ოთხშაბათი, 01 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 01:53

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

პოლიტიკური კოჰაბიტაცია სამხედრო პენსიონერების სამსახურში

ვეტერანთა საპროტესტო აქცია თბილისში 2011 წლის 3 იანვარსვეტერანთა საპროტესტო აქცია თბილისში 2011 წლის 3 იანვარს
x
ვეტერანთა საპროტესტო აქცია თბილისში 2011 წლის 3 იანვარს
ვეტერანთა საპროტესტო აქცია თბილისში 2011 წლის 3 იანვარს

მულტიმედია

აუდიო
17 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ბოლო ხანს საკმაოდ ბევრი პოპულისტური ინიციატივით გამოდის, საქართველოს მთავრობას სამხედრო ვეტერანთა სოციალური დაცვის გაუმჯობესების სამპუნქტიანი გეგმა შესთავაზა. ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მისი მოღვაწეობის 9 წლის მანძილზე ხშირად აკრიტიკებდნენ სამხედრო ვეტერანებისა და სამხედრო პენსიონერების მიმართ გამოჩენილი უყურადღებობის გამო, ბიძინა ივანიშვილის კოჰაბიტაციურ მთავრობას ვეტერანების მიმართ ხელგაშლილობის გამოჩენას სთავაზობს:

„გთავაზობთ გაორმაგდეს სამხედრო პენსიები და მინიმალური ზღვარი იყოს სახელმწიფო პენსიის მინიმალური რაოდენობის ორმაგი, ხოლო ვინაიდან 90-იან წლებში იმდენად დაბალი იყო ეს კომპენსაცია, რომ ბევრი ადამიანი გადავიდა სახელმწიფო პენსიაზე, მათ შეეძლოთ გადმოსვლა ისევ სამხედრო პენსიაზე, სამხედრო კომპენსაციაზე“.


მოწყალე პრეზიდენტის გულმავიწყობა

თუმცა მიხეილ სააკაშვილს დაავიწყდა ეთქვა, რომ 1990-იანი წლები არაფერ შუაშია და ეს სწორედ მისი მმართველი გუნდის წყალობით ჩავარდა ათეული ათასობით სამხედრო პენსიონერი ასეთ დუხჭირ ყოფაში; სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაეკარგა ფასი სამხედრო პენსიონერის ანაზღაურებას, რომელიც სტაბილურად გაიყინა და მხოლოდ კომპენსაციის ცნებამდე დავიდა.

„ჩვენს პენსიებს, რომელიც უნდა მოგვმატებოდა, ამ პენსიებს მატება საერთოდ არა აქვს. სიტყვა „პენსია“ მოიხსნა, ამიტომ აღარ აქვს მატება. სიტყვა „კომპენსაცია“ კი არავითარ მატებას არ ითვალისწინებს, ეს არის კომპენსაცია-სტიპენდია“, ამბობს ვეტერანი აქტივისტი ნოდარ ცოტნიაშვილი.

ცოტნიაშვილი სხვა თანამოაზრესთან ერთად რამდენიმე წელი ამაოდ ცდილობდა კანონის იმ ძველი მუხლის აღდგენას, რომელიც 2005 წელს „ვარდების რევოლუციის“ გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ გააუქმა. კერძოდ, 8 წლის წინ ძალადაკარგულად გამოცხადდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 45-ე მუხლი, რომელიც, „ცხოვრების დონისა და შრომის ანაზღაურების ცვლილებასთან“ ერთად, პენსიების გადასინჯვასაც ითვალისწინებდა. ძალიან მარტივად: რაკი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ თავის დროზე ე.წ. ძალოვან სტრუქტურებში რამდენჯერმე გაზარდა ხელფასი, პენსიების გაანგარიშებაც იმხანად მოქმედი საპენსიო კანონის შესაბამისი მუხლის თანახმად უნდა მომხდარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილს და მის თანამებრძოლებს არ სურდათ, რომ პენსიები გაზრდოდათ რეჟიმის მიმართ არალოიალურად განწყობილ ყოფილ სამხედროებსო, - თქვა ნოდარ ცოტნიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში:

„2005 წელს დაიწყო ხელფასების ზრდა. ძალიან გაიზარდა მაშინ ხელფასები და ამის გამო, ვინც მაშინ პენსიაზე გავიდა, ის ძველი კანონი ისეთნაირად იყო გათვლილი, რომ პენსიები დაენიშნათ ძალიან დიდი. 5000 ლარი დაენიშნა ერთ-ერთს - იუკურიძე (2004 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი) იყო ასეთი. მერე - 2500-ები და 1500 ლარზე ქვემოთ პენსია არ იყო დანიშნული“.

ამ ნაბიჯმა სოციალური უთანასწორობა და ერთგვარი ფარული მტრობა წარმოშვა ძველ და ახალ, ვარდების რევოლუციამდელ და რევოლუციის შემდგომ სამხედრო მოსამსახურეებს შორის. მაგრამ საქართველოს ყოფილი ხელისუფლება მხოლოდ ამაზე არ შეჩერებულა და პენსიონერების ხარჯზე თანხების დაზოგვის ახალ ხერხს მიაგნო.


პენსიონერებზე ზრუნვა ხელკეტების მეშვეობით

პარალელურად შეიარაღებული ძალებიდან დაიწყო მასობრივი დათხოვნა იმ სამხედრო პირებისა, რომლებსაც შეიარაღებულ ძალებში ყოფნის 20 წლის ვადა 2005 წლის შემდეგ უსრულდებოდათ და შეცვლილი საპენსიო კანონით
ვეტერანთა შიმშილობის აქციავეტერანთა შიმშილობის აქცია
x
ვეტერანთა შიმშილობის აქცია
ვეტერანთა შიმშილობის აქცია
ინარჩუნებდნენ მაღალი პენსიის მიღების შესაძლებლობას. აქცენტიც ამ შემთხვევაში კეთდებოდა რეჟიმისათვის არალოიალურ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით გაჰყავდათ კადრების განკარგულებაში და შემდეგ ითხოვდნენ სამხედრო სამსახურიდან. ამგვარი საკადრო მაქინაციებით აგვისტოს ომის შემდეგ პენსიამდე არ მიაღწევინეს რამდენიმე ასეულ ქართველ ოფიცერს, რომელთა ნაწილმა 2011 წლის იანვარში თბილისში, პროტესტის ნიშნად, შიმშილობის აქცია წამოიწყო. მოშიმშილეთა შორის იყო მაიორი მალხაზ თოფურია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე, რომელიც 22 ლარიანი შემწეობის იმედად დარჩა და ამის გამო იძულებული გახდა 2011 წლის ახალ წელს, სხვა თანამებრძოლებთან ერთად, უკიდურესი ფორმით გამოეხატა პროტესტი ხელისუფლების უსამართლო საპენსიო პოლიტიკის წინააღმდეგ:

„თითოეული ეს ვეტერანი ბიჭი, რომელიც აქ არის, მართლა გაუსაძლის მდგომარეობაშია - შუქი ჩაჭრილი, არანაირი შემოსავალი, არანაირი დახმარება, არანაირი არსებობის საშუალება. ადამიანები არიან მართლაც გაუსაძლის მდგომარეობაში და ამის ფონზე მრავალმილიონიანი კონცერტები ეწყობა ბათუმში, ჩამოჰყავთ ძალიან ძვირად ღირებული მომღერლები“.

მომღერლების ჩამოყვანას და სხვადასხვა ძვირად ღირებული კონცერტების ორგანიზებას სახელმწიფოს ბიუჯეტიდან პირადად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ორი წლის წინ, სამ იანვარს, პოლიციას დაარბევინა მოშიმშილე ვეტერანთა აქცია.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ არჩევნებში თავისი პარტიის დამარცხების შემდეგ გაახსენდა სამხედრო ვეტერანთა სოციალური დაცვა. სააკაშვილი არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას, რომელსაც ისედაც აქვს დაგეგმილი სამხედრო ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, როგორც ზემოთ ითქვა, პოპულისტურ ინიციატივებს სთავაზობს მინიმალური სამხედრო პენსიის სახელმწიფო პენსიის გაორმაგებულ დონესთან გათანაბრების სახით. და არამხოლოდ ამას. როცა საქმე სხვების პასუხისმგებლობას ეხება, მიხელ სააკაშვილი როსტევანივით ხელგაშლილია:

„და ასევე, თუ სამხედრო პენსიონერი გავიდა პენსიაზე და მას უნდა სახელმწიფო სამსახურში სამსახური, მას მაინც უნდა შეუნარჩუნდეს სამხედრო პენსია და სახელმწიფო ან სხვა სამსახურშიც დარჩეს. ეს ერთმანეთს არ უნდა უშლიდეს ხელს. ამასაც აქვს ეკონომიკური დასაბუთება და ამის ფული დღეს ბიუჯეტში არის“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების სოციალური დაცვის ინიციატივების დაყენებით პრაქტიკულად წაუგებელ თამაშს თამაშობს.

სამოქალაქო პენსიების მინიმალური ზღვრის ორმაგი ოდენობიდან სამხედრო პენსიების გამოთვლა სერიოზული გამოწვევაა მთავრობისათვის და არა თავად მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელიც 1 ოქტომბრის შემდეგ მხოლოდ საკუთარ სეკვესტრირებულ საპრეზიდენტო ფონდზეა პასუხისმგებელი. ცხადია, პიარის დიდოსტატმა მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მრავალი ათასი სამხედრო პენსიონერის პენსიის ერთბაშად გაორმაგება ქვეყანაში გააღრმავებს საფინანსო კრიზისს და კიდევ უფრო გაურთულებს საქმეს ბიძინა ივანიშვილის მთავრობას, ხოლო თუკი საქართველოს მთავრობა სააკაშვილის მიერ წარდგენილ ექსტრავაგანტურ სამპუნქტიან წინადადებას არ დაეთანხმება, გამარჯვებული კვლავ საქართველოს პრეზიდენტი გამოვა, რომელიც მთავრობას ათასობით სამხედრო ვეტერანის გამო მოსთხოვს პასუხს. გათვლა, ცხადია, იმაზეცაა, რომ ხალხს აღარ ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორცილებული 2005 წლის შოკის მომგვრელი საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც ძალოვანი სტრუქტურებიდან ასაკის გამო პენსიაში გასული ათასობით ადამიანი სოციალურად დაუცველ ფენად აქცია.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
22.01.2013 14:15
"ციხეებში რომ ჯოჯოხეთი უნდა შეეწყვიტა ჩვენი დროების ბოლშევიკს, ეგეც მას მერე გაახსენდა"
---------------------------------------------
შენც ძალიან კარგად იცი რა მდგომარეობაში ( მდგომარეობასაც ვერ უწოდებდი!) იყო ციხეები სააკაშვილამდე. იცი,იცი... ქალაქმა იცის... სოფელმა იცის... მსოფლიომ იცის... ყველამ იცის, ყ ვ ე ლ ა მ და შენ რა დაგემართებოდა ასეთი რომ არ გცოდნოდა?:)))

სააკაშვილმა მართლაც შეწყვიტა "ჯოჯოხეთი" ციხეებში - ეს საყოველთაოდ ცნობილია და ეს ფ ა ქ ტ ი ა !

ერთეული (შ ე კ ვ ე თ ი ლ ი !) შემთხვევებით, რვა წლიან შრომას ციხეებში პატიმართა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, წყალში ვერ ჩაუყრით.
აჰ არაო, ხელებს გაასავსავებთ - რა შეკვეთილიო...
კი ბატონო, თუნდაც ეგრე ( მაგრამ,მე არ მჯერა!!!)იყოს.
ასეთი ერთეული შემთხვევები ( და არა შემთხვევა!) ყველა, ჩვენზე 100-ჯერ დემოკრატიულ ყვეყანაში მომხდარა და ეხლაც ხდება - გარეწარ ადამიანებს რა გამოლევს, მაგრამ ამის გამო, არ გამიგია, გამარჯვებული პარტია, ან მითუმეტეს პრეზიდენტი დაედანაშაულებინოთ.
დამნაშავე ის გარეწარია, ვინც შეუკვეთა, მეორე ის ვინც თვეობით და წლობით ინახავდა ამ "სცენებს", რომ როგორმე ხელი მოეთბო,
მართალი რომ ყოფილიყო, განა იმ წუთში არ უნდა გამოექვეყნებინა, მაგალითად იუთუბზე?

ავტორი: კოტე საიდან გვწერთ: თბილისიდან
21.01.2013 23:32
მიხოს რომ ვეტერანები უყურადღებოდ არ ჰყავდა ფაქტია.......მას ისენი უბრალოდ სძულდა!!!!!
და რა შეიცვალა აღარ სძულთ მაგრამ რა? თავდაცვაში მოიძეიება ლექსენის , ბესო ვერულაშვილის, შოუმენ_ ტაკიმასხარისა თუ ზონდერის ადგილი....ოღონდ არა გამოცდილი ნაბრძოლი განათლებული,ოფიცრების, რომლებიც მარგინალი მინისტრების მიერ იქნენ გაძევებული შეიარაღებული ძალებიდან.....ისე ალბათ მშიერი ოფიცრების კუჭს არ სიძულვილი მაინც ახარებს!

ავტორი: tutuci
21.01.2013 20:57
სოციალური თანასწორობა ის ცნებაა რაც წინა ხელისუფლებამ დაარვია და რის აღსადგენადაც ახალი ხელისუფლება მოიყვანა ქართველმა ხალხმა

ამას ეხლა იხსენებს სააკაშვილი მხოლოდ, ციხეებში რომ ჯოჯოხეთი უნდა შეეწყვიტა ჩვენი დროების ბოლშევიკს, ეგეც მას მერე გაახსენდა რაც არცევნების წაგების აჩრდილი დაერია მის სიზმრებს

ასე რომ ბოროტი რომაა მაგიტომ უნდა ვუსმინოთ და მივსდიოთ, რომ არაფერი ჩაიდინოს რამე

ავტორი: GERMANE
21.01.2013 17:25
ბოროტია პრეზიდენტი, ამიტომაც ნურც მივაქცევთ ყურადღებას, რას ამბობს ახლა პენსიონერებზე.
ამ ბოროტ სულს რომ არ შემოეთავაზებინა სამხედრო პენსიების გაზრდა, ბიძინას ეს გადაწყვეტილი ჰქონდა.
ახლა კი, რახან ამ ბოროტმა სულმა შემოიტანა ეს წინადადება, ამიტომაც არაფერიც არ უნდა გაიზარდოს. სულაც უნდა გაუქმდეს სამხედრო პენისია - რა დააშავა უბრალო ადამიანმა, რომელსაც არ უბრძოლია ხელში კალაშნიკოვით?
ჩემი და ალბათ ბატონი ლიკლიკაძის შემოთავაზება იქნება - გაუქმდეს ყველა სამხედრო პენისია და ყველა გადავიდეს ნორმალურ პენისიაზე. პენისიონერი პენისიონერია - მორჩა და გათავდა.
თუკი ვიმე ამ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება - მოაწყოს დიდი მიტინგი პრეზიდენტის სასახლესთან.
პრეზიდენტს რომ არ ეყარტალა პენსიებზე - ბიძინა გაზრდიდა. ახლა კი ..... არა - და ამაში ბრალი სააკაშვილს მიუძღვის.
ჩაუქოლეთ პირი ამ გათავხედებულ მალენაპრეზიდენტალს, ამ ერის მოღალატეს და ეშმაკის მოციქულს, ამ პოპულისტსა და დაშნაკების აგენტს. აანძუა მთელი საქართველო. 9 წლის მანძილზე თითი თითზე არ დაუკარებია, დაანგრია და წაბილწა ქვეყანა, ერის გადაშენება და ქართველების გადაჯიშება უნდოდა. სულზე მოუსწრო უზენაესმა მზეჭაბუკმა, თუარა გვახრჩობდა დასავლური იდეოლოგიის ნაგავში.
მოაწერეთ ყველამ ხელი პრეზიდენტის გადაყენებას. გადაყენებაც არაა საკმარისი - გაიძევოს იქეთ, საიდანაც მივიდა, მისცეს აზიული ჰოლანდიამ და ჩვენ, ეს მორწმუნე და ქართველობისათვის თავგანწირული ხალხი მოგვასვენოს ამ დამაქცევარმა. გააპარტახა ქვეყანა, ბიუჯეტი შეჭამა, საშვილიშვილო ვალები დაგვიტოვა ხალხის სიმდიდრის გამპარტახებელმა.
ჩვენ ქართველები ამ ერის გადამგვარებლის გარეშე უფრო კარგად ვიპოვით ეკლესიის გზას. აი ნახეთ, გააგზავნა მზეჭაბუკმა უხუცესი მამა ვალოდიასთან და გაუცვლიან ერთმანეთს ინფორმაციებს ბორია და ვლადი, შეგვარიგებს ის დიდი მამა ჩვენს უფროს ძმას და მამა-მარჩენალს და მერე ნახონ მაგ თქვენი ნაპრეზიდენტალის დამქაშებმა ევროატლანტიკაში. ფიულეებმა და შმიტებმა უნდა გადაწყვიტონ ჩვენი ერის ბედი? უსმინეთ მაგ უღირს ნაპრეზიდენტალს თქვენი ევროპის სამიტებზე და უყარეთ გუნდრუკი. ჩვენ ჩვენი მზეჭაბუკი ავირჩიეთ და ის მზეს ამოუსავლეთიდანაც კი ამოიყვანს.
აბა რა ეგონათ ამ იმპერიალიზმის აგენტებს - ტრამპებს და სოროსებს. ის აშენებული ცათამბჯენები ერთ ადგილას წაიღონ, ჩვენ ჩვენი ჩამონგრეული ფასადები გვერჩივნა - ჩვენი იყო და იმიტომ, წინაპრების ოფლით და სისხლიტ გაჟღენთილი. მერე რაა რო პაწა ინგრეოდა - მაინც ჩვენი იყო. ახლა რად გვინდა ან ანაკლიები ან ის ხუტვარსკვლავიანი თვალისმომჭრელი ნაგებობები - ყველაფერი ეშმაკის ხელიტაა აშენებული. ან პარლამენტი რად გვინდა ქუტაისში, ან ის უღირსი სენობა, დინოზავრის კვერცს რო გავს სუსაში ჩადებულს - არ გვქონდა მაგარი კულტურის სახლი ქუთაისში? ან პარლამენტს რა უნდა ქუთაისში - აიეტის და მონათმფლობელობისდროში უნდოდა სააკაშვილს ჩვენი გადაყვანა და იმიტო აკეთა ეს ყველაფერი. ეს უღირსი ეგა.
დაგმე მიშა, დაგმე, დაგმე და მიაფურთხე ეშმაკს ერთხელ და სამუდამოდ.
ფუი ეშმაკს, ფუი, ფუი....

სხვა მასალები

ვაშინგტონში ვიზიტი გრძელდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ვაშინგტონში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება.
გაგრძელება

აუდიო აშშ-მა და ავღანეთმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

აშშ-ისა და ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის სამხედროებს უფლებას აძლევს ქვეყანაში 2014 წლის შემდეგაც დარჩნენ.
გაგრძელება

თურქეთი ავტორიტარიზმისკენ იხრება

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ თვლის, რომ თურქეთში კანონის უზენაესობის პრინციპი მაშინ შეირყა, როცა ერდოანმა იერიში მიიტანა განსხვავებულ აზრზე და მედიის თავისუფლებაზე.
გაგრძელება

"მნიშვნელოვანია სანქციების გავლენა რუსეთზე"

უკრაინაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით "ამერიკის ხმამ" რამდენიმე შეკითხვით მიმართა გერმანიის მარშალის ფონდის პრეზიდენტს, კარენ დონფრიდს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული