სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 16:26

ოლიმპიადა 2012

პირველი ოლიმპიური ოქრო და ზეაღმართული ცერა თითი

ლაშა შავდათუაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
მთელი ღამის განმავლობაში სოფელ კარალეთში ლაშა შავდათუაშვილის ოლიმპიურ გამარჯვებას აღნიშნავდნენ. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა შეჯიბრის ფინალში 31 წლის უნგრელი სპორტსმენი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა. ლაშა შავდათუაშვილმა ფინალამდე ოთხივე ჩატარებული შეხვედრა იპონით მოიგო. ეს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველებისთვის პირველი ოქროს მედალია. კვირას ლაშას ორთაბრძოლების საყურებლად მის ოჯახში ნათესავები და მეგობრები შეიკრიბნენ. ერთადერთი ადამიანი, ვინც მის ჭიდაობას ვერ უყურებდა, ლაშას დედაა, თეა შავდათუაშვილი. ის დილიდან ლოცულობდა და შვილის წარმატების იმედი ჰქონდა.

ლაშამ ჭიდაობაში ვარჯიში 11 წლის ასაკიდან გორის ძიუდოს სკოლაში ოლიმპიურ პრიზიორ გია თენაძესთან დაიწყო. შრომისმოყვარე ახალგაზრდამ წარმატებას ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებში მიაღწია და მალე საქართველოს ძირითად ნაკრებში მოხვდა. ოლიმპიურ თამაშებზე კი უკვე ოპტიმალურ ფორმაში იყო.  

Loading
12:00:00 / -:--:--

ლაშას მამა, გენადი შავდათუაშვილი, ყველაზე მეტად განიცდიდა შვილის წარმატებას - მას სჯეროდა, რომ ლაშა ფინალსაც უპრობლემოდ მოიგებდა. შვილმა კი მამას პირობა შეუსრულა და გამარჯვების შემდეგ ცერა თითი ზემოთ ასწია. სწორედ ეს იყო წინასწარ დადებული პირობა.  

მთელი ღამის განმავლობაში გორსა და კარალეთში, ლაშას ახლობლების გარდა, მის წარმატებას ჭიდაობის გულშემატკივრები აღნიშნავდნენ. განსაკუთრებული ზეიმი კი ლაშას სახლთან იყო, სადაც  მთელმა სოფელმა მოიყარა თავი.

ძიუ–დოს სპეციალისტები ამბობენ, რომ 20 წლის სპორტსმენისთვის ეს დიდი წარმატებაა და, ლაშას შრომისმოყვარეობიდან გამომდინარე, მას კიდევ არაერთხელ შეუძლია ქართველი გულშემატკივრების გახარება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: LT საიდან გვწერთ: LT@one.lt
31.07.2012 20:31
Greatings from Lithuania :)

ავტორი: გოგა
30.07.2012 21:09
ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს. კიდევ მრავალი ოქრო მოგვეპოვებინოს.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
30.07.2012 20:30
ძალიან გამეხარდა ჩვენი სპორტსმენის გამარჯვება, ძალიან. ყოჩაღ ლაშა, მაგარი ბიჭი ხარ! მართალია, ეს დიდი შრომის და დისციპლინის, პასუხისმგებლობის, და ქვეყნის სიყვარულის შედეგია, რაც სამწუხაროდ ყველას არ ახასიათებს.
კიდევ ბევრ, ბევრ წარმატებებს ვუსურვებ ლაშა შავდათუაშვილს.

ყველაზე პოპულარული