იმიტომ რომ ეს საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული სემოგდებული იმ პოლიტიკური ციებ ცელების გასანელებლად რომელიც სუფევს საქართველოსი ალასანია კი ისკაცი არაა ხელისუფლების ჩანგალს წამოეგოს პირიქით

ავტორი: tea საიდან გვწერთ: tbilisi
17.09.2012 00:27
ირაკლი ალასანია უძლიერესი, სერიოზული და საერთაშორისო დონის პოლიტიკოსია, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო ამდენ უბედურობას არ გადაეყრებოდა ქართველი ხალხი.ხოლო პასუხად იმ ადამიანებს რომლებიც ირონიულად სვამენ საკითხს კომპეტენტურობაზე ალასანიას მიმართ, გიპასუხებთ: გაახილეთ თვალები, შეხედეთ ამ არაადეკვატურ მთავრობის წევრებს სააკაშვილის მეთაურობით, შეხედეთ განადგურებულ ეკონომიკას, შეხედეთ დაკარგულ ტერიტორიებს, შეხედეთ ოთხ მილიონიან საქართველოს მოსახლეობიდან ოფიციალურად მილიონ ექვსასიათასი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, და კიდევ რამდენი უბედურება.... ხოდა ბატონებო ამის შემდეგ მოკალათდით სავარძლებში ეხლა და ჭკვიანური სახეებით დასვით თქვენი გენიალური შეკითხვა კომპეტენტურობის შესახებ... აბა ჰე დაძაბეთ რუხი ნივთიერება თავის ქალაში ჩემო კომპეტენტურო დოქსოპულოებო!!!

ავტორი: ანონიმი
16.09.2012 17:38
კომპეტენტურმა ადამიანებმა საბჭოთა ზარბაზნით თბილისის დემოკრატიზაცია ბოლომდე ვერ მოასწრეს და მერე სერია გახდა ალბათ საჭირო! შეიძლება მესამეც და ა.შ.

ავტორი: ლოლა
16.09.2012 16:58
რახან ირაკლი ალასანია ლაპარაკობს სხვათა არაკომპეტენტურობაზე, როგორც ჩანს, ის უნდა ჩავთვალოთ კომპეტენტურობის (ბარო)მეტრად. ეს არის მისი რიტორიკული ინტენცია.

საერთოდ, რაა ეს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამ სიტყვის გამოყენება?

გაგვიმარტეთ თუ შეიძლება სიტყვა კომპეტენტურის მნიშვნელობა, და ბარემ განმარტებას თუ შეიძლება საეგზემპლიკაციოდ ერთი-ორი იმ კაცის სახელიც დაურთეთ, ვინ არის, თქვენი აზრით, კომპეტენტურობის განსახიერება, მაგ.; რუსეთელი ოლიგარქი ივანიშვილი, თუ პუტინთან რაზმეულის შეკრებაზე მდგარი ბურდჟანაძე.