ოთხშაბათი, 25 მაისი, 2016 თბილისის დრო 09:13

რუბრიკები / რეგიონული მაცნე

მელიქ რაისიანი საქართველოშია

ახალქალაქიახალქალაქი
x
ახალქალაქი
ახალქალაქი

მულტიმედია

აუდიო
საქართველოში კიდევ ერთი პოლიტდევნილად მიჩნეული პირი დაბრუნდა. მელიქ რაისიანი რვა თვის განმავლობაში თავს სომხეთს აფარებდა. 2012 წლის მაისის თვეში მას გამოძიებამ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.  „ქართული ოცნების“ წევრები ირწმუნებიან, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მდგომარეობა ყოფილ ხელისუფლებასთან მას შემდეგ გართულდა, რაც რაისიანმა კოალიციაში გაწევრიანება გადაწყვიტა. 

,,ქართული ოცნების“ ახალქალაქის ოფისის ხელმძღვანელი მელიქ რაისიანი, თაღლითობის ბრალდებით, დაუსწრებლად გაასამართლეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.  21 იანვარს იგი სომხეთის საბაჟოდან საქართველოში შემოვიდა. ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასვლაზე არასდროს უფიქრია და წასვლას არც ახლა აპირებს.

მელიქ რაისიანს ბრალად ედებოდა მოქალაქე მალვინა მატარაძისთვის 38 ათასი ლარის გამოძალვა. გამოძიების ინფორმაციით, რაისიანი 38 ათასი ლარის სანაცვლოდ მატარაძეს, პარლამენტის წევრის ავტორიტეტის გათვალისწინებით, მფარველობასა და გადასახადების დამალვაში დახმარებას დაჰპირდა. მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე იყო აღძრული: გამოძიება მას „ქართული ოცნებისათვის" ახალქალაქის ოფისის შეღავათიან ფასად მიქირავებას ედავებოდა. ყოფილ პატიმარს, როგორც რაისიანი საკუთარ თავს უწოდებს, საქართველო-სომხეთის საბაჟოზე „ქართული ოცნების“ წევრი ბეჟან გუნავა დახვდა. მედიასთან საუბრისას გუნავამ განაცხადა, რომ საქართველოს მორიგი პოლიტიკური დევნილი დაუბრუნდა.

საქართველოში დაბრუნებული რაისიანი ფიქრობს, რომ ქვეყანა და განსაკუთრებით ჯავახეთი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. ჯავახეთის არაქართველი მოსახლეობის მთავარი პრობლემა კი, მისი აზრით,  ის არის, რომ სომხური მოსახლეობა ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრირებული არ არის. 

ახალქალაქში არ გამორიცხავენ, რომ თაღლითობისთვის ძებნილმა მელიქ რაისიანმა მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტი დაიკავოს. იგი საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2004 წელს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მელიქ რაისიანი "ნაციონალური მოძრაობის" სახელით შევიდა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
22.01.2013 17:41
ხოდა პასკევიჩის მიერ ქართველების ნასახლარებზე ჩასახლებული სომხების შთამომავლებმა მადლობა უთხრან ქართველებს და მონახონ გზა და თავისი კვალი. ბალკანეთიდან არიან მისულები და ჰერი...

სხვა მასალები

სირიაში რუსეთის ვერტმფრენები გაანადგურეს

კვლევითი ცენტრის, „სტრატფორის“ ცნობით, სირიაში საარტილერიო იერიშის შედეგად მძიმე ზიანი მიადგა სამხედრო-საჰაერო ბაზას, რომელსაც რუსეთი იყენებს. განადგურდა ოთხი ვერმფრენი და ოცამდე მანქანა.
გაგრძელება

აუდიო წიგნი საფრთხის მომასწავებელი სათაურით: „2017 წლის ომი რუსეთთან“

ნატოს სარდლის ყოფილი მოადგილე, გადამდგარი ბრიტანელი გენერალი რიჩარდ შირეფი შიშობს, რომ ნატოს გაისად რუსეთთან ომი მოელის.
გაგრძელება

აუდიო ხადიჯა ისმაილოვას მზარდი ავტორიტეტი და ბაქოს მზარდი შეშფოთება

25 მაისს ბაქოს უზენაესი სასამართლო განიხილავს რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას აპელაციას.
გაგრძელება

აუდიო საპროტესტო აქციები ადმინისტრაციულ საზღვართან 

აქციის მონაწილეებმა სანთლების ანთებით პატივი მიაგეს დაღუპულის ხსოვნას. მათი განმარტებით, დანაშაულის ჩამდენმა საკუთარ ქმედებაზე პასუხი უნდა აგოს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)