კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:24

რუბრიკები / მეათე სტუდია

მერაბ მამარდაშვილი - თაობების საყრდენი წერტილი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
გასულ კვირაში ”კავკასიის საზოგადოებრივ სტრატეგიათა ინსტიტუტთან”  არსებულმა მერაბ მამარდაშვილის სახელობის კლუბმა მერაბ მამარდაშვილის შესახებ ორი ახალი წიგნის პრეზენტაცია მოაწყო. ფონდ ”ღია საზოგადოება -საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ორი კრებული გამოიცა -  ”შეხვედრები მერაბ მამარდაშვილთან”, რომელიც ალექსანდრ პიატიგორსკის, ზაზა ფირალიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის წერილებს მოიცავს მამარდაშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე, და, მეორე, ”ახალი იდენტობები, ძიებანი” - კრებული, რომელმაც გააერთიანა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და მათი პედაგოგების ნაშრომები თანამედროვე კულტურის სხვადასხვა სფეროს ტრანსფორმაციებზე. ეს ორი წიგნი არის კიდევ ერთი საშუალება,  საქართველოს საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს მერაბ მამარდაშვილი, როგორც თაობების ენერგეტიკული ცენტრი, საყრდენი წერტილი, როგორც მას ხშირად უწოდებენ.

”მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ორი წლის განმავლობაში მქონდა საშუალება მერაბ მამარდაშვილს შევხვედროდი მის ლექციებზე. ახლა რომ ვიხსენებ, მთავარი ამ დროს იყო არა ის, თუ რას გვეუბნებოდა იგი, - თუმცა, ცხადია, ესეც ძალზე მნიშვნელოვანია, -არამედ ის ”ახალი ცა და ახალი მიწა”, რომელსაც იგი მთავაზობდა. ნუ გავიგებთ ამ ”ახალს” მარტოოდენ რაიმე პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მნიშვნელობით. მთავარი სხვა რამ იყო: მისი საშუალებით ჩემივე საკუთარი ახალი პერსპექტივები თავისუფლდებოდა, რომლებშიც იდუმალად ვხვდებოდით ერთმანეთს მაშინ, როდესაც იგი ჩემი, როგორც მსმენელის, და მე მისი, როგორც მეტყველის მეშვეობით ახალ აზრობრივ პერსპექტივაში ვიწყებდით არსებობას. ეს არის უცნაური ინტელექტუალური ბედნიერების განცდა, რომლის მსგავსიც სხვა დროს მხოლოდ ჩემი საყვარელი ავტორების კითხვისას განმიცდია”,  - წერს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი  შესავალ სიტყვაში წიგნისა, რომელიც მერაბ მამარდაშვილის შესახებ რამდენიმე წერილს აერთიანებს და ჰქვია ”შეხვედრები მერაბ მამარდაშვილთან“. ამ წიგნის გამოსვლაც,  გვეუბნება ზაზა ფირალიშვილი, ჩვენს სულიერებაში არსებული კონკრეტული მოვლენების ხელახლა ამოტივტივების, გახსენების მცდელობაა:
მეოცე საუკუნის ბოლოდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით ორი დაპირისპირებული კონიუნქტურის მიჯნაზე, ჩვენ მუდმივად გვაქვს შფოთის სიტუაცია ...

”ვფიქრობ, ასეთი მოვლენები პერიოდულად აქტუალური უნდა გახადო, არა იმიტომ, რომ ჩვენ ამ გზით ვიღებთ მზამზარეულ ფორმულებს ამა თუ იმ ისტორიული სიტუაციისათვის, არამედ იმ უმნიშვნელოვანესი რაღაცისთვის, რაც მერაბმა და კიდევ რამდენიმე სხვა ქართველმა დატოვა მე-20 საუკუნეში - მათ შექმნეს აზროვნების ახალი სივრცე... კონკრეტულად მერაბმა აზროვნების ისეთი ჰორიზონტი შემოგვთავაზა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ყველანი, იმის მიუხედავად, ვიცნობთ თუ არა მერაბს. შეიძლება, საერთოდ არ გქონდეს მამარდაშვილი წაკითხული, მაგრამ მან სრულიად განსაკუთრებული სააზროვნო პარადიგმები შემოიტანა ჩვენს სააზროვნო სივრცეში და სხვა სტრუქტურულობა მისცა ჩვენი აზროვნების ისტორიას ბოლო 20-30 წლის განმავლობაში”...

ფილოსოფოსი სესილი ძებნიაური, რომელიც გახლავთ რედაქტორი წიგნებისა ”შეხვედრები მერაბ მამარდაშვილთან” და  ”ახალი იდენტობები, ძიებანი”, ამბობს, რომ ამ ორი წიგნის ერთად გამოცემა შემთხვევით არ მომხდარა.  ეს იყო მესიჯი საზოგადოებისადმი, რომ თანამედროვე ეპოქაში ნებისმიერი ახალი ძიება საკუთარ მემკვიდრეობაში ჩაღრმავების გზით უნდა ხდებოდეს. წიგნების პრეზენტაციას, რომელიც 19 ოქტომბერს საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა, სიმბოლურად სათაურიც ასეთი ჰქონდა: „ძველი მეტაფორები და ახალი დრო“. სესილი ძებნიაური გვიხსნის, რომ მერაბ მამარდაშვილი იყო  ის ენერგეტიკული ცენტრი, საყრდენი წერტილი რამდენიმე თაობისათვის, რომელმაც აბსოლუტურად განსხვავებული ორი კონიუნქტურის - საბჭოთა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის - მიჯნაზე თავისუფალი აზროვნების სივრცე შექმნა:

”მეოცე საუკუნის ბოლოდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით ორი დაპირისპირებული კონიუნქტურის მიჯნაზე, ჩვენ მუდმივად გვაქვს შფოთის სიტუაცია, მუდმივად გვაქვს არჩევანი გასაკეთებელი და, რაც მთავარია, ვართ გამოწვევის წინაშე, რომ ამ ერთიან, გლობალურ სივრცეში, თანამედროვე სამყაროში ვიყოთ ჩართულები, კარგად გავიგოთ ყველა გარდაქმნა, მაგრამ, იმავდროულად, ვიყოთ იდენტური საკუთარ ღირებულებებთან, საკუთარ კულტურულ სივრცესთან. ამის საუკეთესო მაგალითია მერაბ მამარდაშვილი”.
ჩვენი ქვეყნისთვის, ალბათ, მართლაც უმნიშვნელოვანესია გავიგოთ სად ვართ, ვინ ვართ. არც სიტყვა ”იდენტობები” აგვირჩევია შემთხვევით ამ წიგნის სათაურად ...

”ახალი იდენტობები”, როგორც თავშიც გითხარით, მამარდაშვილის კლუბში წაკითხული მოხსენებებისგან შედგება. ”სოციალური უთანასწორობა და განათლება”, „ტელევიზია და საქართველო“, „თანამედროვე ეპოქა და კულტურის ტრანსვერსიები“, „მხატვრული კრიტიკა პოსტინდუსტრიულ კულტურაში“ და ა.შ. მხოლოდ რამდენიმე სათაური ჩამოვთვალეთ, უფრო მეტს ამ კრებულში წაიკითხავთ. სესილი ძებნიაური ამბობს, რომ ევროპულ ოჯახში ყოფნის მოსურნე საქართველოს სწორედ ამ და სხვა სფეროებში არსებული გამოწვევები აქვს დასაძლევი.

მთავარი არ არის, რა მოხდება ქვეყნის პოლიტიკაში, როგორი იქნება ახალი პოლიტიკური სპექტრი. მთავარია, როგორია იმ ქვეყნის საზოგადოება, რას ფიქრობს ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი, რომელსაც სურს გაარკვიოს როგორი იქნება ხვალინდელი დღე, -  ასე დაიწყო თავისი გამოსვლა სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის წარმომადგენელმა  ლიკა ანთელავამ და გაიხსენა როგორ უანგაროდ მუშაობდა ჯგუფი მოხსენებებზე, რომელთა საუკეთესო ნაწილი წიგნშიც მოხვდა:

”ჩვენი ქვეყნისთვის, ალბათ, მართლაც უმნიშვნელოვანესია გავიგოთ სად ვართ, ვინ ვართ. არც სიტყვა ”იდენტობები” აგვირჩევია შემთხვევით ამ წიგნის სათაურად. გვჭირდება პასუხები კითხვებზე, რას ნიშნავს საქართველო, რას ნიშნავს ქართული კულტურა. ამაში გარკვევა კი შეუძლებელია იმის ცოდნის გარეშე, რა არის დასავლეთი”.

ხოლო იცნობდე მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიას, აზროვნებას, ნიშნავს ადგე გზას, რომელიც ამ კითხვებზე პასუხებს გაპოვნინებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
31.10.2012 23:16
ბატონი მამარდაშვილი საქართველოშიც იყო აგრესიული ნიჰილიზმის მებრძოლი წარმომადგენელი! ნიჰილიზმი კლასიკური განმარტებით უპირველეს ყოვლისა არის მიღებული უმაღლესი ღირებულებების გაუფასურება . თუ გავიხსენებთ რომ ძველ და ნამდვილ საქართველოში გასათხოვარ ქალს ატანდნენ ბიბლიას, ქართლის ცხოვრებას და ვეფხისტყაოსანს დავინახავთ თუ რა უმაღლესი ღირებულებებით უნდოდათ ნამდვილ ქართველებს მომავალი თაობების აღზრდა. ბიბლიის ანუ სამყაროს სულიერი საწყისი ღმერთის და მოყვასის სიყვარულის ღირებულებით. ქართლის ცხოვრების ანუ წინაპრების და მათი მეგობარ-მოკავშირეების ურიცხვ თაობათა ღვაწლის დაფასებით და ვეფხისტყაოსნის, ამ დიდად კოსმოპოლიტური და ღრმად ეროვნული შედევრის ღირებულებებით და მისი ანდაზების ჩამოთვლითაც თავს არ შეგაწყენთ. ხოდა ბატონი მამარდაშვილი აქტიურად და აგრესიულად ებრძოდა ყველაფერ ამას და ცდილობდა ყველაფერი ამის გაუფასურებას! მისი აზრით საქართველო იყო ყრუ პროვინცია და შოთა ბრმა პროვინციალი.ბიბლიაზე ხომ ლაპარაკი სულ ზედმეტია ზოგი ადამიანის,მსოფლიო დემოკრატიის მიერ შედგენილ სიებში მოხვედრილი ადამიანების უფლებათა ქარტიის ფონზე. აი ესაა კლასიკური გაგებით ნიჰილიზმის ანუ უმაღლეს ღირებულებათა გაუფასურების სრულებით აშკარა ნიმუში. ის შოთას და ბიბლიას ცვილიდა დეკარტეთი;გორბაჩოვით და სახაროვით. ხოდა ამის შედეგად ნიჰილისტმა ვითომდემოკრატიამ რა უქნა საბჭოთა ზარბაზნით თბილისის ცენტრს და არა მარტო მას სხვათა შორის თუ არ გაგიგიათ მომწერეთ და მოგიყვებით. თუ ნიჰილიზმს ვერ ერევით მუსიკათერაპია გიშველით. ეხლა კი იცოცხლეთ და გაიხარეთ.

ავტორი: ანონიმი
29.10.2012 03:02
მამარდაშვილი და სახაროვი,დოდო გუგეშაშვილთან, კიტოვანთან,ბალტინთან, სიკვდილის შემდეგ ქვირაიასთან და გორბაჩოვთან ერთად ვახტანგ გორგასალის და წმინდა გიორგის ორდენებით უნდა დავაჯილდოვოთ და სააკაშვილი ციხეში უნდა ჩავსვათ მე რო უკანონოდ ჩამაყუდაო,ბრძანა ქართული დემოკრატიზებული მართლმადიდებლობის ლიდერმა
ბატონმა გულაშვილმა.
Малхаз Гулашвили намерен подать в суд на президента Грузии. დასაჯილდოებელთა სიაში პუტინი,როზა მირცხულავა და რამზან კადიროვი გამორჩა მაგრამ ალბათ მერე გამოასწორებს.

ავტორი: ანონიმი
28.10.2012 13:01
გასაბჭოებამდე თაობების საყრდენები იყო ბიბლია,ქართლის ცხოვრება,ვეფხისტყაოსანი. გასაბჭოების შემდეგ თაობებს თავში უტენიდნენ ლენინს და სტალინს. პერესტროიკის მერე მამარდაშვილს.;ერე კიდევ ;ონახავენ ვინმეს ამ სასაწყალი ხალხის გამოსატვინებლად. მაგრამ გაუმარჯოთ ბიბლიის,ქართლის ცხოვრების და შოთას ერთგულებს!!!

ავტორი: ხუთკუნჭულა
27.10.2012 19:45
„მერაბ მამარდაშვილი, როგორც თაობების ენერგეტიკული ცენტრი, საყრდენი წერტილი“

რა სიყალბის ზეიმია, ბარემ ორჯონიკიძეს თაობების სულიერი კომპიუტერი და შევარდნაძეს თაობების ვაჟკაცობის საყრდენი უწოდეთ!
მართალს წერს ანონიმი, ეს ფილოსოფოსი მამარდაშვილი საბჭოთა ემისარი იყო საქართველოში, ეგეც ერთერთი იდეოლოგი და პრაქტიკოსი გახლდათ საქართველოს აოხრებისა და „ბოროტების ქართული იმპერიის“ ნგრევისა, რომელმაც სამშობლოზე მაღლა რუსული! ჭეშმარიტება დააყენა!!!

ავტორი: jongliori საიდან გვწერთ: de
27.10.2012 16:44
ვიდრე კომენტარს დაწერდეთ გთხოვთ გაეცნოთ მერაბ მამარდაშვილის ტექსტებს(ფრაგმენტი ნარკვევიდან 'ვიდრე კომენტარს დაწერედეთ გთხოვთ გაეცნოთ ფორუმის წესებს')

ჰაჰ!

ხო 'საბჭოთა ზარბაზანი' არ შემხვედრია...

საბჭოთა ზარბაზანი

როგორც გავიგე ეს სიტყვა გონებას ეფარება როგორც ცელოფანი რომელიც ყოველგვარ ფიქრს ახმობს და აჭკნობს...

და მოვიცილოთ მეგობრებო, ეს ტავის ტკივილი, ვისთვის რა მოუტანია კარგი რომ ჩვენ მოგვიტანოს?!


შენ კი მეცნიერების მიღწევებით აღტკინებულო მცველო კართა, დაჰკარ მაგათ!

მაგ ხე-რეთ(ფორუმის წესები)...

მეცნიერების წინ სვლაზე სანამ იტყვი, აინშტაინის მონანიებას გაეცანი...
...და მექანიკურად მოძრავ დაკარგულ სულს ჩახედე თვალებში...
ან იქნებ სარკეში?

რომელიც ტაძარს ეძებს...

რიმბაუს(არ ვიცი როგორ თარგმნის მის სახელს სხვა) უსმინე, უსმინე სხვათ, და რაც მთავარია შენს გულის ხმას...

ციფრების ხმას მონოპოლია აქვს დღეს სხვა ყველა ხმაზე...

თუმცა პრობლემაც აქაა!
და მამარდაშვილი მეცნიერებასა და პროგრესზე საუბრობდა? (ამ სიტზვის ციფრობრივი გაგებით?)

იქნებ ცდებოდა ბოდლერი როცა ამბობდა სამყარო დასრულდებაო...

ჩაქრები შენც(მეც და ეს ხმაც), დარჩება სურნელი სურვილის და ჟინი ძებნის, რომელიც მამარდაშვილთან იყო...

სხვა არაფრის ძებნა სხვის ტექსტებში არც ღირს...




ავტორი: ერეკლიხანი
27.10.2012 05:16
ბატონო ანონიმო, ისეთი ისტერიული და არა-რაციონალური პოსტი დადეთ, პასუხის გაცემაც კი სასაცილოა. თუმცა მაინც გიპასუხებთ, რადგან აქ შეიძლება ვინმე უსუსურმა ახალგაზრდამ, რომელსაც არც მერაბ მამარდაშვილი გაეგება და არც სახაროვი, თქვენი ნაწერი პირდაპირი მნიშვნელობით დაიჯეროს. მე არ ვიცი მერაბ მამარდაშვილმა რა გაწყენინათ თქვენ პირადად ასეთი რომ მას ასე ლანძღავთ. ის და აკაკი ბაქრაძე ალბად ორად ორი ობიექტურად გამართული ხმა იყო საქართველოში იმ პერიოდში. საქართველო კი - იმ ფორმით რომელიც სსრკ-ში იყო შესული, სტალინის მიერ შექმნილი ოხრობა რომ არის, ამაზე დავა სულ არ არის საჭირო. პატრიოტიზმისგან გონდაკარგული რომ ხართ, დაასახელეთ ერთი ისტორიული წყარო რომელიც ახსენებს სიტყვა "საქართველოს". 5000 წლის ქვეყანა ეგვიპტე და ჩინეთი არ ყოფილა და თქვენ ურაპატრიოტული ბრახუნით ედავებით მეცნიერებისა და კვლევის შედეგებს. საქართველო კი არა, კოლხეთი და იბერიაც კი ჩვეთვის დღემდე შეუცნობი ერთეულებია. არავინ იცის რა ენაზე საუბრობდენ იქ და საერთოდ რა კულტურული თუ სოციალური ურთიერთობა ქონდა ამ ორ შენაერთს. თქვენნაირი პატრიოტური ფსიქოზით დაავადებული ხალხის ბრალია რომ დღევანდელი საქართველო ასეთ მძიმე დღეშია. არც ჭკუა გაქვთ არც ცოდნა, სხედხართ და სამზარეულოს ჭორებს ავრცელებთ გორბაჩოვის ცოლის მეგობრებზე. პატივი ეცით მას, ვისაც თქვენზე ბევრად დიდი ღვაწლი მიუძღვის სამშობლოს წინაშე.

ავტორი: ანონიმი
27.10.2012 03:08
ველოსიპედის ქანდაკებაზე შესვით მამარდაშვილის, ალიევის, სობჩაკის, ფარაჯანოვის, ბუბა კიკაბიძის ქანდაკებები. ცოცხალი ოთარ იოსელიანიც დააყოლეთ და გააგორეთ ამერიკაში რუსი მაფიოზი ლუჩანსკის ძმაკაც კლინტონთან.

ავტორი: ანონიმი
27.10.2012 02:43
მერაბ მამარდაშვილის ქანდაკება უნდა დასვან ველოსიპედის ქანდაკებაზე და გააგორონ რუსეთში.

ავტორი: ანონიმი
26.10.2012 23:37
მერაბ მამარდაშვილი იყო ბოლშევიკების მიერ ევროპელი ინტელექტუალების,სპეციალურად კი სოცინტერნის გადურაკების და მოსყიდვის ცენტრის,პრაღაში გამომავალი ჟურნალი ",სოფლიოს (თუ მშვიდობის) და სოციალიზმის პრობლემების" ნამეტანი ძვირფასი თანამშრომელი. ამ ჟურნალს კურატორობდა სკკპ ცკს პოლიტბიუროს წევრი ბორის პონომარიოვი რომელიც იმ დროს წარმართავდა კრემლის და მუბიანკას საინფორმაციო პოლიტიკიას ანუ ინფორმაციულ ომს. ხოდა ეს ძვირფასი კაცი დანიშნეს საბჭოთა ბოდიში ფილოსოფიის მთავარი ჟურნალის ხელმძღვანელად. ბოდიში მაგრამ მაშინ ფილოსოფოსის დიპლომის მქონე საბჭოელი ვერ გააკუებდა და ვერ დააბოყინებდა ბატონი მერაბის ნებართვის გარეშე.ხოდა ასე. მერე გორბოაჩოვმა მისი ცოლის ახალგაზრდობის მეგობრის ქმარი მამარდაშვილი თავის ემისარად გამოაგზავნა საქართველოში. როცა სახაროვმა თქვა რომ საქართველო არის სტალინის მიერ შექმნილი ოხრობა საქართველოს სახალხო ფრონტის გამგეობის წევრი მამარდაშვილი იძახოდა რომ არსებობს სამშობლოზე უფრო მაღალი ჭეშმარიტება და ამით მეტ-ნაკლებად მოაზროვნე მსმენელთა ყურადღება გადაჰქონდა 5000 წლოვანი ისტორიის მქონე ქვეყნისთვის მომაკვდინებელი საფრთხისგან. შედეგი ცნობილია. ახლაგიწევთ დემოკრატიის დამყარება ქვეყანაში რომლის დედაქალაქიც ანგრიეს საბჭოთა ზარბაზნით და რომლის მთელი მხარეებიც დაცლილია მშვიდობიანი ქართველობისგან და მოკვეთილია საქართველოს პოლიტიკური სხეულისგან. მამარდაშვილის აღმზრდელთა და პატრონთა ჯარები თბილისდან 60 კილომეტრშია! ხოდა ასე,თუ მონახავთ კომპრომისს საქართველოსთან თქვენთვის უკეთესი იქნება. აქამდე თუ არ იცით გატყობინებთ რომ საქართველო და ქართველობა იმსახურებს არსებობას.

ყველაზე პოპულარული