Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთხელ ევროპასა და „ბრექსიტზე“


1835 წლის ზაფხულში ფერენც ლისტი და ჟორჟ სანდი მეგობრებთან ერთად ჟენევის ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდნენ. სასტუმროს რეგისტრაციის ჟურნალში მათ მიერ დატოვებული ჩანაწერი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, რა კარგ გუნებაზე იყვნენ უნგრელი კომპოზიტორი და ფრანგი მწერალი: პასპორტის გამცემი ორგანოს გრაფაში ჟორჟ სანდმა ჩაწერა: „საზოგადოებრივი აზრი“, ხოლო დანიშნულების შემდგომ ადგილად „ცა“ დაასახელა. გრაფაში „დაბადების ადგილი“ უნგრელმა კომპოზიტორმა „პარნასი“ ჩაწერა, ხოლო ჟორჟ სანდმა − „ევროპა“.

180 წლის წინ თვით ყველაზე დიდი ევროპელებისთვისაც კი (როგორებიც ლისტი და სანდი იყვნენ), „ევროპა“ ლამის ისევე სიურრეალისტურად ჟღერდა, როგორც ბერძნული მითოლოგიის პარნასის მთა.

უნგრელი კომპოზიტორისა და ფრანგი მწერლის ჟენევაში მოგზაურობიდან გასული 110 წლისა და ორი მსოფლიო ომის ჭრილობების შედეგად ჟორჟ სანდის სიურრეალისტური ევროპა თანდათანობით გახდა რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანის რეალური სამშობლო.

„ბრექსიტით“ ბრიტანელები წერტილს უსვამენ ისტორიის ერთ დიდ თავს (და არა წიგნს), რომელსაც 1945 წლიდან მოყოლებული წერდნენ ევროპის დამფუძნებელი მამები.

მფრინავების ენით რომ ვთქვათ „ბრექსიტის“ შედეგად ევროლაინერი „ტურბულენტური ნაკადის დინებაში“ მოხვდა.

ევროპის ერთ-ერთი არქიტექტორი რობერტ შუმანი ხშირად ამბობდა, რომ ევროპა მხოლოდ კრიზისის შედეგად ახერხებს წინსვლას. იმედია, ის ამ ტურბულენტური ფაზიდანაც გაძლიერებული გამოვა...

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG