შაბათი, 01 ნოემბერი, 2014 თბილისის დრო 14:56

რუბრიკები / რეგიონული მაცნე

მარტვილში მოქალაქეთა პროტესტი გრძელდება

x

მულტიმედია

აუდიო
მარტვილში, გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით, გამგეობასთან ორი კვირაა საპროტესტო აქცია გრძელდება. ერთი კვირაა, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი შიმშილობს. გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარეს გადადგომასთან ერთად მოშიმშილეები ახლა უკვე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომასაც მოითხოვენ. ამ მიზნით მარტვილის გამგეობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობენ. მოშიმშილეები გამგეობის შენობის შესასვლელთან არიან მოკალათებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფი მოშიმშილეთა მდგომარეობას ყოველდღიურად ამოწმებს. ექიმების თქმით, აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ამ ეტაპზე მათ შიმშილობის  შეწყვეტას ურჩევენ.

მარტვილში კვლავ რჩებიან სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან აქციის მხარდასაჭერად ჩასული მოქალაქეები. მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, 3 დეკემბრიდან მოქალაქეთა ნაწილი თბილისში პრეზიდენტის რეზიდენციასთან  და ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ გეგმავდა შიმშილობის გაგრძელებას, თუმცა გეგმები დროებით შეიცვალა. ზუგდიდიდან ჩასული აქციის მონაწილე გვიხსნის, რომ წაყენებული მოთხოვნების შესრულებამდე აქციის დაშლა არ იგეგმება:

„აქცია გაგრძელდება. ხალხი დაშლას არ აპირებს. მარტვილის საზოგადოებამ გამგებელზე და საკრებულოს თავმჯდომარეზე საჩივარი შეიტანა, რათა დადგინდეს, რაც მათ დარღვევები აქვთ მიწებთან დაკავშირებით, ქონების მითვისებასთან დაკავშირებით“, – ამბობს აქციის მონაწილე.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები წაყენებული მოთხოვნების შესრულებას არ აპირებენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ გოროზიამ რადიო თავისუფლებას ჯერ კიდევ 30 ნოემბერს განუცხადა, რომ წესრიგის დასამყარებლად პოლიციას განცხადებით მიმართა და სათანადო რეაგირებას უკვე მათგან ელოდა, თუმცა, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პოლიციის მხრიდან აქციის დაშლის მცდელობას ან მოწოდებას დაშლილიყვნენ  ადგილი ამ დრომდე არ ჰქონია. დღეს კი მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ არ ახდენს პოლიცია მის განცხადებაზე  რეაგირებას:

„გადადგომას არ ვგეგმავ არც მე და არც გამგებელი. მოვიფიქრებთ, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა“, – ამბობს ზაალ გოროზია. ის მიიჩნევს, რომ აქცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებულია, რასაც აქციის მონაწილეები კატეგორიულად უარყოფენ.

ზუგდიდიდან მარტვილში აქციის მხარდასაჭერად ჩასული მოქალაქეები იმედოვნებენ, რომ მარტვილში ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლას ავტომატურად მოჰყვება იგივე ცვლილებები მათ ქალაქში. 

რაც შეეხება ზუგდიდს, აქ, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან 1 დეკემბერს ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალები“  ფრაქციას ტოვებენ, თუმცა ამას კატეგორიულად უარყოფს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია. მისი თქმით,  „ფრაქცია არავის დაუტოვებია და ამას არც არავინ გეგმავს“.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
05.12.2012 23:10
რატომ უწოდებენ 100-იოდე ხელმოცარული ადამიანის ყვირილს და ძიძგილაობას რაიონულ თვითმმართველობებთან, საზოგადოებრივი აზრის გამოხატულებას ან საზოგადოების მოთხოვნას ???

არ ვიცი...
თქვენ იცით ?

სხვა მასალები

აუდიო მოსკოვი და კიევი გაზის თაობაზე შეთანხმდნენ

მიუხედავად ორმხრივი დაძაბული ურთიერთობისა, კიევმა და რუსეთმა, ევროკავშირის შუამავლობით, მოახერხეს გადამწყვეტი ხელშეკრულების ხელმოწერა გაზის სფეროში.
გაგრძელება

აუდიო 1 თვით მოსმენაზე ხელი ისევ შსს-ს მიუწვდება

პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის შეთავაზებას, მომავალი წლის 28 თებერვლის ნაცვლად, 2014 წლის 1 დეკემბრამდე ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონიერი ფარული მიყურადების უფლება.
გაგრძელება

აუდიო აქცია ძალადობის წინააღმდეგ

​ძალადობის წინააღმდეგ ზუგდიდში, კინოთეატრ „ატრიუმთან“, მშვიდობიანი აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობა სხვადასხვა ფორმით დაგმეს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული