Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიოჟურნალი – 1044-ე გამოშვება


მეათე სტუდიაში ვისაუბრებთ "დიპლომატიურ დივერსანტზე", რომელსაც რუსეთში მოელიან - ეს არის საქართველოსა და უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი. მას ახლა უკვე მოსკოვში შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა დაევალა.
გიამბობთ კარლოვი ვარის კინოფესტივალზე - რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალი ნამუშევრის, „სიმინდის კუნძულის“, ჩვენებასთან დაკავშირებით. შემდეგ საქართველოს დავუბრუნდებით: მოგითხრობთ ტურისტულ სეზონზე სამცხე-ჯავახეთში და წარმოგიდგენთ წიგნს, რომელიც ასახავს თბილისის თვითმმართველობას 1917-1921 წლებში. ბოლოს ფეხბურთსაც გავიხსენებთ. დავით კაკაბაძე - რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი და წარსულში არაერთი სპორტული გაზეთის კორესპონდენტი - გაგვიზიარებს შთაბეჭდილებებს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე, ნახევარფინალური მატჩების შემდეგ.

XS
SM
MD
LG