სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 22:18

საზოგადოება

კომპენსაციების გაცემა აქციების ფონზე

სტიქიის შედეგები კახეთშისტიქიის შედეგები კახეთში
x
სტიქიის შედეგები კახეთში
სტიქიის შედეგები კახეთში

მულტიმედია

აუდიო
კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილისთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყო. თანხას, ჯამში,  28 500 ოჯახი 6 კვირის განმავლობაში ეტაპობრივად მიიღებს. თელავში პირველი, ვინც დახმარება მიიღო, ნუკრი ბახუტაშვილია. ამბობს, რომ ბანკის ოპერატორს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა წარუდგინა და მას პლასტიკური ბარათი გადასცეს, რომელზეც 2980 ლარია დარიცხული.

ნუკრი ბახუტაშვილი: რაც დაგვიზიანდა, იმასთან შედარებით, ნორმალური თანხა მივიღეთ. მადლობლები ვართ.  2980 ლარი მივიღე. კომისიამ შემამოწმა. შემდეგ ჩემი პირადობით მოვედი ბანკში და პრობლემის გარეშე მივიღე კომპენსაცია. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ კომისიის გადაწყვეტილებით - ალბათ, რაც საჭირო იყო, ისე აგვინაზღაურეს ზარალი.

სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემა რამდენიმე ეტაპად მოხდება. პირველად სიებში  3000-მდე ოჯახი მოხვდა. იმისათვის, რომ დააზუსტონ, მოხვდნენ თუ არა პირველი ტრანშის სიაში, მოქალაქეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მიმართონ.  მოსახლეობას ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლია სოფლის რწმუნებულთან.  "ქართუ ბანკის" თელავის ფილიალის მმართველი იმედა ჯაში ამბობს, რომ პირველ ეტაპზე დახმარების მიმღებთა სიები  ბანკშიც გამოაკრეს.

იმედა ჯაში: კომპენსაციები გაიცემა დღეს დილიდან და ეს პროცესი ეტაპობრივად მოხდება. სიებიც გამოიკვრება ეტაპობრივად. ბანკი მზად არის მოსახლეობის დახმარებისთვის. მობილიზებულია თანამშრომელთა დიდი რაოდენობა.
თუ სხვა სოფლების მცხოვრებლებს 20 და 30 ათასებს აძლევენ, ჩვენ 500 ლარის ღირსი აღარ ვართ? ასეთი მასშტაბის სტიქიამ ჩვენს თავზე გადაიარა, რატომ არ გვაძლევს ეს მთავრობა დახმარებას, გვაინტერესებს...


კომპენსაციების გაცემის პარალელურად  თელავში საპროტესტო აქციები იმართება. სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობის ნაწილი, ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით, თელავის გამგეობის შენობაში შეიკრიბა.  ვარდისუბნელები ამბობენ, რომ წინა ხელისუფლებამ სოფელში სტიქიით დაზარალებულებს მცირე ფულადი ანაზღაურება მისცა, ახალი მთავრობა კი კომპენსაციებზე საერთოდ უარს ეუბნება. აქციის მონაწილეების თქმით, ვარდისუბნელთა დიდი ნაწილი ახალ სიებში არ არის.

აქციის მონაწილე: ივანიშვილმა რაც გვითხრა, რომ გეკუთვნითო და მაშინ  დაგცინესო, სააკაშვილმა რომ 1000 ლარები დაგირიგათო... ეხლა მე იმ 95 მილიონს გირიცხავთ, ვინც დაზარალდითო. გვეკუთვნის და უნდა მოგვცენ. 2 ტონა ყურძენს ვკრეფდი ხოლმე და ამ სეზონზე 80 კგ. მარცვალი ძლივს მოვკრიფე. ლობიო და სიმინდი კი ვერ მოვიყვანე ამ სტიქიის გამო.

აქციის მონაწილე: თუ სხვა სოფლების მცხოვრებლებს 20 და 30 ათასებს აძლევენ, ჩვენ 500 ლარის ღირსი აღარ ვართ? ასეთი მასშტაბის სტიქიამ ჩვენს თავზე გადაიარა, რატომ არ გვაძლევს ეს მთავრობა დახმარებას, გვაინტერესებს.

აქციის მონაწილეებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე შეხვდა. დავით ნაპირელის განმარტებით, ამ დრომდე სტიქიით დაზარალებული ოჯახების დამატებითი სიები მუშავდება და ყოველ მათგანს, ვისაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სეტყვამ 2012 წლის 19 ივლისს გაუნადგურა,  შესაბამისად დაეხმარებიან.

დავით ნაპირელი: სპეციალური კომისია დამატებით სიებს აკეთებს სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ზარალთან დაკავშირებით. ისინი აკვირდებიან, თუ არის რამე გამორჩენილი. ასე რომ, მათი პრეტენზიები, მე ვფიქრობ, მისაღები არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით რასაც განიხილავს კომისია, დაზარალებულები მივლენ მათთან და გაიგებენ შესაბამის პასუხს.
მეორედ დავთესეთ მარცვალი და როცა უნდა აგვეღო მოსავალი, შემოდგომის პირზე, მაშინაც დავისეტყვეთ. რა ეშველება სოფლის ხალხს, არ ვიცი...


აქცია გამართეს  თელავის რაიონის სოფელ სანიორეში მცხოვრებმა დაზარალებულებმაც.  ადგილობრივები ამბობენ, რომ 19 ივლისის სტიქიამდე - 25 მაისს - ეს სოფელი ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალდა და სწორედ ამიტომ ისინი კომპენსაციის დარიგებას და სიაში ჩასმას ითხოვენ.

აქციის მონაწილე: 2012 წლის 25 მაისს ისეთი სეტყვა მოვიდა, რომ მთლიანად გაგვანადგურა. არავინ არ აგვიყვანა აღრიცხვაზე. შემდეგ კახეთის რამდენიმე ქალაქში და სოფელში მოხდა სტიქიური უბედურება. იქ სახლებს გადახადა  სახურავი და გადაუფარეს, კომპენსაცია მისცეს და ახლა კიდევ უხდიან ფულს და ჩვენ კი ისევ არავინ გვაქცევს ყურადღებას.

აქციის მონაწილე: მეორედ დავთესეთ მარცვალი და როცა უნდა აგვეღო მოსავალი, შემოდგომის პირზე, მაშინაც დავისეტყვეთ. რა ეშველება სოფლის ხალხს,  არ ვიცი.

თელავის გამგეობაში უჭირთ საუბარი იმაზე, მიიღებს თუ არა 2012 წლის 25 მაისს სტიქიით დაზარალებული სანიორეს მოსახლეობა ფულად კომპენსაციას. გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელი ამბობს, რომ  იმ პერიოდში კომისიას ზარალი არ შეუსწავლია და დღეს რთულია დადგინდეს, რა დააზიანა სტიქიამ.  ის კი, ვინც 19 ივლისს დაზარალდა და სიაშიც მოხვდა,  დახმარებას  დღეიდან 6 კვირის ვადაში  მიიღებს.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
23.01.2013 20:35
"ტატამია, ტატამი" !

ახლა ნახეთ.... მარტო კასპის რაიონი კი არა, მთელი საქართველო იქნება ტატამი.

სხვა მასალები

აუდიო უსახლკაროები დახმარების მოლოდინში

​ქუთაისის სკვერებსა და პარკებში უსახლკარო ადამიანები ღამეს ღია ცის ქვეშ სკამძელებზე ათევენ. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივ თვითმმართველობას 900-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
გაგრძელება

აუდიო საძოვრის გარეშე დარჩენილი სოფელი

​ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლქვის მოსახლეობა საძოვარს ითხოვს. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მიწა დაახლოებით ორი წლის წინ ფარულად გაიყიდა და მას შემდეგ სოფელში მსხვილფეხა საქონლის საბალახოდ ადგილი არა აქვთ.
გაგრძელება

აუდიო ზუგდიდის მერიის ყოფილი თანამშრომელი ნარკოდანაშაულშია მხილებული

​ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპევიალისტის მოვალეობის შემსრულებელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
გაგრძელება

აუდიო კრემლი მოლდავეთს აფრთხილებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროპის კავშირი გააფრთხილა, რომ მოლდავეთში უკრაინის სცენარის გამეორებამ შეიძლება სავალალო შედეგი იქონიოს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული