ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2014 თბილისის დრო 20:00

ეკონომიკა / საქართველო

შრომის კოდექსის მოსალოდნელი მეტამორფოზა

შრომის კოდექსის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია. 29 თებერვალი 2012წ.
შრომის კოდექსის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია. 29 თებერვალი 2012წ.

მულტიმედია

აუდიო
ორიოდე დღის წინ ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობამ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას სოციალური დიალოგისა და შრომის სტანდარტების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე ხელისუფლებისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ შრომის კანონმდებლობის შეცვლისა და სოციალური დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე. რას უწუნებენ მოქმედ შრომის კოდექსს და რა ცვლილება შეიძლება განიცადოს შრომის კანონმდებლობამ?

1 ოქტომბრის არჩევნების, ანუ ხელისუფლების შეცვლის, შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა საპროტესტო აქციებისა და გაფიცვების რაოდენობა. ამასთან, შრომის პირობებითა და ანაზღაურებით უკმაყოფილო ადამიანთა გამოსვლებმა ლამის მთელი საქართველო მოიცვა.
გაფიცულთა შორის არიან რკინიგზელები, მაღაროელები, მეტალურგები, ფოთის პორტისა და სხვა საწარმოების თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში განიცდიდნენ დისკრიმინაციას:
2005 წელს საქართველო მიუერთდა ევროპის სოციალურ ქარტიას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ წინა ხელისუფლებამ მიიღო დრაკონული კანონი, რომლის გადაკეთებასა და შესწორებას ახლა ვაპირებთ ...

„დღეს რაც ხდება, დავუშვათ, ფოთის პორტში, რომელმაც 9 დღიანი გაფიცვით საქართველოს ეკონომიკას უმძიმესი დარტყმა მიაყენა და მეზობელი სახელმწიფოებიც კი შეაშფოთა, სწორედ უუფლებობიდან იღებს სათავეს. სწორედ ამ დასარქველებული უუფლებობის შემდეგ, როცა პოლიციისა და ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაშანტაჟებულმა დასაქმებულებმა თავისუფლება იგრძნეს, ამოხეთქა პროტესტმა. და ეს გამოსვლები ხდება იქ, სადაც ყველაზე მეტად ებრძოდნენ და დევნიდნენ პროფკავშირებს“. 

მართალია, ამგვარი ურთიერთობის პარალელურად, პროფკავშირები, დამსაქმებელთა ასოციაცია და მთავრობა  გაერთიანებული იყვნენ სოციალურ პარტნიორთა კომისიაში, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნით შეიქმნა და რომლის მიზანი შრომის კანონმდებლობისა და შრომითი ურთიერთობების დახვეწა იყო, მაგრამ, როგორც პროფკავშირების წარმომადგენლები ამტკიცებენ, კომისია, ხელისუფლების პოზიციის გამო, მხოლოდ ფორმალურად არსებობდა, რამაც, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის კახა საკანდელიძის თქმით, სავალალო შედეგი გამოიღო:

„აღმოჩნდა ისე, რომ სამინისტროს, რომლის დასახელებაა „შრმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“, მხოლოდ სათაურში დარჩა „შრომა“. მართალია, 2005 წელს საქართველო მიუერთდა ევროპის სოციალურ ქარტიას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ წინა ხელისუფლებამ მიიღო დრაკონული კანონი, რომლის გადაკეთებასა და შესწორებას ახლა ვაპირებთ. ვცდილობთ ჩვენი შრომის კანონმდებლობა მოვიყვანოთ შესაბამისობაში არსებულ საერთაშორისო  ნორმებთან“.

თბილისის ერთ-ერთი ბაზრობის მუშათბილისის ერთ-ერთი ბაზრობის მუშა
x
თბილისის ერთ-ერთი ბაზრობის მუშა
თბილისის ერთ-ერთი ბაზრობის მუშა
კახა საკანდელიძის თქმით, პირველ რიგში საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოსაყვანია შრომის კოდექსი, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის  ია თიკანაძის თქმით, შრომითი ურთიერთობის ყველა მონაწილეს აზარალებს:

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მეწარმე მიიღებს შედეგს, როცა მისი დასაქმებულები იმყოფებიან მუდმივ შიშში დაკარგონ სამუშაო. არ მგონია, რომ ასეთი ადამიანი იყოს მოტივირებული. არ მგონია, რომ დასაქმებული შეძლებს სათანადოდ დახარჯოს სახსრები ამ ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რადგანაც მათთან გაფორმებული აქვთ მოკლევადიანი კონტრაქტები“.

თუმცა მოქმედი ხელისუფლება შრომის კოდექსის მხოლოდ კრიტიკით არ შემოიფარგლება. პარლამენტი უკვე განიხილავს ცვლილებათა პროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება დასაქმებულთა სამსახურიდან დათხოვნა გაფრთხილებისა და დასაბუთების გარეშე. იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ახალი ხელისუფლება შრომითი კანონმდებლობის საფუძვლიან შეცვლას აპირებს:
თუ კვალიფიკაციასა და შრომის დისციპლინას არ ავამაღლებთ, ჩვენთან ინვესტორები არ წამოვლენ, ხოლო თუ მათ კიდევ იმით შევაშინებთ, რომ არ ექნებათ უფლება დაითხოვონ არაკვალიფიციური და უდისციპლინო შრომის ძალა ...

„ჩვენს შრომის კოდექსს სჭირს ის, რომ ის არის შრომის კოდექსი იმის თაობაზე, რომ საქართველოში არ არსებობს შრომის კანონმდებლობა, რადგანაც არ არის დარეგულირებული არც ერთი ის ურთიერთობა, რომელიც ნორმალურ, თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოში  უნდა იყოს დარეგულირებული. ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად შეუსაბამო ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებთან“.

ამგვარ კრიტიკას არ იზიარებენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა შორიისაა ვახტანგ ლეჟავა, მოქმედი შრომის კოდექსის ერთ-ერთი ავტორი.

„ჩვენი შრომის კოდექსი არის შესაბამისობაში ყველა საერთაშორისო ნორმასთან, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუძემდებლურ პრინციპებთან“. -  ეს განმარტება ვახტანგ ლეჟავამ რამდენიმე თვის წინ, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რანგში გააკეთა. მის ამ მოსაზრებას სრულად იზიარებს ეკონომისტი გია ჯანდიერი, რომლის თქმითაც, საქართველოს პრობლემა მშრომელთა დაბალი კვალიფიკაცია და დისციპლინაა და არა შრომის კოდექსი.

„თუ კვალიფიკაციასა და შრომის დისციპლინას არ ავამაღლებთ, ჩვენთან ინვესტორები არ წამოვლენ, ხოლო თუ მათ კიდევ იმით შევაშინებთ, რომ არ ექნებათ უფლება დაითხოვონ არაკვალიფიციური და უდისციპლინო შრომის ძალა, მაშინ, უფრო მაღალი ალბათობით, არჩევენ სხვაგან წასვლასა და ისეთი ადგილების მოძებნას, სადაც მსგავსი პრობლემები არ ექნებათ. თუ ჩვენ დავემუქრებით, რომ მეტი შეზღუდვები ექნებათ დამსაქმებლებს, მაშინ ისინი, უბრალოდ, წავლენ. ამაში რაიმე ტრაგიკული და კატასტროფული კი არ იქნება, არამედ ის ადამიანები, რომლებსაც ვითომდა გული შესტკივათ დასაქმებულებზე, უბრალოდ, უმუშევრად დატოვებენ მათ“, უთხრა გია ჯანდიერმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა, პასუხად, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ამბობს, რომ დისკრიმინაციულმა შრომის კოდექსმა ვერც ინვესტორების მოზიდვა და, შესაბამისად, ვერც უმუშევრობის შემცირება შეძლო:

ქუთაისში პარლამენტის დამხმარე ნაგებობის მშენებლობაზე ერთი მუშა დაიღუპა. 7 ივნისი 2012 წ.ქუთაისში პარლამენტის დამხმარე ნაგებობის მშენებლობაზე ერთი მუშა დაიღუპა. 7 ივნისი 2012 წ.
x
ქუთაისში პარლამენტის დამხმარე ნაგებობის მშენებლობაზე ერთი მუშა დაიღუპა. 7 ივნისი 2012 წ.
ქუთაისში პარლამენტის დამხმარე ნაგებობის მშენებლობაზე ერთი მუშა დაიღუპა. 7 ივნისი 2012 წ.
„ტარანი ხომ არის თვლით? მოდი, დავითვალოთ! როგორი იყო უმუშვერობის მაჩვენებელი 2004 წელს და როგორი არის ახლა? „საქსტატის“ მონაცემებით, იყო 12,6%, ამჟამად კი არის 15,6%. ანუ გვაქვს უმუშევრობის მინიმუმ 3%-იანი მატება! ესე იგი, შრომის კოდექსმა ვერ მოიტანა სამუშაო ადგილები და ვერ შემოიტანა მეტი ინვესტიცია“.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2004 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 500 მილიონი დოლარი შეადგინა, 2011 წელს კი - 1 მილიარდ 100 მილიონი. შესაბამისად, რომ არა ინვესტიციების ამგვარი ზრდა, უმუშევრობის მაჩვენებელი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა,  თუმცა, როგორც ჩანს, ამგვარი სტატისტიკა ვერ შეაჩერებს შრომის კოდექსის შეცვლის დაწყებულ პროცესს, რასაც, როგორც ირკვევა, რადიკალურად არც დამსაქმებლები ეწინააღმდეგებიან. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ელგუჯა მელაძის თქმით, მთავარია ხელისუფლებამ გადაწყვეტილება როგორც პროფკავშირების, ასევე დამსაქმებლების ინტერესთა გათვალისწინებით მიიღოს.

„ორივე მხარის არგუმენტები უნდა იყოს მოსმენილი! ასევე გასაანალიზებელია მოქმედი შრომის კოდექსის როლი ინვესტიციების მოზიდვაში. რამდენი მოიზიდა და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის, ამ თვალსაზრისით. მხოლოდ ამის შემდეგ, ყველა დაინტერესებულმა მხარემ ერთად უნდა განვსაზღვროთ ის მიდგომები, რომელიც სჭირდება შრომის კოდექსის ცვლილებას“, უთხრა ელგუჯა მელაძემ რადიო თავისუფლებას.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მოქალაქე საიდან გვწერთ: თბილისი
06.12.2012 13:55
შრომის კოდექსში ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ის არ იცავს ქალების უფლებებს და ქალებს უზღუდავს მატერიალურ საშუალებას და აქედან გამომდინარე უფლებას იყვნენ დედები და მით უმეტეს ორი ან მეტი შვილის. პრაქტიკულად არ არსებობს დეკრეტული შვებულება. დამსაქმებელს კი უფლება აქვს ახალშობილი ბავშვის – დედა, რომელიც ოჯახის ერთად ერთი მარჩენალია – სამსახურიდან ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე გაუშვას! ეს დისკრიმინაცია არ არის – ეს არის ქართული კოშმარი!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
25.11.2012 09:58
ბატონი ჯანდიერის ბევრი სხვა წერილი მაქვს წაკითხული სადაც წერს: თუ დამსაქმებელს მოთხოვნები წაუყენე, როგორღა შემოვა ბაზარზე და როგორ განახორციელებს ინვესტიციებსო

მონური დამოკიდებულება ინვესტიციების სანაცვლოდ, რაღაც ამგვარი იდეოლოგიის არის მისი ექსპერტული აზროვნება

სტუდენტს რომ 150-200 ლარს უხდი, თან სამუშაო დროის გადამეტებით ამუშავებ და აშანტაჟებ- თუ არ გინდა წადი სხვა მოვაო- ეს არის შრომის კოდექსი და შრომის კანონი?

დაბალ კვალიფიკაციაზე არაფერს ვამბობ, ისედაც ვიცით საქართველოში გაუნათლებლობის დონე

მაგრამ ის ვინც მცოდნეა და პროფესიონალი, არანაკლებ წნეხშია ვიდრე არაპროფესიონალი!

ამიტომაც ქვეყნიდან გაედინება ინტელექტი, ნუ თუ დაგაბეს ბატონო და არ გაგიშვეს სხვა ქვეყანაში ეგ ცალკე თემაა, მაგრამ მცოდნე და პროფესიონალი უმეტესობა ტოვებს ქვეყანას

და ვერც ხედავს უცოდინარი ცოდნის ფასს. რა ძალაა მიაკვდე წიგნებს- შედი პარტიაში, ცემე-ტყეპე სხვების მიტინგები და მალე ბიზნესსაც წამოიწყებ და ვინ იცის, შეიძლება გულუხვი შემოწირულობების შედეგად პარლამენტშიც ამოყო თავი!!!

ასე რომ შრომის კოდექსი გადასახედია, თუმცა დამსაქმებლის და დასაქმებული, ორთავეს ინტერესების გათვალისწინებით

სხვა მასალები

აუდიო ნინო ნაკუდაშვილი: "უნდა შევაქოთ ბავშვის მონდომება და არა მისი უნარები"

დღეს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარია ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი, განათლების ექსპერტი ნინო ნაკუდაშვილი.
გაგრძელება

აუდიო ბგერა გაფანტულობის წინააღმდეგ

ასაკთან ერთად იკლებს კონცენტრაციის უნარი და ადამიანი უფრო გულმავიწყი და გაფანტული ხდება. ეს თავის ტვინის დაბერების ერთ-ერთი ნიშანია.
გაგრძელება

სატელეკომუნიკაციო ინდიკატორები უმჯობესდება

საქართველოს საერთაშორისო რეიტინგი ტელეკომუნიკაციების განვითარების კუთხით რამდენიმე პუნქტით გაუმჯობესდა - ამის შესახებ საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელმა განაცხადა.
გაგრძელება

ახალი საფიქრალი ახალგორელებისთვის - რა იქნება მომავალი წლიდან

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ახალგორის მიმართულებით გადასაადგილებელი საშვების გაცემა თითქმის დაასრულა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული