Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი უარყოფს ბრალდებას საერთაშორისო ანტისადოპინგო უწყების ბრალდებას


ფოტო: Shutterstock
ფოტო: Shutterstock

კრემლი უარყოფს მსოფლიო ანტისადოპინგო უწყების ბრალდებას რუსეთში მძლეოსნების მიერ დოპინგის სისტემატურად და სახელმწიფოს ხელშეწყობით გამოყენების შესახებ. როგორც კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, მტკიცებულებების წარმოდგენამდე (...) ძნელია ამ ბრალდებების მიღება, "ისინი სრულიად უსაფუძვლოა". 10 ნოემბერს უფრო ადრე რუსეთის სპორტის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მზად არის ითანამშრომლოს მსოფლიო ანტისადოპინგო უწყებასთან და მის აკრედიტებულ ლაბორატორიასთან. სამინისტროს განცხადება გავრცელდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ანტისადოპინგო უწყებამ წარმოადგინა ანგარიში რუსეთში მრავალი წლის მანძილზე დოპინგის სისტემატურად მოხმარებაზე, ლაბორატორიაში მტკიცებულებების განადგურებაზე, კორუფციაზე და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე. რუსეთი ასევე დაადანაშაულეს დოპინგის პროგრამის სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედებაში. 335-გვერდიანი ანგარიშის თანაავტორმა დიკ პაუნდმა მძლეოსანთა ფედერაციის საერთაშორისო ასოციაციას მოუწოდა, არ დაუშვას რუსეთის მძლეოსნობის ფედერაცია ტურნირებზე, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ჩათვლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG