ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 19:04

ბლოგები / კობა ლიკლიკაძე

მინისტრების "დეზერტირობა" პრეზიდენტის ახალი დეკრეტების ფონზე

x
ტექსტის ზომა - +
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს ვურეკავ და ვეკითხები: - პატივცემულო კოლეგავ, თუ შეიძლება მითხარით, მართალია თუ არა ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრმა, ბატონმა ზურაბ ადეიშვილმა საქართველო დატოვა?

იქვე ვაზუსტებ, რომ ეს ინფორმაცია ეკუთვნის კოალიცია „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს, რომელმაც ადეიშვილი ფაქტობრივად დეზერტირობაში დაადანაშაულა. „ვიცი, რომ მან დატოვა საქართველო, მაგრამ მას საქართველო რომ არც დაეტოვებინა, ფაქტია, რომ მიატოვა თავისი უწყება, მან მიატოვა მიმდინარე საქმეები, მან მიატოვა ეს უზარმაზარი სტრუქტურა, რომელიც უზარმაზარია და ბევრი ადამიანი მუშაობს“, - განუცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ თეა წულუკიანმა.

- არ ვიცი, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, - საოცრად ნაღვლიანი ხმით მპასუხობს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი. მინდა რაღაცით ვანუგეშო ასეთ მდგომარეობაში მყოფი კოლეგა.

- უკაცრავად, მაგრამ მაშინ იქნებ ის მითხრათ, საქართველოში თუ იმყოფება?

- ჩემთვის არც ეს არის ცნობილი, - მესმის სატელეფონო კავშირის მეორე ბოლოს სრულ საინფორმაციო ვაკუუმში მყოფი ადამიანის დაღლილი ხმა.

უკეთესი მდგომარეობა არც თავდაცვის სამინისტროშია, სადაც დღე-დღეზე შევა კოალიციური მთავრობის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას საგანგებო, „გაცნობითი ჯგუფი“. სამხედრო უწყებაში იციან რომ დიმიტრი შაშკინი მივლინებით აშშ-ში იმყოფება, თუმცა არ იციან, თუ როდის დაბრუნდება უკან. როგორც ამბობენ, 2 ოქტომბრის შემდეგ უგზოუკვლოდ არიან გაუჩინარებულნი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დათა ახალაია და მის ძმა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია, რომლის ხსენებაზე სახელმწიფო უწყებებში ისეთი რეაქცია აქვთ, თითქოს სულ ორიოდე კვირის წინ მე ვუწოდებდი მას „სახელმწიფოს სიძლიერის სიმბოლოს.“

რა არის ეს? ნუთუ ყოფილი მინისტრების დეზერტირობასთან გვაქვს საქმე?! ნუთუ დასაჯერებელია, რომ იუსტიციის მინისტრმა გაქცევით უშველა თავს? არა, ბაჩო და დათა ახალაიებისგან, მათ მიმართ არსებული ბრალდებების გამო, კაცს გაქცევა არ უნდა გაგიკვირდეს. მაგრამ ნუთუ პოლიტიკური ბრძოლის ველს გაეცალა დიმიტრი შაშკინი, ავტორი დევიზისა „არც მშვიდობიან დროს და არც ომში, არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ?“

ორხელისუფლებიანობის პირობებში ძნელია ერთმნიშვნელოვნად რაიმეს თქმა. შესაძლოა, ზემოხსენებული მინისტრები არც არსად წასულან და ეს მხოლოდ მოწინააღმდეგის კვალის ასარევად გაკეთებული ერთგვარი ტაქტიკური სვლაა. აგერ ზურაბ ჭიაბერაშვილიც არ ჩანდა, მაგრამ 8 ოქტომბერს გამოვიდა არენაზე და ალალად დაიცვა კახეთის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრთა მუქარებისგან.

ჯერ კიდევ დარგის მოქმედი მინისტრისაგან ასეთი გამოსვლა პოლიტიკურად მოულოდნელია, თუმცა ადამიანურად გასაგებია - თანამდებობის პირს მუხლები არ უკანკალებს და დგას იქ, სადაც მისი პრეზიდენტი და მისი გუნდია. რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილს, ვიღაც-ვიღაცებს რომ ეგონათ, შოკშია და განადგურდაო, პრეზიდენტმა აგერ ახლახან თბილისის ქუჩებშიც ისეირნა, ფორსირებულად აარჩევინა „ნაციონალურ მოძრაობას“ ბათუმისა და ქუთაისის მერები და სულ ბოლოს, საკუთარი დეკრეტით სპეც-კავშირებისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოებიც პირად კონტროლზე აიყვანა, რათა მომავალი მთავრობის მინისტრებმა ვერ გაიგონ, თუ ვის ელაპარაკება და რაში ხარჯავს სახელმწიფო თანხებს ქვეყნის პრეზიდენტი.

სააკაშვილის ბოლო გადაწყვეტილება კი საგანგებო ყურადღებას იმსახურებს. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე დაინიშნა. კალანდაძეს, რომლის მეთაურობით მოქმედმა მე-4 ბრიგადამ  2008 წლის აგვისტოს ომში საკმაოდ დიდი დანაკლისი განიცადა, არმიაში სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე ერთგულ ოფიცრად იცნობენ. შესაბამისად, მისი დანიშვნით სააკაშვილმა ძირშივე აღკვეთა სპეკულაციები პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას, ან ოპოზიციის სხვა რომელიმე სასურველი კანდიდატის გენერალური შტაბის უფროსად დანიშვნაზე და აშკარად მიანიშნა „ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ალასანიას, რომ პრეზიდენტი არც არმიაზე კონტროლის სადავეების შესუსტებას დაუშვებს.

Tags: პოლიტიკა, არჩევნები, ბლოგი, პრეზიდენტი, მთავრობა, იუსტიციის მინისტრი



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
25.10.2012 14:21
რაც მთავარია ბატონი ედუარდი არ გაქცეულა არსად და ესაა დემონოკრატიზებული საქართველოს გაბრწყინების საწინდარი და გადამწყვეტი პირობა თქვე კაი ხალხო.

ავტორი: რატი საიდან გვწერთ: თბილისიდან
22.10.2012 22:12
არ მინდა ვინმემ ადვოკატობაში ჩამომართვას, მაგრამ ამდენი გელსი ერთად ვეღარ ავიტანე. იქნებ ცოტა საქმიანი კრიტიკა წარმოგეჩინათ და არა უბრალოდ "სულ ერთია ოღონდ ცუდი ვთქვა"-ს აჩემება?

ავტორი: ანონიმი
22.10.2012 22:10
და რა არის შაშკინის მიმართვაში ცუდი?
ახლად მოსული კრიმინალებთან ჩაძმაკაცებული ხელისუფლების ხელში წესიერი ადამიანების ჩავარდნა სახიფათოა. ეგენი ნებისმიერ "ფაქტს" დადებენ და ნებისმიერ " მოწმეს" იშოვნიან ფულის მეშვეობით და რასაც უნდა იმას ათქმევინებენ.

რა, ამაში ეჭვი გეპარებათ?

კანონით არ უნდა გეპარებოდეთ ეჭვი, იმის მერე რაც მათ შეძლეს არჩევნებზე.კერძოდ, დიდი ფულით - ხალხის დიდი პროცენტის მიმხრობა:))

მე მჯერა, რომ შაშკინიც, ახალაიაც და ადეიშვილიც პატიოსანი და წესიერი ადამიანები არიან.
ძალიან კარგი ქნეს, ამ უგონო და უთავო ბრბოს რომ გაერიდენ...
მაგრამ ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან.

ავტორი: ანონიმი
22.10.2012 14:28
„ცოცხის საშუალებით მოსული უმრავლესობა“
---------------------
ხახახა, ხიხიხი....

ავტორი: Devnili საიდან გვწერთ: Mosulidan
22.10.2012 13:08
თავგადაკლულო სააკაშვილის მრევლო, წაიკითხეთ მხდალი შაშკინის მიმართვა? ხო ყოფილა ამ ბლოგის ავტორი მართალი, ლამის ჯვარს რო აცვით შაშკინის და მკვლელი ახალაიების გამო? მოკაკვეთ ახლა თითი, თუ ნამუსი გაქვთ და მოიხადეთ ბოდიში

ავტორი: Vano საიდან გვწერთ: Saxlidan
19.10.2012 02:53
ჭორიკანა დედაკაცის მეზობელთან ჩიფჩიფს უფრო გავს ვიდრე პროფესიონალი ჟურნალისტის ნამოქმედარს. სირცხვილი და თავის მოჭრა! მეც კი მცხვენია რომ ამის მჩხიბავ ინდივიდს სერიოზულ და ობიექტურ ჟურნალისტად მივიჩნევდი ოდესღაც...

კორუფციული დეგენერაციის უბადლო მარგალიტია!

ავტორი: ჟიჟის ოპოზიტი
16.10.2012 20:22
ე.წ. პოლიტმეტრელო ჟიჟი, შევიდა შენს თავში რაც დიმიტროვმა თქვა?
თუ ევროკავშირის ელჩიც იტყუება?

თქვენ ხომ ფიქრობთ, რომ თქვენს ( ოპოზიციონერ ჟურნალისტებს გგულისხმობთ!) გარდა ყველა იტყუება ამ ქვეყანაზე.

არადა, პირიქითაა... სიცრუისა და ცინიზმის(?!?!) ამოუვსებელი ორმოები ხართ !

გვითხარი ჟიჟი, დასახელებული მინისტრობის კანდიდატებიდან, ყველა მოგწონს?
და რატომ მაინც დამაინც მაგ საკითხს არ იხილავ?

ბიძინასი გეშინია?:)) - აღარ დაგაფინანსებს...

მერე თავი რომ უმაღლესი ხარისხის ობიექტურ ჟურნალისტად მოგაქვს, მაგას რა ვუყოთ?

ავტორი: lana საიდან გვწერთ: frankfurtidan
14.10.2012 18:47
გაქცეულ მაღალჩინოსნებ ხალხის ნაარცვი ქონება გადაააქვთ ოფშორებში და ყიდულობენ ძვირადღირებულ ვილებს ევროპაში. მედია უფრო მეტად უნდა ამხელდეს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულს და დიდი მადლობა რადიო თავისუფელბას, რომ ამ საკითხზე თქვენ აზრს გამოხატავთ და არ თვლით, რომ სააკაშვილი უკვე ოპოზიციაშია და მას ყველაფერი უნდა ეპატიოს

ავტორი: ანონიმი
11.10.2012 14:33
კობა , გაიღვიძეეეეე......
ოცნება მართავს უკვე ქვენყანას...
რა მოგივიდა შე კაცო...

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
11.10.2012 12:53
ისე ჩვენში არ დარჩეს და ბიძინამდეც მივიდეს და... მაგან ეგრე თუ მოამრავლა ეს ედიკას ნახარში მინისტრები ქვეყანაში გლეჯვა-წეწვას და ჭამას რომ არიან მიჩვეულები, ვერაფერი სიკეთეა მაგი ბიძო!!!

შევახსენო მინდა ბიძოს რომ თავის მშობლიურ სოფელში, "ტრუსიკის ძმაკაცები" პარავდნენ აურახელი რაოდენობით თანხას

და მირცხულავა და მისნაირი პროფესიონალი მომპარავები ეხლა გაპატიოსნდებიან?

ეეეეეე ბიძო ბიძოოოოო... რა ვქნა ამ ცხვრებში მყოფს მგლის სუნი რომ მცემს?

ეგენი თითოეულ ბიზნესმენს არაფერს "ახევდნენ" ბიძო, ეგენი ჩვენ გვპარავდნენ, ხალხს (!)

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
11.10.2012 01:57
(შორსაც და ახლოშიც) და არავითარ შემთხვევაში ახლში!
პ.ს.ქვედა კომენტარს ვასწორებ

ავტორი: მამალი საიდან გვწერთ: ქანდარიდან
11.10.2012 01:49
დიდი ცეცხლია დროული უდროობა.დაგვეხმარება საგარეო ფრონტზეც და უკულტურო ტომთან ურთიერთობაშიც.)

ავტორი: Internetmrevli საიდან გვწერთ: Misha magaria
10.10.2012 23:14
ნუ დაგვაწყვიტეთ ნერვები. დაგვიამეთ აფორიაქებული ნერვები მაღალი ხარისხის სამეცნიერო-ანალიტიკური ბლოგებით და ნუ შეგვახსნებთ წინა რეჟიმის ცოდვებს. დაე მათ წყნარად იფიქრონ რევანშზე, სამშობლოს და კაცობრიობის გადასარჩენად:)) გაჟრიალებთ მაგრად, აი!

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
10.10.2012 22:25
ნუ გეშინიათ ჩემო საყვარელო, წესიერო ქართველებო.):დრონი მოსულან გონების აღმაფრენის და მუზების და მომსმენის სწორედ იქ სადაც თქვენ ფიქრობთ და გეტყვით,რომ ჩვენთვის დრო არ არსებობს და ვისთვისაც არსებობს(შორსაც და ახლშიც)მტერთათვის ჩვენთვის და ედოთ და კანფეტი ეგონებათ და როცა მიხვდებიან ბევრს აღარ მოინდომენ.)

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: აღარუიშვილეთიდან
10.10.2012 16:08
ავტორი: დიტო საიდან გვწერთ: მთაწმინდა
09.10.2012 22:25
გენერალურ შტაბსა და გაერთიანებულ შტაბს შორის არსებითი სხვაობაა, რა საიდუმლოსაც ჩვენი კონსტიტუცია მალავს, ბატონო კობა! ჩაუღრმავდით ამ საკითხს გეთაყვა!-შვილიშვილი8 ბებიას სექსსს ასწავლიდაო ამაზეა ნათქვამი-რა გენშტაბი, რი გენშტაბი?კობას ასწავლი მაგას?ჰაჰაჰაჰაჰა

ავტორი: კ ო მ ბ ლ ე საიდან გვწერთ: ფრანციიდან
10.10.2012 04:05
გიორგი თბილისიდან
რა დროს ახალი ბლოგები და სიახლეა? ხალხმა შექმნა სიახლე, ისინი ახლა ცაში იყურებიან და ელოდებიან ციდან მანანა როდის ჩამოცვივა.

ავტორი: დიტო საიდან გვწერთ: მთაწმინდა
09.10.2012 22:25
გენერალურ შტაბსა და გაერთიანებულ შტაბს შორის არსებითი სხვაობაა, რა საიდუმლოსაც ჩვენი კონსტიტუცია მალავს, ბატონო კობა! ჩაუღრმავდით ამ საკითხს გეთაყვა!

ავტორი: მამუკა საიდან გვწერთ: ჶეჲსბუქიდან
09.10.2012 15:17
ძალიან არ მინდა დავიჯერო, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილს მიღმა ფარული გარიგება მოხდა ცალკეული პიროვნებების "გაპარების" და რაღაც-რაღაც დოკუმენტაციის განადგურების თაობაზე.

ეს თუ დადასტურდა - განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ბევრი ჩემი ნაცნობი ასეთ შესაძლებლობას საკმაოდ წყნარად აღიქვავს - საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა კიდევ მინიმუმ ერთი თაობით გადაიდება (ისიც უკეთეს შემთხვევაში)

ავტორი: nd საიდან გვწერთ: tbilisi
09.10.2012 13:41
ვეჭვობ ვოლანდის და მისი ამალის ხელი ურევია აქ:)))))

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: თბილისი
09.10.2012 13:19
უკვე რამდენი დღე გავიდა არჩევნებიდან და ველოდები, როდის გამოჩნდება ახალი ბლოგები, როდის გაგვიზიარებენ ჩვენი ინტელექტუალები ახალ მოსაზრებებს ახალ სიტუაციაზე, გაგვიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს და დაკვირვებებს. ამ გარდამავალი ერთი კვირის ძალიან საინტერესო მომენტებზე. მაგრამ კობა ლიკლიკაძის გარდა, რომელიც, ეს ადრეც ვთქვი, ყველაზე სუსტ ბლოგერად მიმაჩნია ამ საიტზე (რაოდენ ხშირად წაკითხულიც უნდა იყოს) და რომელმაც უკვე ორი ბლოგი მოასწრო (ახალს არაფერს ამბობს, ისევ ძველ მთავრობას უკირკიტებს სააკაშვილისადმი იდიოსინკრეზიით მოცული) დაიბეჭდა ლაშა ბუღაძის ნაჩქარევი და სრულიად არასასაცილო (ბუღაძეს ხომ იუმორისტული რუბრიკა აქვს) ოპუსი. ისეთი შთაბეწდილება მრჩება, თითქოს ყველა დაბნეულია და აღარ იციან, "რა პონტი ააგდონ"

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
09.10.2012 13:08
ეგენი სულ გარბიან: მათ მიერვე მიღებულ კანონებს გაექცნენ, რუსულ ტანკებს გაექცნენ, საკუთარ "ნაჩალნიკსაც" კი გაექცნენ

ცარიელი თავი ფეხებს ძალას ატანდაო.

ავტორი: ანონიმი
09.10.2012 12:37
უნდა წავიდნენ, ამათ ჩემი მტერი ენდო.
ამდენი ხანი სულ ასაღებდნენ ტყუილებს მართლად და იმის მერე რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, რა დაუდგებათ წინ რომ ამბები შეთხზან და ცრუ მოწმეებიც მოიყვანონ?

იმ ხალხს ის არ ეყო რომ დაუღალავად შრომობდნენ?
პასუხად ციხე რატომ უნდა მიიღონ .
#აგერ ჩვენს წინაშე არიან დამნაშავეები, მაგ. ბურჯანაძე და მისი ქმარშვილი რომლებმაც ადამიანებს მანქანით გადაუარეს, ბერაძის ვაჟკაცმა კაცი დაჭრა... მაგრამ მაგათ არ წაუყენებენ უკვე არსებულ ფაქტიურ ბრალდებებს და მიშას გუნდს კი ათას ჭორს მოუგონებენ.

აწორედ ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ ყველა ისინი პოლიტიკურს მოითხოვენ და წავლენ ქვეყნიდან. კაციჭამიების ხელში ნუ ჩაიგდებენ თავს.

ავტორი: Max საიდან გვწერთ: Georgia
09.10.2012 09:15
ზუსტად არ იცის, მაგრამ ჭორებს მაინც ავრცელებს.

ავტორი: BEKA საიდან გვწერთ: TBILISI
09.10.2012 05:22
რაო წინა ბლოგი გადამალე და ამით ჩაანაცვლე? ნერვიულ ეიფორიაში ხარ ეტყობა.

ყველაზე პოპულარული