შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:50

რუბრიკები / ინტერაქტიული დიალოგი

კოტე ჩოკორაია: "კონსტიტუციური პროცესი არ არსებობს პოლიტიკური პროცესის გარეშე"

კოტე ჩოკორაიაკოტე ჩოკორაია
x
კოტე ჩოკორაია
კოტე ჩოკორაია
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
დღეს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია. იგი ისაუბრებს თემაზე: “მთავრობისა თუ პარლამენტის დათხოვნის საკონსტიტუციო ვადები და პროცედურები“. სტუმარს „რადიო თავისუფლების“ თბილისის სტუდიაში ია ანთაძე მასპინძლობს.

კოტე ჩოკორაია: "კონსტიტუციური პროცესი არ არსებობს პოლიტიკური პროცესის გარეშე"
Loading
12:00:00 / -:--:--


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ეკა საიდან გვწერთ: თბილისი
11.01.2013 21:03
კოტე, გული დამწყდა, როცა ცენტრიდან შენი წამოსვლის ამბავი გავიგე, მაგრამ მიხარია შენს მთავარ საქმიანობას რომ დაუბრუნდი. გისურვებ წარმატებებს.

ავტორი: თემური საიდან გვწერთ: თბილისი
07.01.2013 23:32
პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, მე რამდენადაც მახსოვს 20 ოქტომბერს მოხდა და არა 1 ოქტომბერს. მანამდე ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობდა. მოკლედ, ცესკომ როდესაც ოფიციალური მონაცემები დაამტკიცა, იქედან უნდა იქნეს ათვლა დაწყებული და არა 1 ოქტომბრიდან. ეგრე არაა?

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
07.01.2013 22:43
ია და ბატონო კოტე,

გილოცავთ შობას! გფარავდეთ უფლის მადლი!

დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის.

დაწვრილებით მინდა ამ საკითხის განხილვა და შეიძლება ცალკე გამოხმაურებაც დავწერო ბლოგზე მანამდე კი ორი კითხვა მინდა გკითხოთ - ბატონი კოტე ბრძანებს, რომ "პრეზიდენტი ვერ დაითხოვს პარლამენტს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან 6 თვის ვადაში" და შემდეგ დაამატა ეს არის - 1 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები და შესაბამისად თარიღი არის 1 აპრილი.
მაგრამ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის ვადა ნამდვილად პარლამენტის არჩევნების დღეა? ძალიან მეეჭვება, ასე იყოს, რადგან იმ დღეს მთელი რიგი დეპუტატები არ არჩეულა, საჭირო გახდა მეორე ტური, ზოგან არჩევნების შედეგები გასაჩივრდა და ბათილად იქნა ცნობილი და ა.შ. ასე რომ, თუ ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღედ უნდა იყოს ჩათვლილი არა 1 ოქტომბერი, არამედ ან პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების დღე (21 ოქტომბერი), ან ის დღე, როდესაც ოფიციალურად გამოცხადდა საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგები (20 ოქტომბერი). თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება დამთავრდება არა იმ დღეს, როცა შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება - სავარაუდოდ 2013 წ. 31 ოქტომბერს, არამედ ამ თარიღიდან მესამე კვირას, როცა ინაგურაცია უნდა შედგეს - ანუ 2013 წ.18 ოქტომბერს, მაშინ ლოგიკურად პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღეც არჩევნების დღე არ უნდა იყოს.

მეორე კითხვა, რაზეც ბატონმა ვახუშტი მენაბდემ უკვე გამცა ფეისბუქზე პასუხი და არავითარი საფუძველი არ მაქვს მის (ისევე როგორც თქვენს) კომპეტენციაში ეჭვი შევიტანო, მაგრამ მე, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, ლოგიკით ვხელმძღვანელობ და არა სააკაშვილ-დემეტრაშვილ-შარმანაშვილის მიჭრილ-მოჭრილი კონსტიტუციით. ბატონმა ვახუშტიმ გამისწორა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა პარლამენტში 147 დეპუტატია, საკონსტიტუციო უმრავლესობა მაინც 100 დეპუტატია - 150-ის 2/3 და არა რეალურად მოქმედი დეპუტატების 2/3-ო (ანუ 98). კი მაგრამ, დავუშვათ ვიღაცამ უარი თქვა დეპუტატობაზე, ხოლო ვიღაც - (ღმერთმა ყველას დიდხანს სიცოცხლე მისცეს!) - გარდაიცვალა. ანუ, წმინდა თეორიულად შეიძლება დავუშვათ, რომ პარლამენტში რაღაც მომენტში აღარც იყოს მოქმედი 100 დეპუტატი, ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობა მაინც 100-ის ტოლი დარჩება?

რა თქმა უნდა პირველ საკითხზე უფრო მაინტერესებს პასუხი. გასაგებია, რომ მეორე, რომელიც დემეტრაშვილმაც ასევე 100-ის ტოლად გამოაცხადა, ეტყობა ასეა, თუმცა რატომაა ასე - ალოგიკურია, ღმერთმანი...

ყველაზე პოპულარული