პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 18:46

საზოგადოება / საქართველო

მაღაროელთა პროტესტი ტყიბულსა და ჭიათურაში

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
შრომის პირობების გაუმჯობესებისა და სახელფასო ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, 15 ოქტომბერს ჭიათურაში მეშახტეები გაიფიცნენ. რამდენიმე დღის წინ, გასულ კვირაში, გაფიცულები იყვნენ ასევე ტყიბულელი მაღაროელებიც. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მაღაროელებისთვის სოციალური გარანტიების შექმნას ითხოვს.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე ფიქრობს, რომ ქვანახშირისა და მარგანეცის მომპოვებელ მაღაროებში საჭიროა შეიქმნას დასაქმებულთა სოციალური, სამართლებრივი და შრომის უსაფრთხოების გარანტიების განსაკუთრებული სისტემა, რაც, თავის მხრივ, საკანონმდებლო დონეზე უნდა გამყარდეს:

”ინფორმაციის სახით გეტყვით, რომ  საქართველოში დაახლოებით 5000 მეშახტეა მარგანეცისა და ქვანახშირის მომპოვებელ შახტებზე და ჩვენი ინიციატივა იქნება შემდეგი: უნდა განახევრდეს ან გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადი ყველა მაღაროელისთვის, უნდა დაწესდეს ყოველთვიური დანამატი ხელფასზე მავნე და განსაკუთრებით მავნე პირობებში მუშაობისთვის, უნდა დაწესდეს ყოველთვიური დანამატი ხელფასზე ზეგანაკვეთურ საათებში და კანონით დადგენილ უქმე დღეებში მუშაობისთვის, უნდა დაწესდეს გაზრდილი სახელფასო ტარიფი ღამის საათებში - 22 საათიდან დილის 6 საათამდე - მუშაობისთვის.”

თამაზ დოლაბერიძის მიერ  მომზადებული მოთხოვნები სულ 9 პუნქტისგან შედგება და  მოიცავს ასევე მაღაროელთა კუთვნილი შვებულების ხანგრძლივობის გაზრდას, შესაბამის პროფილაქტორიუმებში უფასო დასვენების პროგრამების ამოქმედებას, ხელფასის გაზრდას ინფლაციის და სხვა მაჩვენებლების შესაბამისად, შახტებსა და მაღაროებში შრომის უსაფრთხოების კონტროლს, მათ შორის, 2006 წელს გაუქმებული შრომის ინსპექციის აღდგენის საშუალებით და სხვა.
მაგათ ჰქონდათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩვენ ვაპირებდით მუშების შემცირებას და დათხოვნას სამსახურიდან. არავითარი ასეთი რამ არ ყოფილა. ჩვენ, პირიქით, გვსურს, რაც შეიძლება გავზარდოთ ნახშირის მოპოვება ...

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის მიერ მომზადებული მოთხოვნები, შეიძლება ითქვას,  ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვის უშუალო გამოძახილი იყო. 

ტყიბულში 11 ოქტომბერს დაწყებული გაფიცვა, რომელიც გამოიწვია შპს ”საქნახშირის” აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებამ შრომის ანაზღაურების დათვლისა და გაცემის სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, 13 ოქტომბერს  დამთავრდა პირობით, რომ მაღაროელებს არც დაითხოვენ  და არც ხელფასს შეუმცირებენ.  საქნახშირის ტექნიკური  დირექტორი ზაზა გორდეზიანი აღნიშნავს, რომ მიმდინარე თვიდან ახალ სახელფასო სისტემაზე მუშაობა დაიწყება, რითაც მუშას ხელფასი კი არ შეუმცირდება, სავარაუდოდ, გაეზრდება.

”მაგათ ჰქონდათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩვენ ვაპირებდით მუშების შემცირებას და დათხოვნას სამსახურიდან. არავითარი ასეთი რამ არ ყოფილა. ჩვენ, პირიქით, გვსურს, რაც შეიძლება გავზარდოთ ნახშირის მოპოვება. ჩადგნენ საქმის კურსში და ნახეს, რომ ეს ასეა და წავიდნენ შახტაში სამუშაოდ. მოვილაპარაკეთ ერთმანეთში და ჩვეულებრივ სამუშაო რიტმში გრძელდება ახლა მუშაობა შახტაში”, ამბობს ზაზა გორდეზიანი.
ხელფასის მომატება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, სადაზღვევო პაკეტების ყველა მუშა-მოსამსახურეზე დარიგება, მაღაროში მომუშავე ხალხის უსაფრთხოების წესების დაცვა ...

მოლაპარაკებების შედეგად კი, ტყიბულელი მაღაროელები სექტემბრის ხელფასს შემცირების გარეშე აიღებენ, სამსახურს ყველა მეშახტე შეინარჩუნებს,  შრომის ანაზღაურების სამთვიანი დავალიანება კი, რომელიც, მთლიანობაში, 475 000 ლარს შეადგენს, 6-8 თვის განმავლობაში დაიფარება.

ტყიბულისგან განსხვავებით, გაფიცვა ჯერჯერობით გრძელდება ჭიათურაში, სადაც  თითქმის ყველა მაღარო  გაჩერებულია. გაფიცვის მოთხოვნებს მაღაროელი მერაბ იაკობიძე განმარტავს:

”ხელფასის მომატება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, სადაზღვევო პაკეტების ყველა მუშა-მოსამსახურეზე დარიგება, მაღაროში მომუშავე ხალხის უსაფრთხოების წესების დაცვა... უნდა გადაიხედოს შრომის კოდექსი: დამსაქმებელს უფლება აქვს ყველა მუშა რა წუთშიც უნდა, იმ წუთში გაათავისუფლოს. გვქონდა კიდევ შემდეგი, რომ ერთი თვის მეტი მაღაროს მუშას ბიულეტენზე ყოფნის უფლება არა აქვს. ერთი თვე თუ გახვალ ბიულეტენზე, გხსნის, გათავისუფლებს. ამის ბათილად ცნობის მოთხოვნა გვქონდა.”

მოთხოვნები, მერაბ იაკობიძის თანახმად, 15 პუნქტს მოიცავს. მათი გაცნობისა და გაფიცვის მიზეზების ადგილზე შესწავლის მიზნით,  ”ჯორჯიან მანგანეზის” გენერალური დირექტორი უკრაინიდან ორიოდე საათის წინ საგანგებოდ ჩავიდა ჭიათურაში. როგორც ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი მალხაზ წერეთელი ამბობს, ვითარება დაძაბულია. მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
19.10.2012 03:20
ძალიან საინტერესოა ეს გაფიცვები.მოვიდა ოცნებისტთა მთავრობა და უცებ აგორდა გაფიცვების ტალღა.
ერთი მხრივ შეიძლება იფიქრო,აჰა ახალი მთავრობა მოვიდა,თანაც მისი ხელმძღვანელი ჯიბესქელი "ბიზნესმენია",წარსულში ქველმოქმედებით ცნობილი..)) მაგრამ არ მგონია ასე სულწრაფი იყოს ხალხი იმათ მიმართ,ვისაც ხმა მისცა(ჭიათურა,ზესტაფონი-ოცნებამ გაიმარჯვა),სიტყვა პრიმიტიულსაც არ ვაკადრებდი.მათ კარგად იციან,რომ ასე უცებ ცვლილება შეუძლებელია მოხდეს.ასე უცებ აიძულო ინვესტორი რამე გააკეთოს. მაშ რა ხდება?
ისევ წარსული, მაგის გარეშე ხომ დღეს შეუძლებელია- ))ძველი სახეები მინისტრებად,მათ მოადგილეებად ან რამე ინსტუტების თუ უნივერსტეტების მომავალ რექტორებად.(ან ძველი სახეების შვილები)...მოქმედებებიც ხომ იგივე იქნება...
მაგალითად ქართული ბაზრიდან ყველა უცხოური კომპანიის გაყრა,რა თქმა უნდა,რუსულის(ოღონდ კრემლის ფავორიტის ) გარდა...(ყველაზე გახმაურებული თელასის ამბავი მახსენდება).
რა საინტერესოა,ვის ეკუთვნის გაფიცული საწარმოები,რომელ კომპანიებს?
ისე ხელფასის ასეთ გაზრდას(100 ან 50% ხომ მდიდარი ქვეყნებიც კი ვერ აკმაყოფილებენ?
მოკლედ დაველოდოთ მოვლენებს.
ჰო,იმით კი,რომ მოსახლეობაში რაღაც პროტესტის გრძნობამ გაიღვიძა, ჟარგონით რომ ვთქვათ "დაბოლებაა" და მეტი არაფერი.

ყველაზე პოპულარული