Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო გამოსვლები ერევანში


ერევნის ცენტრალური გამზირი მესამე დღეა გადაკეტილია მომიტინგეთა და პოლიციის დაპირისპირების გამო. დემონსტრანტები ელექტროენერგიის გადასახადის მატებას აპროტესტებენ. 23 ივნისის საღამოს აქციის 7 ათასამდე მონაწილემ სცადა პრეზიდენტის რეზიდენციას მიახლოებოდა, თუმცა მათ გზა პოლიციამ გადაუკეტა. დღეს დილით ერევნის პოლიციის უფროსმა აშოტ კარაპეტიანმა მომიტინგეებს მიმართა და მათ მშვიდობიანად დაშლისაკენ მოუწოდა. ეს ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებულა სომხეთში. გთავაზობთ რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის პირდაპირ ვიდეორეპორტაჟს ერევნიდან:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG