შაბათი, 18 მაისი, 2013 თბილისის დრო 18:56

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

„ციხის სკანდალმა“ ოფიცრის მკვლელობის ახალი გარემოებები გამოავლინა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაქართველოს თავდაცვის სამინისტრო
x
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
თბილისის ციხეში მომხდარი პატიმართა წამებისა და გაუპატიურების სკანდალის პარალელურად, ახალი გარემოებები გამოვლინდა სამშობლოს ღალატში ეჭვმიტანილი ქართველი ოფიცრის, სერგო თეთრაძის ბურუსით მოცულ საქმეში. შარშან სექტემბერში ციხეში გარდაცვლილი ოფიცრის მეუღლემ, ნანა თეთრაძემ, რომელიც დუმილს ინარჩუნებდა, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მეუღლეც სწორედ ავადსახსენებელ გლდანის მე-8 საპყრობილეში დაიღუპა სასტიკი წამებით.

„დროებით დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა ჩემი მეუღლე, სადაც გაუსწორდნენ კიდევ ერთხელ და ჩემი ქმარი იყო ძალიან ნაწამები. ვიცი დანამდვილებით, რომ იმ საღამოს ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა შევიდნენ ჩემ ქმართან და თვითონ აწარმოებდნენ ამ დაკითხვას.“


ნანა თეთრაძის მეუღლის საქმეს და მისი საიდუმლოებით მოცული სიკვდილის ისტორიას რადიო თავისუფლებამ რამდენიმე რეპორტაჟი მიუძღვნა. პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მაღალჩინოსანი, 2011 წლის 17 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა საკუთარ სახლში დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ოფიცრის საცხოვრებელ სახლში მოგვიანებით ჩხრეკაც ჩატარდა. ერთი კვირის შემდეგ კი ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ ოფიცერი სერგო თეთრაძე გლდანის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს საპროტესტო აქცია გამართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინ და ოფიცრის მკვლელობაში უშუალოდ მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალია და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მეგის ქარდავა დაადანაშაულა:

„მე მინდა ასევე დავაყენოთ ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას პასუხისმგებლობის საკითხი... დღეს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს რეალურად ჯალათების ჯგუფი, რომლებმაც სერგო თეთრაძე შეიწირეს ასევე ‘შპიონომანიის’ ამ ეგიდით“.

სამშობლოს ღალატში ეჭვმიტანილ, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე ახალი მოწმე გამოჩნდა გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომლის, ლადო ბედუკაძის სახით. ეს ის ბედუკაძეა, რომელიც პატიმართა დამცირებისა და გაუპატიურების სცენებს გლდანის ნომერ მე- 8 წინასწარი დაკავების საპატიმროში ციხის უფროსის დავალებით იღებდა და შემდეგ წამების ამსახველი კადრები ინტერნეტის საშუალებით, ნაცნობი ჟურნალისტების დახმარებით ბელგიიდან გაავრცელა. სატელეფონო საუბარში, ლადო ბედუკაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე გლდანის ციხეში სწორედ იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ციხის უფროსი და რეჟიმის უფროსი ეჭვმიტანილისაგან სასურველი აღიარებითი ჩვენების მიღებას ცდილობდნენ და ოფიცერი სწორედ გაუპატიურების მცდელობის დროს შემოაკვდათ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

„ბატონი სერგო იყო გამოცდილი ადამიანი, როგორც მე ვიცი, წლების განმავლობაში მუშაობდა სამხედრო დაზვერვაში და არ იყო ისეთი ადამიანი, რომ ადვილად გატეხილო, ადვილად დამორჩილებოდა მათ ნებას და ამიტომ მიმართეს უკიდურეს ზომას, გაუპატიურების მეთოდს. და არ მინდა ხოლმე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მოხდა საშინელი ფაქტი.“

ლადო ბედუკაძე ამბობს, რომ იგი უშუალო მოწმეა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა, რადგან იმ ღამეს მორიგეობდა. გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომელი დარწმუნებულია და მზად არის დამოუკიდებელ სასამართლოზე დაამტკიცოს, რომ სერგო თეთრაძის წამება უშუალოდ ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ დაუკვეთეს.

„რას ქვია არ იცოდა? როგორ, არ იცოდა კი არა და დაკვეთილი იყო ბაჩო ახალიას და მეგის ქარდავას მიერ. მეგის ქარდავა იყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და მეგის ქარდავას და ბაჩო ახალაიას დაკვეთით იყო სააკაშვილის ე.წ. გახმაურებული ტერაქტის საქმეები. ეს ყველაფერი აწყობდა სააკაშვილს, რომ ყოფილიყო ზედმეტი ყურადღება, თუ როგორ ებრძვიან მას რუსები და როგორ ხდება მისი, როგორც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის მოცილება. აი, მორიგი, შემდეგი რაღაც პიარ-კამპანია უნდა გაეთამაშებინათ ბატონი სერგოს ბედზე და ცხოვრებაზე და აი ამ გზით მოხდა მისი ამბავი, რაც დასრულდა ტრაგიკულად.“ (სტილი დაცულია)

თავად შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია ციხეში წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში განაგრძობს მუშაობას. რეპორტაჟზე მუშაობის დროს ერთადერთი შეკითხვით დავუკავშირდით როგორც შინაგან საქმეთა, ისე თავდაცვის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის პრესცენტრის ხელმძღვანელებს: აპირებენ თუ არა ამ უწყებებში სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას საქმეში გამოჩენილი ახალი გარემოებებისა და ახალი მოწმის ჩვენების შემდეგ? თუმცა, არც ერთ უწყებას ჩვენი შეკითხვისათვის არ უპასუხია. სამაგიეროდ, გასულ კვირაში, როდესაც რამდენიმე ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ბინის ორდერები გადასცა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კვლავ გაიმეორა მმართველი გუნდის ახალი სამხედრო დევიზი:

„თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს კონცეფცია, ჩვენ ჩვენ მებრძოლებს არსად არ ვტოვებთ.“

57 წლის გადამდგარი პოლკოვნიკი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე ვეტერანი სერგო თეთრაძე, ჩანს, არ იმსახურებს საქართველოს პრეზიდენტის ამ კონცეფციაში მოხვედრას. სერგო თეთრაძე იმ მრავალ ასეულ სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა მიმართ საქართველოს ხელისუფლება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ტოტალური საკადრო წმენდისა და მარგინალიზების კონცეფციას იყენებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: გაბო საიდან გვწერთ: იქიდან
29.09.2012 00:00
გაიხარე! კარგი ხარ!

ავტორი: ი-ცოცხ-ლე საიდან გვწერთ: ცოცხი-სტანიდან
28.09.2012 15:44
ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
24.09.2012 16:49
ახალ გარემოებებზე ისე წერთ, თითქოს ბედუკაძის სამგროშიან ჩვენებას რამე მნიშვნელობა ჰქონდეს. და გარდაცვლილი პოლკოვნიკის ცოლმა საიდან იცის რა ხდებოდა გლდანის საპყრობილეში? დაესიზმრა? და კიდევ ორი კითხვა მექნება: იმ მრავალ ასეულ სამხედრო მოსამსახურეს შორის, რომლებიც თქვენი თქმით მარგინალიზებულნი არიან ამ ხელისუფლების მიერ, რაღა სერგო თეთრაძე ამოირჩიეს დასაჭერად და (ვითომც)საწამებლად? იცით რომელი ქვეყნის სამხედრო დაზვერვაში მსახურობდა ეს კაცი და ვისი ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძოდა?
In Response
ავტორი: მოდერატორი
24.09.2012 17:19
გამოძიება სერგო თეთრაძის საქმეზე დასრულებული არ არის და ამიტომ ნებისმიერი ახალი გარემოება, სამგროშიანია ის თუ უფრო ფასეული, საჭიროა გადამოწმდეს, ანდა ის მაინც გვითხრას პროკურატურამ, მიიჩნევს თუ არა მათ რაიმე მტკიცებულებად. რაც შეეხება სერგო თეთრაძეს, იგი 2007 წლამდე მსახურობდა საქართველოს სამხედრო-საჰარეო ძალებში. ხოლო რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, თუ რომელი ქვეყნის დაზვერვაში მსახურობდა გარდაცვლილი, სჩანს თქვენ ეს იცით და ალბათ პასუხსაც გავიზიარებთ-

არ გაგვიზიარებს, იმიტომ რომ არ იცის, უცოდინარი, ხეპრე, თავისნათქვამა ნაცXიონალია, ფანატიკოსი კომსომოლების მოდგმა!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
28.09.2012 02:22
მოჩვენება და რა გგონია ეხლა შენ, ეგ შენი არაჩვეულებრივი არგუმენტები, თხრობა და მოვლენების ქრონოლოგიური დალაგება აინტერესებს უფლისწულს, ანდა მის რომელიმე თანაპარტიელ კულაკს?

არა! არ აინტერესებს

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
28.09.2012 01:58
ქართველო ერო ვაი საცოდავო საქართველო.............. სერგო თეთრაძეს ვასამართლებთ ახლა? ააააა მკვდარს მიწაში არვაყენებთ? ხომ მოკლეს და ის აღარ ყოფნითხო... მინდა ხმამაღლა ვთქვა ყველას გასაგონად ამ მარგინალმა ხელისუფლებამ იმდენი ავი შემოქმედება დათესა იმდენი სიბილწე ჩაიდინა ხალხმა ნდობა დაკარგა უკვე მგელის და მწყემსის ამბის არიყოს ხალხს სიმართლეც არასჯერა მაგათი! აი სად არის სერგო თეთრაძის სიმართლეც კაცო თუ ეს კაცი ქვეყნის მტერი და მოღალატე თუ იყო რატომ ვერ დაუმტკიცეს?! თეთრაძე სხვა მოტივებით დაიჭირეს მერე შემოაკვდდათ და იოლი მეთოდით ... ქვეყნის მტეი ავი ბილწი ფლიდი ამ ხელისუფლებას ადამიანის დისკრედიტაციაზე ხომ სადოქტორო ხარისხიაქ დაცული..... ეს ჩემი აზრია და არავის თავს არ ვახვევ მაგრამ როცა ადამიანი შენიშნულიგყავს ასეთ დანაშაულში როგორიცაა ჯაშუშობა მასზე ხორციელდება ოპერატიული თვალთვალი რათა გაირკვეს ჯგუფის მოქმედების სქემა აქ ერთი ადამიანი არასდროს არარი მთავარი ..... ეს ამ ხელისუფლებამ კარგად იცის გამოტეხვის გზით არასდროს წავიდოდნენ ამხელა რისკზე ერთ კაცზე გადაეტეხად ეგ ამბავი ამიტომაც მგონია შპიონაჟის ლეგენდირებულობა .... თეთრაძე რამოდენიმე ომის მონაწილე სამხედრო იყო მას ბრალი ვერ დაუმტკიცეს ისე ითვლება და არის ქვეყნის ერთგული მამულიშვილი მანამ სანამ რიალურად არ ამხელენ შპიონაჟში და არ დაიდება უტყუარი ფაქტები ამ ადამიანის წინააღმდეგ (რაც რათქმაუნდა არ მოხდება და ვერცმოხდება ჩემის აზრით იმიტომ რომ ბატონი პოლკოვნიკი ცამდე მართალი კაცი იყო) რათქმაუნდა ვიცოდი მისი გარდაცვალების ფაქტი და ეს ყოველთვის პროტესტს იწვევდა ჩემში როგორც მოქალაქეში როგორც სამხედრო მოსამსახურეში მაგრამ არასდროს არ დამიფიქსირებია ხმამაღლა ეს იმ მარტივი მიზეზით რომ ის არც პირველი იყო და არც უკანასკნელი და რომ საქართველოში ეგ უცხოდ არ მიგვაჩნდა არავის ვინაიდან ვიცოდით ქვეყანაში გამეფებული ,,დემოკრატიის" შესახებ ..... მაგრამ ის რაც გაცხადდა ამ მოვლენების შემდეგ სულ რაღაც რამოდენიმე დღის უკან ჩემში როგორც ყოფილ სამხედროში როგორც ოფიცერში გამოიწვია შოკი შურისძიების სურვილი და სულიერი ტრამვა (მარალჩინოსანთა მონაწილეობით წამება და მისი გაუპატიურება დაკვეთით სიკვდილი ........) და ამის მერე რა ღირებაზეა საუბარი რომელ სამხედრო ღირსებაზეა საუბარი მითხარით ვინმემ მე ამ კაცის სიკვდილს არ ვეტმასნები მე ვარ დავით ნემსაძე სამხედრო ავიაციის ლეიტენანტი რეზერვში დამე უარი ვთქვი სამხედრო წოდებაზე მანამ სანამ არ მოხდება ამ ადამიანის საქმის სამართლებრივი გამოძიება და მისი ღირსების შემურაცყოფელ პირთა და მკვლელთა სამაგალითო დასჯა რაც ამ ხელისუფლების ხელში არარის შესაძლებელი მე მრცხვენია ამ ფაქტის მერე მერქვას ოფიცერი თუგინდ რეზერვშიც .............ნებისმიერს სამხედო პირს მოუწოდებ ვისაც სინდის-ნამუსი შერჩა ვინც არ არის მონა თავდაცვის სამინისტროს მატერიალური კეთილდღეობის ეს არარის მარტო სერგო თეთრაძის ოჯახის ტკივილი ეს არის ერის ტრაგედია რომელიც თითოეული ქართველის დარდად იქცა გამოხატედ სოლიდარობა ქართველო ოფიცრებო და ჯარისკაცებო ამ კაცის ოჯახის მიმართ დააფასეთ ადამიანის სიმართლე დააფასეთ ოფიცრის მუნდირი და უმთავრესი ღირსება ნუშეუერთდებით იმ რუხი და გრზელი ქართველი ოფიცრების სიას რომლებიც თავისი კუჭის გულისთვის საკუთარ თანამებრძოლს სულში მიაფურთხებს შემდეგი ასეთი ფაქტის მსხვერპლი ხვალ შენ შეიძლება გახდე და მერე სინანული შენი მდუმარებისა გვიან იქნება იცოდე........ ცვენ ვცხოვრობთ 37 წელში კომუნიზმის სისასტიკეში დრეს რომ ამ ეპოქასი დიდი აკაკი დაბადებულიყო და ეთქვა თავისი ცნობილი სიტყვები ,,ფურთხის ღირსი ხარ სენ საქართველო " დარწმუნებული იყავით ახალაია და ქარდავა შპიონაჟის და ერის მტრის სახელით ამოხდიდნენ სულს......... ქართული არმია გაუპატიურებულია დღეს ამ პაქტით და ღირსების აღდგებას ითხოვს........(მადლობას უხდი ავტორს ამ თემის გაშუქებისთვის)

ავტორი: nini
26.09.2012 23:58
მორიგი დათრგუნვა მივიღე.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
25.09.2012 19:30
და ვინ გეუბნება უკან გადმოგვაქვს ქუჩური ქუჩაშიო

რატომ გგონიათ რომ "პატიოსანი" ცხოვრება (მხოლოდ ცოცხებით და პრეზერვატივიანი დუბინკებით რომ მიიღწევა ამათი აზრით) მარტო მიშას უნდა

აჩვენეთ ხალხს და ახალგაზრდებს კარგი ცხოვრება. აჩვენეთ რომ სწავლას დაფასებული და ღირსეული ცხოვრების მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის საქართველოში და აღარავინ წავა ქურდულში - ამას გპირდები

ამ ქვეყანაში ან ნაციონალებს უნდა "შეეტენო" ანდა უნდა დატოვო საქართველო იმისთვის რომ ცხოვრება ცხოვრებას დაამსგავსო, სამწუხაროდ ჩვენი ინტელექტი გაედინება და ამას მხოლოდ ცუდი შედეგი მოყვება

ავტორი: ქუთაისელი საიდან გვწერთ: საპარლამენტოდან
25.09.2012 16:07
აბა, სწორედ, თბილისელო ! სააკაშვილი პასუხგებაში მივცეთ ... და ციხეების სიტუაციები უწინდელივით გადმოვიტანოთ ისევ ჩვენი ქალაქების ქუჩებში, არა ? ყაჩაღები ისევ ვათარეშოთ ქვეყანაში, არა ? ვერ მოესწრებით მაგ დღეს ! ტყუილად ნუ მიეცემით მაგფერ ოცნებებს პუწინ-ბიძინასეულთ !

ავტორი: tbiliseli საიდან გვწერთ: saqartvelo
25.09.2012 09:37
სააკაშვილის რეჟიმი უნდა დასრულდეს და პასუხისგებაში მიეცეს თვითონ მიშა და მისი დამქაშები.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
24.09.2012 23:39
გიორგის გერმანიიდან ვკითხავ რა მტკიცებულებები აქვს საიმისო რომ გამოძიების დასრულებამდე ადამიანს დამნაშავედ აღიარებ

მაგ გერმანიაში ცხოვრებამ ვერაფერი გასწავლა გარდა ავად-მეტყველებისა? ვერ გასწავლა ის რომ სანამ სამხილებს (მარიონეტი მაგრამ მაინც) სასამართლო სათანადოდ არ სცნობს და საბოლოო განაჩენს არ გამოიტანს, მანამდე უფლება რომ არ გაქვს ვინმეს დადანაშაულებისა?

პოლიტიკური გვამების მომხრეს (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ეს ჩვენი ხელისუფლების წევრები) გავიწყდება ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობის უფლების შესახებ, უდანაშაულობის პრეზუმციის და ამგვარი სხვა დემოკრატიული (!) უფლებების შესახებ

ეს არც მიკვირს რადგან შენში შენივე ნაქები პოლიტიკოსების ანარეკლს ვხედავ, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სხვა ღირებულებები მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ საუბრისას გახსენდებათ, მხოლოდ მაშინ როცა ჰალსტუხის ღეჭვით გართული მთავარსარდალი დასავლეთს შველას სთხოვს და ა.შ

გერმანიაში კი არა, ტომას ჯეფერსონის, ნელსონ მანდელას, განდის, დედა ტერეზას, ვაცლავ ჰაველის, სუუ კიუს, ჯონ ლენონის და მათნაირების სახლში რომ აცხოვრო ასეთი ხალხი, დემოკრატი ამათგან მაინც არ გამოვა

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
24.09.2012 21:45
@ მოდერატორი

თქვენს იაღლიშებს მე ნუ დამაბრალებთ ბატონო ჩემო. თქვენ გიკვირთ რატომ არ მოხვდა "პრეზიდენტის კონცეფციაში" სერგო თეთრაძე, მიუხედავად იმისა რომ ეს პატივცემული გვამი ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში იყო ეჭვმიტანილი. ჰოდა ამიტომ შეგეკითხეთ იცით თუ არა (დარწმუნებილი ხართ თუ არა) რომ ეს კაცი ნამდვილად არ იყო დამნაშავე იმაში, რასაც აბრალებდნენ. ამ კითხვაზე თქვენ პასუხი ისევე არ გაქვთ როგორც მე, მაგრამ თქვენ გიკვირთ ამ კაცის "პრეზიდენტის კონცეფციაში" არმოხვედრა. მეორე იაღლიში ის არის რომ გარდაცვლილის ცოლის ნათქვამს ახალ გარემობად აფასებთ - სათაურში "ახალ გარემობებზეა" ლაპარაკი - მიუხედავად იმისა რომ არ იცით (ან არ წერთ) იყო თუ არა ეს ქალბატონი უკვე დაკითხული და ჰქონდა თუ არა საშუალება მიეცა თავისი რბილად რომ ვთქვათ არარელევენატური ჩვენება.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
24.09.2012 21:10
მთელი უბედურება იმაშია რომ გამოძიება დამთავრებული არც არის და ამ კაცის სახელს გიორგაძის და მისნაირების გვარებთან აიგივებენ

სასაცილოა სატირალი რომ არი იყოს, ასე უმისამართოდ ადამიანებისკენ თითის შვერა, არ შეიძლება ასე, მაგრამ ამას მე ვერ შევაგნებინებ ეხლა ქართველებს. სააკაშვილის სტილია ეს: ვინც ჩემსავით არ ფიქრობს ის ქვეყნის მტერია !

ცოტა ხნის წინ განაცხადა თქვენა უფლისწულმა: სანამ ერთმანეთში საქმეს ვარჩევდით, რუსებმა ჯარის მობილიზება დაიწყესო - ანუ უფლისწულის აზრით საერთოდ ყველაფერზე უნდა დავხუჭოთ თვალები და რუსებს არ მივცეთ ჯარების მოძრაობის საშუალება

ქვეყანაში სადაც კულტურა არ არსებობს ამის, საინტერესოა როგორ უნდა დამკვიდრდეს უდანაშაულობის პრეზუმციის პრეცენდენტი

ავტორი: ხუთკუნჭულა
24.09.2012 19:39
სანამ გამოძიება რამეს დაადგენს, პოპულიზმია სტატიაში იმის ხსენება, რომ ქვრივმა დუმილი დაარღვია და თანაც ზუსტად სცოდნია ახალაიასა და სხვათა გადაადგილების დრო და ადგილი... სადიზმი დაუშვებელია, მაგრამ არცერთ თქვენთაგანს ხმის ამოღების უფლება არა გაქვთ, იმიტომ რომ ეგ თქვენი საოცნებო ბიძინისტები 90-იან წლებში მე და ჩემნაირებს ღიად და დაუფარავად გვაუპატიურებდნენ, დანარჩენ „რაინდებს“ კი პირში წყალი გქონდათ ჩაგუბებული... ეს მთავრობა ციხის გარეთ მაინც არავის აუპატიურებს და იმედი მაქვს, სწორედ ეს მთავრობა მოუღებს ბოლოს ციხის უკანონობასაც... ბოლოს კი გეტყვით, რომ არავინ მიხდის ფულს ამის თქმაში, გერმანიაში მუშა ვარ უკვე 18 წელი და ესე ვირჩენ თავს
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
24.09.2012 19:55
ხუთკუნჭულას: "ერთწლიანი დუმილის დარღვევა" ეს არის ფაქტის კონსტატაცია. ისევე როგორც, ვთქვათ, ერთწლიანი დუმილის დარღვევა ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის მიერ. რეპორტაჟში არსად არის ნათქვამი, რომ თეთრაძის ქვრივის ნათქვამი არის ზუსტი, ეს მხოლოდ თქვენი ინტერპრეტაციაა. რაც შეეხება 90-იანი წლების ქაოსს საქართველოში, თუკი 18 წელია იმყოფებით გერმანიაში, მაშინ უსათუოდ გემახსოვრებათ, რომ რადიო თავისუფლება მაშინაც ობიექტურად და სწრაფად აშუქებდა ადამიანის უფლებების დარღვევის, პოლიციის უკანონობისა თუ კორუფციის ფაქტებს.

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
24.09.2012 16:49
ახალ გარემოებებზე ისე წერთ, თითქოს ბედუკაძის სამგროშიან ჩვენებას რამე მნიშვნელობა ჰქონდეს. და გარდაცვლილი პოლკოვნიკის ცოლმა საიდან იცის რა ხდებოდა გლდანის საპყრობილეში? დაესიზმრა? და კიდევ ორი კითხვა მექნება: იმ მრავალ ასეულ სამხედრო მოსამსახურეს შორის, რომლებიც თქვენი თქმით მარგინალიზებულნი არიან ამ ხელისუფლების მიერ, რაღა სერგო თეთრაძე ამოირჩიეს დასაჭერად და (ვითომც)საწამებლად? იცით რომელი ქვეყნის სამხედრო დაზვერვაში მსახურობდა ეს კაცი და ვისი ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძოდა?
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
24.09.2012 17:19
გამოძიება სერგო თეთრაძის საქმეზე დასრულებული არ არის და ამიტომ ნებისმიერი ახალი გარემოება, სამგროშიანია ის თუ უფრო ფასეული, საჭიროა გადამოწმდეს, ანდა ის მაინც გვითხრას პროკურატურამ, მიიჩნევს თუ არა მათ რაიმე მტკიცებულებად. რაც შეეხება სერგო თეთრაძეს, იგი 2007 წლამდე მსახურობდა საქართველოს სამხედრო-საჰარეო ძალებში. ხოლო რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, თუ რომელი ქვეყნის დაზვერვაში მსახურობდა გარდაცვლილი, სჩანს თქვენ ეს იცით და ალბათ პასუხსაც გავიზიარებთ

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველოდან
24.09.2012 15:22
ტეტია - ანუ რადგან რუსეთში იტანჯებიან ქართველი ოფიცრები, ჩვენც უნდა ვაწამოთ? მაშინ რითი ვართ იმ საზიზღარ რუსეთზე უკეთესები? გასუქებული კი სწორედ რომ მიშაა , და მისი ასევე გასუქებული ხროვა პირდება საქართველოს ორიოდ კაპიკის გადმოგდებას არჩევნების მერე - 1000 ლარიანი ვაუჩერი ყველა ქართულ ოჯახს. და არ მოგბეზრდათ ამ მტრების ძებნა ყველგან, ოღონდ არა ნაცმოძრაობაში? რომელ თავისუფალ საქართველოზე მელაპარაკები? სადაც გაუპატიურების შიშით ადამიანებს აღიარებით ჩვენებებზე აწერიებენ ხელს?! მართლა რამ დაგაბრმავათ ერთი ვიცოდე?!

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველოდან
24.09.2012 15:19
ანონიმს - ფაქტი ერთია, მიშა 15 წელია რაც ედიკას აგინებს, კრიმინალს და დამნაშავეს ეძახის.და ბუმბულში და აბრეშუმში კი ინახავს

ავტორი: ანონიმი
24.09.2012 14:32
ქართველს-საქართველოდან საბჭოთა სახელმწიფოს სათავეში მყოფი მონსრები სულელები ხომ არ გგონათ.ედიკას ხელის ხლება არ შეიძლებოდა.ამ კაცს ეშმაკობა გამოწრთობილი ჰქონა საბჭოთა საგველეთის ხელმძღვანელობაში,სათავეებში მუდმივად ყოფნისათვის,სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში.თავისუფალი საქართველო მას იმ დროს არ ადარდებდა,გონებით,ვერ ესმოდა ამდენი,როგორჩეხლა ბევრს,რუსეთთან ჩახუტებულს,ღრმა ექსტაზში,მაგრამ ეშმაკობა მრისას, ძმაკაცური ურთიერთებები ამერკულ იმდროინდელ ელითასთან და წარმოიდგინე ქართველო,მისი გადადგომის შემდგომ,ამ კაცის ამოციხვა და განადგურება,თუმცა სართველოს წიააღმდეგ მიქარული ბლომად აქვს,რა ურთიერთობა ექნებოდა იმდროინდელ ამერიკას ახალ დემოკრატიისაკ მიმავალ საქართველოსთან,სანამ გაერკვეოდენა საქმის ვითარებაში

ავტორი: ტეტია,მაგრამ ქართველი საიდან გვწერთ: არასატეტიიდან
24.09.2012 13:34
Tutucs-ramdeni საქართველოს ნამდვილი ქართველი და არაქართველი გმირი ოფიცერი იიტანჯება და იწამება,ამაზრზენზე ამაზრზენად რუსეთის ციხეებში იცი?უდიდესი გამოცდილებაა აქვთ სექტების შექმნის ,ვითომ სამშობლოს სიყვარულში დამწვრებს,იგორ გიორგაძეებს,ნინო ბურჯანაძეებს,ბორის ივანიშვილებს და ვისთან ჰქონდათ კავშირები,იცი?თუ ისე გადავგვარდით და გავტუტუცდით,რომ ვიღაცა გასუქებული თანამემამულე,გასუქებული,რა გზით,მხოლოდ ეშმაკმა უწყის,სამათხოვროდ გადმოგვიგდებს ორიოდე თეთრს და ვა გავყვირით,ამკაცმა უეჭველ შიმშილს და სიკვდილს გადამარჩინა,უდიდესი ქართველიაო.ამოდი ჭურიდან,სადაც სამათხოვრო ,ფარული თუ ღია,არავის არავისი არ ექნება.თვითეულის გარჯით ძლიერ,ალალ,თავისუფალ ქვეყანაში ყოველის ბედნიერი ყოფა,ამგვარი რამ ჩვენს ხელთაა,დაბრმავებული ვერ ხედავს,რომ სწორედ ამ გზით მიდის ქვეყანა

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო
24.09.2012 12:04
სწორედ იმიტომ რომ ედიკამ ცხოვრება ციხის მაგიერ კრწანისის რეზიდენციაში განაგრძო, თბილად, მშვიდად, საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული "კუთვნილი" პენსიით, და იგივე ბიუჯეტიდან დაფინანსებული დაცვა იცავს, სწორედ მაგიტომ ეგონა ნაცმოძრაობას რომ ყველაფერი გაუვა

ავტორი: ანონიმი
24.09.2012 11:32
მეც მგონია, რომ ესენი მოკლული პატიმრების ორგანოებით ვაჭრობდნენ.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
24.09.2012 11:18
ამინ 5-იანო ამინ, ჯერ სად ვართ

რათქმა უნდა ეგრეც იქნებოდა, ამათთვის ადამიანი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ნებისმიერს გაწირავენ საკუთარი პი-არ კამპანიისთვის

მითუმეტეს გაწირავენ ადამიანს რომელსაც დიდი გამოცდილება და სახელი ჰქონდა, ეგეთებს იშორებენ, მიზეზად კი "შესაძლო დაჯგუფებების შექმნა და დამოუკიდებელი მოქმედება" მოაქვთ, აქაოდა გამოცდილი ხარ და შენ მცირე "სექტას" შექმნი გაურყვნელი და ნორჩი ახალგაზრდებისგანო

თუმცა გაურყვნელმა და ნორჩმა ახალგაზრდობამ რაოდენ დიდი ტოლერანტობა აჩვენა ადამიანური ბუნებისადმი ეს კაგად ვნახეთ ვიდეოებში

ავტორი: ანონიმი
24.09.2012 10:42

ესეიგი ქურდები და შპიონები, არა ? მაგათ ჩაგვაგდეს მთელი ქვეყანა შავ დღეში იმ ავად სახსენებლ 90-იან წლებში. ვერაფრით რომ ვერ ამოვსულვართ დღემდე. ახლა კიდევ წამოყვეს თავი ბიჭებმა უფლებებსა და ღირსებებს არღვევდნენო ჩვენსას. ქუჩაში ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ ხდებოდა ეს ყველაფერი უწინ. ნუ დაგავწიყდებათ, ჩემო ბატონებო!

ავტორი: Nუ დაიბენი! -ფიქრით იქართველე
24.09.2012 09:25
კობა!ამის წინებზე რუსეთსში,ყაზანში,ოგდანოებში,კარიერისტმა მხეცებმა,ადამიანი,ქურდი თუ არაქურდი სხვათემაა,ქურდულ მეთოდების გამეორებასთან ერთად,შამფანურის ბოთლზე ჩამოაცვეს წამების დროს და ამგვარი,ათწლობით გრძელდებოდა და გრძელდება აბა მათი მთავრობის, ქვეყნის რეაქცია:არავითარი,ერთი -ორი არაკაცი დაითხოვეს,სამუშაოდან.შეეშვი ემოციურობაზე თამაშს,ნუ დაიბენი.ჟურნალისტებს ეგ შეგიძლიათ,იაფფასიანი ტრიკია.ემოციური დიასახლისები აგყვებიან და იტყვიან,ხუთიანს აღარ შემოვხაზავთ,ამ მხეცობის შემხედვარენიო.ყველა ნორმალურმა ადამიანმა იცის,რომ ადამიანია ყველაფრის ქვა კუთხედი,მაგრამ ჯერ ქვეყნის ინტერესები და შემდგომ,ამ ინტერესების დაცვით ადამიანის ბედნიერი ცხოვრება ამგვარ დაცულ ქვეყანაში.ამგვარზე გამახვილებით-რეალური ბრძოლით და არა ვირტუალური ნიანგი ცრემლების დენისათვის,იყვარებს ნებისმიერი ერი,თავის ნამდვილ გმირებს.

ავტორი: vendeta საიდან გვწერთ: kavkaz
24.09.2012 09:17
ეს არის ამაზრზენი ფაქტი ასე აფასებს ჩვენი მთავრობა მებრძოლ გმირებს. მე როგორც ყოფილი სამხედრო უერთდები ამ კაცის განცხადებას http://live.ge/r-38158
და მინდა გიად მივმართო ჩემ ხალხს ეს არის ამზრზენი ფაქტი რაც ქართველი კაცის ქცევის ყველა საზღვრებს ცდება აუცილებლად უნდა დაისაჯონ თეთრაძის მკვლელები და ყველა პასუხის მგებელი პირი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ რომ უერთდები ამ განცხადებას და დროა პასუხი აგონ იმ ადამიანებმა ვინც ეს ჩაიდინაhttp://www.interpressnews.ge/ge/politika/214928-rezervshi-myofi-aviaciis-leitenanti-davith-nemsadze-thethradzis-saqmis-obieqtur-gamodziebamde-samkhedro-tsodebaze-uars-ambobs.html

ავტორი: 5555555555555!!!!!!!
24.09.2012 03:10
საწამებელი, გასაუპატიურებელი, დასახვრეტი და მოსაკლავი კიდევ ბევრია!!!

ავტორი: ანონიმი
24.09.2012 03:01
მთელმა ქვეყანამ იცის რომ არაადამიანი შოთა ქვირაია დიდ დემოკრატად გამოცხადებული შევარდნაძის თვალწინ უიარაღო და უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდა და განა ამის დემოკრატიზაციად გასაღება ადამიანებით ვაჭრობა არაა? აბა კარგად იანგარიშეთ თუ რამდენი შემოსავალი დააკლდებოდათ კრიმინალ ქვირაიას და კიდევ უფრო უარეს შევარდნაძეს მათ რომ ამისთვის საკადრისი მიეღოთ. მთელმა საბჭოთა "ქართულმა" დემოკრატიამ კარგად გაყიდა ის უდანაშაულო ხალხი და ხელიც კარგად მოითბო. თანაც ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა. ასე რომ თქვენ ვერავის მოატყუებთ,მაგრამ ეს საშინელება გაგრძელდება და ჯობია საუბარი მერე გავაგრძელო. აბა ჰე! გამსახურდია ცუდიაო,ტყეში შეაგდეს,ასე ვთქვათ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და იბაირამეს,მერე შევარდნაძე ცუდიაო, საპატიო პენსია მისცეს და იბაირამეს, ეხლა სააკაშვილი ცუდიაო,თუ გაასწრო მაშინაც ესენი განაგრძობენ ბაირამობას,იიფ!!!

ავტორი: გოგა საიდან გვწერთ: თბილისი
24.09.2012 01:45
დარწმუნებით ვიძახი ეს უბედურება, რომ დასრულდება აღმოვაჩენთ , რომ საქართველო ადამინის სხეულის ნაწილებითაც ვაჭრობდა....ნებისმიერ შეკვეთას იღებდა და 30 ათასი ცოცხალი დონორი კი ყავს ციხეში გამომწყვდეული!!!!!!

ყველაზე პოპულარული