ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 01:39

საზოგადოება / მედია

მედიამონიტორინგი: პოლიტიკური რეკლამა და თემატური გაშუქება

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
დღეს ორმა ორგანიზაციამ, ”ადამიანის უფლებების ცენტრმა” და ”საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ”, წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.

საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი, რომელსაც ”ადამიანის უფლებათა ცენტრი აწარმოებს”, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, ”იმედზე”, ”რუსთავი 2” -ზე, ”კავკასიაზე”, ”მაესტროსა” და ”მეცხრე არხზე” გასული პოლიტიკური და სოციალური რეკლამების დაკვირვებას ითვალისწინებს.  ამჯერად „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მედიამონიტორინგის 30 ივლისი -26 აგვისტოს შედეგებს აქვეყნებს. მონიტორინგის აღნიშნულ პერიოდში, წინა პერიოდებისაგან განსხვავებით, „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და პროსახელისუფლებოდ მიჩნეულ  დანარჩენ  არხებზე შემცირდა სამთავრობო უწყებათა მიღწევების ან მათი მომსახურების ამსახველი სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

”გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სოციალური რეკლამები, რომელსაც ჰქონდა ფარული რეკლამის ნიშნები, შემცირდა“, გვითხრა ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ვებპორტალის მთავარმა რედაქტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა. მისივე განმარტებით, საანგარიშო პერიოდის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ სარეკლამო ჭრებში ბალანსი ”ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდაა დარღვეული, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური რეკლამები თითქმის ყველა არხზე, სხვა საარჩევნო სუბიექტებთან შედარებით,  გაცილებით მეტი სიხშირით გადის და, შესაბამისად,  მეტი საეთერო  დროც ეთმობა.  რაც შეეხება უშუალოდ რეკლამის სუბიექტებს, ანუ მათ,  ვის შესახებაც  რეკლამა მოგვითხრობს, ამ თვალსაზრისით,  „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორინგის შედეგების თანახმად, ყველაზე მეტი სიხშირით შუქდება კოალიცია ”ქართული ოცნება”, თუმცა პროსახელისუფლებო არხებზე  80-90 პროცენტი - უარყოფითი ტონით. გამონაკლისი ამავე მიმართულებით, „ქართული ოცნების“ გარდა, აღმოჩნდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საუბარია მის უარყოფითად გაშუქებაზე ლეიბორისტული პარტიის მიერ.
სამწუხაროდ, ანგარიშის შედეგი აჩვენებს, რომ რეკლამის თანაბარი დროით გამოყენების ეს მნიშვნელოვანი საკითხი, ფაქტობრივად,  დაუბალანსებელია, ერთი პარტიის სასარგებლოდ ...

”ადამიანის უფლებების ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ, წინასაარჩევნოდ პარტიების მიერ პოლიტიკური რეკლამის თანაბარი დროით გამოყენების უფლების აშკარა დარღვევის გარდა, სხვა საკანონმდებლო გადაცდომებიც აშკარაა:

”სამწუხაროდ, ანგარიშის შედეგი აჩვენებს, რომ რეკლამის თანაბარი დროით გამოყენების ეს მნიშვნელოვანი საკითხი, ფაქტობრივად,  დაუბალანსებელია, ერთი პარტიის სასარგებლოდ. ასევე არის გამოყენებული ერთი პარტიის - კონკრეტულად, ”ქართული ოცნების” - წინააღმდეგ საკმაოდ არაეთიკური მიდგომებიც.  შეიძლება ითქვას, კანონმდებლობით აკრძალულ ნიშნებს შეიცავს რამდენიმე რეკლამა. იმავე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას აქვს ადგილი, რაც არის, ფაქტობრივად, დარღვევა კანონმდებლობის. რა თქმა უნდა, ასეთი უარყოფითი ტონით გაშუქება ასევე არის საკმაოდ სერიოზული დარღვევა, რომელიც მოქმედებს უშუალოდ საარჩევნო გარემოზე.“

წინასაარჩევნო პერიოდის თემატურ მონიტორინგს, თავის მხრივ, 1 ივლისიდან აწარმოებენ ”საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” და ”მემო 98”. მათი მონიტორინგის პირველი და მეორე შუალედური ანგარიში, მთლიანობაში, 4 კვირის შედეგებს მოიცავს. 11 ტელევიზიის  („საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „კავკასია“, „მეცხრე არხი“, „რეალ-ტვ“, „25-ე არხი“, აჭარის ტელევიზია, „ტვ რიონი“ და „მეგა ტვ“)  საუკეთესო საეთერო დროს დაკვირვების საგანი იყო წინასაარჩევნო  მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა.  ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორის თამარ კორძაიას თქმით, შეფასების ყველა კომპონენტი საბოლოოდ იმის განსაზღვრას ემსახურებოდა, არხი მიკერძოებულია თუ არა და იცავს თუ არა ბალანსს:
 ‘კავკასიის’ საინფორმაციო გამოშვებას, მაგალითად, აქვს პრობლემა, რომ  მოკვლევითი ხასიათის მასალები ნაკლებია. დაბალანსებულობის საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა, სხვებთან შედარებით, საინფორმაციო გამოშვება ...

” ‘საზოგადოებრივი მაუწყებლის’ პირველი არხი - ზოგადი შეფასება არის კარგი ხარისხის, თუმცა არის, რა თქმა უნდა, შემთხვევები, როდესაც გამოვლინდა არასრულყოფილი ბალანსი. ფაქტების არასრულად წარმოჩენის შემთხვევებიც გამოვლინდა. ამ ორი მონიტორინგის პერიოდში ერთხელ გამოვლინდა გადაცემა ”აქცენტებში” მიკერძოებული შეკითხვის დასმის ფაქტი.”

მონიტორინგის შედეგების თანახმად, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ მაჩვენებელი ”კარგ ხარისხს” უახლოვდება, თუმცა ამ ტელევიზიებს დაბალი მაჩვენებელი აქვთ ისეთ კომპონენტში, როგორიცაა ბალანსი. „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ საქმიანობის ხარისხი ასევე კარგ კრიტერიუმს უახლოვდება, თუმცა არხების მიუკერძოებლობის ხარისხს, ანგარიშის თანახმად, საგრძნობლად აამაღლებს პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანების მიერ შეკითხვების მიუკერძოებლად დასმა. „რეალ-ტივი“ ყველაზე დაბალი შეფასებით გამოირჩევა და ”სუსტ ხარისხს” ვერ სცდება ისეთ კრიტერიუმებში, როგორიცაა ფაქტებისა და შეფასებების გამიჯვნა, გაშუქების ტონი, ბალანსი. რაც შეეხება „კავკასიას“,  „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ამბობს, რომ იგი დაბალანსების მაღალი ხარისხით გამოირჩევა:

” ‘კავკასიის’ საინფორმაციო გამოშვებას, მაგალითად, აქვს პრობლემა, რომ  მოკვლევითი ხასიათის მასალები ნაკლებია. დაბალანსებულობის საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა, სხვებთან შედარებით, საინფორმაციო გამოშვება, თუმცა ამას ვერ ვიტყვით, მაგალითად, თოქ-შოუებზე - თემების შერჩევით, თემების აქტუალობით, კითხვის დასმის კულტურით და ასე შემდგომ.”

„საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის“ მედიამონიტორინგის პირველი და მეორე შუალედური ანგარიშების თანახმად კი, თემის შესაბამისობისა და აქტუალობის თვალსაზრისით, თერთმეტივე ტელეკომპანიის შედეგი დაახლოებით ერთნაირად მაღალია და ის კარგსა და მაღალპროფესიულ სტანდარტებს შორის მერყეობს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: kartveli საიდან გვწერთ: amerika
16.09.2012 18:15
მიმაჩნია, რომ ქართული მასმედია ძალიან შორსაა დემოკრატიულობისგან. ყველა ტელევიზია და სხვა მედიის საშუალებებიც არიან ტენდენციურები. ასე შორს ვერ წავალთ.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
15.09.2012 13:16
უბრალოდ სამარცხვინოა ის რაც დღეს ქართულ პრესაში ხდება, სააკაშვილის მომხრე არხები, გაზეთები და ვებ-გვერდები უბრალოდ ჟურნალისტიკური არაპროფესიონალიზმის პიკში არიან

არანაკლებია ბიძინას ჟურნალისტიკაც, იმდენ ტყუილს ამბობენ (რომელთა თქმაც არც კი სჭირდებათ თავისივე თვალით რომ შევხედოთ ამ ყველაფერს) და იმდენ ცილისწამებას ავრცელებენ რომ უკვე სმართლისაც აღარ გვჯერა

ასეთი მდაბიო მედია-საშუალებების ფონზე მხოლოდ რამდენიმე საინფორმაციო წყაროს თუ ენდობი

სამარცხვინოა, ასეთი ღრმა არაპროფესიონალიზმი და პროვინციალიზმი ჟურნალისტიკაში, რა დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზეა საუბარი

ყველაზე პოპულარული