სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 17:22

ბლოგები / ბიძინა მაყაშვილი

ნაწყვეტი

x
ტექსტის ზომა - +
ამას წინათ წერილი დავწერე ქართულ ტელევიზიებზე, დიდი გამოვიდა და ბოროტი. როცა მოვრჩი და წავიკითხე, მივხვდი, რომ ვერ გამოვაქვეყნებდი - ძალიან არაკოლეგიალური ვიყავი. აბსოლუტურად ყველას ვლანძღავდი. ყველას “იმედის” გარდა, რადგან ისინი ამას ჩემზე უკეთ უკეთებენ საკუთარ თავს. მერე წერილში მოვძებნე ყველაზე უწყინარი ნაწილი, ამოვიღე საკუთარი სახელები, ნაწყვეტი დავარქვი და ამ ბლოგზე დავდე.

მოგეხსენებათ, ტელევიზია მარტო ინფორმაცია არ არის. იდეაში მას გართობისა და განათლების ფუნქციაც უნდა გააჩნდეს.

განათლება - ახლა ტელევიზორია და ძალიან ბევრიც არ უნდა მოსთხოვო, ნუ, ლექციას ხომ არ წაგიკითხავენ?! მაგრამ რა განათლებაზეა ლაპარაკი, როცა დღის განმავლობაში ერთი და იმავე არხის სამ სხვადასხვა დროს გასულ საინფორმაციო პროგრამაში ბელგიის ქალაქ ლიეჟის სახელი ერთხელაც არ ემთხვევა მის ორიგინალურ დასახელებას?!

კიდევ იმაზე ვღიზიანდები, როცა ოფიციოზს პრეტენზია აქვს, რომ ნათარგმნი ფილმებით მოსახლეობას უცხო ენას ასწავლის. რა უცხო ენის სწავლებაზეა ლაპარაკი, როცა მასწავლებელმა მშობლიურიც არ იცის?!

რაც შეეხება გართობას, აქ თითქოს ყველაფერი რიგზე უნდა იყოს: ღლაბუცი ხომ სამი ცენტრალური არხიდან ორის პროფილია?! პირადად მე მათ პროგრამებზე არ მეცინება. მე უფრო იმ გადაცემებზე მეცინება, სადაც, წესით, არ უნდა გაგეცინოს. მაგალითად, საინფორმაციო პროგრამებზე. ისე არ მინდა გაიგოთ, თითქოს ამ პროგრამებში იუმორის წინააღმდეგი ვიყო. პირიქით, ძალიან მომწონს BBC-ს ახალი ამბების წამყვანის ერთი ძველი ხუმრობა, რომელსაც ყველას ვუყვები ხოლმე და არც თქვენთვის დავიზარებ: დიქტორმა მაყურებელს მიულოცა ლონდონში ახალი საავტომობილო გვირაბის გახსნა და დასძინა - დღეიდან ერთი სატრანსპორტო საცობიდან მეორეში ბევრად უფრო სწრაფად მოხვდებით, ვიდრე ამ გვირაბის აშენებამდეო.

ღმერთმა დამიფაროს, ჩვენს წამყვანებს ასეთი დონე მოვთხოვო. მათი ძალიან მადლობელი დავრჩები მხოლოდ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკუთარი სახელების სწორად გამოთქმას შეძლებენ. სიცილით კი მათი კოლეგების მიერ მომზადებულ სიუჟეტებზე გავიცინებ.

მაგალითად, ძალიან მამხიარულებენ იმ ბოროტმოქმედების მეზობლები, რომელთა დანაშაულიც კვალიფიცირებულია, როგორც “საზარელი მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით”. საშინაოდ გამოწყობილი ეს სათნო ქალბატონები კამერების წინ გაოცებას ვერ მალავენ:

- როგორ გეკადრებათ?! მაგას ვინ იფიქრებდა?! ჭიანჭველას არ გაჭყლიტავდა, არა გენაცვალე, ბუზს არ ააფრენდა. საერთოდ ისე უყვარდა მწერები, ერთი სკაც კი ჰქონდა და სულ ფუტკრებს ეფერებოდა.

- მარტო მწერები?! უნდა გენახა მცენარეები როგორ უყვარდა. რაღაც პატარა ბუჩქიც კი დარგო სახლის უკან, მოფარებულში, შვილივით უვლიდა. გაგიჟდა კინაღამ ნერვიულობისაგან, უბნის ბიჭებმა რომ დაუკრიფეს.

მაგრამ, სანამ ამ სიუჟეტს გვაჩვენებენ, დანაშაულს დეტალურად აღწერს საინფორმაციო პროგრამის წამყვანი. შემდეგ ის სიტყვას გადასცემს დანაშაულის ადილზე მყოფ ჟურნალისტს, რომელიც უკვე იქიდან მოგვიყვება ზუსტად იმავე ისტორიას. შემდეგ ეს ჟურნალისტი, თავის მხრივ, ალაპარაკებს ბოროტმოქმედის მეზობელს (მამაკაცს), რომელიც კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ მოგვიყვება ამ ისტორიას, ოღონდ წამყვანისა და ჟურნალისტისგან განსხვავებით, ის დამნაშავეს გვარით კი არა, სახელით მოიხსენიებს.

და სწორედ ამ მესამედ მოსმენის შემდეგ, როცა უკვე ზეპირად იცი ავისმქნელის ყველა მზაკვრობა, მობეზრებული გაქვს ეს ისტორია და მზად ხარ ტელევიზორი სხვა არხზე გადართო, სიუჟეტის მხსნელად გვევლინებიან ზემოთ ნახსენები ქალი მეზობლები თავიანთი გამამხიარულებელი კომენტარებით. და ამის შემდეგ სიუჟეტს დამათავრებამდე იუმორის მაღალი დონე უჭირავს.

მაყურებლისთვის ამბავი გრძელდება ქუჩაში, რომელიმე გამჭვირვალე შენობის წინ მდებარე კიბეებზე, რომელსაც ხალისიანი კუნტრუშით აუყვება ბორტმოქმედი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების თანხლებით. მერე ჰუგო ბოსში გამოწყობილი ახალგაზრდა სამართალდამცავი მეოთხედ მოგვასმენინებს დანაშაულის ისტორიას, ოღონდ ბოროტმოქმედს ეჭვმიტანილად მოიხსენიებს.

და ბოლოს დგება კულმინაცია: დანაშულის შესახებ ამჯერად მეხუთედ მოგვიყვებიან! და ამას თვით დანაშაულის შემოქმედი გააკეთებს. ყველაზე უცნაური ის არის, რომ დანაშაულის სიმძიმის და ამაზრზენობის მიუხედავად, ჩემი მხიარულების ხარისხი იზრდება. ამას კი ძირითადად განაპირობებს ბოროტმოქმედის საოცარი გახსნილობა და მკაფიოდ გამოხატული სურვილი - მაქსიმალურად დაეხმაროს გამოძიებას და ტელემაყურებელს აღუწეროს სასტიკი მკვლელობის ყველა გულისამრევი დეტალი: თუ როგორ არ მოაწევინა დაზარალებულმა სიგარეტი, რის შედეგადაც დამნაშავე აფექტში ჩავარდა. ის გაიქცა სახლში, გამოიტანა პურის დანა და მივიდა მომავალ დაზარალებულთან, რომელიც “ძერსკი როჟით ისევ უბანში აბირჟავებდა". მის მოკრძალებულ შეკითხვაზე, რა პრავით არ მაწევინებ სიგარეტსო, მომავალმა მსხვერპლმა გამომწვევად უპასუხა - არამწეველი ვარ და არ მაქვსო. ამ თავხედურმა პროვოკაციამ ეჭვმიტანილი საბოლოოდ გამოიყვანა მწყობრიდან. “თავში სისხლი ამივარდა და დანა დავაძრე. თავიდან მეთქი გავაფუჭებთქო და ერთი ორი ტრაკში ვხიე, მარა სისხლი რო დავინახე, მივხვდი, რო სპრავედლივად ისჯებოდა და დავაი მუცელში, კისერში, მკერდში. ბოლო-ბოლო დაეცა და აკუწვა დავუწყე, თან ვითვლიდი. სულ 362 ნაწილი გამოვიდა. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და იმედი მაქვს, რომ მოსამართლე შეგნებული პიროვნება იქნება.”

ასე მხიარულად დაწყებულ საინფორმაციო პროგრამას, სხვა, არანაკლებ მხიარული სიუჟეტები მოჰყვება ხოლმე. მაგალითად მე ძალიან მამხიარულებს ქართული საინფორმაციო სერიალი “ახალი საავადმყოფო”. ასევე საკმაოდ ხალისიან განწყობაზე მაყენებს მეორე სერიალი, რომელსაც “მიტინგის დარბევა მოსკოვში” ჰქვია. მათ ტოლს არ უდებს სიუჟეტები საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ, განსაკუთრებით ის ადგილები, რომლებიც “ძალიან მაგარია”. თუმცა, ასეთები ხომ ჩვენ სამშობლოში ძალიან ბევრია! ასე რომ, მხიარული განწყობა თითქმის უწყვეტად გვაქვს გარანტირებული.

სამწუხაროდ, განათლებასთან დაკავშირებით ასეთ მხიარულებას ვერ დაგპირდებით. ჩვენი არხებით ნაჩვენები ფილმები ძალიან ცალმხრივ განათლებას იძლევიან. მათი მეშვეობით სრულფასოვან ინგლისურს ვერა, მაგრამ “ით მაი შით” და “ბლადი მადა ფაკა”-ს ნამდვილად ისწავლით. და გგონიათ, რომ ვაჭარბებ? თუ ასეა - “ქის მაი ეს!”

Tags: ბლოგი, ტელევიზია, მედია, ბიძინა მაყაშვილი



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: vazari საიდან გვწერთ: italia
04.06.2012 17:55
ჯერ ხო ვცოფდებოდი ნინოია ბურჯანაძეზე, ,,ორდინალურს", ,,აგრალურს" და ,,სტციონალურს" რო ამბობდა, მაგრამ მერე და მერე რო მოვისმინე ,,იმედზე"(მგონი ჩხაიძეა დიქტორის გვარი), როგორ მოუხდა ,,საფრანგეთის პირველ ლ ე დ ს კარლა ბ რ უ ნ ს" და როგორ იღებენ ახალ ფილმში ორნელა მ უ ტ ს" ვიფიქრე, რო კუკავას და ბაღათურიას ,,კარებებს" აღარ მივაქცევდი ყურადღებას,ცუდადაა ჩვენი საქმე!

ავტორი: sally
01.06.2012 15:10
კია ქართული ტელეარხები ჰიმლერის ხორცშესხმული ოცნება, მაგრამ ჩემთვის სულერთია იდიოტობა იქნება ტელევიზორში, პროპაგანდა, თუ უნიჭობა. ხარისხიან გადაცემებს პროფესიონალიზმი და/ან ბევრი ფული ჭირდება, ჩვენ კი არც ერთი გვაქვს.

ავტორი: ირმა
29.05.2012 21:01
მაგარია...მაგარი ხარ..მადლობა..სულ მწარე -მწარედ ვიცინე
პ.ს ნეტავ მწარემწარე დეფისით იწერება ცალცლკე თუ გადაბმულად?

ავტორი: ციცო საიდან გვწერთ: Germa.net.i
22.05.2012 22:58
კარგია:) ზუსტი სურათია.

ავტორი: Manana საიდან გვწერთ: Nederland
20.05.2012 23:37
ძალიან საინტერესო სტატიაა, მეგონა მარტო მე ვგიზიანდებოდი, ზუსტი აღცერაა დგევანდელი ტელევიზიის, დამახინჯებული ენა, მოგონილი ამბები, 5 ჯერ ერთი და იგივეს გამეორება, მათთვის ,,საყვარელი საკბენი თემები,, ახალ ამბებს თითქმის აღარ ვუყურებ, მირჩევნია ზღაპრების კითხვა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

ავტორი: PLUMBUM საიდან გვწერთ: VIENA
20.05.2012 15:03
კარგი აღწერილობაა. მე კიდე მეგონა მარტო მე ვამჩნევდი ამ კაკაფონიას. და ვფიქრობდი რატომ ვარ ასეთი ღვარძლიანი. გასართობ შოუებზე რომ ნერვები მაწყდება, ხოლო ვიღაცის კრიმინალურ დრამაზე კი მეცინება. ისე გადმოსცემს სამივე საინფორმაციო "კანალი".ამიტომ ჯობია საერთოდ არ უყურო, ბოლო თვეები ხომ საერთოდ გრანდიოზული მარაზმია

ავტორი: ქუთაისელი საიდან გვწერთ: ქუთაისი
17.05.2012 13:18
ძალიან მაგარია!!!სტატიას რომ ვკითხულობდი გამახსენდა ერთი სიუჟეტი კაცმა(გვარი აღარ მახსოვს) ბინის გულისთვის დის და მამის მკვლელობა რომ შეუკვეთა.ისე შერბოდა პოლიციის შენობაში,ვითომ ღამის კლუბში შედიოდა და სპტიპტიზის მოცეკვავე გოგოები მიაცილებდნენ.მერე ამ ყველაფერს კონკიას ამბავივით ყვებოდა.

ავტორი: nd საიდან გვწერთ: tbilisi
16.05.2012 12:23
როგორც ყოველთვის, ძალიან კარგი ბლოგი!

ავტორი: გოგა საიდან გვწერთ: გერმანია
15.05.2012 22:22
სიუჟეტები დამნაშავეებზე სახელგანთკმულ კოხორას მაგონებს
ხოლმე. ავტორს ვეთანხმები-სასცილოა სატირალი რომ არ იყოს.

ავტორი: Nia
15.05.2012 20:03
ძაან ბევრი მაცინეთ! :)))))
მაგარი იყო!

ავტორი: უიშვლი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
15.05.2012 15:35
გენიალურია! ბიძინა,დიდი მადლობა ბლოგისათვის წარმომიდგენია რ/ს"თავისუფლების" საიტის "მპოსტავი" NATIA-ს (ლონდონიდან) და tata-ს (გერმანიიდან) სახეები,მხოლოდ ტელევიზიიდან დანახული საქართველოთი რომ არიან აღფრთოვანებულები... თანაც დავამატებ:ვერც ერთი წამყვანი ერთიმეორისაგან ვერ ასხვავებს ძარცვასა და ქურდობას... სასაცილოა როცა ჟურნალისტი საკუთარ გადაცემას იწყებს სიტყვით:"შოკისმომგვრელი", უფრო სასაცილოა როცა ჟურნალისტი ამბობს "დაათვარიელა" საერთოდ გულისამრევია ტყვიამფრქვევივით, სხაპასხუპით მოლაპარაკე ჟუნალისტი (ვერ ვითმენ უნდა დავასახელო-გოგოტიშვილი) რომელიც აპრიორი ტენდენციური, ცინიკური და ულმობლად კრიტიკული "არასახელისუფლებოდ" განწყობილთა მიმართ და ძალიან მაგონებს დაშტამპულ კომენტატორს, თვითონ ეროვნებით ებრაელს, რომლის ყველა საერთაშორისო კომენტარი იწყებოდა სიტყვებით:"ისრაელის მხედრიონი თავს დაესხა..." და მიდიოდა...ცალმხრივობისა და არაობიექტურობის კორიანტელი...სწორად შენიშნა შალვა ნათელაშვილმა (ჩამთვის დიდ ავტორიტეტს არ წარმოადგენს, მაგრამ კარგად ნათქვამი არ მინდა დავუკარგო)აი მისი ციტატა-"იმედი" და "რუსთთავი-2" გერმანიაში რომ ყოფილიყო, გერმანელებს დღესაც არ ეცოდინებოდათ-მეორე მსოფლიო ომი რომ წააგეს-"ო. მაკა ჯაიანს ვეთანხმები: მართლაც წარმომიდგენია წერილის "უწყინარი" ნაწილი...და თუ შესაძლებელია, იქნებ გამომიგზავნოთ!

ავტორი: marinka საიდან გვწერთ: safrangeti
15.05.2012 12:53
დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამ სტატიის ორიგინალს:)

ავტორი: ზინედინ ზიდანი საიდან გვწერთ: სანტიაგო ბერნაბეუდან
15.05.2012 08:39
ბრავო! ძალიან მაგარი ბლოგია, თუმცა ერთი სერიოზული მინუსიც აქვს: გამახსენა, რომ ბელგიის ქალაქ ლიეჟში მინდოდა დავბადებულიყავი :)))

ავტორი: me საიდან გვწერთ: medan
15.05.2012 01:08
http://www.youtube.com/watch?v=6EXMoEx2oFM

ავტორი: მაკა ჯაიანი საიდან გვწერთ: თბილისი
14.05.2012 23:38
ბიძო! :) წარმომიდგენია, ამ წერილის ნაკლებად უწყინარი ნაწილი როგორია...

ავტორი: sofiko საიდან გვწერთ: tbilisi
14.05.2012 19:36
მეშინია რომ ინდიფერენტული არ გავხდე ყველაფრის მიმართ, ამიტომ ტელევიზორს თითქმის არ ვუყურებ...
პირველი 5 წუთის განმავლობაში ძალიან მეშლება-ხოლმე ნერვები, მერე ნელ-ნელა ვეჩვევი მონოტორულ შეცდომებს და ათას ტყუილს, და ბოლოს უკვე სიცილი რომ უნდა დავწყო ვრთავ-ხოლმე. მგონი ისევ ასე სჯობს, მერე სიცილის დროს რომელიმე სერიალის გმირზე რომ შინაურულად წამომცდეს "ვა რა ტიპია" ხომ უნდა დავიღუპო. დავიღუპები რადგან ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი მანდ ვერ გავჩერდები, მერე სახელით მოვიხსენიებ, ასე მარალითად "გიგი მივიდა, გიგიმ თქვა" და იქნებ ბოლოს როგორც ჩემთვის უკვე ძალიან ახლობელს დანაშაულიც ვაპატიო, წამოვისვა 15 წლით თავზე, მაინც ჩემიანი იქნება და......
არა........ მგონი მართლა სწორ არჩევანს ვაკეთებ :)

ავტორი: kapo საიდან გვწერთ: ლესიჭინე
14.05.2012 17:30
ტელევიზორს მოწყენილობისას ვრთავ და საინფორმაციო გამოშვებებს ვუყურებ, ცოტა რომ გავხალისდე ხოლმე :დ

ყველაზე პოპულარული