პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 10:39

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

შაშკინის „საბრძოლო ნათლობა“ და მისი სიტყვის ფასი

დიმიტრი შაშკინიდიმიტრი შაშკინი
x
დიმიტრი შაშკინი
დიმიტრი შაშკინი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
გასულ კვირაში სტიქიის შედეგად დაზარალებული კახეთის რეგიონის სამოქალაქო ხელისუფლების ორგანოების დასახმარებლად ხელისუფლებამ იქ სამხედრო რეზერვის ნაწილებიც გადაისროლა. სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა პირველი სერიოზული გამოცდა გამოდგა თავდაცვის ახალი მინისტრის დიმიტრი შაშკინისათვის, რომელმაც ახალ პოსტზე მუშაობის პრინციპად ამერიკელი რეინჯერების დევიზი აირჩია.

თავდაცვის ახალი მინისტრი, რომელსაც ძალიან მოსწონს ამერიკელი რეინჯერების დევიზი No man gets left behind ("არავის მივატოვებთ განსაცდელში"), ორი კვირის წინ სამხედრო უწყების პირად შემადგენლობას დაჰპირდა, რომ თავისი მინისტრობისას - „არც მშვიდობიან დროს და არც ომში,- არც ერთ ადამიანს არ მიატოვებს“.

ახალი მინისტრის სამი T-ს პრინციპი

თუ როგორ შეასრულებს ამ დაპირებას თავდაცვის ახალი მინისტრი, ჯერჯერობით ვარაუდის საგანია. თუმცა ერთი რამ უდავოა - დიმიტრი შაშკინს მართლაც არ მიუტოვებია არც ერთი თანაგუნდელი განათლების სამინისტროში და ყველა თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანა უფრო მაღალ თანამდებობებზე.  განსაკუთრებით მოულოდნელი მაინც თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ კოკა სეფერთელაძის დანიშვნა იყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დამსახურებისათვის დააწინაურა დიმიტრი შაშკინმა მოხელე, რომელმაც განათლების სამინისტროში თავისი მოღვაწეობის დროს საზოგადოებას საქართველოს უახლოეს ისტორიაში ალბათ ყველაზე სასაცილო ინტერვიუთი და ჟურნალისტის ყველა შეკითხვაზე ერთი და იმავეს უთავბოლოდ გამეორებით  დაამახსოვრა თავი:
როდესაც ვლაპარაკობთ თავდაცვაზე, ეს არის ტოტალური თავდაცვა, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის რეზერვი ...

„ჩვენი მიზანია პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება, ამ ადამიანებზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით მასწავლებელთა სახლი, სადაც 24 საათის განმავლობაში თითოეულ პედაგოგს ჩვენ ვატრეინინგებთ იმისათვის, რათა მათ შეძლონ სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება. ჩვენი ამოცანა არის მათი კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდაზე მათი წარმატება არის ნამდვილად ჩვენი ამოცანა.“

არანაკლებ მოულოდნელი იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილედ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსისა და აწ უკვე შინაგან საქმეთა მინისტრის ძმის, დათა ახალიას დანიშვნა. თუმცა არაპოპულარული დუეტი შაშკინმა იქვე გააზავა გასაგები საზოგადოებრივი სახეებით: თავდაცვის მინისტრის მოადგილეებად დაინიშნენ მაია სიფრაშვილი და თავდაცვის ეროვნული აკადემიის ყოფილი უფროსი დავით ნარდაია. პირველი ცნობილია როგორც წარმატებული კოორდინატორი პროგრამისა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, მეორე კი ცნობილი მოაზროვნეა და ბოლო ხანს - მართალია, სულ ერთი თვის განმავლობაში - თავდაცვის ეროვნულ აკადემიას ედგა სათავეში.

აი, ამ კადრებით და რეინჯერული შემართებით შეუდგა დიმიტრი შაშკინი სამხედრო უწყების მართვას და სულ მალე თავდაცვის მინისტრმა ახალი კონცეფციის მონახაზიც წარმოადგინა, ე.წ. სამი T-ს პრინციპის სახით. პირველი T გულისხმობს ტოტალურ ზრუნვას (Total Care), მეორე T - ტოტალურ წვრთნას (Total Training) და მესამე T - ტოტალურ თავდაცვას (Total Defense).

ამ ტოტალურობაში, ერთი შეხედვით, ომს მოწყურებული „პოლიტიკური ქორის“ მისწრაფება იკითხება. თუმცა, როგორც დიმიტრი შაშკინმა უთხრა ტელეკომპანია „მაესტროს“, საქართველო ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივად აღებული ვალდებულების ერთგული რჩება:

„საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ავიღეთ ვალდებულება, რომ არ გამოვიყენებთ ძალას აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებისათვის. და ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მშვიდობით დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები და, ამავდროულად, ვიზრუნოთ თავდაცვაზე. და როდესაც ვლაპარაკობთ თავდაცვაზე, ეს არის ტოტალური თავდაცვა, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის რეზერვი.“

x
სტიქია და ვერმობილიზებული ტერიტორიული რეზერვი

სამხედრო რეზერვი არა მხოლოდ თავდაცვის კომპონენტია, არამედ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის დროს სამოქალაქო ხელისუფლების დამხმარე სტრუქტურას. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ შვიდი წლის განმავლობაში გაღებული დიდძალი დაფინანსების მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ორგანიზებული სამხედრო რეზერვი. 18-19 ივლისს, როდესაც კახეთს სტიქიური უბედურება დაატყდა თავს, აღმოჩნდა, რომ რაიონში რეგულარული ნაწილების მობილიზება გახდა საჭირო და ადგილობრივი რეზერვისტების მობილიზება კვლავ ვერ მოხერხდა. აი, რა თქვა რადიო თავისუფლებასთან საუბარში „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ თანამშრომელმა გელა მთივლიშვილმა, რომელიც ადგილზე აკვირდებოდა სამხედროების მოქმედებას:

„ეს ხუთდღიანი შეკრებები რომ გაატარეს რეზერვისტებს და სახალხო ლაშქრები რომ შექმნეს, ასეთი გადამზადებული ბრიგადები კახეთში უკვე არსებობს. და ეს რესურსი, ეს სახალხო ლაშქრები, რაზეც ხელისუფლება აცხადებდა, რომ ამ მიზნის გამო იქმნებოდა, უნდა გამოეყენებინათ ამ შემთხვევაში. აბა, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა მომხდარიყო?! და არ მომხდარა ამ გადამზადებული რეზერვისტების მობილიზება. სამაგიეროდ, გუშინ დაიძრა და დღესაც და გუშინაც ჩამოიყვანეს თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან როგორც მაშველები, ასევე რეზერვისტები. რატომ, არ ვიცი.“

ჩვენ არ მივატოვებთ არც ერთ ადამიანს ამ გასაჭირში. ჯარი იქნება ამ რეგიონში მანამდე, სანამ ყველა პრობლემა არ იქნება მოგვარებული ...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილთან ეს ინტერვიუ 20 ივლისს ჩავიწერეთ. სხვა დამოუკიდებელი წყაროებიც მიუთითებენ, რომ სტიქიური უბედურების შემდეგ ე.წ. ტერიტორიული რეზერვის მობილიზება ვერ მოხერხდა და სამხედრო უწყების ხელმძღვანელობამ სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად ძირითადად რეგულარული საინჟინრო ნაწილი გადმოისროლა. მაგრამ ეს არაორგანიზებულობა არ არის დიმიტრი შაშკინის ბრალი. სამი კვირის წინ დანიშნულ თავდაცვის ახალ მინისტრს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ თავი წინამორბედის შეცდომებით იმართლოს. თუმცა ხუთდღიანი რეზერვი რომ მხოლოდ თავის მოტყუებაა, ამის შესახებ ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს თავად დიმიტრი შაშკინმა, რომელსაც თავდაცვის ბოლო სამი მინისტრისაგან ის მაინც განასხვავებს, რომ  90-იან წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური აქვს გავლილი საქართველოს ჯარში და შეიარაღების სპეციალისტადაც უმუშავია. შაშკინიც გააგრძელებს თუ არა საბიუჯეტო ფულის გადაყრას უსარგებლო რეზერვის მომზადებაში, ახლა ძნელი სათქმელია. გასულ კვირაში თავდაცვის უწყების ახალ მესვეურს ბუნების ჭირვეულობამ სხვა საზრუნავი გაუჩინა.

„ჩვენ არ მივატოვებთ არც ერთ ადამიანს ამ გასაჭირში. ჯარი იქნება ამ რეგიონში მანამდე, სანამ ყველა პრობლემა არ იქნება მოგვარებული. აქ არიან როგორც რეზერვისტები, ისე საინჟინრო ბატალიონი. ყველა ტექნიკა არის მობილიზებული და, როგორც მე ვთქვი, არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ,“ - განაცხადა თელავში მყოფმა შაშკინმა, რომელიც, როგორც საქართველოში უყვართ თქმა, პირადად ხელმძღვანელობდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმული სამხედრო კონტინგენტის საქმიანობას. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ამერიკულ-ქართული კომბინაციით გამოყვანილი ეს რეინჯერული დევიზი მართლაც კარგად ჟღერს განსაცდელის დროს მიტოვებული ადამიანების გასამხნევებლად.

ისინი კი, მიტოვებულები და გულაცრუებულები, საქართველოში, სამწუხაროდ, მრავლად არიან. ყველაზე ზრუნვას დიმიტრი შაშკინი ვერ გასწვდება და ეს პასუხისმგებლობა მას, ცხადია, არც აკისრია, თუმცა დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვის მინისტრის ამ სიტყვებს საკუთარი მისამართით სიამოვნებით ელოდება სამხედრო უწყებიდან მისი წინამორბედების საკადრო ექსპერიმენტების შედეგად გაძევებული და ღვთის ანაბარად მიტოვებული ასობით ოფიცერი, სერჟანტი და კაპრალი. მათ წინაშე კი ეს პასუხისმგებლობა თავდაცვის ახალ მინისტრს ნამდვილად აკისრია, თუკი შაშკინის დაპირება, რომ „არც ერთ ადამიანს არ მიატოვებს არც მშვიდობიან დროს და არც ომში“, არაა ოდენ დასავლეთის ქვეყნების სამხედრო ატაშეების გასაგონად ნათქვამი ლამაზი სიტყვები.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: საქართველოდან
30.07.2012 10:11
ვეხმიანები თავდაცვის სამინისტროს ,,ცრუ სლოგანს" " No man gets left behind ("არავის მივატოვებთ განსაცდელში") თუ რაღაც დამაგვარს.... ჩემთვის ცხადზე ცხადია რომ საარჩევნო კამპანია დაიწყო და დაიწყო ხელისუფლების რეტდასხმული პოლიტიკა ადამიანთა შემორიგებისათვის თავდაცვის სამინისტრომ უპირველეს ყოვლისა დაიბარე ყველა ის ადმინისტრაციულად დასჯილი პირი ვინც ,,ტროიკული" სამანდატო სხდომის მეშვეობით ჰყავდა გაყრილ დაჯარიმებული და ყვარყვარე თუთაბერივით ამცნო დიდი და დიადი ამინისტიის შესახებ ანუ ვინც 13000 გადაიხადა ჯარიმა 1000 ლარის გადახდა არ მოუწევს და ასე სემდეგ... რიგებ იდგა უზნაძის ქუჩაზე ორ სამ ეტაპად იბარებდნენ ხალხს ოფიცრები კაპრალები სერჟანტები ყველას ერთი ეკერა პირზე ,,არჩევნები ახლოვდება" ზოგი ირონიულად ავ გარეული სიცილიტ იხსენიებდა ქართული კინოფილმიდან ფრაზას ,, რევოლუცია მოდის" ................. ვაგრძელებ მიატოვებენ კიარა სულშიც მიაფურთხებენ 2011 წელში როგორც ვიცი ერთი ჯარისკაცი გამოუშვეს ოსებმა საპყრობილიდან 2008 წლიდან იქ იჯდა ცხინვალის ციზეზე... ბოლოს აკანკალებული გაურკვევლობაში მყოფი კაცი თავდაცვის სამინისტროსთან იდგა ატუზული ვციტირებ მის სიტყვებს ,, რავქნა საბუთებით ხომ აქ ვარ ისევ არავინ არ მეუბნება რაუნდავქნა ნაწილში არავინ მაბრუნებს გამესაუბრნებ და არც კი არც არა მითხრეს რავქნა არვიცი ბოლობოლო ადამიანივარ ჭამა მინდა მუშაობა რომ დავიწყო სადმე მერე შეიძლება მათმა დამიჟირონ კონტრაქტის დარღვევისთვის" არმიტოვებაზე თუა საუბარი მაშინ რას ეუბნებიან იმ ოფიცრებს იმ სერჟანტებს იმ კაპრალებს რომლებიც უფრო პოლიტიკური ნიშნით გაყარეს არმიიდან ითომდა ოპტიმიზაციის მომიზეზებით

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: საქართველოდან
29.07.2012 19:20
ნეტა ვინიცის რახდება იმ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გულში რომლებიც უყურებენ დიმიტრი შაშკინს რომელსაც ე.წ ბლანჟე ქალის გაუპარსავ სასქესო ორგანოს მიუგავს.... როგორი ბედის ირონიაა როდესაც სრულებით უდანაშაულოდ ხელფასის დაქვითვის მოტივაციით სისტემატიურად აჯარიმებენ ქართველ ჯარისკაცებს თუნდაც ვითომდა წვერის მოუწესრიგებლობისათვის... არმეგულება სახსელმწიფო რომლებიც ასე აშკარად გამოდიოდეს წინააღმდეგ საკუთარი ჯარისკაცების წინაშე რაარის ქართული არმია თუარა დემორალიზირებული სულში ჩაფურთხებული უპლებაწართმეული ხალხის ჯგუფი ხალხო რაღირებაზე საუბრაი როდესაც ბრიგადის მეთაური თავის ჯარისკაცებს ანანისტებს ქუჩური ფორმით დაუძახებს დღემდე არ არსებობს ქართული სამწყობრო წესდება, არ არსებობს გამართული დემოკრატიული სადისციპლინო კრებული,არ არსებობს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის ინტიტუი თავდაცვისსამინისტრო არის ხელისუფლების შპს ადგილი სადაც შავი შეიძლება იყოს თეთრი და პირიქით სადაც ხალხს კომუნისტურად ერტიზომბირებული აზრი გააჩნიათ სადაც არ ჭირდებათ მცნება მოაზროვნე ჯარისკაცი სადაც დამნაშავეების, და შეცდომების აღიარებას გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები ურჩევნიათ თანამედროვე არქიფო სეთურებო, თანამედროვეობის დონკიხოდებო, თანამედროვეობის ყვარყვარეებო თქვენი დროც გაივლის რადგან ფარაონების დრომაც გაიარა ერთ დროს თქვენს ნაკვალევსაც მოიძებნიან

ავტორი: თ.თ საიდან გვწერთ: გორი
24.07.2012 11:17
ახალ მინისტრს, სიტყვების რახა-რუხის ნაცვლად, ურჩევნია იზრუნოს იმაზე, თავის თანამშრომლებს ზედმიწევნით შეასწავლოს საქართველოს გეოგრაფია და შესაბამისად რუკა, რათა , ის სამარცხვინო მდგომარეობა არ განმეორდეს, რაც 2008წელს, როდესაც სამხედრო მარალჩინოსნები უპირველესად , გორში შემოსულები დაეძებდნენ რუკას, თუ საით უნდა წასულიყვნენ ცხინვალის მიმართულებით! ასეთი კატეგორიის ხალხის ნათქვამ სიტყვას კი თავშივე ეკარგება ფასი და არავინ დაიჯერებს ძველი მთავრობის, ახალი მინისტრის ამერიკულ გამოთქმას: " No man gets left behind ("არავის მივატოვებთ განსაცდელში")

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
23.07.2012 09:06
რა სულზე მოუსწრო ამ სტიქიამ ვენ მთავრობას და ბიძინას არჩევნების წინ

ავტორი: კ.კ. საიდან გვწერთ: ოფისი
22.07.2012 14:21
საქართველოში სამწუხაროდ არა პროფესიონალიზმია დღეს საჭირო თანამდებობაზე დანიშნისათვის. არამედ ბრმა ერთგულება პრეზიდენტისა, რომელის მდგომარეობა და არაპროგნოზირებული მოქმედებები დღითი დღე უფრო შემაშფოთებელი და საშიში ხდება როგორც ქვეყნისათვის ისე ამ ქვეყნის მეგობრებისათვის.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
22.07.2012 13:55
ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ამდენი ფული გადაყარეს და რეზერვი ისევ არ არის თავის დონეზე. ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარეა თავდაცვის სისტემაში.

ავტორი: Volandi
22.07.2012 13:53
ვუსმენდი თელავში მყოფ შაშკინს და იმდენჯერ გაიმეორა "ჩვენი მთავარი ამოცანა" და "არ მივატოვებთ არც ერთ ადამიანს", რომ კოკა სეფერთლაძე მონაგონი აღმოჩნდა. საერთოდ შაშკინი გააკეთებს არა იმას, რაც საჭიროა, არამედ იმას, რასაც სააკაშვილი უბრძანებს. სააკაშვილს კი თავისუფლად მოაზროვნე და ღირსების მქონე ოფიცრები სძულს. ამიტომაცაა დღევანდელი ქართული ჯარი გამოფიტული, ღირსებააყრილი და საზარბაზნო-სააღლომე

ავტორი: მახონი საიდან გვწერთ: თბილისიდან
22.07.2012 13:25
სამწუხაროდ შეიარაღებული ძალები სარიტუალო სამსახურად და ავღანეთში მყოფი ბატალიონის დროული როტაციის მეტ ფუნქციას აღარ შეიცავს.... თუ არ ჩავთვლით საარჩევნო ბეღლის ფუნქციას და წარჩინებული ნაციონალების დასაქმების კანტორის ფუნქციას!!!!

ავტორი: max საიდან გვწერთ: საქართველო
22.07.2012 12:56
რადიო თავისუფლება ან მოსყიდულია, ან პაპზე მეტ კათოლიკედ თვლის თავს.

ყველაზე პოპულარული