შაბათი, 25 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 11:41

პოლიტიკა

პრეზიდენტი ქვეყნის იმიჯს ზიანს აყენებს?

მიხეილ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილი
x
მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

მულტიმედია

აუდიო
ქვეყნის წარსულში დაბრუნების მცდელობა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტერესების დათმობა რუსეთთან დაახლოების პროცესში და ამ მხრივ სომხეთისთვის მიბაძვა - ამ ძირითადი აქცენტებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნაზე გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი ხელისუფლების მწვავე კრიტიკას დაუთმო. შინაარსის მართებულობის გარდა, ანალიტიკოსებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა პრეზიდენტის განზრახვასთან დაკავშირებითაც.

თუკი პრეზიდენტის სიტყვებით ვიმსჯელებთ, 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, კორუფციასა და ავტორიტარიზმთან წარმატებით მებრძოლი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამაოდ სცადა რუსეთთან კეთილმეზობლობა და ევროატლანტიკური ფასეულობების გამო არ შეუშინდა ოკუპანტის ბომბებს, ჩაანაცვლა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, ავიწროებს თავისუფალ მედიას, საქართველოს ინტერესების ხარჯზე ცდილობს რუსეთთან დაახლოებას, ციხიდან ათავისუფლებს რუსეთის ჯაშუშებს და, საერთოდ, მტკიცე პროდასავლური გზიდან გადახვევას ცდილობს. ამ ჭრილში მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი ხელისუფლების რიტორიკა არ შეესაბამება რეალურ განზრახვებს:

”მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ახალი მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად ისახავს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს აშკარად პოზიტიური სიგნალია და რამდენჯერმე მეც საჯაროდ მივესალმე და შესაბამის მინისტრებს შევთავაზე, რომ ამ თემაზე, რაც შემიძლია, ყველაფრით გავუწევ დახმარებას. კარგია, როდესაც ირწმუნები,  მაგრამ ეს საკმარისი არ არის -  შესაბამისად უნდა მოიქცე”.
ვერ ვხედავ ვერც ერთ საფუძველს იმის სათქმელად, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა რაიმე ისეთი, რაც იქნებოდა მაჩვენებელი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური სივრციდან დაშორებისა...


როდესაც ასეთ უკმარისობაზე ლაპარაკობს, მიხეილ სააკაშვილს მაგალითად მოჰყავს პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტი სომხეთში. პრეზიდენტი ამბობს, რომ რადგანაც ბიძინა ივანიშვილი სომხეთს, დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, სამაგალითო ქვეყნად მიიჩნევს, ხოლო სომხეთს ნატოს წევრობა არ სურს, პრეზიდენტის ლოგიკით, საქართველოც უარის თქმას აპირებს ნატოზე. ”ჩემი აზრით, ქართველ ხალხს ხმა არ მიუცია ძირითადი მიმართულების შეცვლისთვის. ჩვენს კარგ ურთიერთობას მეზობლებთან მსხვერპლად არ უნდა შევწიროთ ის მისწრაფება, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ერისთვის”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე გამოსვლისას. მან მადლობა გადაუხადა საპარლამენტო ასამბლეას აგვისტოს ომის შემდეგ მიღებული და რუსეთის ვალდებულებების ამსახველი 3 უმწვავესი რეზოლუციის გამო და გამოთქვა იმედი, რომ ევროპული თანამეგობრობა არ დაიშურებს ძალისხმევას ”არც გარე საფრთხეების წინაშე და არც ჩვენი შიდა დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერის კუთხით”.

სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტი ქვეყნისთვის ასეთ ფაქიზ თემაზე ასეთ დაუფიქრებელ განცხადებებს აკეთებს, -  უთხრა ჟურნალისტებს 22 იანვარს პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა არმაზ ახვლედიანმა. ანალიტიკოსი თვლის, რომ პრეზიდენტის განცხადებები ყოვლად უსაფუძვლოა, რადგანაც ახალი ხელისუფლების ქმედებებში საგარეო პოლიტიკის ვექტორის ცვლილება არანაირად არ შეინიშნება:

”ვერ ვხედავ ვერც ერთ საფუძველს იმის სათქმელად, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა რაიმე ისეთი, რაც იქნებოდა მაჩვენებელი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური სივრციდან დაშორებისა. არა, პირიქით, ქვეყანა შეძლებისდაგვარად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ამ მიმართულებით, მაგრამ ამ მიმართულებით სვლა სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველომ მოახერხოს ურთიერთობების მოწესრიგება მეზობელთან, მეზობლებთან”.
როდესაც ასეთი საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენება შიდაპოლიტიკური გარჩევებისთვის ან განხილვებისთვის, რა თქმა უნდა, ზოგადად ეს არ არის კარგი ნიშანი...


თუკი, არმაზ ახვლედიანის მსგავსად, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ცილისწამებაზე ლაპარაკობს, პრეზიდენტის მიერ ახალი ხელისუფლების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს უსამართლოდ არ მიიჩნევს ”მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი გია ნოდია. მისი აზრით, პრეზიდენტს აქვს საფუძველი ილაპარაკოს იმის შესახებ, რომ საქართველომ, ახალი ხელისუფლების ხელში, ბოლო თვეებში აშკარად გადაუხვია პროდასავლური ორიენტაციის გზიდან, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად გამართლებულია შიდა პრობლემების გატანა საერთაშორისო ასპარეზზე:

”როდესაც ასეთი საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენება შიდაპოლიტიკური გარჩევებისთვის ან განხილვებისთვის, რა თქმა უნდა, ზოგადად ეს არ არის კარგი ნიშანი, როდესაც პოლიტიკური ლიდერები ქვეყნის გარეთ იყენებენ ტრიბუნას იმისთვის, რომ ერთმანეთი აკრიტიკონ. ეს შეეხება პრეზიდენტსაც და პრემიერ-მინისტრსაც. ახლა პრეზიდენტი უფრო ხშირად და მეტი ხალისით საუბრობს გარეთ, მაგრამ ზოგადად ეს ტენდენცია შეიმჩნევა”.

გია ნოდიას თქმით, შიდა ამბების საერთაშორისო სარბიელზე გატანა ყოველთვის ლახავს ქვეყნის იმიჯს, რადგანაც არ არის ნორმალური მოვლენა - როცა ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობას შიდა პრობლემების ”დე ფაქტო მსაჯულად” მიიჩნევს, ეს ნიშნავს, რომ არ შეგვწევს უნარი ჩვენი პრობლემები დამოუკიდებლად მოვაგვაროთ.  
გოგი ხუციშვილიგოგი ხუციშვილი
x
გოგი ხუციშვილი
გოგი ხუციშვილი

პრეზიდენტის გამოსვლამ უკმაყოფილო დატოვა ”კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი. კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ 21 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო ტრიბუნა 2 ძირითადი მიზნისთვის გამოიყენა:

”ერთი არის ის, რომ ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსს ხელი შეუშალოს, რაც შეიძლება მეტი დაბრკოლება და პრობლემები გაუჩინოს და, მეორე მხრივ, გაამართლოს ის პერიოდი, როდესაც თითონ იყო ხელისუფლების სათავეში”.

კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის აზრით, პრეზიდენტმა კოაბიტაციის პროცესშიც გააგრძელა რუსეთის გაღიზიანების ჩვეული პოლიტიკა და ამჟამად მისი ქმედებები მიმართულია ახალი ხელისუფლების გეგმების ჩაშლისკენ, რომ რეალურად არ გაუმჯობესდეს ურთიერთობები რუსეთთან, რისკენაც საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობაც მოუწოდებს.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: კი, მე ვარ
26.01.2013 10:53
ოჰ კაი ერთი, დიდი ვინმეცა ხარ !:))):))) –პოლემიკის დაუწერელი წესია:შეეხე პოლემიკის თემას, საგანს...პიროვნებას არა! მით უმეტეს თუ არ იცნობ... გენიალური შოთას პერიფრაზს მოვახდენ–"თქვენ, ნაცები უბირნი ხართ, პოლემიკის უმეცარნი!"...

ავტორი: ანონიმი
25.01.2013 23:08
"კი მე ვარ" - ოჰ კაი ერთი, დიდი ვინმეცა ხარ !:))):)))

ავტორი: კი მე ვარ საიდან გვწერთ: ხუანხედან
25.01.2013 20:28
ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ - ჩვენ ახალგაზრდები ვართ, მოვიცდით !–იმავე ვადაში იცდის ნარინჯისფერი რევოლუციის სულისჩამდგმელი, მიშას "დაქალი" (რომელიც ბედის ანაბარა მიატოვა), იმავე ვადაში იცდის მიშას ბავშვის ნათლია, ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერი–რომელიც მიშამ "დაიკიდა"–––ეს ვადაა 25 წელი... იცადეთ თქვენც– მიშას ზუსტად მაგდენს მიუსჯიან ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის....ეს მოხდება ოქტომბრამდე

ავტორი: ანონიმი
24.01.2013 22:21
"ბოლო გამოსვლა"
-----------------------
იოცნებეთ...:))
კიდევ ბევრჯერ იხილავთ მიშას ევროსაბჭოშიც და გაეროშიც.
5 წელი მალე გავა !
ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ - ჩვენ ახალგაზრდები ვართ, მოვიცდით !

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
24.01.2013 17:51
სააკაშვილი საკუთარ პიარს შეეწირა ქვეყნის შიგნით, ახლა დროა იგივე დამართოს საკუთარმა უზომაწონობამ ქვეყნის გარეთ. ეს ბოლო გამოსვლა ამის აშკარა სიმპტომი იყო. ამიტომაც, ერთადერთი რჩევა მიჩნდება: "გიჟი მიუშვი ნებასა"...

ავტორი: მე ვარ
24.01.2013 14:29
ნამდვილად მოდი უნდა გვეთქვა იმდენს დაკუნტრუშობდა გარე გარედ...რესტორან რესტორან...

ავტორი: ანონიმი
23.01.2013 20:32
მიდი კი არა, მოოდი,მოოდი უნდა უძახოთ მიშას, იქნება გეშველოთ რამე.
:)))))))))))))))))))))))))))))

ავტორი: ანონიმი
23.01.2013 18:46
ესეიგი "აპრილში"(იხ.ი.ანთაძე) გინდათ გადმოგვილოცოთ ამდენი მოშიმშილე, ამდენი მოჩხუბარი და ამდენი ( თქვენმა მოსვლამ რომ აურია!)არეული საქმე ?
მიშას გაუმარჯოს ,ისევ ის გვიშველის, ოღონდ ჯერ არა !

ავტორი: tutuci
23.01.2013 18:23
ეს არის ადამიანი რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გამოდი მსოფლიო ტირბუნაზე

ამას აკეთებს ახალი მთავრობის დასაკნინებლად და იმდენს ვერ ხვდება და სულაც არ აინტერესებს ჩემი აზრით, რომ ამ გზით ის ქვეყნის იმიჯს ლახავს

თუმცა ქვეყანა და მისი იმიჯი მისთვის მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ნიშნავს და სხვა არაფერს

ავტორი: ანონიმი
23.01.2013 15:08
ავტორი:
23.01.2013 13:28
ყელამდე ნაგავში მჯდომ მიშას გაუმარჯოს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ავტორი: რუსთაველი საიდან გვწერთ: რუსთავიდან
23.01.2013 15:05
მიშა, მიდი რა გაიარე...

ავტორი: ანონიმი
23.01.2013 13:58
მეც დავწერ მიშას გაუმარჯოსო თუ ისევე გადამიხდიან როგორც ნაც-მოძრაობის აქტივისტებს

მისამართს და პირად დეტალებსაც მივუთითებდი მაგრამ მაინც პოსტ-ბერიასეულ საქართველოში ვცხოვრობთ და ვერ ვენდობი ბოლომდე

ავტორი: ანონიმი
23.01.2013 13:28
მიშას გაუმარჯოს !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ავტორი: ანონიმი
23.01.2013 11:48
...განსკუთრებით 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ

ეხლა კი საერთოდ ქვეყნის იმიჯის წინააღმდეგ უკვე თვითონ ამეტყველდა...

ავტორი: ანონიმი
23.01.2013 11:07
აცე ვირო გაზაფხულზე იონჯა ამოვაო. მომავალში ვიღაცის მიერ მუქთად დარიგებულ ფულს დახარბდა ხალხის, ამომტრჩეველთა უმრავლესომა, სწორედ ამგვარ სიხარბეზე იყო გათვლილი კრემლის, ბიძინის ამორჩევით მოსვლა. ერთი და იგივე შეცდომების გამეორება, ათწლეულობით, ასწლეულობით, ცუდი ტენდენციაა, ჯამში, ერის გონებრივი აიქიუს არ ზრდისა.თავისუფლება, ფულადი სიდიდის ოდენობით არ განისაზღვრება, ამ ხარ შენი თავის უფალი ან არა.უფასო ყველი, მხოლოდ სათაგურშია, რაც გვაქვს და ვერ ვუფრთხილდებით,რომ ვკარგავთ, მაშინ ვიგებთ.ვინ ამოაღებინებდა ენას, ბესელიებს, ხაინდრავებს, ბურჯანაძეებს, ბედუკიძეებს, უსუფაშვილებს, ხმალაძეებს, რუსეთის მიერ, საქართველოს დაჩოქილობის, ალექსანდრე1-ი, სტალინის დროს-კედელთან დააყენებდენ და მორჩა მათი-ისეთი კრემლის დემოკრატიას დავამყარებ ,რომ მსოფლიოს გავაოცებ

ავტორი: ანონიმი
23.01.2013 03:39
ავტორი: ბბ კინგი საიდან გვწერთ: ...
22.01.2013 23:39
რაღაც აკლია სტატიას თითქოს. პატივისცემით.

ეს მიშას აკლია, ძმაო. ყელამდე ვართ მაგის პატივისცემით.

ავტორი: ანონიმი
23.01.2013 00:52
ტიტუ ეს რა ბრძანეთ? პრეზიდენტი საბჭოთა არტილერისტების,მაფიის და დივერსანტების მიერ დემოკრატიზებული ქვეყნის იმიჯს აზიანებს? რა კოშმარია ტიტუ,ტიტუ !!!

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველოდან
23.01.2013 00:08
არა მარტო იმიჯს.... იგი ზიანს აყენებს ყველა ჩვენგანის ცხოვრებას, ქვეყნის წინსვლას...გარეკილ პირველი და უკანასკნელიც!

ავტორი: დავითი საიდან გვწერთ: თბილისი
22.01.2013 23:59
კარგი იქნებოდა ბატონი პრეზიდენტი რომ ჩვენს პარლამენტის სესიაზეც მიეწვიათ და აქაც გაეჟღერებინა თავის მოსაზრებები, შორიდან კრიტიკა ვიცით რომ ადვილია. მადლობთ

ავტორი: ბბ კინგი საიდან გვწერთ: ...
22.01.2013 23:39
რაღაც აკლია სტატიას თითქოს. პატივისცემით.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
22.01.2013 22:41
უვარგისი ადამიანის უმაღლესი ჯილდო ეკუთვნის.

თავზე აქვს გადასახევი ყველა მისი იურიდიული და საერთაშორისო დიპლომები და დოქტორის ტიტულებიც, რაც მას როდესმე მიანიჭეს.

ეგეთი უავარგისი რომ არ ყოფილიყო, დღე უკეთეს ხელისუფლებას ავირჩევდით.

ავტორი: ანონიმი
22.01.2013 21:25
პრეზიდენტი ქვეყნის იმიჯს შველის !!!

სხვა მასალები

აუდიო ქრის უოკერი: „მკაფიო ნორმების არარსებობას რუსეთი თავის სახეიროდ იყენებს“

გასულ კვირაში რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინას ესტუმრა აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტოფერ უოკერი, რომელიც "მეათე სტუდიაშიც" მოვიწვიეთ.
გაგრძელება

აუდიო „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“

​უკვე 20 წელია, რაც საქართველოში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“.
გაგრძელება

აუდიო ჩაშლილი ვიზიტი, კითხვის ნიშნებით

ბელგიაში პირველი მსოფლიო ომის დაწყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიღებს მონაწილეობას.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული