პარასკევი, 25 აპრილი, 2014 თბილისის დრო 10:32

ბლოგები / კობა ლიკლიკაძე

სააკაშვილის სახიფათო სტუმრობა

x
ტექსტის ზომა - +
ან ძალიან თავზეხელაღებული უნდა იყო, ანდა ძალიან არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცები, რომ მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში - ფაქტობრივად კი, ბრძოლის ველზე - ჩასვლა ქვეყნის პირველმა პირმა ერთი კვირით ადრე დააანონსო, როგორც ეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი „ფეისბუკის“ საშუალებით 25 დეკემბერს გააკეთა. თანაც, ინფორმაცია, რომ იტყვიან, ქრონოლოგიურად ისეა დაწყობილი, რომ თალიბების დაზვერვა უკეთესს ვერც ინატრებდა. საქართველოს პრეზიდენტი „სამხედროებს ახალ წელს პირადად მიულოცავს და ახალი წლის ღამეს სამხედრო ბაზაზე მათთან ერთად გაატარებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ საკუთარი „ფეისბუკით“ გავრცელებულ ცნობაში, რასაც სოციალურ ქსელში ძირითადად კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. ოპონენტები სავსებით სწორად უწოდებენ პრეზიდენტის საქციელს მხოლოდ საკუთარ პიარზე გათვლილ „წინდაუხედავ და საშიშ“ ნაბიჯს. უფრო პროფესიული შეფასებით კი, მოულოდნელობის ეფექტი დაკარგულია, ISAF-ის სარდლობის მოთხოვნა, რომ ქვეყნის პირველი პირების ჩასვლა მხოლოდ პოსტ ფაქტუმ გახდეს ცნობილი, -  უგულებელყოფილი.

სხვათა შორის, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი 2012 წლის თებერვალში დღემდე კოშმარივით ახსოვთ ქართველ ჯარისკაცებს. 
საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სტუმრობისა და ბაზა „შუკვანზე“ ტელეკამერების წინ გაკეთებული ხმამაღალი განცხადებების მეორე დღეს, 21 თებერვალს, ჰელმანდის პროვინციაში გაბატონებულმა ექსტრემისტებმა ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს. თავდამსხმელებმა ააფეთქეს საპატრულოდ გასული ქართველი ჯარისკაცების ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე: ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა.

10 თვის წინანდელი ტრაგიკული თავდასხმა შეიძლება, უბრალოდ, დაემთხვა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს, რადგან მაშინ  სააკაშვილი გაცილებით უფრო ფრთხილი იყო და მისი ჩასვლა საზოგადოებამ სწორედ პოსტ ფაქტუმ შეიტყო. თუმცა, ბოლო ხანს გახშირებულ "ინსაიდერულ თავდასხმებს" თუ გავიხსენებთ, ის უფრო საფიქრებელია, რომ ავღანელ თალიბებს უსაფრთხოების სამსახურებში ჩანერგილი საკუთარი ინფორმატორების მეშვეობით მრავალ ე.წ. მგრძნობიარე ინფორმაციაზე მიუწვდებოდეთ ხელი. თანაც, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა ავღანეთში შესამჩნევი გამხდარიყო მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც. საქართველო სამი წელიწადია მონაწილეობს ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში და ამ სამი წლის განმავლობაში ქართული ქვედანაყოფი ავღანეთში 10-ჯერ, ანუ 1600 კაცამდე, გაიზარდა.

ამ სამი წლის განმავლობაში 18 დაღუპული და ათობით დაინვალიდებული ქართველი ჯარისკაცი საკმაოდ დიდი ციფრია იმისათვის, რათა საქართველოს ხელისუფლება მეტ სიფრთხილეს იჩენდეს. არც პრეზიდენტი, არც თავდაცვის მინისტრი და არც რომელიმე სამხედრო მოხელე თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს, ერთი კვირით ადრე გაავრცელოს დეტალური ინფორმაცია ავღანეთში თავისი ჩასვლის შესახებ, როდესაც ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ უკვე მეორე კვირაა ჰელმანდის პროვინციაში გაუჩინარებულია ქართველი ჯარისკაცი. მანამდე კი, ნოემბრის ბოლოს, ქართულ ქვედანაყოფს სერიოზული შეტაკება მოუხდა თალიბების დიდ რაზმთან, რასაც რამდენიმე ექსტრემისტის განადგურება და შეპყრობა მოჰყვა.

მაგრამ, როგორც ჩანს, ავღანეთიდან მიღებული ეს საგანგაშო ცნობები იკარგება ქართული პოლიტიკური კოჰაბიტაციის თანმდევ კინკლაობაში და მათ სათანადო შეფასება არ ეძლევა. თუმცა, ასეც რომ იყოს, არსებობს უსაფრთხოების ელემენტარული მოთხოვნები, რომელთა თანახმად, პრეზიდენტის კონფლიქტის ზონაში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად  სახელმწიფო საიდუმლოებაა, რამდენადაც მისი გამჟღავნება საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის მეთაურის, ისე ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლეს. 

რაკი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ვახსენეთ, აქვე არ შეიძლება ადამიანს ძალაუნებურად არ გაგახსენდეს ჯაშუშობისათვის მსჯავრდებული სიმონ კილაძის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის, ისტორია. სახელმწიფო მოხელე 2006 წელს სწორედ იმიტომ დააპატიმრეს და გაასამართლეს, რომ იგი თურმე საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა „ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს“. სიმონ კილაძის დანაშაული ექვსი წლის წინ ჯაშუშობად და სამშობლოს ღალატად ჩაითვალა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს კლასიკურ შერჩევით სამართალთან. როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ, რაც „ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“.

თანაც, ქართველი იუპიტერი განსაკუთრებული ჭირვეულობით გამოირჩევა და თავად არაფრის დიდებით არ აღიარებს, რომ წინდაუხედავი განცხადებით თალიბებს წითელი ნაჭერი აუფრიალა. ამიტომ საზოგადოებამ უნდა დაარწმუნოს საქართველოს პრეზიდენტი, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება და ახალ წელს სადმე სხვაგან, საქართველოში დისლოცირებულ რომელიმე სამხედრო ნაწილში შეხვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში გამაგრებულ ექსტრემისტებს საკმაო დრო აქვთ იმისათვის, რომ საგულდაგულოდ მოემზადონ და თუკი საქართველოს სახელმწიფოს პირველ პირს ვერაფერს დააკლებენ, მანამდე ან შემდეგ შური ქართველ ჯარისკაცებზე იძიონ.

Tags: ავღანეთი, ბლოგი, მიხეილ სააკაშვილი, უსაფრთხოება



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: ანონიმი
12.01.2013 20:33
ბატონო კობა ,
თქვენმა საყავარელმა, უნიჭიერესმა, დიდმა მამულიშვილმა და ბუმბერაზმა პოლიტიკოსმა ბრძანა გუშინ თუ გუშინწინ, რომ " არ დაუჭერს უმცირესობა მხარს კონსტიტუციის ცვლილებას და მომავალს გაიფუჭებენო".
ბატონო კობა, ვერ გავიგე, ეს არ არის ზეწოლა? კი მაგრამ ამაზე არ უტევდით წინა ხელისუფლებას , მარიონეტი პარლამენტიაო, განა დეპუტატის უფლება არ არის რას და ვის დაუჭიროს მხარი?
ვინ კითხავს პრემიერ მინისტრს თუ ის ავტორიტარი არ არის?
რას ფიქრობთ?, ა, კიდევ ერთი თემა.

ავტორი: rambo
12.01.2013 17:13
პრეზიდენტის ,,მშიშარობაზე" ამდენი უსაქმური , ანგლობის ხელოვნებას რო ხვეწავთ, თქვენ ფიქრობთ,რომ მას ტელნიაშკა უნდა გადაეღეღა და ბომბებისათვის გულ-მკერდი შეეშვირა?
მისი მოვალეობა და გმირობა სწორედ საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნა იყო აუცილებელი,რაღაც არ შემიმჩნევია მე იქ ახლო-მახლო გმირი გუბაზი ან კუკავა-მუკავები, რო ყოფილიყვნენ,ნაღდად ხმალამოღებულები დაგვამახსოვრებდნენ თავს!

ავტორი: ანონიმი
12.01.2013 00:38
ბატონო კობა!
გადავრჩით, პრეზიდენტის გამო არავინ მოგვიკვდა ავღანეთში.
თემას მოგაწოდებთ: გუნავას რომ ჩაუდეს ნარკოტიკი, სად არიან ის პოლიციელები და რატომ არ იჭერენ მათ?
ეს მთავრობა ხომ იმიტომ აირჩიეთ რომ წინამორბედების უსამართლო ეპოქა დასრულებულიყო?
თუ ახალაის იჭერენ სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებისთვის, ამ გუნავას "გამფუჭებელი" პოლიციელების საქციელს რა ქვია?
ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება, ა, ბატონო თემა...

ავტორი: ანონიმი
04.01.2013 17:43
"სააკაშვილის ჰელმანდში ყოფნის დროს ერთ-ერთ საგუშაგოზე ტალიბებმა იერიში მიიტანეს."
--------------------------
ან მიიტანეს..ან, არა! )
მე მგონი ბიჭებმა ახალწელს (და კიდევ, ვიღაცას!) გაუსწორეს!

ავტორი: Ika საიდან გვწერთ: arsenalis mtidan
04.01.2013 11:25
სააშვილის ინტერნეტ-თაყვანისმცემლები ღია კარებს ამტვრევთ და უსამართლოთ ესხმით ტავს ავტორს, რომლის კრიტიკის სისწორე, თავად კრიტიკის ობიექტმა დაადასტურა საკუთარი ფესბუქის გვერდზე. სააკაშვილის ჰელმანდში ყოფნის დროს ერთ-ერთ საგუშაგოზე ტალიბებმა იერიში მიიტანეს. მადლობა ღმერთს, რომ ამჯერად ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ვულცავ ჩვენს ბიჭებს ავღანეთში ახალ წელს და ღმერთმა მათ ჭკვიანი სარდლები უმრავლოს

ავტორი: ანონიმი
03.01.2013 19:53
საქართველოს პრეზიდენტი კი არის უშიშარი ( მაი, ვიცით!), მარაა, ორფეოსი რომაა შტერი, მაგას რა ეშველება?

ავტორი: orfeosi
03.01.2013 11:06
საქართველოს პრეზიდენტი უშიშარია, ვითარცა უხორცო. გაიხსენეთ, მაგალითები: 2008 წლის გორი, მეჯვრისხევის ქუჩა, როგორ გადაეფარა მის პირად დაცვას, ქვა-ღორღიანი კოდორის, ლიახვისა და ახალგორის ხეობებისაგან საქართველოს განთავისუფლება. მაპზე უკეთსის მიღება, ლაზიკის აშენება...დიადთა ხვედრია ასეთი. მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალია მარად და მარად ტყდება ჩინარი

ავტორი: Zaza საიდან გვწერთ: holandia
02.01.2013 15:04
კობა კარგი ჟურნალისტია მიუხედავად იმისა, რომ მის ხშირ შემთხვევაში მიკერდზოებულ აზრებს არ ვეთანხმები, თამამად ვიტყვი რომ საქართველოს ინტერესებს ის არასდროს არ ღალატობს.

აი ეს სტატია კი სამწუხაროდ შორსაა კეთილგონიერებისგან. პრეზიდენტს აქვს უფლება წინსასწარ განაცხადოს თავისი ვიზიტის შესახებ, ტუნდაც ცხელ წერტილში. ამას სხვა ქვეყნის არაერთი ლიდერი აკეტებს. ჯარი და სპეც სამსახურები კი ვალდებულნი არიან როგორც მისი აგრეთვე ჯარისკაცების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

ხოლო პრეზიდენტის საიდუმლო ან დაუანონსებელი ვიზიტების შესახებ ცნობების სხვა საელჩოებისათვის მიწოდება სხვა არაფერია თუ არა ჯაშუშობა, რაც კანონით უნდა დაისაჯოს. ასე რომ კილაძის საქციელის შედარება პრეზიდენტის განცხადებასთან რბილად რომ ვთქვათ დაუშვებელაი.

ძვირფასო კობა, მოგიწოდებთ ყურადგება საქართველოში აღმოცენებულ რეალურ პრობლემებზე გაამახვილოთ, კერძოდ ვგულისხმობ უთავბოლო რევანშიზმსა და მცოცავ სახელმწიფო გადატრიალებას საკრებულოებისა და გამგეობების დარბევის სახით.

ავტორი: დავით ტლიკინაძე
30.12.2012 22:44
ავტორი: ემიგრანტი საიდან გვწერთ: შტატები
28.12.2012 07:37

ცოტა ზედმეტი მოგდის ბ–ნო დავით ჯარის ჩაცმა–დახურვაზე რომ ლაპარაკობ, ყაზარმების მშენებლობაზე და მათ აღჭურვილობაზე. სირცხვილია ასეთი ტყუილი, ეს ყველაფერი გაკეთდა ბ–ნი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და გრცხვენოდეთ ამ მიშისტებს, უმადურობა ყველაზე დიდი ცოდვაა.
----------------------------------------------------------------------
გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელს,ბედნიერებას გისურვებთ,-დაბოღმილებს და შხამისმფრქვეველებს განკურნებას,რადგან ამით საკუთარ თავებს ვნებთ და არა სხვებს )))

დაგილპომთ ფილტვებს ამდენი ბოღმა და ღვარძლი თანამემამულენო))))

ემიგრანტ მგონი მართალი ხარ ხო იცი,მგონი მაგას მარტო საქართველოს არმია კი არა, ამერიკის არმიაც ჰყოლია ადრე დაფინანსებული,მერე ჩინეთის არმიას აფინანსებდა თურმე....ნუ ჩინეთის ფლოტი ძირითადათ ბატონმა ბიძინამ შექმნა...მაგის გარდა ტოკიო და ჰონდურასის დედაქალაქი ტეგუსიგალპა უშენებია კიდე ::)))

რა კაცი დავკარგეთ,სად წავიდა ეგ კაცი ნეტა???არჩევნების მერე ააშენოს რამე კი არა,თუ რამე ხარჯი ნახა არჩევნების დროს ყველა, უკანასკნელ თეთრამდე ამოიღო ბიუჯეტიდან))))

ავტორი: პროფესორები
27.12.2012 20:05
სიცრუის რელიგია

წაიკითხე ეს ემიგრანტ,მართლა პროფესორების დაწერილია,ჩემი არ გეგონოს::: )))

ავტორი: გიო საიდან გვწერთ: ავსტრია
30.12.2012 17:03
მოგესალმებით და გილოცავთ დამდეგ შობასა და ახალ წელს.
ეხლა რაც შეეხება კომენტარებზე მინდა გავაკეთო კომენტარი და გინდ რჩევად ჩატთვალედ გინდ თხოვნად გინდ კრიტიკად.
პირველი რაც შეეხება ქვეყნის პირველი პირის ვიზიტს ავღანეთში და მის დაანონსებას წინასწარ ეს არ მიმაცჰნია მე პირადად სწორ გადაწყვეტილებად, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაინც პირველი პირია და და რაიმე შემთხვეის შემთხვევაში საქარტველოს და საერტასჰორისო დზალების იმიჯზედ სერიოზული დარტყმა იქნება, და რა თქმა უნდა ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნება, და საფრთხე თვით პრეზიდენტის სიცოცხლეს, რაც არ უნდა იყვეს და როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს მაინც, ქვეყნის პრეზიდენტია, არა და სიმართლე გითხრად გულზე არ მეხატება, მაგრამ აქ ცჰემი გულზე დახატება არაა მთავარი,
აქვე მინდა გთხოვოდ ნუ ვიქნებით ბოღმიანები და ბოროტები. დამიჯერეთ დაბოღმისა და გაბოროტების მიზეზი საკმაო მაქვს , მაგრამ ამით საქმეს არ ეშველება, ვკიტხულობ ხოლმე სტატიაბსა და კომენტარებს და გული მტკივა ესე რან გააბოროტა და დაბოღმა ქართველი ერი, მაგრამ ადამიანები რომლებიც ესე არიან განწკობილი ეს მათი პროფესიაა, ვინც გაბოროტებულები უნდა ვიკვეტ უბრალოდ წყნარად ცხოვრებას ვამჯობინებთ, მატ კი ეს ყველაფერი პროფესიად გაიხადეს და ალბაც არც , თუ ცუდ ჰონორარებს იგებენ .რვარძლის ფქვევაში.
აბა რას უნდა მივაწეროდ ის ადამიანს რომელსაც საერთოდ შეხება არ აქვს საკითხდან , და საერთოდ არ იცნობს სისტემას, ისეთ რაგაცეებს წერს უბრალოდ სიცილის ხასიათზედ ვდგები,ტუნდაც ჯარის ტემა მე სხვას არ შევეხები , იმიტომ რომ არ ვიცი, და არც მაინტერესებდა, სხვა რამ.ზემოტ ვიღაც წერდა რომ ამერიკელების ფულზე აშენდა საქრთველოს ჯარი, ნაწილობრივ ვეტანხმები მაგრამ , როგორ აშენდა ამაშია საქმე, მთავარი ის არაა თუ ვისი ფული იყო, მთავარია რომ იყო ძალიან დიდი ფული და მიდიოდა აღმშენებლობა ჯარის, პარალელულად მათი კეთილდღეობისა ვინც ამ აღმშენებლობის პროცესებს ხელმძღვანელობდა თუ მონაწილეობდა, არ შემშლია მათი კეთილდღეობის პარალელულად მიმდინარეობდა ჯარის აღმშენებლობა. და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება შეამოწმეთ ,თუ რა ქონების პატრონები იყვნენ 2004 წლამდე და რა ქონებას ფლობენ დღეს.
რაც შეეხება ჩვენი ვაჟკაცების ნებაყოფილობით ავღანეთში მსახურს,შეეკიტხეტ მათ,რა ურჩევნიატ თალიბანებს და ათასი ჯურის გადამთიელებს ებრძოლონ სადგაც თუ საქართველოს მტერს რომელიც კარზეა მომდგარი,
თუ პირად მტერს, გიცდიათ როდესმე ? ალბათ არა თორემ არ დაწერდნენ ზოგიერთები აქ რაგაც ამაღლებულ საერტაშორისო გრძნობებზე,
მე ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა ვაჟკაცს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო ყველას, და თავს ვიხრი ყველა დაყუპულის წინაშე უფალმა განანათლოს მათი სულები.
იცით რატომ არიან ავღანეთსში? ჯერ ერთი რომ მათ უბრძანეს და იმიტომ. მეორე რომ ევროპაში რომელშიდაც ჩვენ შეგვიყვანეს, ჯერ მარტო კატასტროფული ევროპული ფასებია, და თვით სამხედროების ხელფასებით, რომლებიც საქართველოში ერთ ერთი მაღალია, ოჯახს ვერ შეინახავ, იცით თქვემ რომ საქართველოს ბანკები 2008 წლის შემდგომ ყველას აძლევდა სამომხმარებლო სესხებს, გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა, აი ამიტომ მიდიან ავღანეთსში რომ ოჯახი ღირსეულად შეინახონ, და კიდევ იმიტომ, უკვე ზემოთ გითხარით რომ სამხედროები არიან , და ნამდვილი ვაჟკაცები და ქართველები,და ზოგიერთებისგან გასხვავებით გაზეთების, წიგნების თუ ინტერნეტის გვერდებიდან არ იციან რა არის სამშობლო, ღირსება, ტკივილი, სიკვდილი, მეგობარი, მათ ეს ცხოვრებაში აქვტ განცდილი

ავტორი: ORFEOSI
30.12.2012 03:46
მწუხარებას გამოვთვამ ავღანეთში კიდევ ერთი ჯარისკაცის დაღუპვის გამო. ესინცინდენტი მოწმობს, ტუ რაოდენ დაძაბულია ვითარება ავღანეთში და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. მათ შორის პირველ რიგში სააკაშვილმა, ვისი ახირების წყალობითაც არის დღეს ავღანეთში 1600 ჯარისკაცი. მისი ჩასვლა საფრთხის მეტს არაფერს მოუტანს ქართველ ჯარისკაცებს. აბსოლუტურად ვეთანხმები ავტორს

ავტორი: ლიი
29.12.2012 23:19
მიშას დრო არა - მიშას ეპოქა!
ცხრა წელი იყო, ახლა ეყოფა.
სამკურნალოა ყოველდღიური,
მასთან დარჩება მუდამ გიული.

ავტორი: კირპიჩა
29.12.2012 16:47
რკინისებური ლოგიკაა...

თქვენი ლოგიკით კაცმა ლამაზი,ჭკვიანი,მოხდენილი,კარგად ჩაცმული,კარგ ფრანგულ სუნამონაპკური ცოლი არ უნდა გამოუშვას სახლიდან,რადგან შეიძლება ებდღვნას ვინმემ და გააუპატიუროს...

უმჯობესია საერთოდ უცოლოდ იყო,ან თუ გეყოლება უნდა გყავდეს მახინჯი,დებილი,ჩამოკონკილი და თან ოფლის სუნად რომ ყარს ისეთი....აბა მაგისთანას ვინ მიეკარება??? ;)

ხოდა უსაფრთხოებაც დაცულიააააა )))))))))))))))

ბევრმა პოლიტიკოსმა დააანონსა წინასწარ,ბევრმაც არა,მაგრამ გაცილებით უტვინო ქცევა ვიცი თანამედროვე საგარეო პოლიტიკაში.ქცევა არა ქცევები,უტვინობის კასკადი...ამაზე არ ლაპარაკობს კობა ;) კობამ იცის რა თქვას,სად და როდის ;) არა კობა??? )))

ავტორი: GERMANE
29.12.2012 14:25
ჩემო გვენე, აქ ლოგიკური ხუჭუჭის საქმე კიარაა მტავარი - რათქმაუნდა არ უნდა გაასაჯარო, თავდაცვის გამო და და სხვა.
აქ საქმე ეხება იმ ლოგიკას, რომელიც ბატონ ლიკლიკაძეს შეფარულად აქვს და საბჭოურეთიული ავღანეთის აქტივობიდან მოდის.
ამაზე მე ჩEმი წეტრილის მეორე ნაწილში ვწერდი - არ ჩანს რატომრაც ის მეორე ნაწილი.
მოკლედ - საქმე ისაა, რომ საბჭოთა ჯარისკაცებისთვის მთავარი იყო ავღანეთიდან ცოცხალი ჩამოსვლა - სულერთია ავღანეთში რამეს იცავდი, აკეთებდი თუ ლოგინის ქვეშ იყავი შემძვრალი. ავღანეთის საბჭოთა მისიის მესიჯი იყო უბრალოდ ასე - ჩვენ აქ ვართ და ვსიო.
ნატოს მესიჯი და ფუნქცია სხვაა - სურს რელიგიური ფუნდამენტალიზმის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ამიტომაც იქ თუ ხარ, საქმე უნდა აკეთო. საქმე კი ბოევიკების და თალიბების ლიკვიდაციაა.
მოგწონს ეს თუ არა - თუკი იქ ჯარისკაცად მიდიხარ , ამიტომ მიდიხარ.

აი ეს არ ესმის ბატონ ლიკლიკაძეს და თავი საბჭოურ არმიაში ჰგონია, როცა ავღანეთში წასვლას საბჭოელ მამელუქებს აძალებდნენ და მთავარი იყო როგორმე თავის დაღწევა ამ იძულებიდან.

ქართველები იქ თავისი სურვილით არიან - ყოველ შემთხვევაში თეორიულად.

ჩემი პოლიტიკური პირადი მოსაზრებები რომ სხვაა - ეს სხვა საქმეა.

ავტორი: გვენე
28.12.2012 20:51
შე კაცო გერმანე ნამეტანი მოგდის ეს ლოგიკური ხუჭუჭები. რათ უნდა ამას ამბდენი ბაზარი, რომ პრეზიდენტმა წინასწარ არ უნდა გააცხადოს ასეთ სახიფათო რეგიონში ჩასვლა. სააკაშვილი არც პირველია და არც უკანასკნელი. სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები რატო ჩადიან გამოუცხადებლად? მიბაძოს თავის დასავლელ მოკავშირეებს რომლებსაც საქმე ისე აქვთ, რომ ნაკლებად ჭირდებათ პიარი და რეკლამა და ჰაიჰუი.

ავტორი: GERMANE
28.12.2012 19:24
ბატონო კობა,
გიცნობთ როგორც სამხედრო საკიტხების ჟურნალისტს. ამიტოამც გამიკვირდა თქვენი ლოგიკური თანამიმდევრობა.

თქვენი ლოგიკა ასეთია: რახანაც სააკაშვილმა გაამჟღავნა როდის ესტუმრება ჯარისკაცებს, ამის გამო თალიბები მიზანმიმართულად თავს დაესხმებია ამ ბაზას და მოხდება სისხლისღვრა.

ჩემი კითხვაც ლოგიკის ჯაჭვია და ის ასეთია:

ქართული ჯარი და მთელი ნატოს ჯარები ავღანეთში ხომ იმიტომ არიან, რომ თალიბების ბოევიკები გაანადგურონ?
-მგონი ეს უეჭველია.

თალიბები პირდაპირ და პირისპირ ბრძოლას გაურბიან. ამას რომ არ გაურბოდნენ, ნატოს ჯარები ერთ საათში მოახდენდა მათ ლიკვიდაციას.
- ესეც ხომ უეჭველია? ნუ კარგით, ეგებ 5 საათში!

თალიბებთან ბრძოლა იმიტომ გაიჭიმა დროში და შეუძლებელი გახდა მათი დამარცხება, რომ ნატომ არ იცის სად და როდის მოახდენენ თალიბები თავდასხმას.
- ამაზეც ხომ მეთანხმებით?

რომ იცოდნენ ნატოელებმა, სად და როდის შემოუტევს თალიბები - მაშინაც მოგებულის პოზიციაში არის ნატოს ჯარი.
- ეს არ უნდა გეეჭვებოდეთ.

თქვენი ლოგიკით ამბობთ:
რახან სააკაშვილმა წინასწარ განაცხადა როდის და სად იქნება, ამით საფრთხეში ჩააყენა ქართველი ჯარისკაცები იმით, რომ ტალიბები მათ თავდასხმებს მოუწყობენო.

ბატონო კობა - ქართველი ჯარი ავღანეთში "დროის გადასაგორებლად" ხომ არაა? ისე ხომ არაა ავღანეთსი რომ რუსი ჯარისკაცები მიდიოდნენ - იცოდნენ 6 თვის მერე გამოცვლიდნენ და ცდილობდნენ ამ დროის მანძილზე მაქსიმალურად პასიურები და თავის გადარჩენის იდეთ შეპყრობილები იყვნენ მხოლოდ.
ქართული ჯარის და ნატოს ჯარის მისიაა - ტალიბებისა და ტერორისტების, სკოლაში წამსვლელი გოგონების ჩამქოლველების, ბუდას ქანდაკების ამფეთქებლების და სხვა ჯურის ბოევიკების განადგურებაა.
და არა სადმე შეყუჟვა და დროის "გადატანა".

თუკი წინასწარ იცის ნატომ (თქვენ ლოგიკას თუ დაუჯერებს!) რომ იქ დაესხმებიან თალიბები თავს, სადაც პრომინენტი სტუმარია ან იყო - ამიტ ხომ ნატო და ავღანეთის მისია საერთოდ მოიგებს? ამიტ ხომ უფრო მეტი შანსია, რომ ბოევიკებს პირისპირ შეეყარო, ან ის ტერიტორია გააკონტროლო, საიდანაც შესაძლებელია თავდასხმის განხორციელება?


ავტორი: ანონიმი
28.12.2012 14:19
ავტორი: აკიბა
27.12.2012 23:58
..ვინ შექმნა ეს ჯარი?ვინ ჩააცვა და დაახურა?

"ამერიკამ! ამერიკამ! ამერიკამ! ამერიკამ! ამერიკამ"
------------------------------------

რა ვიცი, როცა დაგჭირდებათ ხალხისგან აკრეფილმა გადასახადებმაო, ჩვენ კისერზე გადაიარაო....

ისე, არც ერთი ვარიანტი არაა ცუდი. ჩვენ ჯარს ქართველებმა უნდა ჩავაცვათ, აბა სომხები ხომ არ ჩააცმევენ ?
მთავარია, მთავრობა კარგად მუშაობდეს ( იხ; მიშას მთავრობა!) და ეს ანუ, ჯარისთვის გამოყოფილი ფული ჯიბეებში კი არ მიდიოდეს, არამედ ჯარის ჩაცმა -დახურვაში. ამას კი მიშას მთავრობის გარდა, ვერავინ აკეთებდა წარსულში და ვნახავთ, თუ როგორ გააკეთებენ მომავალში.

ავტორი: დავით ტლიკინაძე
28.12.2012 13:00
ავტორი: აკიბა
27.12.2012 23:58

ავტორი: დათო ტლიკინაძე საიდან გვწერთ: მაჩუ პიკჩუ
26.12.2012 23:06

...ვინ შექმნა ეს ჯარი?ვინ ჩააცვა და დაახურა?ვინ შეაიარაღა?ვინ გაწვრთნა?ვინა ააშენა ის ყაზარმები?სამხედრო აკადემია და მისი ინფრასტრუქტურა ვინ გააკეთა??,პირდაფჩენილი რომ შესცქეროდა საქართველოს პრემიერმინისტრი და მისი ამალა?..... –

ამერიკამ! ამერიკამ! ამერიკამ! ამერიკამ! ამერიკამ!
--------------------------------------------------------------------
მერე ვინ მოისყიდა ამერიკა?ვინ მოატყუა და ვინ მოქრთამა?ვინ შეაცდინა და ვინ ჩაადებინა ფული ქართულ ჯარში?ვინაა მთელ მსოფლიოს რომ ატყუებდა საქართველო მაგარი ქვეყანაა და ყველამ მოდით და აქ ჩადეთ ფულიო???

ვინ აამაღლა საქართველოს პრესტიჟი და ცნობადობა???

ახლა ჩაგიდებენ აბა ფულს და აგიშენებენ რამეს )))) თქვენ სანამ ოცნებობთ,მიშას მიერ შეცდენილები და საქართველოს ეკონომიკაში,ჯარში,სახელმწიფოებრიობაში ფულის ჩამდებნი უკანმოუხედავად გარბიან უკვე))))

იმიტომ რომ არაა მაგარი ქვეყანა საქართველო,ვერ შეიქმნება თანამედროვე სახელმწიფო ამ შუასაუკუნოებრივ საზოგადოებაში...

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
28.12.2012 11:49
ეს "პოემა" საზეპიროდ გვექნება დასასწავლი ნაცები თუ მობრუნდნენ...მარა ეშმაკის წილხვედრილი ყოფილა საქართველო, თუ ეს მოხდა. 1 ვერ გავიგე-ავტორი აკიბაა? ანონიმისაგან არ მიკვირს...მისი სტილია და დონე:პოლიქრონიონ!პოლიქრონიონ!პოლიიიიქროოონიიიიოოოოონნნ!

ავტორი: ემიგრანტი საიდან გვწერთ: შტატები
28.12.2012 07:37
სრული სიმართლეა რაც ბ–მა კობამ დაწერა. ეს უბადლო პიარშიკი ისევ აგრძელებს თავის ჩვეულ პიარს. დავით ტლიკინაძეს მინდა შეუსწორო და ცოტა გულიც ვატკინო. ჩვენი საქართველო, მიშა სააკაშვილს არ გაუცნია მსოფლიოსთვის. ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, ეხლაც საქართველოს რუსეთის ნაწილად მოიხსენიებენ ამერიკაში. საქართველო კი ქართველმა ემიგრანტებმა გააცნეს, თავიანთი მუხლმოდრეკილი მუშაობით, ერთგულებით და წესიერებით.(ცუდი ყველა ერშია) ცოტა ზედმეტი მოგდის ბ–ნო დავით ჯარის ჩაცმა–დახურვაზე რომ ლაპარაკობ, ყაზარმების მშენებლობაზე და მათ აღჭურვილობაზე. სირცხვილია ასეთი ტყუილი, ეს ყველაფერი გაკეთდა ბ–ნი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და გრცხვენოდეთ ამ მიშისტებს, უმადურობა ყველაზე დიდი ცოდვაა. რას ტლიკინებ თუ აზროვნებ,ისე გვარიც გიწყობს ხელს. ვაი ჩვენს პატრონს თუ მართლა სააკაშვილით გაგვიცნო მსოფლიომ.

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: აკიბა
28.12.2012 00:28

ავტორი: ანონიმი
27.12.2012 20:07

მიშას დროს გაიცნო საქართველო (ძირითადად!) ყველამ;
მიშას დროს შეიყვარა ჩვენი "ოჯახი - საქართველო" მთელმა მსოფლიომ;
მიშას დროს გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი( ჩაფლავებულ-სეკვესტრირებული) 10-ჯერ;
მიშას დროს არ ეშინოდათ საქართველოში ინვესტორებს საქმის წამოწყება...განსხვავებით ეხლანდელისგან;
მიშას დროს აშენდა რაიმე, საერთოდ თუ აშენდა წინა 20 წელიწადი;
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მწყაზარი სახით ამბობს მიშიკო:

ო, როგორ მიყვარს მე რუსთაველი!
როგორ ამბობდა?! –
„ჩემთვის კარგად არის ცნობილი,
რას იტყვის ჩემზე ხორონიკონი !„

დიახ, აშენდა ჩვენი რუსთავი!
როგორ დამშვენდა ჩემს დროს
ჩემი დედაქალაქი!

გახსოვთ, რას გავდა უშადრევანო,
უწყლო, უგაზო, უშუქ–უდენო?!

მოვხატე მისი ფასადები,
როგორც ხახულის,
ძეგლები ვაგე ჯერ არნახული!

ქუჩას უშიშრად მიდ–მოდიოდით,
ვით დადიანი ზუგდიდს ვიდოდა,
აქ ტურისტები ისე მოდიან,
როგორც ბუზები თაფლზე მიდიან!..

გავხსენი გზები!.. მოვხსენი ფარდა!..
სიმართლე ითქვას, მართლა და მართლა:
სად აღარ ნახავთ ახლა ქართველებს! –
ახალი დროის ახალ ქართველებს!..

მე აგაშენეთ სწრაფად სუყველა,
ყველა მიირთმევთ კარაქს „ნუტელას„!..

აღარ გაკლიათ სექსი ქებული,
მამა–პაპური, არა ბერძნული!..

ბედაურები არაბულები,
დაჩა, ბინები, მწვანე ფულები!..

აღარ იყავით დაჩაგრულები,
როგორც გჩაგრავდათ ჯალალედინი!..

რა იყო, კაცო, ის ოჯახქორი,
ვით ვერ იტანდა ჯაზს მინერალურს!
ეწეოდაო, ისტორიის ფალსიფიკაციას!
და რა თქმა უნდა, ქართველების რუსიფიკაციას!..

ვერ მოითმინა ერმა და ბერმა,
ბერი თევდორეც კარგად გამოჩნდა, –
შეიმუშავა ბრძოლის ტაქტიკა
/დევიზად ჰქონდა „მხოლოდ პრაქტიკა!„/!..

და ამ ტაქტიკით, ხმლით ორლესულით,
დიდგორთან იხსნეს ჩვენი მამული!
ლოცვა–კურთხევით ანტონ მეორის,
მეთაურობით სააკაძისა!..

იმას ვამბობდი
/მიყვარს ოხერი, ისტორია და ისტორიანი!/,
როგორ დავშვრი და როგორ ვეწამე!..
გზები დავაგე! ხეები დავრგე!
მოგეცით პური! სანახობა!
ცხოვრება გახდა საამო და
სიკვდილი კიდევ – არარაობა!

/როგორ ამბობდა დიდი ილია?! –
არარაობა უნდა გერქვას შენ,
ჩარეცხილო ინტელიგენციავ!/

საცემი არის და უფრო მეტიც,–
ყველა რეგვენი, ყველა უვიცი,
ვინც ვერ ხედავდა აღმშენებლობას,
და მშენებლობას ფართოს და ვარაზს!

/მართლა, ვარაზის ხევი არ მომწონს,
ამოიტანეთ სასწრაფოდ მაღლა!/

მიყვარს ვარაზი, ანდროზე ვამბობ,
მისი ლექსები და პოემები!
აფსუს და აფსუს!
არ არის ამდროს,
როცა გვჭირია მეტყველი მარდი!

დავდგით, დავუდგით
ვარდებს ძეგლები,
მაგრამ სულ სხვაა
პოემაში აჟღერებული!

და როცა მეტი შემოვა ფული,
მაშინ იხილეთ ძგერანი გულის!..

ო, ის ვერანი, ყვავ–ყორანი ჩრდილოეთისა,
როგორ დაგვჩხავის ბედი–მდევარი!
/როგორ ამბობდა ვალტერ პოს ყვავი?!–
ო, ლორე ლაი, ო, ლორე ლაი!../

და ნიკოფსიით თვით ავლაბრამდე,
ჩვენი იქნება, რაც იყო ჩვენი!

არ დამავიწყდეს, ჩემს დროს გაიცნეს საქართველო „ვეფხისტყაოსნით„,
და ჩემი ხათრით შეიყვარა
საქართველო მთელმა მსოფლიომ!

ეს მე გავზარდე ბიუჯეტი ბუმბერაზულად,
ცხოვრება გახდა საამური,
გაიხედავ და ვირი უკვე ხეზე ასულა!..


ავტორი: აკიბა
27.12.2012 23:58

ავტორი: დათო ტლიკინაძე საიდან გვწერთ: მაჩუ პიკჩუ
26.12.2012 23:06

...ვინ შექმნა ეს ჯარი?ვინ ჩააცვა და დაახურა?ვინ შეაიარაღა?ვინ გაწვრთნა?ვინა ააშენა ის ყაზარმები?სამხედრო აკადემია და მისი ინფრასტრუქტურა ვინ გააკეთა??,პირდაფჩენილი რომ შესცქეროდა საქართველოს პრემიერმინისტრი და მისი ამალა?..... –

ამერიკამ! ამერიკამ! ამერიკამ! ამერიკამ! ამერიკამ!

ავტორი: პროფესორები
27.12.2012 22:30
კრიმინალური ლოგიკა

კრიმინალური ლოგიკა ნიშნავს ძირითადად კანონის უგულველყოფას და სიტუაციის განმარტებას მხოლოდ ქურდული გარჩევით. ამ ლოგიკას იყენებს არა მხოლოდ ქურდული სამყარო, არამედ ამ სამყაროსთან კულტურითა და აზროვნებით დამოკიდებული საზოგადოება.
მაგალითად: ,,იუსტიციის მინისტრი თეა წულიკიანი (30 ნოემბერი 2012 წელი) ასე განმარტავს ქ.ზესტაფონის გამგებლის გ.გეწაძის დაპატიმრების ფაქტს: “პასუხი ყველას ერთნაირად არ მოეთხოვება, პატარა გრეჩიხასა და გამგებელს გეწაძეს, ერთნაირად არ მოეთხოვებათ პასუხი და ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს. “თუმცა, მინისტრს არაერთხელ წამოსცდენია სიმართლე - „კანონი ყველას მიმართ ერთნაირად მოქმედებსო“... მაგრამ, როგორც ჩანს წარბაწეული მინისტრი როგორც აწყობს და როგორც უღირს, ისე მოიხმარს კანონის უზენაესობას - შეუძლია უჩინმაჩინის ქუდი ხან სარკასტულ ღიმილს, ხან აზიდულ წარბს ჩამოაფხატოს. მისთვის საკუთარი ტკბობით ახარხარებაა ცხოვრება.

სინამდვილეში კანონი ყველას მიმართ ერთნაირად მოქმედებს ეს “პატარა გრეჩიხა’’ იქნება ეს თუ ქ.ზესტაფონის გამგებელი გ.გეწაძე. თუმცა მინისტრი თეა წულუკიანი „კრიმინალური ანალიზის’’ მეთოდით თავის მომხრეებს განუმარტავს თუ რატომ დააპატიმრეს გ.გეწაძე და არ დააპატიმრეს „პატარა გრეჩიხა“. საზოგადოდ, ამას თანამედროვე ცივილიზაციაში შერჩევითი სამართალი ეწოდება. ხოლო იმ საზოგადოებას, რომლისთვისაც, ასეთ გარჩევას აქვს ჭეშმარიტი არგუმენტის ძალა, ეწოდება კრიმინალური ლოგიკისა და კრიმინალური კულტურის საზოგადოება.

„კრიმინალური ანალიზის“ მეთოდით მიმდინარეობს საქართველოში “ქართული ოცნების“ მიერ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში თანამდებობების მითვისება. “ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში, ხალხმა ჩვენ მოგვცა ხმა. ამიტომ ჩვენ გვეკუთვნის ყველაფერი.“ აქ არავითარი აზრი არა აქვს იმის განმარტებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამეტო არჩევნებში და არა ადგილობრივ არჩევნებში. ქურდული გარჩევისა ანუ „კრიმინალური ანალიზისათვის“ არ არსებობს განსხვავება საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს შორის.

ზოგისათვის შეიძლება საინტერესო იყოს თეა წულუკიანის ფორმულა: “ყველა ერთნაირად არ აგებს პასუხს“. რას ნიშნავს მინისტრის ფორმულა ძნელი ასახსნელია. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ქალბატონ თეას გაახსენდა ძველი სვანური სამარათალი, სადაც ალბათ „მახვშს“ უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე რომელიმე სხვა სვანს. უფრო საეჭვოა, რომ მართლმადიდებელ მინისტრს გახსენებოდა სახარებიდან „ვისაც მეტი მიეცემა, მას მეტი მოეთხოვება“.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
27.12.2012 22:23
ჯარის და ცალკეულ ჯარისკაცთა ბედი, პრეზიდენტზე რომ არაფერი ვთქვათ, როდის აქეთ განაღვლებთ ოცნებისტებს? ომის დაწყებას საქართველოს აბრალებთ და ამით ავტომატურად, რუსების მიერ დახოცილ ბიჭებს მოძალადის სტატუსს ანიჭებთ.
კალანდაძის დაჭერას ნატო-ს შეხვედრის წინ აღფრთოვანებული მიესალმეთ.
იმ პოლიტიკურ ძალას , რომელსაც ერთი სული აქვს,ტერმინ ოკუპანტს როდის ამოიღებს და პუტინს როდის გაახარებს, ტაშს თავდაუზოგავად უკრავთ.სადამდე ეგ ცინიზმი?

ბატონო კობა, თქვენ მაინც როგორ ვერ მოგიძებნეს ადგილი მთავრობაში ამ უმადურმა ოცნებისტებმა? ეტყობა მაინც წინა წერილში თქვენს მიერ აღწერილმა მედროვეებმა იყოჩაღეს ისევ.))

ისე ხელისუფლების უპასუხისმგებლო განცხადებებს თუ გადავხედავთ, 1 ოქტომბრის მერე გაკეთებული ბიძინას განცხადებები მოხსნის ყოველგვარ რეკორდს, მაგრამ 6 მილიარდის "ბრწყინვალება" ალბათ ყველაფერს ფარავს.
მთავარია "სამართლიანობა "აღსდგა?!))
ამ ცნების მნიშვნელობა დღითიდღე ბუნდოვანი ხდება ქართულ რეალობაში.

ავტორი: სიმართლის გამგონი ქართველი
27.12.2012 21:24
სიმართლით მაგარი ხარ ანონიმო! 27.12.2012. 20:0.გაიხარე გენაცვალე!

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
27.12.2012 21:02
ავტორი: NATIA
27.12.2012 14:34 -მიერ ამ რიცხვით გაკეთებულ კომენტარში მის მიერ ქვემოთ მოყვანილი (გვახარიას გვერდიდან) ჩემი კომენტარი ნატიას მიერ გამოყენებულია ვითომდა ჩემს მიერ კობა ლიკლიკაძის კრიტიკად-სინამდვილეში ჩემი კომენტარიის კრიტიკის ობიექტი თვითონაა ნატია!
ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
24.12.2012 11:33
ავტორი: NATIA
21.12.2012 20:28
ავტორი: მოდერატორი
21.12.2012 20:30
ნათია, თქვენი მილოცვა ერთხელ უკვე გამოქვეყნებულია. ახლა ამასაც ვაქვეყნებ. მაინც უკმარისობის გრძნობა გაქვთ?-ეს შეკითხვა (რომელშიც გოგის ოსტატობაა ჩაქსოვილი) იუმორის გამონათებად ჩავთვალე, იუმორისა, რომელიც ჩემს მიმართ რომ გამოეყენებინა, თავს თუ არ მოვიკლავდი, კომენტარების დაწერას შევწყვეტდი საერთოდ!

ავტორი: ანონიმი
27.12.2012 20:07
ავტორი: ლიი
27.12.2012 13:14 ავტორი: დათო საიდან გვწერთ: თელავი
26.12.2012 23:08
"ეს ამხელ კაცი ერთი თინეიჯერი, ჯიუტი, ჭირვეული, ძნელად აღსაზრდელი ბიჭივითაა, მშობლებს მუდამ საგონებელში რომ აგდებს, უმადური პრობლემებს უქმნის მათ და ოჯახს ანადგურებს. უბედურება კი ისაა, რომ ეს ოჯახი ჩვენი სამშობლოა. "
----------------------------------------

მიშას დროს გაიცნო საქართველო (ძირითადად!) ყველამ;
მიშას დროს შეიყვარა ჩვენი "ოჯახი - საქართველო" მთელმა მსოფლიომ;
მიშას დროს გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი( ჩაფლავებულ-სეკვესტრირებული) 10-ჯერ;
მიშას დროს არ ეშინოდათ საქართველოში ინვესტორებს საქმის წამოწყება...განსხვავებით ეხლანდელისგან;
მიშას დროს აშენდა რაიმე, საერთოდ თუ აშენდა წინა 20 წელიწადი;
მიშას დროს იყო წესრიგი - დამნაშავე ციხეში და წესიერი კი გარეთ იყო... ეხლა პირიქითაა;

ჩემს თვალწინ საუბრობდა ორი ქართველი დღეს ( დამაფიცეთ რაც გინდათ!) ერთი იცინოდა, რას ამბობ საქართველოში რაღა მინდა რომ ჩავიდე, სრული ქაოსია და უარესი,კიდევ ნახე რა იქნებაო.

...და რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ, რამდენიც არ უნდა ლანძღოთ პრეზიდენტი, იმას ვერსად წაუხვალთ რომ "მიშას დრო" ყველაზე წარმატებული დრო იყო საქართველოსთვის და თვით სააკაშვილი კი ერთ-ერთი ყველაზე განათლებული, ნიჭიერი, თავისი ქვეყნისთვის თავდადებული და ძალიან შრომისმოყვარე პიროვნებაა.
წერეთ და იკითხეთ ეგ თქვენი გესლიანი კომენტარები... აბა,ბოროტება რისთვის არსებობს.


ავტორი: პროფესორები
27.12.2012 20:05
სიცრუის რელიგია

ყოველგვარი რელიგია ეფუძნება გარკვეულ რწმენას. ტერმინი „სიცრუის რელიგია“ ეკუთვნის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბენჯამენ დიზრაელს. ეს რელიგია აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილი არიან განსაკუთრებული დამოკიდებულებით სიცრუისა და ჭორის მიმართ. რაც დროთა განმავლობაში მოთხოვნილებად ექცევა, ვინაიდან ჭორი და სიცრუე მათთვის უკვე ჭეშმარიტებად ყალიბდება. ხშირ შემთხვევაში ისე ხდება, რომ ისინი თვითონ იგონებენ ჭორს, რათა დაიჯერონ იგი და შემდეგ იმსელონ მასზე. ჩვეულებრივ ასეთი „მორწმუნეები’’ გაუაზრებლად, მეტიც, ბოროტად “იმარჯვებენ“ არგუმენტებს, რათა გაამართლონ ჭორი და თუ მას კითხვას დაუსვამენ ამის შესახებ, “პასუხებს“ უმალ, იმავე მომენტში იგონებენ.

ექსპერიმენტი 1.

კითხვა: არის თუ არა ბაჩო ახალაია დამნაშავე?

პასუხი: რა თქმა უნდა არის.
კითხვა: თქვენ თვითონ რა დაგიშავათ?
პასუხი: მე არაფერი.
კითხვა: რაში ადანაშაულებთ?
პასუხი: ციხეში პატიმრებს აწამებდა!
კითხვა: საიდან იცი?
პასუხი: ყველა ამბობს.

აქ არსებობს უფრო „ღრმად მორწმუნეთა“ პასუხიც: “ჩემმა ძალიან ახლობელმა მითხრა, რომელმაც ყველაფერი თავისი თვალით ნახა.“
მოტანილი დიალოგი ასპროცენტიანია იმ თვალსაზრისით, რომ ყოველი „მორწმუნე“ გამონაკლისის გარეშე ზუსტად ზემომოყვანილ პასუხს გასცემს შეკითხვებს.

ექსპერიმენტი 2

კითხვა: როგორ ხდება, რომ დასავლეთის პრესა და პოლიტიკოსები მკაცრად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების’’ მიერ ქვეყანაში გატარებულ პოლიტიკას: რეპრესიებსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შევიწროებას?

პასუხი: დასავლეთის ქვეყნებმა სიმართლე არ იციან. მათ ინფორმაციას სააკაშვილი აწვდის. ბატონი ბიძინა ახლა მათ ნამდვილ ინფორმაციას მიაწვდის და ისინი ყველაფერს შეიტყობენ.

კითხვა: თქვენ მართლა გგონიათ რომ ამერიკამ სინამდვილე არ იცის და ისინი მარტო სააკაშვილის ინფორმაციაზე არიან დამოკიდებული? ამხელა სადაზვერვო და საინფორმაციო სამსახურები ტყუილად ჰყავთ?

ეს კითხვა “ნაკლებმორწმუნეებს“ ვერაფერს დააკლებს, ვინაიდან ისინი მას პასუხს არ გასცემენ. მაგრამ „ღრმადმორწმუნეებს“ ამ კითხვაზეც აქვთ პასუხი: სააკაშვილი ფულს უხდის ამერიკას. ერთმა ძალიან ახლობელმა მითხრა, რომ 2012 წელს გაზაფხულზე ორი მილიარდი ლარი თუ დოლარი (კარგრდ არ მახსოვს) გადაუხადა მათ. ნეტარ არიან მორწმუნენი!

ასეთია ის რელიგია, რომელის მრევლზეც ამბობს ესაია წინასწარმეტყველი: „თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ესმით, არც უნდათ გაიგონ.“

ავტორი: GERMANE
27.12.2012 16:05
ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
27.12.2012 00:48

სოლომონ, კაცო, ცოცხალი ხარ, მადლობა ღმერთს.

ახალი ხელისუფლება ხომ საოცნებოა? ამაზე არ ოცნებობდი?
არ ოცნებობდი, ჩემო სოლომონ სააკაშვილისნაერი ხელისუფლება რომ საქართველოს არასოდეს ჰყოლოდა? არ ოცნებობდი თავისუფალ საზოგადოებაზე? არ ოცნებობდი პარლამენტზე, სადაც ხელისუფალიცაა და ოპოზოციაც? არ ოცნებობდი აზრების გაცვლაზე, სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების შესახებ დისკუსიაზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ღიად და საჯაროდ დისკუტირებად პროგრამებზე?

ხომ აგიხდა ყველაფერი?

ახალმა ხელისუფლებამ ხომ ხელისუფლად ყოფნა გაცილებით, განსაკუთრებით სხვანაერად არ დაიწყო, ვიდრე ეს სააკაშვილმა არ ქნა?
ახალმა ხელისუფლებამ ხომ სააკაშვილივით არ თქვა "ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენივე ოპოზიციაო"? ხომ გახსოვს მიშამ რომ გამოყარა პარლამენტიდან "მოქალაქეთა კავბოები" გამოყარა და თქვა - რად გვინდა სხვა ოპოზიცია - მე ვიქნები ჩემი თავის ოპოზიციაო? არ გახსოვს?
ახალმა ხელისუფლებამ სულ სხვანაერად დაიწყო.
ბედნიერებაა პირდაპირ.
პირველად საქართველოსი მშვიდობიანი ცვლილება მოხდა - ანგარიშსწორების, დაჭერების, დაკითხვების, დაჭერის მერე ბრალდებების დამძიმებების გარეშე. თან ეს დაჭერები ისე კიარ ხდება, მიშამ რომ ქნა 2004-ში - დაიჭირე დაჟანგული იარაღისათვის და გაასამართლე ქვეყნის ღალატისათვის. არა ჩემო სოლომონ, არა. ახლა თუ იჭერენ, ეს წინასწარი გამოძიების და ნამდვილი ბრალდების წაყენების მერე ხდება და არა თავში წკიპურტისთვის და ყურის აწევის საბაბით.
ახლა სამართლიანობაა.
ახლა უკვე ვიცით, რა პროგრამა აქვს ხელისულებას საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის - ამაზე ამ 2 თვეში იმდენი იმსჯელა სოფლის მეურნეობის მინისტრმა - არ გახსოვს?
ახლა ვიცით სად გადის საგარე ორიენტაციის ვექტორი - ამაზეც ხომ იმსჯელა პარლამენტმა და ხალხმა? არ გადავწყვიტეთ ამის მერე, რომ ეს და ის არ გვექნა, აქ და იქ არ წავსულიყავიტ პრეზიდენტთან და სამაგიეროდ სხვა მხარეს წავსულიყავით სხვა პრეზიდენტი ქვეშემწის ქვეშემწესთან? ასე არ გადაწყვიტა ქართველმა ერმა? არ გადავწყვიტეთ, რომ ადრინდელი ოკუპანტი ახლა არ ყოფილა საშისი და პირისპირ საუბარი ევროპისა და აშშ-ს გარეშე სულაც არ გვეშინია? არ ვიყავიტ გმირების ერი თუ რა? დავითმა არ უნდა შეებას გოლიათს - დავიტი და გოლიათი უნდა დამეგობრდნენ - იერარქიულად რათქმაუნდა.

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს.
გაუმარჯოს ახალი ერის ფორმირებას წინაპრების ტრადიციებითა და ორიენტაციებით - პატარა კახის ტრადიციებით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიური ოლიგარქიის ტრადიციებით მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული და ბოლოს ედუარდ შევარდნაძის ტრადიციებით - ბიძინა ამას ყველაფერს საშვილიშვილოდ და ერთხელ და სამუდამოდ დააგვირგვინებს. გზას, რომელიც მართლმადიდებლებმა სამხრეთიდან აიღეს, დიდი წინააღმდეგობის და 6 ათასიანი მთების მწვერვალების გადალახვის მერე წარმატებულად დავამთავრებთ იქ, საიდანაც წესით და რიგით მზე უნდა ამოდიოდეს. და როცა ეს ავტომაგისტრალი გაიხსნება და ჩვენი კარალიოკი იქითკენ დაიძრება - აი მაშინ დაიწყება ახალი საქართველოს შენება. ჯერ კარალიოკი და ტყემალი - მერე ჩვენ. ჩვენი გზა არაა ყარსის გზა - ჩვენი გზა სხვაა, უკვე საუკუნეების მანძილზე და ნუ ვურალატებთ ამ ტრადიციებს.
გილოცავთ დამდეგ შობა ახალწელს და ახალ დაბადებულ საქართველოს გილოცავ ჩემო სოლომონ.
იკისრე პასუხიმგებლობა - მე არ ძალმიძს, მე არ მაქვს არც ძალა და არც სურვილი და არც ვიზიები.
გაიყვანე საქართველო იქ, სადაც ჯერ არს.
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ - რათქმაუნდა ჭეშმარიტმა, მართლმადიდებელმა ღმერთმა და არა იმ ღმერთმა, ვითომ ბერძენ- და რუმინელ მართლმადიდებლებს რომ სწამთ, ამ კათოლიკების ლაქიებს, რომლებმა შობაც კი 7 იანვრიდან 25 დეკემბრისთვის რომ გადაავადეს - კათოლიკების საამებლად. ჯოჯოხეთის ცეცხლში მოუწევთ მათ ამისთვის წკმუტუნი.
ილია მეორეს მადლი, სასოება და ანაფორა გფარავდეთ თქვენ ყველას, შენის თამადობით, ჩემო სოლომონ.

აჰა ბურთი, აჰა მოედანი და აჰა მაიდანი.
ამ უზენაეს საქმეში ვინც ხელის შეშლას დაგიწყებთ - მუწუკივით უნდა გამოიწოვოს და უნდა მოიკვეთოს. ეს უზენაესის ნებაა.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
27.12.2012 14:37
ირაკლი ალასანიამაც წინასწარ განაცხადა ნოემბერში რომ ავღანეთს ეწვეოდა

მე ბატონი ალასანიას წინასწარ დაანონსებულ ვიზიტს უფრო ვდარდობ, ვიდრე სააკაშვილისას. რამეთუ თავისუფალ არჩევნებში უკეთეს ვირჩევთ არა?...და ა.შ.


ავტორი: NATIA
27.12.2012 14:34
ბატონო კობა, თქვენ მიიღეთ დამსახურებულ;ი კრიტიკა..

ასეთ შემთხვევებში, მაგალითად, პატივცემული კომენტატორი "გოგია" ამბობს: ასეთი კრიტიკა "ჩემს მიმართ რომ გამოეყენებინათ, თავს თუ არ მოვიკლავდი, წერას შევწყვეტდი საერთოდ" - ო......

იქნებ არ დაბლოკოთ ეს კომენტარი? - ერთიც არ არის სალანძღავი სიტყვა.

ავტორი: ლიი
27.12.2012 13:14
ავტორი: დათო საიდან გვწერთ: თელავი
26.12.2012 23:08
"თალიბებმა შეიტყვეს სამეფო ოჯახის წევრის ყოფნა ავღანეთში და მასზე ნადირობა გამოაცხადეს."
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ჯარისკაცებს თავი დაანებონ და მიშაზე რაც უნდათ, ის გამოაცხადონ. მიშას მოუწევს მთელი თავისი ნაქურდალის თალიბებისთვის გადაბარება.

ეს ამხელ კაცი ერთი თინეიჯერი, ჯიუტი, ჭირვეული, ძნელად აღსაზრდელი ბიჭივითაა, მშობლებს მუდამ საგონებელში რომ აგდებს, უმადური პრობლემებს უქმნის მათ და ოჯახს ანადგურებს. უბედურება კი ისაა, რომ ეს ოჯახი ჩვენი სამშობლოა.

ავტორი: tutuci
27.12.2012 12:17
ტლიკინაძე - რას წერ საერთოდ ხვდები?

მიშა ბტონი რომ ნატო-სტანდარტების წინააღმდეგ მიდის ამ საქციელით ამას ხვდები?


ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
27.12.2012 10:16
იქნებ დააანონსა ასე,მაგრამ სინამდვილეში კვალის არევის მიზნით ორი თვის მერე მიდის?-ავტორი: დათო ტლიკინაძე საიდან გვწერთ: მაჩუ პიკჩუ
26.12.2012 23:06-"პრეზიდენტმა" ბრძანა: ახალ წელს მივულოცავო, ახალი წლის ღამეს მათთან გავატარებო-ამიხსენი თუ ძმა ხარ-თებერვალ -მარტში რომელი კალენდრითაა ახალი წელი- ნავახების ტომისა თუ ესკიმოსების? თუ ვინ გააკეთა სამხედრო ინფრასტრუქტურა-გეტყვი ამერიკელებმა- ივანიშვილისა და საქართველოს ბიუჯეტის ფულით. მიშამ ის გაგვიჩალიჩა, რომ მისი "სარდლობის" დასტურისათვის მოწყობილი ავანტიურის გამო იარაღზე საქართველოს ემბარგო გვქონდა გამოცხადებული! ამ ავტორს ამომწურავად აქვს გაცემული თქვენთვის პასუხი მიშიკოს მორიგი ავანტიურის თაობაზე. იხ. ავტორი: დათო საიდან გვწერთ: თელავი
26.12.2012 23:08.

ავტორი: დავით ტლიკინაძე საიდან გვწერთ: ახლა უკვე ქაბულიდან
27.12.2012 02:31
ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თეთრნალი
27.12.2012 00:48

სოლომონ თეთრნალს მინდა ვუთხრა...პრეზიდენტის იქ ჩასვლა კი არაა პიარი და ყალბი მესეჯი,ლიკლიკაძის "მეცნიერული წიაღსვლები" უკეთებს მას ყველაზე დიდ რეკლამას!!!

წერეთ ასეთი "ღირსეული სტატიები" და მიიღებთ ქუდზე კაცს!!!, პრეზიდენტის უღირსი ადამიანებისგან დასაცავათ!!!

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა....

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
27.12.2012 00:48
კობა, მადლობა ამ სტატიისათვის

კიდევ ერთი ალტერნატივაც არსებობს - "ან პიარის გიჟი უნდა იყო და სხვა ყველაფერი ფეხებზე გეკიდოს!"

სამწუხაროდ, ზეთი (ან - "ტარმაზნოი ჟიდკოსტი") უკვე დაღვრილია და აწი მხოლოდ უნდა ველოდოთ დაძაბულად, რამე ხომ არ მოხდება. იგივე ტიპის ავანტიურა იყო პოლონეთის პრეზიდენტის წაყვანა სამხრეთ ოსეთის საზღვართან და რუსების და ოსების მხრიდან ცეცხლქვეშ მოყოლა...

არაა, გამორიცხული, რომ ბოლო მომენტში ჩვენმა "თავზეხელაღებულმა" ისეთივე ფარსი გაათამაშოს, როგორც განმუხურის "მკერდით მიწოლისას". თავად ადრე ჩავიდეს და მერე ის კადრები გვანახონ, როგორ უვლის ნაძვის ხეს ჯარისკაცებთან ერთად. ხოლო სინამდვილეში 31 დეკემბერს დოჰას ან დუბაის ფეშენებელურ სასტუმროში შეხვდეს.
მაშინ მართლაც მხოლოდ ქართველი ჯარისკაცები იქნებიან ძალიან დიდი რისკის ქვეშ.
ასევე არ მომწონს გენერალ კალანდაძის იქ წინასწარ ჩასვლა. სააკაშვილის და კალანდაძის დუეტის მიერ ჯარისკაცებისათვის საჩუქრად ჩატანილი ანაზღაურების გაზრდის ინფორმაცია და მათთან გადაღებული ფოტოები ქართული საზოგადოებისათვის იმ ყალბი "მესიჯის" გაგზავნა იქნება, რომ "არმია მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს!"


ავტორი: დათო
27.12.2012 00:02
ბატონი რასმუსენი და მისი დანარჩენი თანამშრომლები როგორ შეხვდნენ დემოკრატიის შუქურის ამ განცხადებას :))) მზად არიან კონსტრუქციული და თანასწორუფლებიანი დიალოგისთვის? თუ ნატრობენ დროზე დადგეს ოქტომბერი ამ კაცმა მთელი კავკასია და აღმოსავლეთ ევროპა რომ არ გადაიყოლოსო, არად წესით იანვარში უნდა ვემშვიდობებოდეთ მანათობელს

ავტორი: დათო საიდან გვწერთ: თელავი
26.12.2012 23:08
პრეზიდენტის ვიზიტი ქართველ მებრძოლებთან, თავის თავში არაფერს ცუდს არ გულისხმობს. მეტიც, ეს გადაწყვეტილება წინასწარ, რომ არ ყოფილიყო გაცხადებული, ჩვენი თანამემამულეებისთვის ავღანეთში ერთგვარი წახალისებაც იქნებოდა...
მაგრამ ეს გადაწყვეტილება ლამისაა ერთი კვირით ადრე გამოქვეყნდა. ის ცნობილი გახდა ჩვენთვის, ნატოს სარდლობისთვის, სხვა სახლემწიფოებისთვის და იმ შეიარაღებული შენაერთებისთვის, რომლების წინააღმდეგაც ჩვენს ჯარისკაცებს უწევთ ბრძოლა. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, -- პრეზიდენტმა პროპაგანდისტული სვლა გააკეთა და ამით საფრთხეში ჩააგდო ჩვენი ჯარისკაცები.
რატომ საფრთხეში?
თალიბები, ხვდებიან რა, რომ პირდაპირი საფრონტო ბრძოლით ვერ დაამარცხებენ მათ ქვეყანაში შეჭრილ მტერს სხვა ტაქტიკით მოქმედებენ: 1. პარტიზანული გამოსვლები, 2. დივერსიული ღონისძიებები, 3. ტერორისტული აქტები, და 4. იმ ქვეყნების ჯარისკაცების და საზოგადოებების დემორალიზაციის მცდელობა, რომლის ჯარებიც იმყოფებიან მათ სამშობლოში. ეს უკანასკნელი ხერხი თავის თავში მოიცავს თვალსაჩინო და პირველ პირებზე ნადირობას. (საქართველოს პრეზიდენტი კი თალიბებისთვის სწორედ ასეთ სამიზნეს წარმოადგენს).

სულ ცოტა ხნის წინ ავღანეთიდან გაიწვიეს გაერთაინებული სამეფოს პრნცი ჰარი, რომელიც ავღანეთში იბრძოდა. ეს უკვე მეორედ მოხდა. პირველად ჰარი ავღანეთიდან 2007 წელს 10 კვირიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ გამოიყვანეს.
რა გახდა ამის მისზეზი ორივეჯერ?
თალიბებმა შეიტყვეს სამეფო ოჯახის წევრის ყოფნა ავღანეთში და მასზე ნადირობა გამოაცხადეს. ბრიტანეთის მთავრობამ, გარდა იმისა რომ თავად პრინცის უსაფრთხოებაზე იზრუნა, პირველ რიგში მისი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი საკუთარი ჯარისკაცების სრულიად გაუმართლებელი და ზედმეტი საფრთხისაგან დაცვა იყო.
რა შეიძლება მოუტანოს მიხეილ სააკაშვილის, ანტითალიბური კოალიციის მომხრე ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტმა ქართველ ჯარისკაცებს?
დიდი ალბათობით თალიბების მხირდან დამატებითი თავდასხმების და დივერსიული აქტების საფრთხის გაზრდა. ამიტომ სრულიად გაუმართლებლად, უპასუხისმგებლოდ და უზნეოდ მიმაჩნია პრეზიდენტის მიერ ავღანეთში თავისი მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ წინასწარ საჯაროდ საუბარი.

ავტორი: დათო ტლიკინაძე საიდან გვწერთ: მაჩუ პიკჩუ
26.12.2012 23:06
არ მოგწყინდათ ამ ერთი კაცის ლანძღვა გინება???!!!

ნუთუ სინდისი ერთხელ მაინც არ შეგაწუხებთ რომელიმეს?ვინ შექმნა ეს ჯარი?ვინ ჩააცვა და დაახურა?ვინ შეაიარაღა?ვინ გაწვრთნა?ვინა ააშენა ის ყაზარმები?სამხედრო აკადემია და მისი ინფრასტრუქტურა ვინ გააკეთა??,პირდაფჩენილი რომ შესცქეროდა საქართველოს პრემიერმინისტრი და მისი ამალა?.....

ბიჯოოოოოოოოსსს!!!! იმის მაგივრად რომ გაგიხარდეთ აწყობილი,ნატოსგან უამრავჯერ ნაქები ჯარი,რომ ჩაიბარეთ...იმის მაგივრად რომ განავითაროთ წინ წახვიდეთ.........იბოღმებით!!!და დღე და ღამე ამ კაცის ლანძღვას და კრიტიკას არ ეშვებით!!!!...რა ხალხი ხართ?რა ვაშკაცობაა ეს?სად ისწავლეთ?აღშფოთებას და სიბრაზეს ვერ ვმალავ!!!....

იქნებ დააანონსა ასე,მაგრამ სინამდვილეში კვალის არევის მიზნით ორი თვის მერე მიდის?მეტი საქმე არ გაქვთ?მეტ საკრიტიკოს და პრობლემას ვერ ხედავთ დღეს ქვეყანაში?

ღმერთს ვთხოვ!!! რა საზომითაც ზომავთ იმ საზომით მოგეზღოთ თითეულს,არც მეტი,არც ნაკლები!!!......ამინ!!!

ავტორი: ნარგა საიდან გვწერთ: თბილისი
26.12.2012 22:52
კობა, თქვენ მართალი ხართ. მე ვფიქრობ, პრეზიდენტის მიერ საკუთარი გეგმების ასე ნაადრევად გამჟღავნება მართლაც სარისკო ნაბიჯია, ოღონდ არა იმიტომ, რომ მოჯახედინები ქართულს ფლობენ და ჩვენს მედიას უთვალთვალებენ ლექსიკონით ხელში. არა, მათ ეს არც სჭირდებათ. აგერ არაა ბიძინა? აი, ვისი სიმუხთლის და ღალატის უნდა ეშინოდეს მიშას.

ავტორი: ნიკა საიდან გვწერთ: თბილისი
26.12.2012 21:29
სააკაშვილს დადანაშაულება 2012 წელს ქართველი ჯარისკაცების დაღუპვაში, ძალიან არაპროფესიონალური გამონათქვამია ჟურნალისტის მხრიდან.

და მართლაც ბატონო კობა, დროა ახალ მთავრობაზეც დაწეროთ რამე.


ავტორი: Tamro Turiashvili საიდან გვწერთ: USA
26.12.2012 20:55
es is presidential romelmats 2008 tslis omshi tankebs rom gamoastro?

ავტორი: ანონიმი
26.12.2012 20:17
"ლიკლიკაძე, შენ თუ მართლა ობიექტური და თავისუფალი ჟურნალისტი ხარ დაგცდეს აბა ერთი სიტყვა მაინც ივანიშვილის მთავრობის წინააღმდეგ."

გეთანხმები ანონიმო,
რამდენი უსამართლობა ხდება და ისევ სააკაშვილი.
დავადებულები არიან უკვე ეს ხალხი, ასე არ იქცევიან ნორმალური და კომპეტენტური ჟურნალისტები, ვეღარ ძღებიან მისი ლანძღვით.
გუსინ კიწმარიშვილმა რომ აჩვენა ვიდეოების კოლაჟი, ივანიშვილი ერთიდა იგივე თემაზე სხვადასვანაირად საუბრობას, და ნებისმიერ თემაზე ასე არ არის?
ამას ვერ ხედავენ ვერც კობა, ვერც ნინა, და რატი და ლაშა ხომ საერთოდ.
მოთმინრბა, მოთმინება მოაზროვნე ხალხო...
ამათი დრო მალე წავა.

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
26.12.2012 19:54
ავტორი: ანონიმი
26.12.2012 15:04-"ქართველი იუპიტერი განსაკუთრებული ჭირვეულობით გამოირჩევა და თავად არაფრის დიდებით არ აღიარებს, რომ წინდაუხედავი განცხადებით თალიბებს წითელი ნაჭერი აუფრიალა. ამიტომ საზოგადოებამ უნდა დაარწმუნოს საქართველოს პრეზიდენტი, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება და ახალ წელს სადმე სხვაგან, საქართველოში დისლოცირებულ რომელიმე სამხედრო ნაწილში შეხვდეს" სწორედ ამიტომაც დაანონსა მიხეილ
"ლომგულმა", რომ გადაწყვეტილება შეაცვლევინონ და მერე ნახეთ მისი სატელევიზიო "გამოსვლა":"უამრავმა ადამიანმა დარეკა,მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებმა მთხოვეს არ ჩავსულიყავი, სვლიიპ, დავრწმუნდი, რომ ხალხს ვყვარებივარ, მე კი არა საქართველო და მისი წარმატებული რეფორმები, სვლიიპ... მიშიკოს მორიგი კურდღლობის მაგალითი...

ავტორი: ლიი
26.12.2012 18:50
სააკაშვილი წინდახედულობით არასდროს გამოირჩეოდა. მით უმეტეს, როცა საქმე მისი თანამოქალაქეების სიცოცხლის საფრთხეს ეხებოდა. პირიქით, თუ ამით მეტ ქულას დაიწერდა, მსხვერპლი მით უკეთესი იყო მისი პიარის დამაჯერებლობისთვის. წესი და კანონი მისთვის არასდროს არსებულა. თვითონ იყო წესიც, კანონიც და კონსტიტუციაც!

ახლა რაღა უნდა მოსთხოვო?! მისი საქციელები აგონიაში მყოფი ადამიანისას ჰგავს. წამლებით გაჟღენთილს თვალები აქვს შეშუპებული. აქ პიართან აღარ გვაქს საქმე - ეს უკვე მარიაჟობაა: მიშას დაუფიქრებელი, ისტერიული ყეყეჩობა, რომელსაც, როგორც ყოველთვი, ადამიანების სიცოცხელე ეწირება.

ავტორი: იი საიდან გვწერთ: თბილისი
26.12.2012 18:47
http://georoyal.ge/?MTID=2&TID=30&id=557

ავტორი: NATIA
26.12.2012 17:42
ამ კაცმა გამოაქვეყნა v.gugeshashvili -ის საზიზღარი კომენტარი და არ გამოაქვეყნა ჩემი, სადაც მას, როგორც ჟურნალისტს ვაკრიტიკებ !)

თუმცა რა.. ამასაც დაბლოკავს!)
სხვაგან და სხვა დროს მაინც დავწერ იმას რაც დაბლოკეთ.

ავტორი: GERMANE
26.12.2012 17:20
ბატონო კობა, ყველაფერში გეთანხმებით - სიფრთხილე საჭიროა.
იმასაც დაგიჯერებდით, რომ ამას თქვენ ქართველი ჯარისკაცების მიმართ ზრუნვა გაწერინებთ და არა სააკაშვილის ნაგავში ამოსვრა,

მაგრამ, რა გიყოთ, თავად იმჟღავნებთ თავს აი ამ ფაქტით:
"საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სტუმრობისა და ბაზა „შუკვანზე“ ტელეკამერების წინ გაკეთებული ხმამაღალი განცხადებების მეორე დღეს, 21 თებერვალს, ჰელმანდის პროვინციაში გაბატონებულმა ექსტრემისტებმა ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს. თავდამსხმელებმა ააფეთქეს საპატრულოდ გასული ქართველი ჯარისკაცების ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე: ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა."

ამას რომ აღწერთ, ისე უხატავთ მკიტხველს, რომ სააკაშვილის ვიზიტმა მოკლა არაპირდაპირ ეს სამი ჯარისკაცი.

არადა, იქვე ამბობთ:
"10 თვის წინანდელი ტრაგიკული თავდასხმა შეიძლება, უბრალოდ, დაემთხვა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს, რადგან მაშინ სააკაშვილი გაცილებით უფრო ფრთხილი იყო და მისი ჩასვლა საზოგადოებამ სწორედ პოსტ ფაქტუმ შეიტყო".

ესეიგი რა გამოდის - მაშინ სააკაშვილმა ყველაფერი დასაცველი დაიცვა, ის ქნა, რაც ობამამ, მერკელმა და სარკოზიმაც ქნეს. და მაინც ამბობთ "შესაძლოაო". თანაც, ერთი აბზაცის წინ არა "შესაძლოაო" ამბობთ, არამედ პირდაპირ კავშირში აგყავთ პრეზიდენტის ვიზიტი და ამ სამი კაცის დაღუპვა.

მოკლედ რა, ძალიან ცუდად გამოგივიდათ არამარტო საკუთარი თავის და საერთოდ ქართული ჟურნალიზმის მიმართ, არამედ იმ ხალხსაც კი, რომლებსაც სურთ დაგიჯერონ და ირწმუნონ თქვენ არაღვარძლიანობა, ძალიან ცუდი მაგალითი მიეცით.

არ დაგეკავშირებინათ ერთმანეთთან ის, რაც ერთმანეთთანბ არაა კავშირში და სულ სხვა ელფერი ექნებოდა თქვენს ნაწერს.

საერთოდ კი, მართალი თქვით ზოგადად.
უბრალოდ მართლის მთქმელს უნდა დაეჯერებოდეს კიდეც და ეს დამაჯერებლობა უბრალოდ გააქარწყლეთ თქვენი მცდელობით, რომ ადამიანი, რომელიც ძალაუფლების დაღმავალ შტოზეა, ჩაწიხლოთ და თავზე მიაფურთხებინოთ ყველას.

ასე არაა ჟურნალიზმი, ბატონო კობა. იკითხეთ დემოკრატიულ პრაჰაში, ჰკითხეთ პრაჰელ კოლეგებს მაინც, თუკი პრეზიდენტივით დიდფასიანი მრჩევლის აყვანის ფინანსები არ გაგაჩნიათ.

მაპატიეთ, მაგარამ, ჭორი ერთია და რაზე ჭორაობ - ეს მეორე.
იმაზე თუ იფიქრეთ, ამ თქვენს წერილს რომ იმ სამი ჯარისკაცის ახლობლები წაიკითხავენ, რა გუნებაზე დადგებიან? თუ ალბათ იქნებ სწორედაც ეს გინდოდათ?

ეეხ, კობა, კობა, რა იყო, რა არს და რა იქმნის?
თუ ხედავთ რა გზას ადგახართ?
თუ მხოლოდ საკუთარი საპოგის წვერებზე ხართ მიჩერებული?
ეკლესია ჩანს ამ გზის ბოლოს?
და თუკი დარწმუნებული ხართ, რომ ჩანს - როგორი გუმბათი ადგას?

ავტორი: maxoni საიდან გვწერთ: თბილისი
26.12.2012 15:52
ამ წყეულმა რამდენი ადამიანი უნდა შეიწიროს თავისი იაფასიანი ფიარების გამო.....დაანებოს ჯარს თავი, ჯარი, რომ ყვარებოდა ოთახის ბალონკას არ დანიშნავდა გენშტაბის უფროსად!!

ავტორი: ანონიმი
26.12.2012 15:04
ლიკლიკაძე, შენ თუ მართლა ობიექტური და თავისუფალი ჟურნალისტი ხარ დაგცდეს აბა ერთი სიტყვა მაინც ივანიშვილის მთავრობის წინააღმდეგ.
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული