შაბათი, 18 მაისი, 2013 თბილისის დრო 14:53

საზოგადოება / საქართველო

სად იმყოფებოდა მამუკა ჯიბლაძე

მამუკა ჯიბლაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელიმამუკა ჯიბლაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი
x
მამუკა ჯიბლაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი
მამუკა ჯიბლაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
19 ივნისს, გამთენიისას, ერთკვირიანი გაუჩინარების შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, მოსწავლეთა კომპიუტერზე ადაპტირებული საატესტატო გამოცდების ("CAT”) ალგორითმის ავტორი მამუკა ჯიბლაძე სახლში დაბრუნდა. ჯიბლაძის დედა ამბობს, რომ ოჯახს მისთვის მისი ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი უკითხავს. შსს აცხადებს, რომ საქმე უგზო-უკვლოდ დაკარგვის მუხლით იყო აღძრული და რადგან ადამიანი გამოჩნდა, საქმეც დაიხურება. თუმცა სად იყო და რატომ არ ბრუნდებოდა სახლში მამუკა ჯიბლაძე 11 ივნისიდან 19 ივნისამდე? - ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.

19 ივნისს, დილის ექვსის ნახევარზე, მამუკა ჯიბლაძე სახლში დაბრუნდა. მას კარი დედამ, ქალბატონმა მადლენამ, გაუღო.

”დილის ექვსის ნახევარზე შემოვიდა. შვილო, როგორ ხარ-მეთქი, ვუთხარი და კარგადო, მიპასუხა. არაფერი უცნაური არ შემიმჩნევია. მხოლოდ ის თქვა, მაპატიე, მეძინება, შევალ, ჩემს ოთახში დავიძინებო. იმდენად გაოგნებული ვიყავი და იმდენად გახარებული, რომ ცოცხალია, რომ არაფერი მეტი მე არ მიკითხავს და, ალბათ, არც შევეკითხები. იმიტომ კი არა, რომ რამე ეჭვი მაქვს ან რამე უარყოფითზე არც ვფიქრობ. მიხარია, უბრალოდ, რომ შვილი ცოცხალი დამიბრუნდა, თუმცა შეწუხებული ვარ, ცხადია, ან მისი შინაგანი ამბავია, ან რაღაც იყო, არ ვიცი”...

ბევრ კამერაში ჩანდა ეს კაცი ბოლო დღეების განმავლობაში. ”ჰოლიდეი ინნ”-თან, კოლმეურნეობის მოედანზე ვნახეთ ადამიანები, რომლებიც მას შეხვდნენ და ესაუბრნენ. რამდენიმე გამვლელმა დარეკა ...
წინა დღით შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი 17 ივნისს სასტუმრო ”ჰოლიდეი ინნ”-თან დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. დღეს ირკვევა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსის მქონე მამუკა ჯიბლაძე ქალაქში დამონტაჟებული სხვა ვიდეოკამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებშიც ჩანდა. როგორც შსს-ს ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი გვეუბნება, რეკავდნენ ის მოქალაქეებიც, რომლებმაც მამუკა ჯიბლაძე ამ დღეების განმავლობაში ნახეს. ცნობილია ისიც, რომ ორი დღის წინ მან მეგობართან ერთად ისადილა. შოთა უტიაშვილი მამუკა ჯიბლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ შესაძლოა ის დეპრესიაში იყო. მისი თქმით, ეს არ ყოფილა მამუკა ჯიბლაძის დაკარგვის პირველი შემთხვევა:

”ბევრ კამერაში ჩანდა ეს კაცი ბოლო დღეების განმავლობაში. ”ჰოლიდეი ინნ”-თან, კოლმეურნეობის მოედანზე ვნახეთ ადამიანები, რომლებიც მას შეხვდნენ და ესაუბრნენ. რამდენიმე გამვლელმა დარეკა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს კაცი დაინახეს, ორი დღის წინ კი თავის მეგობართან ერთად ისადილა... ასე რომ, მისი კვალი გამოჩნდა ბოლო სამი-ოთხი დღის განმავლობაში და, ბოლოს, დღეს დილით სახლში მივიდა.”

თავად მამუკა ჯიბლაძე თავისი ადგილსამყოფლის შესახებ ჯერჯერობით არ ლაპარაკობს. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მისთვის ასევე არაფერი უკითხავთ.

შეგახსენებთ, რომ ის 11 ივნისს გავიდა სახლიდან, რის შემდეგაც არ პასუხობდა ტელეფონს, არ მისულა დაგეგმილ შეხვედრებზე, მათ შორის, არც გამოცდების ეროვნული ცენტრის აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელთან,  მაია მიმინოშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე. სწორედ მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დატოვა მამუკა ჯიბლაძემ სამსახური  თავის 70-მდე კოლეგასთან ერთად.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ მამუკა ჯიბლაძე გახლავთ მოსწავლეთა კომპიუტერზე ადაპტირებული საატესტატო გამოცდების ("CAT”) ალგორითმის ავტორი. ეს პროგრამა კი, როგორც ევროპის საგანმანათლებლო ასოციაციის პრეზიდენტი სტივ ბაკლერი ერთი წლის წინ ”ონლაინნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ”საშუალებას იძლევა უფრო ახლოს შევისწავლოთ მოსწავლის ცოდნის დონე. როდესაც მოსწავლე ვერ პასუხობს რთულ შეკითხვას, ალგორითმი მას უფრო ადვილს სთავაზობს და აძლევს მინიმალური ბარიერის გადალახვის შანსს. CAT-ის მათემატიკური ალგორითმი კითხვების სირთულესა და გაცემულ პასუხებს აჯამებს, რაც საშუალებას იძლევა მოსწავლემ საკუთარი ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინოს და თუნდაც მხოლოდ ადვილ შეკითხვებზე პასუხის გაცემით მოაგროვოს ქულები მინიმალური ზღვარის გადასალახად”.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: vazari საიდან გვწერთ: itaia
28.06.2012 18:55
როგორ გვიყვარს ყველაფერი ,საიდუმლოებით მოცული! რას გულისხმობთ,ეს კაცი დაჭერილი იყო? დააპატიმრეს? დააძალეს ხმა არ ამოიღოო? თუ იცით რამე, ჩვენც გაგვაგებინეთ! და თუ არა , ნუ გადაყვებით ჭორებს და ეჭვებს! შეიძლება კაცს მარტოობა მოუნდეს, ან დეპრესიაში მყოფს , განცალკევება და ჩვენგან დასვენება?

ავტორი: ხათუნა საიდან გვწერთ: იტალია
28.06.2012 17:46
ძალიან მიხარია რომ ცოცხალია
მის ახლობლებს გთხოვთ ნუ ნერვიულობთ იმის გამო რას იტყვის უტიაშვილი მე შორიდან მაყურებელიც კი ვხვდები რომ სრული ბოდვაა რასაც ის ამბობდა პირიქით ასეთ რამეს მართალის შემთხვევაში ოჯახის და პიროვნების პრაივასის გამო ამ ფორმით არ აცხადებენ ამით უფრო ნათელი გახდა რომ იტყუებოდა ბატონი უტიაშვილი

ავტორი: ანონიმი
26.06.2012 22:49
კარგით,ანანო,ღმერთმა ნუ ქნას და თუ დაიკარგებით სიტყვას გაძლევთ რომ არ ვიღელვებ.

ავტორი: anano საიდან გვწერთ: tbilisidan
26.06.2012 08:35
თუ ამ ერთი კაცის დაკარგვა ასეთი მნიშვნელოვანია იქნებ მაინც თვითონ გააკეთოს კომენტარი ან იმ მეგობარმა ვისთანაც იყო. საერთოდ უპასუხო კითხვები ათასნაირ ეჭვს იწვევს ყოველთვის.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
21.06.2012 20:42
სამწუხაროდ და სავარაუდოდ, Maka USA-დან თავად არის ავადმყოფი და ამ ავადმყოფობას მიშმადიდებლობა ჰქვია. მხოლოდ ამ სენით დაავადებულ პიროვნებას შეუძლია მეორე ადამიანზე ასე აგრესიულად ილაპარაკოს, რომ მისი სათაყვანებელი მთავრობის იმიჯი დაიცვას.
რაც შეეხება შოთა უტიაშვილს, იგი ერთერთი ყველა მატყუარა უტიფარია სააკაშვილის ხელისუფლებაში. გვახსოვს მისი დამაიმედებელი განცხადებები ომის დროს, რომ თურმე ჯავას ვიღებდით (ეს იმ დროს, როცა გორს ვკარგავდით და ხალხი გაუფრთხილებლად დაუტოვეს მტერს), ასევე როგორ უარყოფდა ერთი თქვე, რომ პოლიციამ 2009 წ. 6 მაისის მიტინგის დაშლისას პლასტმასის ტყვიები გამოიყენა, სანამ ეს ტყვიები ერთ-ერთ დაბრმავებულ მონაწილეს თვალიდან არ ამოუღეს, ხოლო მერე თავი იმით გაიმართლა, ღამე იყო და თავის გარდა სხვაგან ვერ დავუმიზნებდითო. გვახსოვს მის მიერ თამარ რუხაძის ავტოავარიის შემდეგ არაპროფესიონალის აპლომბით გაკეთებული განცხადება, რომ დაზარალებული არ გადარჩებოდა... შოთა უტიაშვილის საბრალდებო დასკვნაში, დიდი შანსია, მამუკა ჯიბლაძის საქმეც მოხვდეს. რომლის დეტალები ძალიან ბუნდოვანია. მოვიცადოთ, ყოველივე დაფარული გაცხადდების. ძალიან გამოხარდა, რომ მამუკა ჯიბლაძე სახლში დაბრუნდა.

ავტორი: ika საიდან გვწერთ: Tbilisidan
20.06.2012 14:40
ოფიციალური პირის ( ვგულისხმობ უტიაშვილს) მიერ ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოებაში არსებულ ეჭვს. რატომ დასჭირდათ ამ თემის შემოგდება ჯერ ფორუმზე, რაც შემდეგ ამ გაუგონარი ოფიციალური განცხადებით დაგვირგვინდა. უტიაშვილთან ეთიკაზე საუბარი ზედმეტია... , ნუ აყვებით უტიაშვილისა და ზნეობისაგან შორს მყოფი ადამიანების პროვოკაციას. მამუკა უნიჭირიესი მეცნიერი და ძლიერი მორალური ღერძის ადამიანია. დაიცავით ეს ადამიანი ამ ბოდვებისაგან. ადამიანი ცოცხალია და დარწმუნებული ვარ ბევრს გააკეთებს ქართული მათემატიკური სკოლის წარმატებისათვის, ამასთან, ამ ურთულეს სიტუაციაშიც მამუკა ყველას მოგვცემს ღირსეული და ზნეობრივი ქცევის მაგალითს.

ავტორი: nd საიდან გვწერთ: tbilisi
20.06.2012 12:49
პირველ რიგში, მიხარია, რომ ადამიანი ცოხალი დაბრუნდა სახლში.
რაც შეეხება maka, USA–ს განცხადებას, რომ "ერთი ავადმყოფი ან მოსყიდული პიროვნებაა. საქმე კი დაიხურა მაშინ, როცა სახლში დაბრუნდა." მიმაჩნია, რომ ეს ვინმა მაკა მსუბუქად რომ ვთქვათ უცენზურო ადამიანია, რას ჰქვია "ავადმყოფი" ????
მაკა, თქვენ ჯანმრთელი ხართ?
გარდა ამისა, შსს–ს განცხადება, რომლემაც მავანს ის შთაბეჭდილება შეუქმნა, რომ მამუკა ჯიბლაძე "შაბიამნის დამლევი, და ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი პიროვნებაა, რომელიც ხშირად იკარგება ხოლმე" მიმაჩნია, რომ სწორედ მაკასნაირი ადამიანების ტვინის რეცხვაზე იყო გათვლილი, რომ არავის არ გასჩენოდა სხვა ეჭვები.
ძალიან მარტივად "გააშავეს" ადამიანი და ბნელებმაც დაიჯერეს. ქალბატონო მაკა, რასაც ჩაგძახებენ ის კი არ უნდა ამოსძახოთ, ცოტა თავიც გაანძრიეთ და სხვა გარემოებებიც გაითვალისწინეთ.

ავტორი: იობი საიდან გვწერთ: იობეთი
20.06.2012 11:14
ეს ხალხი ნამდვილად არაა დებილი, საპოლიციო სამძებრო საქმიანობაზე ოდნავ მაინც ცარმოდგენა რომ გქონდეთ, გეცოდინებოდათ რომ ვიდეოზე ნანახი სადგაც მოსადილე ადამიანის ნახვა საკმარისი არაა სამზებრო საგამოზიებო საქმის დასახურვად, მანამ სანამ ეს ადამიანი ფაქტობრივად და დადასტურებულად არ დაუბრუნდება მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. მეორეც აქამდე როგორ ვერ იპოვესო, რას მიედ მოედებით, მეტი რა გინდათ, პოლიციას მაგ ერთი გზააბნეული ადამიანის მეტი სხვა არაფერი საქმე არა აქვს რომ მთელი სახელმწიფოს რესურსი მაგ ერთი პიროვნების ძებნას მოანდომოს? ცოტა უკეთ გაიფიქრეთ სანამ უაზრობებს დაწერთ ხალხო, მიზეზ მიზეზ და შარზე ნუ ხართ ყველაფერზე. ცოტა ანალიტიკურიუნარი გამოიჩინეთ ათასში ერთხელ მაინც, ნუ იქნებით სასაცილოები რაღაც უაზრო კუდების გამობმით ყველაფერზე. ნუ ეძებთ მუდმივად შავ კატას ბნელ ოთახში რომელშიც ის არ იმყოფება, უკეთეს შემთხვევაში გულუბრყვილობა და პრიმიტიული ანალიზია ეს. ნეტავ ასე სწრაფად და ეფექტურად ყველა ცივილიზებული ქვეყნის პოლიცია მუშაობდეს!

ავტორი: ანონიმი
20.06.2012 10:47
ქალბატონო მაკა ხელისუფლებას არ უნდა ეშინოიდეს არავისი ,აგრამ ბეჩავ ქართველობას უნდა ეშინოდეს ნობელის პრემიებით,რაინდობის წოდებებით თუ სხვა ჯინჯილებით შემკული საბჭოთა დემოკრატიისა რომელმაც საქართველო აქცია მშვიდობიანი და უდანაშაულო ქართველობის მასობრივად,დიდ ჯგუფებად გაქრობის ტერიტორიად,ერთგვარ ბერმუდის სამკუთხედად. თუ ბეჩავი ქართველობა ფრთხილად არ იქნება ამ ხალხთან სულ გაქრება და კაცობრიობა გაღარიბდება. მაგაშია საქმე. გაუმარჯოს გამგებს!!!

ავტორი: Tatia საიდან გვწერთ: Tbilisidan
20.06.2012 07:46
ძალიან მიხარია ბატონი მამუკას გამოჩენა,მართლაც ძალაიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მის ერთკვირიან გაუჩინარებასთან დაკავშირებით, მაგრამ რა თქმა უნა ყველაზე მთავარი ისააა, რომ ახლა უკვე სახლშია და კარგადაა.

შოთა უტიაშვილის კომენტართან დაკავშირებით მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება.
რა ნიშნავს ეს ყოველივე? საიდან მოიტანა მისი "მრავალჯერადი" "დაკარგვის" ამბავი, საერთოდ, ხვდება რომ ამით შეურაცხყოფას აყენებს ძალიან კარგ პიროვნებას და მეცნიერს?
ძალიან მაინტერესებს, სად მოახერხა ბატონმა შოთამ მისი ჯანდმთელობის მდგომარეობის შესწავლა? როგორ სვამს დიაგნოზს დეპრესიულ მდგომარეობაშია ის თუ ეიფორიულში როცა საერთოდ არც უნახავს? რა იცის საერთოდ მასზე? ერთი კვირა "ეძებდა" პოლიცია ადამიანს, რომელიც თურმე ყველა სათვალთვალო კამერაში ჩანდა, მეგობრებთან ერთად საიდილობდა, ქალაქის ქუჩებში თავისუფლად დადიოდა და უამრავ ადამიანს ხვდებოდა! მაშინ რატომ ვერ პოულობდა პოლიცია მას?

ისე, ბატონი შოთა იმასაც ვერ ხვდება, რომ ამ კომენტარით საკუთარი უწყების დისკრედიტაციას აკეთებს უფრო მეტად, თუმცა კი მიზნად სულ სხვა რამ ჰქონდა.

ავტორი: ანონიმი
20.06.2012 01:24
საბჭოთა დემოკრატიამ საქართველო აქცია ტერიტორიად რომელზეც მასობრივად თუ არ იღუპება იკარგება მშვიდობიანი ქართული მოსახლეობა. ასე რომ თუ კარგი ქართველი უდანაშაულო მათემატიკოსი საქართველოში ბოლომდე არ გაქრა და სახლში დაბრუნდა ისევ უდიდესი და უღრმესი მადლობა უკლებლივ ყველას!!!

ავტორი: TaTia საიდან გვწერთ: Tbilisidan
19.06.2012 23:44
გულწრფელად მიხარია, რომ ბატონი მამუკა გამოჩნდა და კარგადაა. მართალი გითხრათ, ათასი ცუდი რამ ვიფიქრე.

მაგრამ ეს სტატია.....
რას ნიშნავს უტიაშვილის კომენტარები? როგორ ბედავს ასეთი პიროვნებისა და ასეთი დონის მეცნიერის დისკრედიტაციას? რას ნიშნავს "ხშირად იკარგებოდა", "მატარებლის სიჩქარეს ზომავდა' და ა.შ. საიდან მოიტანა ეს ყველაფერი? სირცხვილია ეს ყველაფერი და გულის ამრევი!!!

ბატონო შოთა, საერთოდ არ იცით, ვიზე საუბრობთ და იმიტომ საუბრობთ ასე! უბრალოდ უხერხულია!
უნდა გრცხვენოდეთ!

ისე, ამდნი თუ "იცოდით" რატომ ვერ იპოვნეთ? ..

რადიოთაივსუფლების ჟურნალისტებს ვთხოვდი, რომ ასეთი მიკერძოებული მიდგომებისა და მოვლენების ცალმხრივი გაშუქებისაგან შემდეგში თავი შეიკავონ. არ შიძლება, უტიაშვილის შემდეგ ვიმე მამუკას ახლობლისაგანაც რომ აეღო ინტრვიუ ჟურნალისტს და გაერკვია, მართალია თუ არ ის, რასაც უტიაშვილი ამბობს?

ავტორი: ბაია საიდან გვწერთ: ოფისიდან
19.06.2012 22:08
სულ ცოტა საეჭვოა, რომ ბატონი უტიაშვილი არარსებულ, გამოგონილ ფაქტებს ყვება მამუკა ჯიბლაძეზე! სიცრუე და ცილისწამება - სხვა სიტყვებს ვერ მიუსადაგებ იმ ,,ფაქტებს" რომ ჯიბლაძე თითქოს ადრეც იკარგებოდა და ბაქანზე პოულობდნენ ან შაბიამანს სვამდა. გნებავთ იმას, რომ თითქოსდა ამ დღეებში ,,ნაცნობებთან ერთად ,,სადილობდა." მამუკა ჯიბლაძის ყველა ახლობელი, მეგობარი და ნათესავი დაადასტურებს რომ ეს ტყუილია! საინტერესოა კი ისაა, რაში დასჭირდა უტიაშვილს ასეთი ტყუილების გავრცელება... დასკვნა თავად გამოიტანოს მკითხველმა.

ავტორი: maxo საიდან გვწერთ: tbilisi
19.06.2012 21:34
იცით რა? ასე მგონია ბევრს არ გაუხარდა, რომ კაცი ცოცხალი დაბრუნდა სახლში! მეოცნებეებს ალბათ ერჩივნათ, რომ დაღუპულიყო. ასეტ ვარიანტში ხომ აგორდებოდა ახალი ტალღა ხელისუფლების წინააღმდეგ! ერთი წერდა კიდეც, რომ მამუკა მკვდარიაო! უსინდისო მპღალატეები ხართ და არა მეოცნებეები!

ავტორი: ეკატერინე საიდან გვწერთ: თბილის
19.06.2012 20:13
სამწუხაროა, რომ ასეთ გადაუმოწმებელ ცნობებს აქვეყნებენ ასეთ ადამიანზე. არადა, მამუკას სახელს უკავშირდება თანამედროვე ქართული მათემატიკური სკოლის თითქმის ყველა ბოლოდროინდელი წარმატება.

ავტორი: kevana საიდან გვწერთ: aqedan
19.06.2012 20:05
მართლაც ბევრი კითხვაა, რომელზეც პასუხები, სამწუხაროდ, არ გვაქვს.

ავტორი: ანონიმი
19.06.2012 19:57
მადლობა ყველას უგამონაკლისოდ თქვენი ჭირიმე! იქნებ რამე ეშველოს ბეჩავ ქართველობას!

ავტორი: maka საიდან გვწერთ: usa
19.06.2012 19:34
მაინც საით უკაკუნებთ, რომ ხელისუფლებას ყავდა დაკავებული? მაინც რას წარმოადგენდა ეს ადამიანი, ვის რაში სჭირდებოდა? ან სახლში მივიდა 1 კვირის შემდეგ და არავინ ეკითხება სად იყო, ეს ნორმალურია? სახლში შესვლის მომენტში ხომ ღვიძავდა, მეძინებაო თუ თქვა, ის ვერ მოახერხა ეთქვა, სად იყო? ვის რაში სჭირდებოდა? ერთბაშად ძლიერი პოლიტიკოსი არ იყოს და ხელისუფლებას ეშინოდეს მისი საერთოდ. ერთი ავადმყოფი ან მოსყიდული პიროვნებაა. საქმე კი დაიხურა მაშინ, როცა სახლში დაბრუნდა.

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო
19.06.2012 19:16
" შსს აცხადებს, რომ საქმე უგზო-უკვლოდ დაკარგვის მუხლით იყო აღძრული და რადგან ადამიანი გამოჩნდა, საქმეც დაიხურება" .... "წინა დღით შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი 17 ივნისს სასტუმრო ”ჰოლიდეი ინნ”-თან დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. დღეს ირკვევა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსის მქონე მამუკა ჯიბლაძე ქალაქში დამონტაჟებული სხვა ვიდეოკამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებშიც ჩანდა. როგორც შსს-ს ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი გვეუბნება, რეკავდნენ ის მოქალაქეებიც, რომლებმაც მამუკა ჯიბლაძე ამ დღეების განმავლობაში ნახეს. ცნობილია ისიც, რომ ორი დღის წინ მან მეგობართან ერთად ისადილა. შოთა უტიაშვილი მამუკა ჯიბლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ შესაძლოა ის დეპრესიაში იყო. მისი თქმით, ეს არ ყოფილა მამუკა ჯიბლაძის დაკარგვის პირველი შემთხვევა"
ეს ხალხია დებილი, თუ მე? დღეს დახურა საქმე, როცა 3 დღის წინ ნახა როგორ სადილობდა? !

ავტორი: დათო
19.06.2012 18:57
ჩემს ხელთ არსებული ცნობების მიხედვით, ბ-ნი უტიაშვილის აქ მოყვანილი განცხადება სავსეა უზუსტობებით და სიცრუით. მაგალითად:

"ბევრ კამერაში ჩანდა ეს კაცი ბოლო დღეების განმავლობაში" - სინამდვილეში მხოლოდ ერთხელ (ერთი კონკრეტული პერიოდის და ერთი კონკრეტული უბნის ფარგლებში) მოხერხდა კამერებზე დაფიქსირება. თუ ეს ასე არ არის, დააზუსტოს ბ-ნმა უტიაშვილმა რა დროს და რა ადგილებში დაფიქსირდა კამერაზე ბ-ნი მამუკა ამ დღეების განმავლობაში.

"ორი დღის წინ კი თავის მეგობართან ერთად ისადილა... " - ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბ-ნმა უტიაშვილმა დააფიქსიროს ამ "მეგობრის" სახელი, ან ახლობლებს აჩვენოს შესაბამისი დაკითხვის ოქმი.

"ეს არ არის მისი დაკარგვის პირველი შემთხვევა" - სიცრუეა. იქნებ დააზუსტოს ბ-ნმა უტიაშვილმა როდის "დაიკარგა" ბ-ნი მამუკა აქამდე და რა მტკიცებულება აქვს ამის დასადასტურებლად.

"ჩვენ როგორც ვიცით, ერთხელ ადრეც დაიკარგა და მატარებლის სადგურზე იპოვეს, მატარებლის სიჩქარეს ვზომავო, უთქვამს და... ერთხელ კიდევ შაბიამანი ჰქონდა დალეული" - ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია. სრული ბოდვაა.

საინტერესოა, ამდენი ინფორმაცია თუ ჰქონდა შსს-ს, რატომ ვერ მოახერხა ამ ადამიანის დროულად პოვნა? ერთადერთი, რასაც სწორად აცხადებს ბ-ნი უტიაშვილი, არის ის, რომ ბ-ნი მამუკა სახლში თავად მივიდა. საფიქრებელია, რომ ბ-ნი უტიაშვილი საკუთარი უწყების უსუსურობის დაფარვას ცდილობს, თანაც ბ-ნი მამუკას სახელისთვის ჩირქის მოცხების გზით.

რა თქმა უნდა დასაფასებელია მონდომება და ენერგია, რომელიც შსს-მ ჩადო ამ ადამიანის ძებნაში, თუმცა ფაქტები მეტყველებენ, რომ ბ-ნი უტიაშვილის უწყების ქმედებები არ აღმოჩნდა ეფექტური. მეორე მხრივ, სრულიად მიუღებელია ბ-ნი მამუკას, ამ ყველასათვის პატივსაცემი ადამიანის, ხარჯზე საეჭვო ღირებულების "ქულების ჩაწერის" მცდელობა. მოვუწოდებ ბ-ნ უტიაშვილს, მომავალში თავი შეიკავოს ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებისგან. ამით ის მხოლოდ აქარწყლებს იმ მადლიერების გრძნობას, რაც შეიძლება გააჩნდეს ოჯახს, მეგობრებსა და ზოგადად, საზოგადოებას, შსს-ს მიერ გამოჩენილი გულმოდგინების მიმართ მამუკა ჯიბლაძის ძებნის საქმეში.

ყველაზე პოპულარული