შაბათი, 28 მაისი, 2016 თბილისის დრო 06:00

რუბრიკები / რეგიონული მაცნე

ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა

ქუთაისიქუთაისი
x
ქუთაისი
ქუთაისი

მულტიმედია

აუდიო
ქუთაისის საკრებულოში ოთხი ფრაქციიდან ერთი დაიშალა. საკრებულოს სამი დეპუტატისგან  შემდგარი ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ ერთ-ერთმა წევრმა, გოგიტა გოგელაშვილმა, გასულ კვირაში დატოვა. გოგიტა გოგელაშვილი გასულ კვირაშივე,  პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან   შეხვედრის შემდეგ, მისი ქუთაისში  ვიზიტისას, საკრებულოს ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანდა. 

რადიო თავისუფლებასთან საუბარში გოგიტა   გოგელაშვილი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ და ფრაქციის დატოვებისა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლის მიზეზებზე საუბრობს და განმარტავს, რომ  დამოუკიდებელ, უპარტიო  დეპუტატად რჩება, თუმცა  პოლიტიკური საქმიანობის განსახორციელებლად  მიზანშეწონილად მიიჩნია  ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ შეერთებოდა.

ქუთაისის საკრებულოს უკვე დაშლილი ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“  ყოფილი თავმჯდომარე გოგი შავგულიძე გოგიტა გოგელაშვილის "ნაციონალურ მოძრაობაში" გადასვლას არასერიოზულ ნაბიჯს და პოლიტიკურ თამაშს უწოდებს. შავგულიძის თქმით, მისთვის გაუგებარია,  თუ როგორ უნდა გაიზიაროს გოგელაშვილმა იმ პოლიტიკური გუნდის აზრები, რომელსაც ბოლო დრომდე თავადვე აკრიტიკებდა.

გოგი შავგულიძის მსგავსად, ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია  „ქუთაისის“ ხელმძღვანელი მამუკა მღვდელაძე გოგიტა გოგელაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებასა და კრიტიკულ განცხადებებს იხსენებს. როგორც თავად მღვდელაძე განმარტავს, მის ფრაქციას  ჰქონდა მცდელობა ნეიტრალური წევრი შემოეერთებინა, თუმცა ყოფილი ქრისტიან-დემოკრატისგან კონკრეტული პასუხი არ მიუღია.  ფრაქცია „ქუთაისის“ ხელმძღვანელი  გოგელაშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანების საკუთარ ვერსიებზე საუბრობს.

როგორც მამუკა მღვდელაძე აცხადებს, თუ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, გოგელაშვილს შეუძლია სარჩელი მის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანოს. თავის მხრივ, მღვდელაძის ბრალდებას არ იზიარებს  გოგიტა გოგელაშვილი.

ამჟამად ქუთაისის საკრებულოში სამი ფრაქციაა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქუთაისი“ და „მაჟორიტარები“. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო  არჩევნების შემდეგ  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ხუთმა დეპუტატმა დატოვა, თუმცა ორი მათგანი ერთ თვეში უკანვე დაბრუნდა. 2010-2014 წლების მოწვევის საკრებულოს 25 დეპუტატიდან ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატი, ბესიკ ბრეგაძე, საკრებულომ ქალაქის მერად აირჩია.  დღემდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით საკრებულოში 16 წევრი რჩება და, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო დედაქალაქის საკრებულოში უმრავლესობას ინარჩუნებს.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ტოკეიტო საიდან გვწერთ: ვაიომინგიდან
23.01.2013 11:27
"ვაის გაეყარა -უის შეეყარა"

ავტორი: anonimi საიდან გვწერთ: moskovidan
23.01.2013 02:52
მე მგონი მალე კველა უკან დაუბრუნდება ტავის ადგილზე.

სხვა მასალები

რადიოჟურნალი - 1139-ე გამოშვება

"მეათე სტუდიაში" დღეს თბილისის წიგნის მეთვრამეტე საერთაშორისო ფესტივალზე გიამბობთ. წარმოგიდგენთ წიგნს, „დამოუკიდებლობის გაკვეთილებს", რომელშიც თავმოყრილია 1986-1991 წლებში სხვადასხვა გამოცემებსა და წყაროებში გაბნეული მნიშვნელოვანი დოკუმენტური მასალა.
გაგრძელება

აუდიო გამორჩეული სამაგისტრო პროგრამა უნივერსიტეტში

„ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება“  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედი სამაგისტრო პროგრამაა.
გაგრძელება

აუდიო სავჩენკოს საპრეზიდენტო ამბიციები და რეალობა

რუსეთის ციხიდან გათავისუფლებული უკრაინელი მფრინავი ქალი ნადია სავჩენკო აცხადებს, რომ იგი მზად არის კენჭი იყაროს ქვეყნის პრეზიდენტად.
გაგრძელება

აუდიო ობამა - ჰიროსიმაში ვრცელი სიტყვით

27 მაისს ბარაკ ობამა ჰიროსიმას ეწვია. ვრცელ და ემოციურ მიმართვაში მან პატივი მიაგო ატომური ბომბის ჩამოგდების შედეგად დაღუპულებს და ისაუბრა პასუხისმგებლობაზე.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)