სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 17:44

ბლოგები / კობა ლიკლიკაძე

რატომ უნდა გადადგეს სააკაშვილი?

x
ტექსტის ზომა - +
ბიძინა ივანიშვილმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ულტიმატუმისათვის ვერ გაიმეტა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გადადგომა მას თავდაპირველად მხოლოდ მეგობრულად ურჩია. 3 ოქტომბერს კი „რჩევა“ კერძო მოსაზრებამდე დაიყვანა და შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტთან გამართავს კონსულტაციას მომავალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების მიზნით. მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ამით საქართველოს პრეზიდენტის ნებაყოფლობითი გადადგომის საკითხი დღის წესრიგიდან არ იხსნება და შევეცდები დავასაბუთო, რატომ ვფიქრობ ასე.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ, ორკვირიანი კონსულტაციის შემდეგ, ყველა მინისტრის, მათ შორის, ე.წ. ძალოვან უწყებათა ხელმძღვანელების პორტფელებს გამარჯვებული ძალა, კოალიცია „ქართული ოცნება“, მოითხოვს. თეორიულად, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს საკონსტიტუციო უფლება და მოითხოვოს სამი მინისტრის - შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრების - პოსტების შენარჩუნება, რასაც, როგორც გამარჯვებული პოლიტიკური ძალის განცხადებებიდან ჩანს, უსათუოდ მოჰყვება მტკიცე უარი და შემდგომი სახელისუფლო კრიზისი, რის შექმნაც, თავის მხრივ, აწ უკვე ოპოზიციაში გადასული „ნაციონალური მოძრაობის“ დეკლარირებულ გეგმებში აღარ შედის. და რომ შედიოდეს კიდეც, ასეთი სიჯიუტით დამარცხებული მმართველი გუნდი კიდევ უფრო გაიუარესებს მდგომარეობას: პრეზიდენტი სააკაშვილი იძულებული გახდება, დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, სადაც ადმინისტრაციულძალაგამოცლილი „ნაციონალური მოძრაობა“, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ნაკლებ ადგილს მიიღებს და, შესაძლოა, საერთოდ გაქრეს პოლიტიკური სივრციდან.

თუმცა ვითარება უკეთესი არც მაშინ იქნება, თუ პრეზიდენტი მიიღებს გამოწვევას და პარლამენტში დასამტკიცებლად ხელს მოაწერს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებულ მინისტრთა კაბინეტის სიით შემადგენლობას.

აი, აქ კი ნებისმიერი სიურპრიზია მოსალოდნელი და არც ერთი არ ჰპირდება სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადის „უღრუბლოდ“ ამოწურვას.

არავინ იცის, რა გეგმა აქვს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: კოალიციის ლიდერმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მართლა წარადგინა გენერალი თამაზ თამაზაშვილი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, რამდენიმე დღეში დატოვებს საპატიმროს კედლებს. ცხადია, სააკაშვილი კატეგორიულ უარზეა, იმუქრება სახელისუფლო კრიზისით, მაგრამ ბოლოს იძულებული ხდება მიიღოს იმ გენერლის კანდიდატურა, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ უწოდა „კრიმინალების, ადამიანთა გამტაცებლებისა და ნარკომაფიის მფარველი“. უეჭველია, სააკაშვილის შემორჩენილ მხარდამჭერებს უკვე მხოლოდ თამაზაშვილის დანიშვნა მიაყენებდა ისეთ მორალურ დარტყმას, რომელსაც აუცილებლად მოჰყვებოდა, პრეზიდენტის სიტყვებით რომ ვთქვათ, „სრული ჩამოშლა“ უკვე გაბზარული „ნაციონალური მოძრაობისა“.

არადა, მოვლენათა არც სხვაგვარი განვითარება ამცირებს „ნაცმოძრაობის“ სრული კრახის საფრთხეს. ვინც უნდა დანიშნოს ბიძინა ივანიშვილმა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა ახალ მინისტრებს აუცილებლად მოუწევთ ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, აფრასიძეების, გლდანის ციხის სკანდალის, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ფოტორეპორტიორების თუ სხვა „რეზონანსული“ საქმეების ხელახლა გამოძიება. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებაა, მისგან ელექტორატის დიდი ნაწილი, უწინარესად, სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდა. შესაბამისად, მეტისმეტ მერყეობას ან სიტყვის გატეხვას „ქართული ოცნების“ ლიდერს არავინ აპატიებს.

იგივე შეიძლება ითქვას რვა წლის განმავლობაში უკანონოდ ჩამორთმეული კერძო საკუთრების უკან დაბრუნების პროცესზე, იმ საქმეების გაცოცხლებაზე, რომელთა განხილვაზეც სასამართლოები ახალ რეალობაში უარს ვეღარ იტყვიან. კი გააკეთა აბსტრაქტული მოწოდება ივანიშვილმა, იქნებ მეგობრულად დააბრუნოთ სხვებისთვის წართმეული ქონებაო, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი ნებაყოფლობითი „ტრანსაქცია“ დღევანდელ ვითარებაში? იმ პირობებში, როდესაც თავად ბიძინა ივანიშვილისთვის არ დაუბრუნებიათ არც საქართველოს მოქალაქეობა და არც ჩამორთმეული უძრავი ქონება თბილისში, ურეკსა და ბათუმში, ძნელი დასაჯერებელია, რომ მავანმა ყოფილმა ძალოვანმა მინისტრმა თავზე ნაცარი დაიყაროს და უკლებლივ ჩააბაროს წართმეული ქონება, ვთქვათ, დევნილ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ან ციხეში გამომწყვდეულ მერაბ რატიშვილს. არადა, სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში გამოძიების კვალი უსათუოდ მივა იმ თანამდებობის პირებამდე, რომლებსაც მთელი რვა წლის განმავლობაში ეყრდნობოდა სააკაშვილის რეჟიმი. თუ ორ პოლიტიკურ ძალასა და მათს ლიდერებს შორის რაიმე კულუარული გარიგება უკვე არ არსებობს, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს ზოგიერთი მინისტრის დაპატიმრების საკითხიც. რამდენადაც ცნობილია, მაღალი თანამდებობის პირთა სამართლებრივი ხელშეუხებლობის გარანტია კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ღიად არავისთვის მიუცია და ასეთ რამეს გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას ვერც რომელიმე დასავლელი პოლიტიკური პარტნიორი მოსთხოვს.

ჰოდა, წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: მიტკალივით გაფითრებულ და ბორკილდადებულ რომელიმე ყოფილ მინისტრს პოლიციის დეტექტივი დაკავების სანქციას უკითხავს, პრეზიდენტი სააკაშვილი კი ამ დროს ზის სამუშაო კაბინეტში და იტანჯება იმაზე ფიქრით, რა პასუხი გასცეს მის რეზიდენციასთან შეგროვილ უამრავ ჟურნალისტს; რით ანუგეშოს ის თანამებრძოლები, რომლებიც, სულ მცირე, პასიური თანამონაწილეები არიან ყველა იმ უკანონობისა, რომელთაც ახალი სახელმწიფოს მშენებლობის თანმდევ „აუცილებელ ბოროტებად“ სახავდნენ მათი იდეოლოგები.

„თავისი ტყავის გადასარჩენად სააკაშვილი ნებისმიერს გაწირავს“, - ხშირად ამბობენ საქართველოს პრეზიდენტის შეურიგებელი ოპონენტები.  კონიუნქტურული მოსაზრებებიდან გამომდინარე, პოლიტიკაში, ჟარგონს თუ ვიხმართ, ყველაფერი მოსულა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ საქართველოს მეგობარ უკრაინაში სააკაშვილის მეგობარმა და მისი შვილის ნათლიამ, ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან  გამომდინარე, ჯერ საერთოდ გზიდან ჩამოიშორა თავისი ყოფილი თანამებრძოლი, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ მეორე ლიდერი, პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო,  შემდეგ კი „პოლიტიკურად მოტივირებულ“ სასამართლოზე მის წინააღმდეგ  ჩვენებაც კი მისცა. არ მინდა დავიჯერო, რომ მიხეილ სააკაშვილი, „ვარდების რევოლუციის“ ქარიზმატული ლიდერი, ასეთ დაცემაზე ხელს მოაწერს. თუმცა მას, როგორც ზემოთ ითქვა, მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, დიდი არჩევანის შესაძლებლობა არც აქვს. და, შესაძლოა, ივანიშვილმაც, სწორედ როგორც ადამიანმა ადამიანს, ისე ურჩია სააკაშვილს, „არ გაიწვალოს თავი“ - ანუ არ მიიყვანოს საქმე იმპიჩმენტამდე - გადადგეს ნებაყოფლობით და, ამგვარად, პასუხისმგებლობა იტვირთოს თავისი გუნდის აქტიურ წევრთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის, რომელთა შელამაზება, ჩამოწერა და დავიწყება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, როგორც პოპულარობის ზენიტში მყოფი პოლიტიკოსის, ძალებსაც კი აშკარად აღემატება.

Tags: არჩევნები, ბლოგი, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, “ნაციონალური მოძრაობა”, ”ქართული ოცნება"



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: luka საიდან გვწერთ: tonetidan
14.10.2012 18:36
სააკაშვილი ფაფხურობს და კვლავ განაგძობს გაუგებარი ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას. გამგებლებს და გუბერნატორებს ბოლო ბრძანებით ხელფასები გაუზარდა. ანუ წინასწარ ახალისებს მათ, "ქართული ოცნების" გუნდისათვის ხელის შესაშლელად. ამიტომ მიშა უნდა გადადგეს.

ავტორი: juxra საიდან გვწერთ: iqidan
14.10.2012 15:31
ჰე ჰე ჰე, როგორც ადამიანმა ადამიანს: სტატიის ავტორს თოვმლის ბაუების სჯერა?

ავტორი: ნუკრი
14.10.2012 11:42
არც ისე უღრუბლო არ იქნება "ოცნების" გზა ქართული ოცნებისკენ.ხალხი დიდი ლუპით დააკვირდება ახალ ხელისუფლებას და საკმარისია მათზე გაცემული იმედები ნაწილობრივადაც არ გამართლდეს რომ იგივე ბედი ეწიოთ...უბრალოდ არარეალურია ის შეძლონ რასაც დაპირდნენ მოსახლეობას,თუ ასე არ იქნება და ვცდები მოხარული ვიქნები მაგრამ ვაი რომ ეჭვი მეპარება

ავტორი: ანონიმი
13.10.2012 15:21
მიდის კი "ქარავანი", მაგრამ სადამდე ივლის, როგორ ივლის და სად მივა მაგას ვნახავთ.

ავტორი: ninia საიდან გვწერთ: Tbilisi
13.10.2012 11:30
ნატა შენზეა ნათქვამი: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის

ავტორი: ანონიმი
13.10.2012 01:51
ბატონო კობა, ეტყობა იუშჩენკოს მაგალითი იმდენად მოგწონთ, რომ აღარც ვიცი მას უკვე მერამდენედ იმეორებთ. თუკი ინფორმირებული ხართ, რომ ექსპრეზიდენტმა ყალბი ჩვენებები მისცა, ეს სულ სხვა საქმეა. თუ არა, მაშინ იმდენი მაინც უნდა იცოდეთ, რომ სასამართლოზე გულახდილად უნდა ითქვას ის, რა და როგორ იყო, იმის მიუხედავად, როგორი დავალებულიც არ უნდა ბრძანდებოდეთ ბრალდებულის მიმართ.

ავტორი: ანონიმი
12.10.2012 13:15
და კიდევ გოგიაა!
ხალხს მართლაც მაგრად ყვარებია სააკაშვილი..
იმ საყოველთაო სატელევიზიო, დუმბაძისეულ კრულვის მიუხედავად რომ მათმა 40%-მა მაინც შემოხაზა 5-იანი..
მივესალმები მათ და ქედს ვიხრი მათ წინაშე.
ის 40 %-ია თავისუფალი და მართალი საქართველო .
ეს 54% -ი, რას ვიზამთ უნდა ვაღიაროთ, რომ ვერ აზროვნებს სწორად და არაგულწრფელია!!!!!!!!!!!!!!!!

ავტორი: NATIA
12.10.2012 13:00
გოგია, ვითომ არ იცი(:)))
რომ ბიძინამ და მისმა ხალხმა დიდი ფული ატრიალეს და ფულით მოსყიდვებით შეძლეს 54%-ის აღება .

ვითომ არ იცი !:)))

ეს ყველამ ვიცით.

ავტორი: დემოსი საიდან გვწერთ: კრატიიდან
10.10.2012 16:28
:გია ნოდია:(იხ.ტაბულა.ჯი)"როდესაც 2012 წლის 2 ოქტომბერს პრეზიდენტმა განცხადება გააკე­თა, მას დიდად მომღიმარი სახე არ ჰქონია. არც მისი მოწინააღმდე­გისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, ან მისი პარტიისთვის, მიულო­ცავს გამარჯვება. მაგრამ ის, რაც მან გააკეთა, მაინც გარღვევა იყო სა­ქართველოს ისტორიაში. არჩევნების მეორე დღეს, როგორც კი ძირი­თადი შედეგი ნათელი გახდა, მან მშვიდად და ზედმეტი პათეტიკის გარეშე აღიარა წაგება. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მან გამოხატა მზაობა, ხელი არ შეეშალა ახალი საპარლამენტო უმრავლესობისთვის მინისტრთა კაბინეტის შექმნაში, თუმცა არსებული კონსტიტუცია ამის საშუალებას აძლევდა. ამ დღეს ჩვენ ევროპული ტიპის დემოკრა­ტიული ლიდერი ვნახეთ." ესა და მსგავსი გამოთქმები მაგონებს ანეკდოტს ვ.ი.ლენინზე(რომელიც შეიქმნა როგორც "დიდ კაცთმოყვარეზე):როდესაც "დიდ ბელადთან" სტუმრად ბავშვები მივიდნენ იგი წვერს იპარსავდა და ბავშვების დანახვაზე სამართებელი ზურგს უკან დამალა... ანეგდოტის მომყოლისადმი ლოგიკურად დაისმებოდა კითხვა:სად ჩანს მისი ჰუმანიზმი? პასუხი ასეთი იყო-ხომ შეიძლება მას (ლენინს ბავშვებისათვის ყელი გამოეჭრა?" აი სად არის ლენინური ჰუმანიზმი და მიშური დემოკრატია!

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: ოცნებისტანიდან
10.10.2012 10:43
"ავტორი: NATIA
07.10.2012 16:53
მიშა, მაგარი ხარ !
დიდი მადლობა !
წინა 8 წელიწადი კიდევ დიდ ხანს ექნება სალაპარაკო თემად ქართველებს.შენ შექმენი შენი ეპოქა საქართველოს ისტორიაში. ქართველი ხალხის ნახევარი არ აღმოჩნდა ღირსი შენი თავდადებისა, მაგრამ ის მეორე მხარე ქართველებისა ყოველთვის დაგიფასებს და მადლიერი იქნება შენი და შენი მეგობრების - ძალიან ღირსეული ადამიანების.
ყველას გისურვებთ წარმატებებს"–ნამდვილად ექნებათ სალაპარაკოდ, თანაც მიშასთან ერთად ნაცმოძრაობის ყველა წევრისაც, ( მხარდამჭერების ჩათვლით) მათი დედების ყველა ბრუნვაში მოხსენიებით! ის ნახევარი (საკითხავია 40%–როდიდანაა ნახევარი)ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებით, ძალადობით გაყალბებით, მოსყიდვითა და მუქარითაა მოპოვებული...რასაც შენისთანები გერმანიიდან და ლონდონიდან ვერ შეამჩნევენ–აქ, სასწაულებრივი ენთუზიაზმით, თბილისში მომუშავე ათასობით ჩამოსული, საკუთარი ხარჯებით რაიონებში წავიდა მიშას წინააღმდეგ ხმის მისაცემად.... შენ კი მადლობას უხდი მკვლელს, მაწამებელსა და მოძალადეს– დეგენერატების სამარცხვინო "ლიდერს"...

ავტორი: dachi საიდან გვწერთ: palermo
08.10.2012 18:58
ისე სააკაშვილმა ნეტავ როგორ უნდა ჩახედოს თვლებში მომავალ შინაგან მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პატიმრობაში მყოფი "საშიში გენერლის" თამაზ თამაზაშვილის სიძეა?

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
08.10.2012 14:01
ასტონ მარტინის მოყვარულო აზრზე არ ვარ რაზე საუბრობ

იქნებ სხვებმა იციან რა საზღვრებზე საუბრობს ეს ადამიანი

ავტორი: ანონიმი
08.10.2012 01:43
გინდა გადადგეს სააკაშვილი გინდა არა კულტურის მხედრიონელი მინისტრი რურუა კულტურის მხედრიონელმა მინისტრმა სანობელიანტოდ გამზადებულმა მაღრაძემ შეცვალა და ეს ძალიან კარგია. საბჭოთა კრიმინალების პროფესორ ჯაბას ძაან უხარია და ესაა მთავარი და გადამწყვეტი. ჰიტლერის,სტალინის და არაფატის ნობელის პრემიაზე წარდგენის შემდეგ ნეოდემოკრატიულ საქართველოსაც ხო უნდა ჰყავდეს ერთი ასეთი მინისტრი. საწყენია რო არაპროვინციელი ფაშისტებისგან იტალიის განმანთავისუფლებელი ლაკი ლუჩანო არ წარუდგენიათ მაგ ჯინჯილაზე.

ავტორი: გაბიძინისტებული
08.10.2012 01:11
ავტორი: mamuka საიდან გვწერთ: tbilisi
07.10.2012 23:30 "კი არ უნდა გადადგეს,არამედ უნდა ჩაჯდეს თანაც საგიჟეთში!!!"
--------------------------

დააცადეთ ამ ადამიანს, ეხლა მოვიდა ხელისუფლებაში. ბოლო-ბოლო ხმების 54% მიიღო. იქნებ არ არის გიჟი. შევხედოთ დავაკვირდეთ !

გაბიძინისტებული

ავტორი: mamuka საიდან გვწერთ: tbilisi
07.10.2012 23:30
კი არ უნდა გადადგეს,არამედ უნდა ჩაჯდეს თანაც საგიჟეთში!!!მის მომხრეებს კი იქვე შორიახლოს უმკურნალო!!!მაგის ყველა მომხრეს რაღაც ფსიქიკური გადახრები აღენიშნებათ,პათოლოგია ეს ადამიანი და მეტი არაფერი,რათ უნდა ამას ამდენი განხილვები და სტატიების წერა,ამათ სპეციალისტი სჭირდება,თანაც მსოფლიო დონის, ისეთი როგორიცაა მაგალითად ჰაიდი ტალიავინი!!!

ავტორი: თეა გოგოტიშვილი საიდან გვწერთ: თბილისიდან
07.10.2012 22:49
სერიოზული არგუმენტებია კობა! მიაწვდინე მიშას მადლია, იქნებ შენი სტატიის წაკითხვის შემდეგ მაინც მიხვდეს, რომ სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს! :)
გმადლობ :)

ავტორი: aston საიდან გვწერთ: martini
07.10.2012 20:40
კაცო ერთი ეს გამაგებიეთ ინფო09 რომაა, იმან რა გამოაქვეყნა ცოტა ხნის წინ, რუსეთთან ხელშეკრულებაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზეო საქართველოს საზღვარიო წერტილებად ზუგდიდზე და გორზე წერიაო და არა ფსოუ და როკიო

თან კოდირებულად წერიაო აჩვენებენ გზების ნომრები უწერიათ და არა ქალაქებისო შესანიღბადო

ეს რა ამბავია ხალხნო ამაზე იცით ვინმემ რამე

აგე ტუტუცას ეცოდინება ბევრს იწერება ხოლმე, რამე დაწერეთ ამ ამბავზე გთხოვთ

ავტორი: NATIA
07.10.2012 16:53
მიშა, მაგარი ხარ !
დიდი მადლობა !

წინა 8 წელიწადი კიდევ დიდ ხანს ექნება სალაპარაკო თემად ქართველებს.
შენ შექმენი შენი ეპოქა საქართველოს ისტორიაში. ქართველი ხალხის ნახევარი არ აღმოჩნდა ღირსი შენი თავდადებისა, მაგრამ ის მეორე მხარე ქართველებისა ყოველთვის დაგიფასებს და მადლიერი იქნება შენი და შენი მეგობრების - ძალიან ღირსეული ადამიანების.

ყველას გისურვებთ წარმატებებს

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
07.10.2012 14:53
ვარაზის და ასტონ მარტინის საყურადოთ ვიტყვი: მარტო ვიზიტები მიმართულებას ნაკლებად გამოაჩენს, შეიძლება სააკაშვილივით ბევრი იფრინო დასავლეთის ქვეყნებში მაგრამ შინ ძალისმიერი მმართველობა გქონდეს

ასე რომ ბორის ივანიშვილის პირველი ვიზიტი ბევრს არაფერს ცვლის. საგულისხმოა ისიც რომ რუსული მხარე თითქმის არ ეხმიანება მის გამარჯვებას, ანდა თუ ხმა ამოიღეს მომენტალურად ცილი დასწამეს სომეხთა მიმართ "ნაციონალურ" დამოკიდებულებაში, რაზეც მან განმარტებითი კომენტარიც კი გააკეთა (რაც იშვიათი იყო აქამომდელი ქართული ხელისუფლებებისათვის)

ასე რომ ჩემი ღრმა რწმენით ის კარგად ხვდება რომ საქართველოს დასავლეთის გარდა გზა არ აქვს და უხეშად რომ ვთქვათ "თავს არ გაიფუჭებს", ეგ თქვენ კირკიტაძის ინტელექტის კაცი არ გეგონოთ

ავტორი: Danieli
07.10.2012 14:06
სააკაშვილი უნდა გადადგეს და დაჯდეს საბრალდებო სკამზე. იგი ახლაც აგრძელებს უკანონო გადაწყვეტწილწებების მიღებას. ამის მაგალითია სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მისი დაცვის დაქვემბარებაში გადაყვანა 5ოქტომბერს, რათა მოახერხოს და წაშალოს მის მიერ სახელმწიფო სახსრების განიავების ფაქტები.

ავტორი: ანონიმი
07.10.2012 13:28
მეგობრებო...
თუ აკვირდებით, ტელე- რადიო ჟურნალისტები ისევ ინერციით მოძრაობენ. ავიწყდებათ რომ ახალი მთავრობა გვყავს.
მაესტროს, მე 9არხის, კავკასიის და უმრავლესი ჟურნალების მუშაობის შედაგი მოვიდა:
ოცნებამ გაიმარჯვა........
გუშინ აქუბარდია ამბობს: თურმე თავდაცვის სამინისტრიში აუზები ქონიათ და ახალაიები ბანაობდნენ....
ვიციიიიიიიიით..........ამას ვისმენთ 9 წელიააააააა...
შევცვალეთ ეს მთავრობაააააა....
ეხლა იმაზე ილაპარაკეთ რომ მეოცნებებმა ორსართულიანი აუზები არ დადგაააანნნნ....
ეხლა დააკვირდით ახალი მთავრობის ფორმირებას, ეხლა გადაიღეთ ფილმები და აკეტეთ "ანატომიები" ახალი მთავრობის წევრებზე, არ გაინტერესებთ გუბაზი სად მოჯდება???!!!!
ნუ გვაღიზიანებთ .....დაამთავრეთ ერთი და იგივეს ლაპარაკი, ახალი რეალობა აღწერეთ.

ავტორი: vazari
07.10.2012 12:23
ბორის ივანოვიჩს დასავლური კურსი აქვსო?! თვითონაც თქვა ვაშინგტონმა– დამპატიჟა და პირველ ვიზიტს იქ ვაკეთებო, მაგრამ გამოირკვა,მსგავსი არაფერი ვაშინგტონს არ გაუგია და სად იქნება პირველი ვიზიტი, რომ გავიგებთ, მერე გაირკვევა საითკენ იყურება ოლიგარქი.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
07.10.2012 12:13
ასტონ მარტინის დაწერა უნდოდა ჩემს მოწინავე კომენტარის ავტორს ;)

იმას არ აქვს მნიშვნელობა ჩემო ატონ-მარტინის მოყვარულო, თუ რა გააკეთა ერთ კვირაში ივანიშვილმა, ანდა რას გააკეთებს, აქ მთავარია ის რომ ნაციონალური მოძრაობის მომხრეებმა უნდა ლანძღონ ყველა და ყველაფერი ვინც მათ მხარს არ უჭერს

არ ვიცი ესენი რისი გამკეთებლები გამოდგებიან ამას დრო გვანახებს, მაგრამ ქართველმა თუ მეორე ქართველზე ბოღმა არ ანთხია ისე რა გამოვა?

ვის სჭირდება იმის თქმა მოდი საქმე ვაკეთოთ ერთადო? არა, ის უნდა გაყვედრონ ცოცხების ნაცვლად რუსეთი რად აირჩიეო. მერედა სად არის რუსეთი ანდა შენი თქმის არ იყოს რომელი ქურდი ნახეთ საქართველოში შემოსული?

საქმის კეთება და შრომა ქართველს ჯამის დღესავით აშინებს, აი სხვაზე ჭორავი და ლანძღვა უფრო ადვილია და დიდად ხელეწიფება ჩვენ ერს

დიდხანს მოგვიწევს კიდევ საქმიანი, განათლებაზე და წინსვლაზე ორიენტირებული ქართველების ძებნა, ის ვინც ამ სიკეთეს ფლობს სამწუხაროდ ქვეყნიდან გასულია (უმეტესობა და არა ყველა ცხადია) რადგან ამ ქვეყანაში მათთვის ადგილი არ მოინახება, აქ თუ პოლიტიკაში არ ჩაერეოდი მომავალი არ გქონდა

ვნახოთ აწი რა იქნება

ავტორი: ვარდენი
07.10.2012 11:56
ავტორი: Joni საიდან გვწერთ: saqartvelo
07.10.2012 02:35
ანტიდასავლური კურსი და რეჟიმი დასრულდა საქართველოში. ნუღარ გეშინიათ "Germane"- ებო. თუ მაინცადამაინც გელუკაშენკოებათ , რას იზამთ, არ გქონიათ ბედი... დრო მქონდა თორემ ამდენ პატივს არაფერით დაგდებდი... ეს ისე...

ქართული ექსპერიმენტი დასრულდა. არ აქვს არსებითი მნიშვნლობა იმას, ვინ გაიმარჯვებს შემდეგ – საპრეზიდენტო – არჩევნებზე. თუ გაიმარჯვებს მმართველი გუნდი, ხელისუფლების შესანარჩუნებლად მწირ ქართულ ბიუჯეტს არა გამჭვირვალე სახელმწიფო ინფრასტრუქტურის შექმნას დაახარჯებს, არამედ სახელმწიფოზე დამოკიდებულ მუქთახორებს; თუ ივანიშვილი – იგივე იქნება, ოღონდ კუბში აყვანილი.
რაც მეტი დაიხარჯება მუქთახორების შესანახად – ნაკლები იქნება ამომრჩევლის მუშაობს სურვილი. რაც მეტს იფიქრებს ამომრჩეველი, რომ სახელმიფო მის წინაშე ვალდებულია, მით უფრო მეტი ჩინოვნიკი გაანაწილებს სახელმწიფო ვალდებულებებს. რაც მეტი იქნება გამნაწილებელი ჩინოვნიკი – მეტი იქნება კორუფცია. რაც მეტი იქნება კორუფცია – უფრო სქელი იქნება იმ ხალხის ფენა, რომელიც ჩინოვნიკებზეა დამოკიდებული. აი ასეთი ფენის არსებობამ დაღუპა რეფორმები ელცინის რუსეთში და დაღუპავს თავისუფალ საქართველოში.

ავტორი: GERMANE
07.10.2012 11:15
ჯონი,
რაღაც ვერ ჩანხარ მთლად ლოგიკური ან "გაგების" პრობლემა გაქვს. ვერ გავიგე რა გინდა. მაინცდამაინც გინდა რომ ეს ჭრელი ქვეყანა შავ-თეთრში დახატო?
გრაფიკა კარგია, კანდიდსკისაც გავუგებდი, მაგრამ მე მაინც მონა ლიზა მომწონს - ცხოვრებასთან ახლოა.

ერთი რისი კითხვა მინდოდა - აი ამ "ფერების გარჩევის" დაკარგვის საწინააღმდეგოდ რაიმე ვაქცინას აკეთებენ პარტიაში გაწევრიანებისას?

ავტორი: astor საიდან გვწერთ: martini
07.10.2012 11:05
ასე რამ გაგამწარათ ხალხნო, რას ლანძღავთ ასე ერთმანეთს, ის ვინც მოვიდა ხელისუფლებაში ქართველი არაა? იმას არ უყვარს ქვეყანა? მარტო კილერას და მასტერას და ახალაიას უყვარს გგონიათ საქართველო? რა უპირფერობაა ეს რა არის, ვინ მოგცათ ასეთი ლაპარაკის უფლება

ჯერ არ შესულან პარლამენტის შენობაში და უკვე ლანძღვით სლოკინში ახრჩობთ

შსს მინისტრად ახალაია გყავდათ და ციხეებში ხალხს სულში აფურთხებდნენ- კაი! არავიზე ნაკლებია ეგ ბედუკაძე მაგრამ ამის იქით სხვა აღარაფერია?

რის ქურდები, რა ქურდები, რის თანასწორი მეგობრობა. ვის ჩამოყავს ქურდები სად ნახეთ რაებს წერთ ხალხნო რაღაც აზრი ჩადეთ ნაწერში. ცოტა სანდო და რამეზე დაფუძნებული ხო უნდა იყოს თქვენი ნალაპარაკევი, ვინ ქურდი და რა ყაჩაღი... რომელი ქურდი ნახეთ ერთი ჩამოსული

თანასწორია შენი და ამერიკის, ან შენი და ვინმეს მეგობრობა ამ ქვეყანაზე? დიახაც უმცროსი მეგობარი ხარ და ეს უმცროსობა ყვეეეელაფერში ჩანს და არ უნდა ამს კუდის მობმა და კლიაოზნიკობა

კაცი ნატოს გენერალიტეტიდან დაწყებული ამერიკელი სერჟანტებით დამთავრებული ყველას ხვდება, იძახის ნატო-ევროპაო, რა ქურდებს და ლუკაშენკოებს აბრალებთ, ეს იმის მერე რაც წინა მთავრობამ ენერგეტიკული ობიექტების 90% რუსებზე გაყიდა, ჩვენც ვიცით რა ხდება ქვეყანაზე, ჩვენც გვაქვს თვალები და ყურები

მერედა რა საზღვრები ჩადო სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მერე ეგ იცით? გორზე და ზუგდიდზე რომ აქვს მითითებული ქართული საზღვრის წერტილები ამაზე ვინმემ დასვა შეკითხვა?

და ბოლო ბოლო, მთელი მსოფლიო გაკვირვებულია იმით რომ ზარბაზნებით არ დავრბივართ რუსთაველზე და იცით რატო? იმიტომ რომ "დემოკრატიის" შუქურას სინათლე მოაკლდა ბოლო, უმრავლა დუბინკებს და ცრემლსადენ გაზს და ყველას ეგონა რომ ხალხს დაერეოდნენ და ეს არ არის მარტო ქართველების ვარაუდი

სანამ ვინმესკენ როგორც მოღალატისკენ გაიშვერთ თითს და დაუწყებთ დაბრალებებს კარგად დაფიქრდით რა გაძლევთ ამის უფლებას, "წარსულში" არ დაგვაბრუნებენ ნუ გეშინიათ

ნურც 21 წლის "პარლამენტარს" ეშინია იმ წარსულში დაბრუნება რომელიც არ უნახავს- ვაი სირცხვილო 21 წლის ბავშვი ჩემი ქვეყნის პარლამენტარი

ავტორი: Joni საიდან გვწერთ: saqartvelo
07.10.2012 02:35
ეხ, Germane,Germane...
აი, იმან... სტალინმა არ იცოდა...თორემ რეპრესიებს როგორ დაუშვებდა... ამ აზრს კულტივირებ ყველგან. გაიგე ადამიანო, რომ არ იყიდება შენი სიმთვრალე. არ იყიდება ავტოკრატია. მინდა ძალიან დაგვიანებით მაგრამ მაინც გამცნო :სტალინი, არც ლენინი ცოცხალი აღარაა და მიშას რეინკარნაციაც ასევე შეუძლებელია. მაინც რა დალიეთ ან მოწიეთ ასეთი სააკაშვილის "კულტი"-სტებმა? ანტიდასავლური კურსი და რეჟიმი დასრულდა საქართველოში. ნუღარ გეშინიათ "Germane"- ებო. თუ მაინცადამაინც გელუკაშენკოებათ , რას იზამთ, არ გქონიათ ბედი... დრო მქონდა თორემ ამდენ პატივს არაფერით დაგდებდი... ეს ისე...

ავტორი: კადაფი საიდან გვწერთ: ლიბიიდან
06.10.2012 23:14
პრეზიდენტის იმპიჩმენტი რომ ამოგიჩემებიათ და ლაპარაკობთ გაუთავებლად ამ თემაზე, ჯერ მაგდენ ხალხს ვერ მოიკრებს ბიზვინა პარლამენტში და მერეც, ეგ მინიმუმ ერთწლიანი პროცედურაა და წავა მანამდე თავისით ის ქარიფანტია... ნუ შეჭამეთ ხალხი და ნუ დაზაფრეთ საკუთარი ფობიებით... აცადეთ მოვლენებს განვითარება, 8 ოქტომბერს რომ გამოაქვეყნებს მინისტრის კანდიდატურას, მერე ეგებ და სასაცილო გახდეს ეგ სტატია საერთოდ.. ახლაც კი არის რაღა დაგიმალოთ და...

ავტორი: ანონიმი
06.10.2012 21:21
ზაზა ბურჭულაძეს უკვე დაუნგრიეს თავ-ყბა და საავადმყოფოში წევს,,,ვინ იქნება შემდეგი???

ავტორი: qartveli საიდან გვწერთ: tavisuplebidan
06.10.2012 17:55
ბატონო კობა, ნამეტანი უსუსურია ეს ბლოგი... მთავარი უბედურება კი არა თქვენი არაპროფესიონალიზმია არამედ ის რომ თამაზაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად მომთმენი ხართ! არ მინდა ყველას მისამართით ვილაპარაკო, მაგრამ ის ხალხი ვინც ასეთ ადამიანს მოითმენს მთავარ პოლიციელად მართლა ფურთხის ღირსია... ქართველი ჟურნალისტებისგან მაღალ პროპესიონალიზმს, მიუკერძოებლობას და ფროფესიონალური ღირსებისადმი ერთგულებას უკვე დაბადებული ვერც ერთი თობა როგორც ჩანს ვერ მოვესწრებით.

ავტორი: მე საიდან გვწერთ: აქედან
06.10.2012 15:41
ოცნება ბჭობდა პუტინი იცინოდაო არ გაგიგიათ?!

ავტორი: Ketie G საიდან გვწერთ: თბილისი
06.10.2012 15:22
ჩემი აზრით ნორმალური კონსტიტუცია გვქონია. არჩევნებში მოგებით ერთ დღეში ხელისუფლების ძირვესვიანი გამოცვლა პარლამენტიან, მინისტრთა კაბინეტიან პრეზიდენტიანად შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მაშინ არჩევნები კონცეპტუალურად და კონსტიტუციურად გადამტრიალებელი იქნებოდა. ამ კონსტიტუციით კი სუსტი პრეზიდენტი არის გარანტი იმისა რომ ქვეყანა ნელა გადავიდეს ახალ მდგომარეობაში ზედმეტი რყევების გარეშე. ამასთან ეს არის თავდაცვის ერთგვარი მექანიზმი იმ შემთხვევისაგან თუ ახალი უმრავლესობა სუსტი და უეფექტო აღმოჩნედებოდა, რაც ჩვენი ოპტიმისტური ხასიათიდან გამომდინარე ვერ წარმოგვიდგენია. მაგრამ ეს საფრთხე ხომ შეიძლება დამდგარიყო, თეორიულად მაინც? ასე რომ ყველაფერს დრო ჭირდება, მთავრობის დაკომპლექტებასაც, პარლამენტის დალაგებასაც, გარკვეული გადაუდებელი საკითხების გამოსწორებასაც და ამასობაში, პრეზიდენტსაც ამოეწურება ვადა. ახალი უმრავლესობამ კი უნდა იპოვოს საკუთარი ძალების რწმენა, რომ საქმეს გააკეთებენ, ბოლოსდაბოლოს უმრავლესობაა... უკვე დროა დაძლიონ ნაციონალების შიში

ავტორი: ანონიმი
06.10.2012 13:05
კობა, რამზეს, გიგა,
გეყოთ რა ეს მკითხაობები, ხომ ხედავთ, რომ რაც გეგონათ ისე არ მოხდა.
იაგო კაჭკაჭიშვილმა თქვა: შოკი მივიღე სააკაშვილის გამოსვლით, დამარცხება რომ აღიარა და ოპოზიციაში გადავიდაო.
სისხლს დაღვრის ეს ხელისუფლებაო,ასეო ისეო, ია ანთიძეს წინასწარმეტყველებები ხომ საერთოდ....
იმის მაგივრად რომ დაკვირდეთ ახალი ხელისუფლების ნაბიჯებს და მოიმართოდ მისკენ, ისევ სააკაშვილის მომავალი ნაბიჯები გელანდებთ თუ გენატრებათ, არადა ეს კაცი სრულად ადექვატურია, და მიემართება კონსტიტუციის სრული დაცვით.
რამზეს , რაც შეეხება დაჭერებს:
ეგრე ადვილი არ არის ჩემო კარგო, აქამდე რაც გესმოდა ნაცებზე, იმას ოპოზიცია ყვიროდა ზეპირად, რომ აი ეს შედეგი მიეღო და ხალხის განწყობაზე ეთამაშა, თუ ეს ყველაფერი არ დაუმტკიცეს, თუ არ დაიდება ფაქტები კონკრეტული, თუ ციხის უფროსმა არ დადო ჩანაწერი და ახალაიას ხმა წამების მოთხოვნაზე, როგორ დაიჭერ, ეგ ხომ არადემოკრატიული იქნება?? 55% განა დემოკრატიას არ მისცა ხმა??
სურმავამ თქვა რომ ბიძინამ მითხრა ჩაწერეო და არ იჯერებ ხომ?
დანაშაული ბ ე დ უ ქ ი ძ ე მ უფრო ჩაიდინა, ვიდრე ახალიამ.
იღებდა ამ ყველაფერს ტვეების და წლების განმავალობაში და არ ყვიროდა, არ მოსდო ქვეყანას , "მავალებდა " ახალაიაო, კაი ერთი რა, მერე შენ რატომ არ იყვირე მაშინვე??
ასე რომ დაიჭირო ეს მთავრობა, არ ა რის ადვილი.
აი ამიტომ უნდოდათ არეულობით მოსვლა და აი ამიტომ არიან ეხლა მეოცნებებბი დაბნეულები, არ იციან საიდან დაიწყონ, შოკი აქვთ: დედა რა იყო ეს?????!!!!!!

ავტორი: temuri საიდან გვწერთ: qutaisi
06.10.2012 12:55
უნდა გადადგეს კი არა ივანიშვილის სიტყვებს დაუკვირდით ბატონო ავტორო რაებს ამბობს მაგალითად:"ამერიკასთან ჩვენ უმცროსი მეგობრის როლს ვთამაშობთო".ასეთი საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი ფრაზა მან უკვე რამოდენიმეჯერ გაიმეორა,აშკარაა ივანიშვილს წარმოდგენაც არა აქვს თუ რას ნიშნავს თანასწორუფლებიანი მეგობრობა, მან მხოლოდ უფროსი და უმცროსი იცის,ასეთი აზროვნება კი რუსეთისთვისაა დამახასიათებელი,რაც აღწერილია კიდეც გოგოლისა და ჩეხოვის მოთხრობებში.მე არ ვამბობ რომ ის რუსეთის აგენტია მაგრამ მისი აზროვნება ჩრდილოეთთან უფრო ახლოა ვიდრე დასავლეთთან რაც არამგონია დემოკრატიისთვის სასარგებლო იყოს.სააკაშვილს რაც შეეხება კი არ უნდა გადადგეს მას კონსტიტუციის მიხედვით კიდევ 1 წელი დარჩა და ეს ერთი წელიწადი ქართულ ოცნებასთან ერთად კოალიციურად უნდა მართოს ქვეყანა რაც დემოკრატიის კიდევ ერთი დადასტურება იქნება პრეზიდენტის მხრიდან,ივანიშვილს კი რაც შეეხება არ მჯერა რომ მას ქვეყნის მართვა შეუძლია,დემოკრატიაზე კი(როგორც ზემოთ მიწერია) მას ზედაპირული(რუსული)აზროვნება აქვს.

ავტორი: anonimi საიდან გვწერთ: saprangeti
06.10.2012 06:28
კარტველებს დაავისხდატ 9 აპრილი, აფხაზეტი, ოსეტი და რუსული პოლიტიკის გავლენა საკარტველოსი. ზვლის მოპოვებული ტავისუპლება ტავისი სურვილიტ დატმეს.რა პასუხი უნდა გასცეტ ტკვენს სვილებს. დრო მოვა იმატაც მოუნდებატ ტავისუფლება და ისევ ის გზა ტავიდან რომ უნდა გაიარონ, რაც ცვენ უკვე გავიარეტ. მაგრამ უბედურება იმასია, ხვალინდელი დგე ნაკლებად ადარდებს ვინმეს, მტავარია დგეს მოიტბოს ხელი.

ავტორი: იაფიზიკოსი
06.10.2012 01:55
იაფიზიკოს, რატოა "ტუტუცი" დემაგოგი?
ყველა დავა სასამართლოში უნდა გადაწყდეს - ამის საწინააღმდეგო რა გაქვს?

არაფერი გერმანე,მაგრამ მერე როგორ იშოვის გუბაზა მილიონს თავისუფალი სასამართლოს პირობებში?

კაი იდეაა თავისუფალი სასამართლო,ბედნიერებაა პირდაპირ,მაგრამ ხაინდრავა რატო შეხვდა ქურდებს საფრანგეთში მაგას თუ გამოიძიებენ ნეტა?რა მასალებია ასეთი რომ გადმოსცა საფრანგეთმა?ხოდა მაინტერესებს ამაზე რა განაჩენს გამოიტანს თავისუფალი სასამართლო....

მერე ყველა მთავრობაშია კანონდარღვევა,შევხედავ ,მარტო ესენი აქცევდნენ ქვეყანას,თუ თავიანთ დამაქცევრებსაც გაასამართლებს....

ხოდა შექმენით და შევხედავ აქედან თავისუფალ სასამართლოს,,,,მაგრამ ბორის ივანოვიჩი ჯერ როგორც ვატყობ მედიას და ბიზნესმენებს ამეცადინებს და უყვება,თუ როგორ იშოვა პირველი მილიონი,ესენიც უსმენენ და ბლოკნოტში იწერენ გაფაციცებით....რას მოვესწარით თვითონ სამეცადინებელია და სხვებს ამეცადინებს....

ავტორი: Giga საიდან გვწერთ: Batumi
05.10.2012 22:58
ბატონო კობა,

ერთი სამართლებრივი დეტალი:

პრეზიდენტს არ შეუძლია პარლამენტის დათხოვნა მისი (პარლამენტის) უფლებამოსილების პირველ ექვს თვეს, ასევე მას არ შეუძლია პარლამენტის დათხოვნა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვეს, შესაბამისად ის ვერ დაითხოვს პარლამენტს დაახლოებით 20 აპრილამდე და მაქსიმუმ 20 მაისის შემდეგ, სადღაც ერთი კვირიდან ერთ თვემდე აქვს ფანჯარა,

სასაცილო მდგომარეობაშია, დანარჩენი თქვენ განსაჯეთ

ავტორი: ფილასოფოსი დემოკრატე
05.10.2012 22:40
საქართველო უნდა იქცეს დემოკრატიის ოაზისად. ამიტომ ქართველები უნდა გაიქცნენ და დარჩნენ მარტო დემოკრატები ქართველები თუ თავისი ნებით არ გაიქცევიან ისინი უნდა გარეკონ უკვე კარგად გამოცდილი მეთოდით.ეს პროცესი უკვე დაიწყო ჯავახეთიდან,აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან ქართველების გაყრით და ეს პროცესი უწყვეტად და ენერგიულად უნდა გაგრძელდეს საქართველოს სხვა მხარეებშიც თბილისის ჩათვლით.

ავტორი: GERMANE
05.10.2012 21:25
იაფიზიკოს, რატოა "ტუტუცი" დემაგოგი?
ყველა დავა სასამართლოში უნდა გადაწყდეს - ამის საწინააღმდეგო რა გაქვს?
სასამართლოები უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ჩარევისაგან - ესეც რატოა დემაგოგია?
არ იყო სასამართლოები მერაბიშვილისა და ადეისვილის მონები? ეს რა საკამათოა?
ახლა მტავარია ეს უწყებები ოცნებამ არ დაიმონოს - აი ამაზე უნდა იზრუნონ თქვენმა მოსახელე ჟურნალისტებმა და არასამთავროებმა - მე აქ მხედველობაში მყვანან ია-ენძელ-ნინიები და იურისტთა ასოციაცია და მსგავსნი.
ამ ხალხმა ორივე თვალი თუარ გაახილა და ისევ ძველებურად და მიკერძოებულად გააგრძელეს სტეიტმენტების გაცემა - მაშინ გარდაუვალია ოცნების უფრო მკაცრ რეჟიმად ჩამოყალიბება, ვიდრე ეს ნაცები იყვნენ.

სამაგალიტოდ ორი შემთხვევა, როცა სპეცნაზმა საარჩევნო ოქმები ძალით ჩაიბარა:
ერთ შემთხვევაში სპეცნაზმა ის ოქმები, რომლებიც შევსებული იყო და ოცნების ხალხი არ აძლევდა კომისიას საშუალებას, რომ ისინი დანიშნულების ადგილას მიტანილიყო, აირო და მიიტანა - მეტი არაფერი უქნია. ეს კი მისი მოვალეობა იყო - პოლიციამ უნდა დაიცვას არჩევანი.
მეორე შემთხვევაში კი სპეცნაზმა სეუვსებელ ოქმებზე მოაწერინა ხელი ტავმჯდომარეს და გაიტაცა ოქმი - ეს დანაშაულია.
ამ ორ რამეს ერთმანეთისაგან გარჩევა უნდა - დასასჯელი უნდა დაისაჯოს და ის ვინც ხალხის ნება შეასრულა - უნდა ესეც ასე ითქვას.
ახლა რომ ოცნების ხალხს რამდენიმე უბანზე საარჩევნო კომისია ზალოგში ყავს და გაგიშვებთ თუ ასე და ისე დასწერთო - ეს დანაშაულია და ასეც უნდა შეფასდეს.
აი ესაა მიუკერძოებლობა - ყოველი სიტუაცია უნდა განიხილონ კონკრეტულად და სამართლის საფუძველზე.
ამის გარეშე არაფერი გამოვა.

ავტორი: იაფიზიკოსი
05.10.2012 18:37
გაიხარე ანონიმო,,,ამათ რაც უნდოდათ უამრავი ანალიტიკოსი აღნიშნავს რუსულ საიტებზე....მართვადი ქაოსი უნდოდათ,და იპუტავს ახლა პუტინი ყველაფერს....დემოკრატიას გაუმარჯოს!!!!

ახლა დაველოდოთ იმ დანაპირებ რძის და თაფლის მდინარეებს ივანიშვილისგან რომ წამოვა...

თქვენ ამ დროს ოპოზიცია აკრიტიკეთ ბატონო კობა!!!
გაუმარჯოს რადიო თავისუფლებას!!!ოპოზიციის დაუცხრომელ კრიტიკოსს!!! )))

ავტორი: ანონიმი
05.10.2012 18:01
კობა კარგი ერთი, ვერ ხვდები რომ ნაცებმა აქაც აჯობეს და უმაღლეს დონეზე დაიძვრინეს თავი?!
ივანიშვილს მართლა არჩევნებით უნდოდა მოსვლა?? რა სასაცილოა..
ამათ სულ სხვა რამ უნდოდათ...40% ტქვენ ცოტა გგონიათ?
დააკვირდით, როგორ ბანძებივით იქცევიან მეოცნებები..და იმათ რომგორ უჭირავთ თავი..
ბოკერია, რამიშვილი, მიშა..მართლა გონიერები არიან რა...და პატრონიც გონიერი ყავთ..

ავტორი: ramzesi საიდან გვწერთ: avstriidan
05.10.2012 16:08
მოგიწოდებთ დაიოკოთ ნერვები,როგორმე ბიძინა ივანიშვილი მოახერხებს მაგ კურდღლისა დანარჩენი დქამნაშავეების,ნეიტრალიზებას და იზოლაციას,მაგათზე იმდენი კრიმინალური საქმეებია,დახოცილი ხალხი მილიარდობით მოპარული ფულები ,გაყიდული საქართველოს სასიცოცხლო ობიექტები ,მიწები და ვინ მოთვლის კიდევ რა გამქაერალია ისტორიული მნიშვნელობის ბევრი შედევრი ასე რომ ესენი უკვე იწყებენ ჩაბოზებას და ცოტახანსჰი პოლიტიკა არც კი ემახსოვრებათ.ის ხალხი რომელსაც ერთი ადგილი ეწვის და აქ მამაშვილურ დარიგებებს იდზლევა შეუდზლიათ სახლში ინერვიულონ სარკესთან

ავტორი: Eto საიდან გვწერთ: Tbilisi
05.10.2012 15:47
ნუთუ ვერასოდეს ვერ ვეღირსებით საქართველოში ჟურნალისტებისგან მიუკერძოებელ,ცივი გონებით განსჯილ და ჭეშმარიტ ანალიტიკურ სტატიებს? ნუთუ ისევ უცხოელ ჟურნალისტებს დაველოდოთ რას გვეეტყვიან,თუ რა ხდება ჩვენს თავს?

ავტორი: იაფიზიკოსი
05.10.2012 15:00
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
05.10.2012 14:46

დემაგოგიას თავი გაანებე ტუტუც!!!,ვნახავთ ბიძინას სამართალსაც მალე!!!....რამდენ საქმეს მოიგებს მოსახლეობის 40% ბიძინას სამართალით,ბიძინას სასამართლოებში გამოჩნდება!!!!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
05.10.2012 14:46
ჯიმის პრაღიდან - გპირდები რადგან ხალხმა იგემა საკუთარი პოლიტიკური (და არა ლინჩის) ნებასურვილის აღსრულების გემო, ამის გამო მთელი მსოფლიოს მოწონება დაიმსახურა და მათ შორის უმთავრესის- ქართული საზოგაოების სიმპათია საკუთარი თავისადმი- მაშინ აწი გაყალბებას ის აღარ დაუშვებს. ამას მოვთხოვთ ამ ახალ ხელისუფლებას და ყველას ვინც მოვა ხელისუფლებაში მომავალში

გერმანე- ჩემო კეთილო ადამიანო, სატუტუცეთში არაფერი არ ხდება ანგელოზების ხელით

განა იმას ვამბობ შევარჩინოთ ყველას ყველაფერითქო, უბრალოდ გაანთავისუფლოს ამ ხელისუფლებამ სასამართლო და პროკურატურა სახელმწიფო კონტროლისგან და იქ ვიდავოთ მერე ვინ ვის რა წაართვა და ვის რა ეკუთვნის უკან. გეთანხმები პირველ რიგში ხალხს უნდა დაუბრუნდეს თავისი

მეორე ის რომ წართმეულით ბიუჯეტი ოქრუაშვილმა და ნაც-მოძრაობამ ვერ შეავსო (!) და საერთოდ ეგეთი ბოლშევიზმით საქმე არ კეთდება (გადახედე საბჭოთა კავშირის ფორმირების ისტორიას, როგორ ართმევდნენ მდიდარს ღარიბზე მისაცემად და რაც გამოუვიდათ ეგეც ვნახეთ ყველამ)

მე იმას ვამბობ რომ უნდა გავანთავისუფლოთ ბიზნესი, ბიზნეს გარემო რეკეტისგან და წილების მომთხოვნი გუბერნატორ-პარლამენტარ-მინისტრებისგან. ამოვასუნთქოთ ბიზნესი შესაბამისი საკონტროლო მექანიზმებით (რაც ყველა ქვეყანას აქვს) და მათი გადასახადები შეავსებენ ბიუჯეტს, ჯანსაღი გადასახადები და არა ნაგლეჯი და ნაწეწი

და გავაკეთოთ ეს ყველაფერი საქმის კეთებასთან პარალელურად, კაცო პენტიუმ 1 ხო არ ვართ ორი საქმე ერთად ვერ გავქაჩოთ

დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ კანონიერების და კანონის უზენაესობის პრეცენდენტი

სხვანაირად ეს რობინ ჰუდიზმი და არსენა მარაბდელობა არ გვიშველის, ეს არ არის სახელმწიფო მოწყობის საფუძველი

სახელმწიფო უნდა მოეწყოს კანონზე რომლის წინაშე ყველა თანაბარია და წამრთმევს კანონიერად წაერთმევა და წართმეულს კანონიერების ფარგლებში დაუბრუნდება

წესრიგი და კანონიერება, აი რა გვჭირდება დღეს

ავტორი: ბერდო საიდან გვწერთ: მთიდან
05.10.2012 13:28
ბიძინამ რომ მართლა თამაზაშვილი დანიშნოს შინაგან საქმეთა მინისტრად და მიშა არ შეეწინააღმდეგოს, გამორიცხავთ რომ მთელი სპეცნაზი, კუდი და სოდი ქუჩაში გამოვიდნენ თავისი შეიარაღებით?

ავტორი: იაფიზიკოსი
05.10.2012 13:12
უფრო კარგი გამოსავალს გეტყვით ბატონო კობა...პრეზიდენტს "სამართლიანი სასმართლოს" განჩინებით ჯვარზე დავდაყირა გაკვრა მიუსაჯეთ,ხოლო მის გუნდს დახვრეტა...მის მიმდევრებს დევნა და შევიწროება...პრობლემებიც მოიხსნება...

ბევრი მინახავს პოპულარობის ზენიტში მყოფი პოლიტიკოსი,ისიც მინახავს ქვენიტში როგორ ჩამოდის მთავრობაში მოსვლიდან პირველსავე წელს..))))

აბა თქვენ იცით ბატონო კობა,გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა!!!

ავტორი: მამუკა საიდან გვწერთ: ჶეჲსბუქი
05.10.2012 11:58
მრავალ სხვა მიზეზთა შორის ეხლა იმიტომაცაა ძალიან საინტერესო დრო, რომ სულ მალე დავინახავთ ყველა, ვის მართლა უყვარს საქართველო და ვინ თვალთმაქცობს

ვისაც პირველს აღმოხდება, "რა ვქნა, შუაზე ხომ არ გავგლეჯო", იმას

ავტორი: GERMANE
05.10.2012 11:10
ბატონო კობა, წაიკითხეთ თქვენივე ნაწერი ხელახლა - ვერ გეტყვით, მიუკერძოებლად-მეთქი - ეს არ გამოვა.
უბრალოდ კიდევ ერთხელ წაიკითხეთ.
და მერე კი, თქვენსავე ნაწერს ასეთი სათაური მიეცით:
"რატომ უნდა გაიქცნენ პრემიერ-პარტიისთავმჯდომარე-პრეზიდენტიანად ყველანი საქართველოდან" - აი ეს წარწერა უფრო არ გაამართლებდა?
თუარადა, და თუ ამას ასე არ ფიქრობთ - მაშინ ამიხსენით რა უნდა ქნას ახლა გადამდგარმა სააკაშვილმა - ჩვენება მისცეს საკუთარი თავის წინაშე, აღიაროს რომ ეშმაკის მოგზავნილია და უნდა დაგმოს საკუთარი თავი? თუ რა ალტერნატივას ხედავთ? ჩაჯდეს შევარდნაძესავით გალიაში და ვიყოლიოთ ძველი პრეზიდენტები ასე სათითაოდ გალიებში? თუ გავხსნათ მსოფლიოში პირველი ზოოპარკი - უფრო სწორად "პრეზი-პარკი"?

იმ დაახლოებით ას-ასორმოდაათათასამდე ძალისმიერი სტრუქტურების წარმომადგენლებმა რა ქნან? ისინიც გადადგნენ? "მონანიების" წერილი დაწერონ? საქართველო დატოვონ და აზული მიიღონ პრაჰაში?

განათლებული ადამიანი მგონიხართ და რატომ არ იყურებით საკუთარი ცხვირის მიღმა?

შევარდნაძის ხელისუფლებამ ასე დაახლოებით მილიონიანი ემიგრანტის ოკეანე შვა, სააკაშვილმა - ასე ნახევარმილიონიანის, ბიძინას ალბათ, თქვენ რომ დაგიჯეროს ამ კაცმა - ალბათ არც ეყოფა მილიონი ემიგრატი, საქართველოს "გასაწმენდად".
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ის მილიონნახევარი ჩამოვა და სხვა მილიონნახევარი უნდა გავიდესო?
არაა ცუდი აზრი. საზღვარგარეთიდან უფულოდ არავინ ჩამოვა, ნახევარი მილიონიც რომ ჩამოვიდეს და თითომ 5. ათასი ლარი მაინც ჩამოიტანოს - ეს 2,5 მილიარდი ლარია.

არ ჩანხართ მთლად ასე არაპრაქტიკული - არაა ცუდი ეკონომიკური გაანგარიშება.

თუ გაქვთ რაიმე სხვა ალტერნატივა მოვლენების განვითარებისა?

ამას სავსებიტ სერიოზულად გეკითხებით, უბრალოდ იმიტომ ვსარკასტობ, რომ არ ვიცი სხვა რა ვქნა, როცა თქვენისთანა ხალხისგან ამგვარი მოწოდებები მესმის.
მე თქვენ ნამდვილად არ გთვლით არც რევანშისტად და არც გამაუთოვებლად.

ავტორი: ქეთი საიდან გვწერთ: თბილისი
05.10.2012 11:07
ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ვინც ახლა ბრალდებულის სკამზე ჩამოჯდომას აპირებს – ამ ძალის ძველი, "ტკბილი" სახეები არანაირ საქმეებში არ ამოტივტივდებიან ნეტა? სულ ცინცხალი, სუფთა სულები და ხელები აქვთ საქართველოს დღევანდელობამდე მოყვანის გზაზე?
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ყველაზე პოპულარული