ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 06:04

საზოგადოება / მსოფლიო

პაკისტანის სკოლებში თალიბანის მიერ დაჭრილი გოგონასთვის ლოცულობენ

მალალა იუსაფზაიმალალა იუსაფზაი
x
მალალა იუსაფზაი
მალალა იუსაფზაი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
პაკისტანში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ სკოლებში იმართება ლოცვა 14 წლის გოგონასთვის, მშვიდობისთვის მებრძოლი მალალა იუსაფზაისთვის, რომელსაც მიმდინარე კვირაში თალიბანმა ესროლა და დაჭრა.

მძიმედ დაჭრილი გოგონა რავალპინდის სამხედრო ჰოსპიტალში წევს. სამხედროთა პრესმდივანმა ასიმ ბაივამ პარასკევს ჟურნალისტებს უთხრა, გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელიაო:

„ნეიროქირურგიული და რეანიმაციული განყოფილებების სპეციალისტების მონაცემებით, მალალას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.“
რავალპინდის ჰოსპიტალში, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, გოგონა ხუთშაბათს ფეშავარიდან გადაიყვანეს. მალალა იუსაფზაი სამშაბათს კისრისა და თავის არეში დაჭრა შეიარაღებულმა პირმა მაშინ, როცა მალალა გოგონათა სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, ჩრდილოდასავლეთში მდებარე, მღელვარებით მოცულ სვატის რაიონში.
შეიარაღებულ ხალხს უიარაღო გოგონასი ეშინია. რა სურს მალალას? თავისუფლება ...

მალალა თალიბანის ტყვიის სამიზნე გახდა იმის  გამო, რომ „ბი-ბი-სისთვის“ დღიურები წერა და თავის ამ ნაწერებში თალიბანის მიერ ქალთა სკოლების დახურვის გამო ჩიოდა. 

პარასკევს პაკისტანის პოლიციამ განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

ხუთშაბათს პაკისტანის კომერციულ ქალაქ კარაჩიში მალალა იუსაფზაის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მონაწილეებმა სანთლებით ხელში გააპროტესტეს გოგონაზე თავდასხმა:

„შეიარაღებულ ხალხს უიარაღო გოგონასი ეშინია. რა სურს მალალას? თავისუფლება. და რა უნდა მიეცეს მალალას? თავისუფლება!“ - სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

პარალელურად, პაკისტანის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა რელიგიურმა ორგანიზაციამ, სუნტთა საბჭომ, ფატვა გაავრცელა, რომლითაც იუსაფზაიზე თავდასხმა დაგმო და თავითმკვლელი მოიერიშეების თავდასხმებს „ჰარამი“, ანუ ისლამით აკრძალული, უწოდა.

საბჭოს ლიდერი, მუფთი მუჰამედ შარიფი, შემდეგი განცხადებით გამოვიდა:
„ისლამური შარიათი არ გასცემს ნებართვას სადმე ასეთი თავდასხმების მოწყობაზე. თვითმკვლელი მოიერიშეები ჯოჯოხეთში მოხვდებიან და ისლამიდან განიკვეთებიან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ მალალა იუსაფზაიზე თავდასხმას. ეს თავდასხმა არაისლამური და არაეთიკურია.“

საბჭოს მიერ გაცემულ ფატვას აღიქვამენ იმ მზარდი უკმაყოფილების პასუხად, რომელსაც ხალხში ექსტრემისტები და ტერორიზმი იწვევს, განსაკუთრებით იუსაფზაიზე თავდასხმის შემდეგ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)

ყველაზე პოპულარული