ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:39

რუბრიკები / მეათე სტუდია

ლინკოლნ მიჩელი: “ომის ნაკლები შესაძლებლობაა, რადგან საქმეს უფრო რაციონალურმა ადამიანებმა მოჰკიდეს ხელი“

ლინკოლნ მიჩელილინკოლნ მიჩელი
x
ლინკოლნ მიჩელი
ლინკოლნ მიჩელი

მულტიმედია

აუდიო
  • ლინკოლნ მიტჩელი: “ომის ნაკლები შესაძლებლობაა, რადგან საქმეს უფრო რაციონალურმა ადამიანებმა მოჰკიდეს

ტექსტის ზომა - +
საარჩევნო კამპანიის დროს, რომლის შედეგადაც  საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა „ქართულ ოცნებად“ წოდებულმა კოალიციამ მოიპოვა, ამ გამარჯვებულ გუნდს მრჩევლად ჰყავდა აყვანილი ლინკოლნ მიჩელი, აშშ-ის მოქალაქე, ასოცირებული პროფესორი კოლუმბიის  უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში. მიჩელი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისს ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის წინ და მის შემდეგ, 2002-2004 წლებში.  რადიო  თავისუფლება დაინტერესდა, რას ფიქრობს ამერიკელი მკვლევარი და მრჩეველი, რომელსაც საქართველოში მუშაობის გამოცდილება დაუგროვდა, საქართველოს მომავალ მთავრობაზე, „ქართული ოცნების“ შესაძლებლობებზე, მის  სავარაუდო საგარეოპოლიტიკურ მიზნებზე.  თავიდან მიჩელს ვკითხეთ, რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე, ზოგადად, კაბინეტის წევრების გამოცხადებამ. მიჩელი ფიქრობს, რომ ახალ კაბინეტში სხვა სტილის ხალხი მოხვდება, რომ ესენი არ არიან აგრესიული პოლიტიკოსები, ისინი მშვიდი და რაციონალური ადამიანები არიან. ეს არის დიდი განსხვავება ძველისგანო, ამბობს ის:
ჩემი აზრით, ეს გუნდი არ მისდევს რომელიმე იდეოლოგიას, არ იმართება მანიაკალური აუცილებლობით, დარჩეს ხელისუფლებაში, და არ ეძებს რუსულ შეთქმულებას ყველა ქვის ქვეშ, რაც ახასიათებდა სააკაშვილის რეჟიმს ბოლო წლებში, რაც ძალიან დესტრუქციული იყო და ვერ დაეხმარა საქართველოს რომელიმე საგარეო პოლიტიკური მიზნის მიღწევაში...

„თავიდანვე, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, იყო გაუთავებელი ლაპარაკი იმაზე, რომ ივანიშვილი რუსეთის მარიონეტია. იმასაც წერდნენ, რომ ეს არის რუსეთის გამარჯვება, რომ საქართველოს პროდასავლური პოლიტიკა დამარცხდა. მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, ეს არის „ზარმაცი ჟურნალიზმი“, როცა ერთ მხარესთან ხარ ჩახუტებული  და თავს არ იწუხებ მეორესთან ლაპარაკით. ან კიდევ ასეთ განსჯას მოისმენდით, მიშა უკეთესი ინგლისურით ლაპარაკობს, ვიდრე ბიძინაო და სხვა  ამგვარი.  მე დიდ ცვლილებას ამ მხრივ ვერ ვხედავ. რა  ცვლილებასაც მოველი, ისაა, რომ ახალი გუნდი უფრო მეტად ეფექტიანი იქნება. ჩემი აზრით, ეს გუნდი არ მისდევს რომელიმე იდეოლოგიას, არ იმართება მანიაკალური აუცილებლობით, დარჩეს ხელისუფლებაში, და არ ეძებს რუსულ შეთქმულებას ყველა ქვის ქვეშ, რაც ახასიათებდა სააკაშვილის რეჟიმს ბოლო წლებში, რაც ძალიან დესტრუქციული იყო და ვერ დაეხმარა საქართველოს რომელიმე საგარეო პოლიტიკური მიზნის მიღწევაში.“ 

შესაძლებელ ცვლილებაზე როცა ლაპარაკობს,  ლინკოლნ მიჩელი მოელის, რომ სტილთან ერთად, შეიცვლება შინაარსიც:

„ცოტა ნაადრევიც კია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ივანიშვილმა თქვა,   რუსეთთან ეკონომიკური კავშირის აღდგენა მსურსო. ეს დიდი ამბავი არის და არც არის.  ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რითაც ივანიშვილი მიმართავს  საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, რომელიც, მართალია, რუსეთს ბევრ რამეში არ ეთანხმება, მაგრამ  მაინც მიაჩნია, რომ  ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გარკვეული ნორმალიზება  საჭიროა, რათა მუდამ  ომის საფრთხის პირას არ იმყოფებოდნენ. ასე რომ, იქნება განსხვავება შინაარსის მხრივაც. მაგრამ  მათ, ვისაც სურს, რომ საქართველომ ავღანეთიდან ჯარი გამოიყვანოს,  შეწყვიტოს  ნატოსკენ  სწრაფვა და რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნდეს, ანუ შეიქმნას რაღაც ახალი საბჭოთა კავშირივით, ძალიან აებნათ გზა.“  

ლინკოლნ მიჩელი უკვე რა ხანია თვალს ადევნებს საქართველოს და გათვითცნობიერებულია ამ ქვეყნის პრობლემაში, რასაც სეპარატისტული რეგიონები ჰქვია. მოსალოდნელია თუ არა ამ მხრივ წინსვლა ან ცვლილება? მიჩელი ამას უახლოეს  მომავალში არ მოელის და ახასიათებს ამ თემისადმი სააკაშვილის მთავრობის მიდგომას, რომელსაც  შედეგი არ მოუტანია:  

„ამიტომაცაა, რომ  ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლიდან რვა წლის შემდეგ ეს რეგიონები უფრო დაშორებული არიან საქართველოს,  ვიდრე იყვნენ ადრე, რვა წლის წინ. ომის შემდეგაც ასევე დარჩა. ერთია, შეეცადო იმის  გათვალისწინებას, რას  ფიქრობს იქ ხალხი,  და მათ ისე კი არ მოექცე, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებს, არამედ  მის  მოზიდვას შეეცადო.  შეიძლება  დაამყარო ისეთი ურთიერთობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებაზე იქნება დაფუძნებული, დააკავშირო ისინი დასავლეთთან,  რომ აღარ იყვნენ ასე დამოკიდებული რუსეთზე, და ეს დაკავშირება თბილისის გავლით არ მოხდეს, როგორც ამას ისინი ცდილობდნენ.“
შინაგან საქმეთა სამინისტრო კატასტროფა იყო, ახლა ამის შეცვლაა საჭირო. საჭიროა კორუფციის ამოძირკვა. საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება დიდწილად შინაგან საქმეთა სამინისტროს დააწვება და ამიტომ ის ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროა...

ლინკოლნ მიჩელი ამბობს, ადრეა პირდაპირ იმაზე ლაპარაკი, რას მოიმოქმედებს  მომავალი მთავრობაო, რომლის  კონკრეტულ გეგმებს  ის არც იცნობს. მიჩელს რადიო თავისუფლებამ სთხოვა დაეხასიათებინა მინისტრობის ორი კანდიდატი - საგარეო საქმეთა მინისტრობისა, მაია ფანჯიკიძე, და შინაგან საქმეთა მინისტრობისა, ირაკლი ღარიბაშვილი. მაია ფანჯიკიძეზე ამბობს, გამოცდილი და კარგი სახელის მქონე დიპლომატიაო.  ის, მიჩელის შეფასებით, ჭკვიანია, ესმის დიპლომატია, უფრო გამოცდილია, ვიდრე ის, ვისაც სააკაშვილი  დასვამდა ამ სკამზეო. მაია ფანჯიკიძე  კარგი არჩევანია, ფიქრობს მიჩელი და აცხადებს, ახალი მთავრობის მოსვლისას, ბუნებრივია, ახალი სახეები ჩნდებიან და თუ მათ არ იცნობთ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მცდარია მათი დანიშვნა, რომ მათ არა აქვთ გამოცდილება კონკრეტულ საქმიანობაში  და ამის  გამო არა აქვთ შესაბამისი კვალიფიკაციაო. ამის შემდეგ ის ახასიათებს ირაკლი ღარიბაშვილს, კოალიციის ლიდერთან დაახლოებულ პირს, რომელიც ივანიშვილმა მოიყვანა, რადგან ის მის ბანკში მუშაობდა, მის საქველმოქმედო ფონდს განაგებდა. მიჩელი ამბობს, რომ ის პოლიტიკურად ახალბედა იყო, მაგრამ დიდი ხნის ურთიერთობა ჰქონდა ივანიშვილთან:

„ის გამოირჩევა ამ გუნდში იმ მხრივ, რომ არის კომპეტენტური, მიზანსწრაფული ადმინისტრატორი და, ამ მხრივ, მართლაც, ძლიერია, ანუ ისეთია, როგორიც უნდა იყოს შინაგან  საქმეთა მინისტრი.  მას, ცხადია, მანდატი აქვს:  შინაგან საქმეთა სამინისტრო კატასტროფა იყო, ახლა ამის შეცვლაა საჭირო. საჭიროა კორუფციის ამოძირკვა. საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება დიდწილად შინაგან საქმეთა სამინისტროს დააწვება და ამიტომ ის ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროა.“ 

მიჩელი ამბობს, საქართველოში დემოკრატიის პრობლემებს სჭირდება მიხედვა და ამაშია  ამ  სამინისტროს ამოცანაც, ისევე როგორც პარლამენტისა თუ მედიისაო. ამასთან, მისი აზრით, საჭიროა პოლიციის დეპოლიტიზება, ანუ ის ხალხს უნდა მოემსახუროს და არა ლიდერებს. მიჩელის თქმით, ეს ის პრობლემებია, რომლებიც ღარიბაშვილის მოსაგვარებელი იქნება.  ის იმ ტენდენციაზე ლაპარაკობს, როცა სააკაშვილმა   ამერიკაში განსწავლული, როგორც ის ამბობს, სწრაფად მოლაპარაკე პირები შემოიკრიბა და მათ პროდასავლურობის მონოპოლია მიისაკუთრეს. მიჩელის თანახმად, ისინი დაუპირისპირდნენ  პოლიტიკურ ჯგუფს, რომელშიც ძალიან ძლიერი პროევროპული ფრთა იყო.  ღარიბაშვილი შესანიშნავად ლაპარაკობს ინგლისურად და, მგონი, ფრანგულადაც. ამერიკაში არ უსწავლია, მაგრამ დიდხანს იყო ევროპაში, იცის, როგორ იმუშაოს,  ეს კი ისეთი სამინისტროსთვის,  როგორიც არის შინაგან საქმეთა, ძვირფასი  პერსპექტივაა, ამბობს მიჩელი და დასძენს, ამ ქვეყანაში  საპარლამენტო არჩევნებით ერთ დღეში არ მომხდარა დემოკრატიის მხრივ გარღვევა, მაგრამ ეს არჩევნები იმას ნიშნავს, რომ შენარჩუნდება შესაძლებლობა,  საქართველროში დემოკრატია  ვიტალური დარჩესო.  
ალასანია და ფანჯიკიძე საგარეო პოლიტიკის პროფესიონალები არიან და ისინი საქართველოს საგარეო პოლიტიკას,  ვფიქრობ, ეფექტიანად წარმართავენ. და მოსკოვში თუ ზიხარ, მიხვდები, რომ ახლა ომის ნაკლები შესაძლებლობაა, რადგან  საქმეს უფრო რაციონალურმა ადამიანებმა მოჰკიდეს ხელი...

დაბოლოს, რას ფიქრობს ლინკოლნ მიჩელი, როგორ უყურებს მოსკოვი საქართველოს ვითარებას?  მისი აზრით,  არც სააკაშვილი და არც ივანიშვილი  არ იყო მოსკოვისთვის გადასარევი ვარიანტი:

„ერთმა  მათგანმა  შეიძლება  რიტორიკა  შეარბილოს, მაგრამ, ამასთან, უფრო ეფექტიანად  გაატაროს საქართველოს საკითხი.  ეს არის, ჩემი აზრით,  ივანიშვილის  პარადოქსი. და, ასევე, სააკაშვილის პარადოქსი: მისი პოლიტიკა მოსკოვის მიმართ  მძაფრ რეტორიკაზე დადიოდა  და ყველაფერი მისცა, რაც რუსეთს სურდა.  ალასანია და ფანჯიკიძე საგარეო პოლიტიკის პროფესიონალები არიან და ისინი საქართველოს საგარეო პოლიტიკას,  ვფიქრობ, ეფექტიანად წარმართავენ. და მოსკოვში თუ ზიხარ, მიხვდები, რომ ახლა ომის ნაკლები შესაძლებლობაა, რადგან  საქმეს უფრო რაციონალურმა ადამიანებმა მოჰკიდეს ხელი.“

ომი ლინკოლნ მიჩელს შემთხვევით არ უხსენებია. ის თვლის, რომ ომის შესაძლებლობით  მოსკოვი ხეირობდა, მას საშინაო პოლიტიკაში იყენებდა. ახლა ეს ყველაფერი  რუსეთზეც მოახდენს, ალბათ, გავლენას, მაგრამ სხვაგვარად, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია,  ამბობს ლინკოლნ მიჩელი და კონკრეტული ვარაუდის გამოთქმას, ამ მხრივ, თავს არიდებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
15.10.2012 10:56
http://www.tavisupleba.org/content/article/1984212.html

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
14.10.2012 19:37
ამდენი ხანია ამ და სხვა ინტერნეტ გაზეთებს, ბეჭდურ გაზეთებს, რადიოებს და ტელევიზიებს ვადევნებ თვალყურს, განსაკუთრებით კომენტარებს რომლებსაც უბრალო მოქალაქეები ტოვებენ... არის უამრავი კრიტიკა ყველა მხრიდან, ზოგი მართებული ზოგიც სასაცილო და სამარცხვინო

და ამ კრიტიკის მორევში მხოლოდ აქა იქ, სადღაც შორს, იშვიათად თუ გამოჩნდება ხოლმე ჯანსაღი კრიტიკა როგორც ნაციონალების ასევე ოცნების მიმართ

მხოლოდ "ჩემი აზრია სწორი" ისმის და სხვა არაფერი

კამათი მიდის იმაზე თუ რომელი პარტია უფრო მაგარი და "ძერსკია", ვინ უფრო ნაკლებ ფაშისტია, ვინ უფრო კარგად ლაპარაკობს ინგლისურად, ვის უფრო მეტი რუსული დაღი აზის შუბლზე

არავინ არ კამაობს იმაზე თუ რა ჭირდება ქვეყანას, ყველა კამათობს იმაზე თუ <ვინ> სჭირდება ქვეყანას

და თუ ვინმემ გაბედა და ერთისაც და მეორისაც საკადრისი საყვედური და მინუსი თქვა - მტერს! ლამისაა თვალები დასთხარონ ეგეთს

მგონი უმჯობესი იქნებოდა გვეკამათა თუ რა(!) არის უკეთესი ქვეყნისთვის და არა ვინ(!)... და გვეკამათა იმაზე თუ როგორ ვაიძულოთ ეს და მომავალი მთავრობები რომ უკეთ მიხედონ ქვეყანას

მართალია რომ ბიძინა მოუმზადებელია, ხოდა თუ მართლა ქვეყანა გიყვართ და არა ნაც-მოძრაობა და მიშა, მოდი მოვთხოვოთ რომ იყვნენ დროულნი და მიხედონ საქმეს

ძნელია ასე?

ავტორი: ანონიმი
14.10.2012 19:01
მრჩევლობისათვის კრიტიკას რა აზრი აქვს თუ არავინაც არ მალავს ამ მრჩეველობას. მაგრამ რაზეც წერს ეს მრჩეველი იმის სააწინააღმდეგო არგუმენტთა მოყვანა იმდენად როგორ გაგიჭირდათ ნაციონალებს, რომ უკვე შეთქმულ;ების თეორიის ,ხერხებს იშველიებთ?

ავტორი: lela საიდან გვწერთ: ჭურიდან
14.10.2012 15:56
დიდად პატივცემულო ჩემი დაწერილის ოპონენტებო.მე მხოლოდ ის ვიგულისხმე , რომ აყვანილი მრჩეველი, იგივე ლობისტი, ბ-ნი ლინკოლნ მიჩელი ვერ ჩაითვლება დამოუკიდებელ ექსპერტად ამ კონკრეტულ საკითხებში. და ძალიან გთხოვთ დამიტოვეთ უფლება რომ მისი შეფასებები ქართულ ოცნებასთან მიმართებით მი-კერ-ძო-ე-ბუ-ლად ჩავთვალო

ავტორი: ანონიმი
14.10.2012 13:50
ძვირფასო თანამემამულენო...
მომიტევეთ, მაგრამ მიუხედავად იტერნეტ სივრცის შესაძლებლობებისა, საქართველო მაინც ნახევრად სიბნელეშია და ხალხიც ბნელია. ამისი ნათელი დადასტურებაა მეოცნებების ხელისუფლებაში მოსვლა.
აირჩიეთ პარტია, რომელსაც არანაირი გეგმა და პროექტი არ ააქვს, ვერ დაუკომპლექტებიატ ჯერ კიდევ მინისტრთა კაბინეტი, ყველა სფეროში გასაკეტებელ საქმეზე ამბობენ არ ვიციტ, დეტალები არ დაგვიზუსტებია, ჯერ ვერ გეტყვით, 6 მინისტრი ვერ მოუძებნით, მოკლეთ უპსასუხისმგებლოდ მოვიდნენ სათავეში.
რაც შეეხება მიტჩელს, ამისტანებით გავსებულია ევროპა და ამერიკა, მე საფრანგეთში ვცხოვრობ და ვუყურებ და ვკითხულობ სერიოზულ მედიას, რუსეთი ყიდულობს ძალიან ბევრ სულიერს და უსულოს, საფრანგეთის უშიშროებამ ყველაფერი კარგად იიცს, ფულს ახარჯვინებებ რუსებს, და რაიმე მნიშვნელოვანს და ღირებულს ვერაფერს რჩება რუსეთი.
ტაკტიკა აქვთ ამათ ასეთი, საქმესაქმეზე რომ მიდგება ამერიკა და ევროპა ერთადაა..
მიტჩელისნაირები ყველა აყავანილი ყავთ კონტროლზე.
ამ ტიპის ფუნქცია ეს არის/ გაგაბითუროს და დაგაჯეროს ივანიშვილის "გენიოსობ", აიღებს ფულს და წავა..
გაკეტებული საქმეებით შეაფასეთ ახალი "მესია" და არა მითცელის აზრებით.
ფაქტია რომ ჯერჯერობით დაბნეულები და მოუწესრიგებლები არიან, ფაქტია...

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
14.10.2012 11:12
ლელა, მაშინ როცა მთელი მედია და ვაშინგტონის ლობისტების ლაშქარი წინა ხელისუფლების სამსახურში იდგა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის დაქირავება მრჩეველად ცოდვა ნამდვილად არ მგონია იყოს

აუ რა მიმალანძღეს ბიჭო!!!????? შენ ჩემო კარგო 9 წელი გაკავშირებს და მე 32 წელი (სტუდენტობის შემდგომი 32 ოღონდ!), შენ ესენი გახსოვს და მე ედიკა ჯერ კიდევ თმიანი ;) მერე ზვიადის ულტრა ნაციონალიზმი და მერე სამხედრო საბჭოს კრიმინალი, მერე ისევ ედიკა (ეგ ვერ მოვიშორე) და ეს ბოლო 9 წელი ;)

თუ არ მკითხულობ მაშინ რაღას მპასუხობ, მაგრამ მკითხულობ და... მერე მლანძღავ და ისიც არ იცი რატომ ;)

ავტორი: ანონიმი
14.10.2012 01:18
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan

შენ "წოდებასთან" მთელი 9 წლის ისეთი კოშმარული მოგონებები გვაკავშირებს , რომ ძალიან ცოტას თუ გაუჩნდება სურვილი, შენი კომენტარები წაიკითხოს. ყველაზე დიდი ტუტუცი ჯერ კიდევ ზის ავლაბრის რეზიდენციაში.
პასუხისთვის ნუ შეწუხდები. მაინც არ წავიკითხავ. საერთოდ არ არის საინტერესო, რას წერ. ეს არც ეპატაჟია, არც იუმორია და არც ორიგინალობა. ტუტუცების ტუტუცობებმა ქანცი გაგვიწყვიტა. ახლა კიდევ აქ შემოსულმა ვიკითხო "ტუტუცის" ნაწერები.
როგორც გინდოდეს ძმაო. ჩემთვის მართლა სულ ერთია. და თუ კარგს წერ, ყველა კარგ საქმეში ღმერთმა ხელი მოგიმართოს.

ავტორი: lela საიდან გვწერთ: ჭურიდან
14.10.2012 01:15
მითხარი ფულს ვინ გიხდის და გეტყვი რასა სწერ."აყვანილი მრჩეველი" ალბათ მაღალი ჰონორარიც იგულისხმება, ხოდა ცხოველიც კი არ აფურთხებს იმ ჯამში საიდანაც სჭამს, პრაგმატული , "მშვიდი და რაციონალური" ადამიანები არ ნახა პირველ ოქტომბერს არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩვილი ბავშვის უბედურებით როგორ სპეკულიანტობდნენ კიდევ რამდენიმე ხმა რომ წაერთმიათ მოწინააღმდეგისთვის, მაგარი მრჩეველია რა

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
13.10.2012 20:44
ნუ რა ვერ გაიგეთ ხალხნო ბოლო ბოლო, ეს მიტჩელი რუსეთის კაცი რომ არის, ამას ბევრი მიხვედრა უნდა? კოლუმბიის ინსტიტუტი არა ჯორჯ ბუში კიდე, ემ-გე-უ აქვს მოსკოვში 3-ებზე დამთავრებული, ლავროვის უბნელი და ძმაა

თბილისელი ძველი ბიჭია და 90იანების თბილისის აღდგენაზე ოცნებობს, ბაიანი, ქურდი ბიჭები, მოსაწევი, ზონაზე შეგზავნილი აბშიაკების ფული, ქურდებში სახელი და რამე

ვაკელი ძველი ბიჭია, ვერელებთან ქონდა ჯახი და მთაწმინდელებიც მგრად არ ევასება, დღემდე გრიზნიაში ზის მაგათთან ძმაო, არა "ბრო"

ხოდა მოვიდა ეხლა, ვალოდიასაც გაუიასნებს და აფხაზეთსაც და სამაჩაბლოსაც ნატოს პონტში გვიერთებს რა

აი მთავარი მუღამი ისა აქვს რო 90იანების ქურდული თბილისი უნდა რა, აი ის თბილისი 21 წლის პარლამენტარობის კანდიდატს რომ მწარედ ახსოვს და იქ დაბრუნებას რომ არ დაუშვებს თავისი ფეისბუქზე "დათაგული" ფრენდებითურთ

აუ ლინკოლნ და ბიძინა არ დაგვაბრუნოთ წარსულში რაააააააა

ყველაზე პოპულარული