ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:16

ბლოგები / კობა ლიკლიკაძე

ჩვენი პასუხი კლინტონს

x
ტექსტის ზომა - +
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შემდეგ საქართველოში ბევრი ვარაუდობდა ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ვნებების მოთოკვას, მედიაზე წნეხის შემსუბუქებას და წინასაარჩევნო პროცესის ცივილიზებულ კალაპოტში მოქცევას. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო ორი დღეა პროცესები საქართველოში ელვის უსწრაფესად და თანაც ყველაზე უარესი სცენარით ვითარდება.

ჰილარი კლინტონი სამხრეთ კავკასიას გაცილებულიც არ იყო, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „მე-9 არხს" გაეთიშა მეტრული მაუწყებლობა, რომლითაც აღნიშნული ტელევიზია სულ ორი დღით სარგებლობდა შპს „სტერეო+“-სთან გაფორმებული კონტრაქტის წყალობით; იმავე დღეს, 7 ივნისს, კონტროლის პალატამ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სამართალდარღვევათა სუბიექტად ცნო და შესაბამისი ოქმები გაუგზავნა სასამართლოს; ასევე იმავე დღეს პროკურატურამ ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით დააკავა კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი.

გარდა ამისა, დამოუკიდებელ რადიომაუწყებლებს უსიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“, რომელმაც 6 ივნისს თბილისის ქუჩებში მოძრავ რამდენიმე ათას მიკროავტობუსში ოპერატიულად დახსნა რადიომიმღებები და ნაცვლად ამისა, ავტობუსების სალონებში დაამონტაჟა სპეციალური მონიტორები, რომლებითაც მგზავრები მხოლოდ სარეკლამო ინფორმაციას მიიღებენ.

არადა, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ჰილარი კლინტონის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბარს, ხოლო სახელისუფლებო მედია დაუღალავად იმეორებს იმ მესიჯებს, რომლებიც სახელმწიფო მდივანმა ბათუმში შეხვედრების დროს რამდენჯერმე გამოთქმით წაიკითხა და მალევე გადასცა სამდივნოს სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოსაქვეყნებლად, რათა თავიდან აეცილებინა შემდგომი ინტერპრეტაციის საფრთხე.

„მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, უზრუნველყონ კონკურენტუნარიანი კამპანია, რათა არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი - როგორც უშუალოდ არჩევნების დღეს, ასევე მანამდე დარჩენილი თვეების განმავლობაში,“- ეს ითქვა სტრატეგიული პარტნიორობის პლენარული სესიის გახსნაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის თამადობით, საქართველოს ლამის მთელი მთავრობა ესწრებოდა.

შემდეგ იგივე მოწოდება, ოღონდ ცოტა უფრო ვრცლად, ჰილარი კლინტონმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაღალი სტუმრის გვერდით მდგარ და ამ დონის ვიზიტით აშკარად კმაყოფილ მიხელ სააკაშვილსაც გაუმეორა.

„დღეს მე შევხვდი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეში მათი მნიშვნელოვანი როლი განვიხილე. ამერიკის შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ კონკურენტული ენერგიები და იდეები წარმართავენ დემოკრატიულ პროცესს; სამოქალაქო აქტიურობა, ღია დებატები და თანაბარი პირობები, მოქალაქეთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა – ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც საპარლამენტო არჩევნებისკენ და შემდეგ უკვე საპრეზიდენტო არჩევნებისკენ მიდიხართ“, – განაცხადა ბათუმის იუსტიციის სახლში ჰილარი კლინტონმა, რომელმაც იქვე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, არ დაკარგოს დრო მომავალი საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩრდილოეთ კავკასიაში დაგეგმილ რუსეთის სამხედრო მანევრების საფრთხეზე საუბრით, რასაც, კონტროლირებადი მედიის საშუალებით, მანტრასავით იმეორებს და ოპოზიციის დისკრედიტაციისათვის მოხერხებულად იყენებს საქართველოს ხელისუფლება.

„დიახ, იქნება სამხედრო წვრთნები, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენები ამ შემოდგომაზე საქართველოს შიგნით მოხდება, როდესაც ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს. მე ვერ მოვიფიქრებ ამაზე უფრო ძლიერ მესიჯს, რომელიც ვინმეს მსოფლიოში შეიძლება გაეგზავნოს“, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა და დასძინა: „ყველაზე გადამწყვეტი მომენტი არის არა სხვა ქვეყნის სამხედრო წვრთნები, არამედ საქართველოს არჩევნები და ეს ილაპარაკებს უფრო ხმამაღლა, ვიდრე რომელიმე სამხედრო წვრთნა, იმის შესახებ, თუ რას უჭერენ მხარს ქართველები; თქვენი სიმტკიცის, თქვენი სიძლიერის, დემოკრატიის მიმართ თქვენი ერთგულების შესახებ.“

რამდენიმე უსიამოვნო ფაქტის თანხვედრა, რაზეც ბლოგის დასაწყისში ვისაუბრე, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ იყოს საკმარისი საბუთი კატეგორიული დასკვნების გასაკეთებლად და იმის სათქმელად, რომ საქართველოს ხელისუფლება წონასწორობიდან გამოიყვანა ჰილარი კლინტონის დაჟინებულმა მოწოდებებმა და ახლა განზრახ იქცევა გამომწვევად. ანდა, პირიქით, მიხეილ სააკაშვილმა კვლავ თავისებურად, ერთგვარ პოლიტიკურ ინდულგენციად ჩათვალა კლინტონის ვიზიტი, სტუმრის მეგობრული ქათინაურები და კეთილი რჩევები. საქართველოს ხელისუფლება ასეთ ინტერპრეტაციებს ადრეც რომ მიმართავდა, ამაზე კარგად დაწერა თომას დე ვაალმა სტატიაში „კლინტონი საქართველოში მიდის“.

თუმცა, „მე-9 არხის" გათიშვა მეტრული სიხშირიდან, კონტროლის პალატის მიერ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის „სამართალდარღვევათა სუბიექტად“ განსაზღვრა, დაბოლოს პროკურატურის მიერ კოალიციის სამი აქტივისტის დაკავება, შეუძლებელია ჩაითვალოს იმ „ძლიერ მესიჯად“, რომლის გაგზავნასაც ჰილარი კლინტონი, აშშ-ის ადმინისტრაცია და, ზოგადად, დასავლეთის ქვეყნები შეიძლება მოელოდნენ საქართველოსგან მისი ისტორიისათვის ყველაზე „მნიშვნელოვანი არჩევნებისაკენ“ სავალ გზაზე.

Tags: არჩევნები, ბლოგი, მიხეილ სააკაშვილი, ჰილარი კლინტონი, "ქართული ოცნება", "მეცხრე არხი", "თბილისის მიკროავტობუსი", საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
07.07.2012 00:43
ფანტანები და ფასადები შექმნის სამუშაო ადგილებს?
-------------------------------------------------------------

ინტონაციური პოეზიის შედევრია)))....

მე არ მომიყვანია ეგ ხელისუფლებაში,ხალხმა მოიყვანა,მე საზღვარგარეთ ვცხოვრობდი მაშინ...ხოდა როგორც მოიყვანა ისე წაიყვანს, როცა საჭირო იქნება,მშვიდობიანად და არჩევნების გზით....

. შენმა "საოცნებოდ" საბერძნეთ- თურქეთში და იტალია- ესპანეთში გადახვეწა გვაიძულა, ....
-----------------------------------------------------------------

ესეც შედევრია... ბევრი მოიპარე ალბათ,თორემ გასაქცევი ვინც ვიყავით მაგის მოსვლამდე გავიქეცით ყველა....მასე გაქცეული ვიყავი 10 წელი...აქაურ ჭაობს და შევარდნაძის დამპალ რეჟიმს გავექეცით...

მაგარია ფასადები და ფანტანები,ესთეტიკურია და ლამაზი,განათებული და გაჩახჩახებულიც ჯობს ჩაბნელებულ და გაუბედურებულ ქალაქებს და სოფლებს...

რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, სამუშაო ადგილები ჩვენ უნდა შევქმნათ,მე და შენ.... ერთ კაცს კი არ უნდა მივაშტერდეთ ყველანი....

ავტორი: კომენტი საიდან გვწერთ: მომენტიდან
06.07.2012 21:37
ავტორი: ანონიმი
02.07.2012 19:21-ეს ოცნებას მაინც ყიდულობს... შენმა "საოცნებოდ" საბერძნეთ- თურქეთში და იტალია- ესპანეთში გადახვეწა გვაიძულა, აქეთ მარტო ტურისტებისათვის ქმნის "გაფრენასტრუქტურას"... ფანტანები და ფასადები შექმნის სამუშაო ადგილებს?, რატომ "მოტყდა" ტურიზმზე "ბაზარი"? გაიშიფრა, რომ ამით არავითარი სარგებელი ხალხს არ ექნება...და დაიწყო სოფლის მეურნეობაზე ლაილაი...და სხვა არაფერი...ლაილაი...

ავტორი: ანონიმი
05.07.2012 15:08
გამოწელილი და გამოშიგნული რატომაა თქვენი სახლი ბიჭიკო?...

შესაძლოა ევრორემონტი არ გაქვთ,ან მდიდრული ავეჯი არ გიდგათ სახლში,მაგრამ თქვენი სახლი ის ადგილია სადაც თქვენ ცხოვრობთ ბიჭიკო,თქვენს მეუღლესთან ერთად,თქვენი მშობლები ცხოვრობენ,თქვენი შვილები და შვილიშვილები....ამიტომ, არც ისეთი გამოწელილი და გამოშიგნულია,როგორიც თქვენ გგონიათ,რადგან თქვენთვის ასეთი უძვირფასესი ადამიანები ავსებენ იქაურობას...

იმედია ამას მაინც გაიგებთ....((((

სახლკარი არ მითქვამს,(((( სახლი ვთქვი((((....

ავტორი: ბიჭიკო
05.07.2012 10:47
როგორ უნდა გამოწელო და გამოშიგნო შენი მამული, შენი სამშობლო, რომ სახლს დაამსგავსო. ანონომის აიქიუ: ენა, სახლკარი, სარწმუნოება.(((

ავტორი: ანონიმი
04.07.2012 20:12
არ ვიცი ანონიმი რას გულისხმობს ყაჩაღის ისტორიაში მაგრამ აშკარად ვერ გავუგე რაღაც
----------------------------------------------------------------------
არ უნდა იყოს გაუგებარი,მაგრამ საქართველოში ხომ ასეთ ელემენტარულ რამეს, კიდევ ახსნა ჭირდება.))))

რუსეთის სახელმწიფომ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში გამოყარა ნეხევარი მ ი ლ ი ო ნ ი ადამიანი საკუთარი სახლებიდან... შემოვარდა სხვის სახლში, სხვის სახელმწიფოში, ააწიოკა ხალხი და საკუთარი სახლებიდან გაყარა, უამრავი ხალხი გაწყვიტა, როგორც ჯარისკაცები ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა, შემდეგ დაიკავა სხვისი ტერიტორია, სხვისი მიწა, სხვისი სახლი და სათავისოდ გამოაცხადა, მიითვისა, ოკუპაცია და ანექსია განახორციელა, ამიტომ არის ყაჩაღი და ბანდიტი... ბანდიტობა და ყაჩაღობა ახლა კი არ დაუწყია, 200 წელია ასეა, ოქროს ურდოსგან მიიღო მემკვიდრეობა და ასე ცხოვრობს თავისი დაარსების დღიდან....

ახლა,- ვინც საქართველოს თვლის თავის სახლად, ის ამას მაშინვე მიხვდება, მაგალითად კობა ლიკლიკაძე ამას ხვდება, თქვენც მიხვდებოდით საქართველოს თქვენ სახლად რომ თვლიდეთ....

ამიტომ არის ჩვენი მტერი რუსული სახელმწიფო...

დარწმუნებული ვარ მაინც ვერაფერი გაიგეთ.))))))))))
===================================================
არც რუსეთი მინდა ჩემი ღრუბლების ავტორად და არც ამერიკა
----------------------------------------------------------------
წახელმწიფო ადამიანივითაა,..... როგორც ადამიანს ჭირდება მეგობარი და მოკავშირე, ასევე ჭირდება სახელმწიფოსაც. ისევე, როგორც მარტოსულისთვისაა ძნელი ამ ცისქვეშეთში არსებობა, ასევე ძნელია მარტო ყოფნა სახელმწიფოსთვის.

თქვენ მეგობარი, მოკავშირე თანამოაზრე თუ გყოლიათ ოდესმე? თუ გყოლიათ მიხვდებით რომ ინტერესთა თანხვედრა სულაც არ ნიშნავს თქვენი ღრუბლების ავტორად გამოაცხადოთ თქვენი პარტნიორი, მეგობარი, თანამოაზრე... ჩემი მტრის მტერი, ჩემი მოკავშირეა, ელემენტარული და ანბანური ჭეშმარიტებაა... რა არის აქ ძნელი და გაუგებარი?

დარწმუნებული ვარ, მაინც ვერაფერი გაიგეთ....

საქართველოს თქვენს სახლად რომ თვლიდეთ აუცილებლად გაიგებდით.....

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
04.07.2012 10:16
რუსეთმა ჩვენი მიწები დაიკავა და ჩვენსავე ხალხს ჯერ კიდევ იმპერატორების დროიდან აქეზებდნენ ჩვენს წინააღმდეგ- არ ვიცი ანონიმი რას გულისხმობს ყაჩაღის ისტორიაში მაგრამ აშკარად ვერ გავუგ რაღაც

ფაქტი ერთია- არც რუსეთი მინდა ჩემი ღრუბლების ავტორად და არც ამერიკა - მე მინდა ჩემი ქვეყანა იყოს ჩვენი და ვცხოვრობდეთ ისე როგორც გვინდა და არა ისე როგორც უნდათ

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
04.07.2012 08:01
ისე მახსოვს:შენი მიშა ზურგს იფხანდა რუსეთის სახელმწიფოს გინებით შენსავით.მაშინ ალბათ შენი გმირი უწოდე.ერთი ანეგდოტი მახსენდება:ცხოველები თვითმფრინავში ზიან და ყვავს გატრაკებაში,რომ აყვებიან.ფინალიც გემახსოვრება.რაც შეეხება ყაჩაღს,მკვლელს და გამპატიურებელს:რუსეთში რომ არ წავიდე,უფრო ახლოშიც მეგულებაო.

ავტორი: ანონიმი
04.07.2012 01:06
არც ამერიკელები მიმაჩნია მეგობრებად და არც რუსები მტრებად

ყაჩაღი ცუდ მეზობელს რომ შეუვარდეს სახლში,ოჯახის წევრები დაუხოცოს,გააუუპატიუროს,რამდენიმე ოთახი დაიკავოს და თავისად გამოაცხადოს შენი მტერი შეიძლება არ გახდეს...შენი მტერი მაშინ იქნებოდა შენს სახლში რომ შემოვარდნილიყო....

შენს სახლად რომ ჩათვლი ამ ქვეყანას მაშინ გახდება რუსეთი შენი მტერი.რუსეთის სახლელმწიფო მაქვს მხედველობაში....

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: აუხდენელი ოცნებებიდან
03.07.2012 02:43
)).ლინკს რაც შეეხება მეც გულწრფელად გეტყვი,არც ამერიკელები მიმაჩნია მეგობრებად და არც რუსები მტრებად:თავს მოხვეული სისულელეები. სხვათა უსაფრთხოებას შეწირული საკუთარი ინტერესები.დროს არ განვიხილავ როგორც დღეს, როგორც ეს წუთი.პირიქით დღეს არააფერს ნიშნავს, მთავარი ხვალეა ანუ მომავალია მთავარი.მაშინ ყველაფერი უფრო ნათლად ჩანს. ხვალ და მუდმივად კი რუსეთი ვერ იქნება მტერი. სხვა საფრთხეს რაც შეეხება არ მინდა დღეს ვთქვა და მიზეზი გავხდე,თუმცა შეიძლება ხვალ ვინანო.
ჩემი ოცნება რა არის?მინდა ადამიანის მოდგმა უკან, გამოქვაბულში დავაბრუნო.ვფიქრობ, რომ მაშინ და იქ: ის უფრო ბედნიერი იყო.

ავტორი: ანონიმი
02.07.2012 19:21
ადამიანის მიერ გაკეთებული კომენტარებით ხშირად არ ხერხდება პიროვნების იდენტიფიკაცია....უფრო საინტერესოა რატომ აკეთებ ამ კომენტარებს,რა ინტერესი გაქვს,რა მიზანი და რა მოტივაცია....ადამიანები ხშირად ერთს ფიქრობენ,მეორეს წერენ, მესამეს ლაპარაკობენ, მეოთხეს აკეთებენ და ამ დროს ცხოვრების წესი მეხუთე აქვთ...

ხოდა ამიტომ ნათქვამია:მითხარი შენი ოცნება და გეტყვი ვინა ხარ შენო ))

ათას ლარად კაცი საკუთარ ოცნებას რომ გაყიდის, ან ის ვინც ამ ოცნებას იყიდის,... ჩვენ,-მე და შენ რას გვიზამს?, მიწას არ მოგვაყრის ხანაც ყველა მხრიდან?

გულწრფელად გეტყვით-,საფრთხეს ვხედავ პინგვინოიდურ-შუშუისტური სასახლიდან!!!არ არის ეგ კაი კაცი...

http://www.youtube.com/watch?v=jIDZCBc85Js&feature=relmfu

ამას მაესტრო არ უნდა ავრცელებდეს სერიოზულ ნიუსებში,ან რაღაც კომენტარი დაურთონ...თუმცა ვენაცვალე დემოკრატიას,ვის რა ოცნება ქონდა დაფარული,ყველასთვის აშკარა და ხილული გახადა!!!

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
01.07.2012 02:02
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველაზე მეტად კომენტატორის კომენტარი მაინტერესებს, ამ შენთხვევაში ანონიმის:რას ფიქრობთ ჩემზე მაშინ, რიდესაც თრიაქის შესახებ კომენტარებს ვაკეთებ: მე ნარკომანი გგონოვართ თუ წესიერი ადამიანი?

ავტორი: ანონიმი
27.06.2012 23:29
მოდი ვისი ოცნების ზედა ზღვარი ათასი ლარია იმ ხალხს გაუმარჯოს!!!

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
25.06.2012 23:53
შლიკოს მაესტროდანო:მაგ აშკარა მასხარასო:ფულს ვიღებდე და პოზიციას გამოვხატავდე,მე აშკარად შემრცხვებოდაო...,დრო ისეთი მოკლეაო.პირი კარგად გამოიბანე ქვეყნისტებს კნინობით ფორმაში მოიხსენიებ,ვითომ შუაშისტებს ეძახიო.
პ.ს.შენზე რა უნდა ვთქვათო,ჯერ მარტო უზრდელოო...

ავტორი: მეოცნებე
25.06.2012 18:04
ორ ლარად, ათას ლარიანი ოცნების ასრულებას გაუმარჯოს!!! ====================================================
ის ლექსი ისწავლა ბოლოსდაბოლოს........,სხაპასხუპით ამბობს))

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
25.06.2012 00:06
რაღაც შემოქმედებითი კრიზისი გვაქვს და საქართველო მინდა ჰოლანდიას დავამსგავსოო და თქვენ რა იტყვითო: ვიმსჯელოთო...
პ.ს.ერტმა დინჯმა და ყოვლის მცოდნე "ანალიტიკოსმა" თრიაქის გამბოლებლებს ნარკომანები გვიწოდა,სხვათა შორის მომსვლელისამო და ამაზეც ვიმსჯელოთო...
პ.ს.იცით კიდევ რას ვაპირებო:მომსვლელი როცა მოვა პარლამენტის წინ ღამის 12-სთ-ზე გავაბოლებო და მაინტერესებს სახელმწიფო თუ დამიჭერს რატომ უნდა დამიჭიროსო?

ავტორი: giorgi
16.06.2012 02:47
ვაი, დედა, უი, შვილო, რამდენი ადამიანი დამესხა თავს ჩემი კომენტარისთვის! სოროდან ცხვირი აღარ გამომეყოფა, წავედი უკან სოროში, ჩემს კვესიტაძესთან და წიკლაურ-თუთბერიძეებთან, თუმცა მანამდე არ უნდა დამავიწყდეს და პირი უნდა გამოვირეცხო, რა ვიცი, იქნებ რადიო "თავისუფლების" ხსენება მომინდეს. ყველას, ვისაც გაწყენინეთ, ბოდიშს გიხდით კობა ლიკლიკაძის მიმართ მცდარი აზრის გამოთქმისთვის. მართალი ბრძანდებით, მე ვიცი და ამერიკის კონგრესის მიერ დაფინანსებულამა დირექტორატმა არ იცის?! საჯაროდ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან და ვაცხადებ: კობა ლიკლიკაძე ძალიან მაგარი ჟურნალისტი და კიდევ უკეთესი ბლოგერია!

ავტორი: მაკო
14.06.2012 00:37
ეს აზრი მომწონს და ვეთანხმები, მაგრამ ამის პარალელურად კიდევ არის სხვა სიბრტყეში გადატანილი ფაქტების ანალიზი, რაც გუშინ, მამუკა არეშიძემ ეკა ბერიძის გადაცემაში თქვა: http://www.maestro.ge/?address=unc5&id=4715&page=1
ამაზე რას გვეტყვი კობა?
პასუხი

ავტორი: კობა
14.06.2012 11:44
Comment: ეს აზრი მომწონს და ვეთანხმები, მაგრამ ამის პარალელურად კიდევ არის სხვა სიბრტყეში გადატანილი ფაქტების ანალიზი, რაც გუშინ, მამუკა არეშიძემ ეკა ბერიძის გადაცემაში თქვა: http://www.maestro.ge/?address=unc5&id=4715&page=1 ამაზე რას გვეტყვი კობა?
----------------------------
გმადლობთ შეკითხვისთვის მაკო, ვუსმინე ინტერნეტით მამუკა არეშიძის გამოსვლას. საერთოდ გარდაუვალი სიტუაციები არ არსებობენ. არსებობს დაგეგმილი "შემთხვევითობა":)) თანაც, ესკალაცია მთიანი-ყარაბაღის გარშემო სეზონურ ხასაითს ატარებს და ამ ეტაპზე ფართომასშტაბიან ომზე საუბარი ძნელია. თუმცა, მამუკას ვეთანხმები და ამაზე პირადად ბევრი ვისაუბრე ჩიკაგოში, პაველ ფელგენგაუერთან, რომ თუკი ისრაელი განახორციელებს დარტყმას ირანზე, მაშინ იზრდება ალბათობა რუსეთის სამხედრო გააქტიურებისა სამხრეთ ფლანგზე და ამას გარდაუვალად მოჰყვება კონფლიქტის ესკალაცია მთიან ყარაბაღში და სხვა ბევრი არასასურველი განვითარება

ავტორი: NAIA საიდან გვწერთ: Tbilisidan
12.06.2012 21:34
საქალაქო სასამართლოს სკანდალურმა დასკვნამ, ბიძინა ივანიშვილის სასწრაფო წესით! 140 მილიონი ლარით დაჯარიმებამ, "გლობალ ტივის" გაკოტრების მცდელობამ, ფაქტიურად დაადასტურა, რომ ბლოგის აქცენტები სწორია და საქართველოს ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს არჩევნების გასაყალბებლად და გზიდან "კოალიცია "ქართული ოცნების" ჩამოსაცილებლად, მაგრამ არაფერი გამოუვათ. !!!

ავტორი: უშანგი საიდან გვწერთ: თბილისი
12.06.2012 11:37
სამართლებრივი მექანიზმებით მანიპულაციები ხელისუფლებას ვეღარ უშველის. პოლიტიკური პროცესები შორს წავიდა. კობა, ეს ბლოგი დელიკატურად ასახავს ცვლილების გარდუვალობას :)
-------------------------------------------------------------

ცვლილებები,აღმშენებლობა,წინსვლა სახეზეა და ყოველდღე ვხედავთ ამას,ყრუთა და ბრმათა გასაგონად!!- გალამაზდა ჩვენი ქვეყანა,ცივილიზირებული ქვეყვები,როგორც საიმედო პარტნიორს ისე ვგიყურებენ,მთელი ცივილიზირებული მსოფლო აღნიშნავს საქართველოს წარმატებას,მტრებიც კი ვერ მალავენ ამას....ძველი დროის ნოსტალგიით შეპყრობილები მინდა დავამშვიდო,"ლევი" შემოსავალი აღარასდროს აღარ გექნებათ,))ძველი დრო აღარ დაბრუნდება....ხელფასზე მოგიწევთ ცხოვრება))ისე ოცნებას კაცი არ მოუკლავს))

ავტორი: მარიამ ცაცანაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
11.06.2012 17:11
სამართლებრივი მექანიზმებით მანიპულაციები ხელისუფლებას ვეღარ უშველის. პოლიტიკური პროცესები შორს წავიდა. კობა, ეს ბლოგი დელიკატურად ასახავს ცვლილების გარდუვალობას :)

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
11.06.2012 16:57
ავტორი: giorgi
08.06.2012 22:51 -სწორია: რადიო "ლიბერთის"ამერიკის კონგრესის მიერ დაფინანსებულმა დირექტორატმა არ იცის, ვერ გაიგო კობა ლიკლიკაძის კომპეტენცია,პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და შენ გაიგე და მიხვდი? ეკა კვესიტაძეა თქვენნაირებისათვის ეტალონი ჟურნალისტი და 100 გრადუსით გამოქათამებული "მამალო", რომელსაც რუსულად სხვანაირად ხმობენ..."ფილტვი" არ გეყოფა შვილო ია ანთაძის შესაფასებლად....და საერთოდ სანამ რადიო "თავისუფლებას" ახსენებდე - პირი გამოირეცხე!

ავტორი: მეოცნებე საიდან გვწერთ: ზედაზენიდან
11.06.2012 00:42
ავტორი: Vanonimi
09.06.2012 13:07

ჩვენს ოცნებას გაუმარჯოს 100-200 ლარის ფარგლებში

ავტორი: მაღრიბელი დერვიში საიდან გვწერთ: მაროკოდან
10.06.2012 23:42
ჰილარი დეიდა, ჰილარი დეიდა, ჩვენ გიჟს უთხარი,
რომ სისხლის მსმელი კოღოა და არა ფუტკარი!
ჰილარი დეიდა, რად დახარჯე, ქალო მა ეს დრო,
თუ ახმეტაშიც ვერ ჩაგვირთე ტელემაესტრო...
ჰილარი დეიდა, თქვენი შუქურა გახდა დესპოტი,
თუ არა გჯერათ მობრძანდით და ნახეთ დღეს ფოთი!
რომ ჩაბრძანდებით, მომიკითხეთ მისტერ ობამა,
უთხარ თქვენს იმიჯს რა დამართა გიჟთან ძმობამა....
თუ ისევ მასზე დადებთ ფსონს და ჩაწერთ სიაში,
თქვენი იმიჯი ნულზედ დავა კავკასიაში!
ჰილარი დეიდა, დაგაფიცებ ბილის საქსაფონს,
გიჟი წაიყვათ, თორემ ქართველი ნახავს სხვა გზა–ფონს!!!

ავტორი: ანონიმი
10.06.2012 13:25
ავტორი: optimist
ვიწრო ბანაკური (და არა ბოტანიკური) აბდლობა.

ავტორი: Mamulishvili
10.06.2012 12:25
კობა, მაგარი ხარ! გილოცავ შორიდან 10 ივნისს, რომელიც მე ყოველთვის მახსოვს. შენ კი მინდა შექსპირის სიტყვებით მოგილოცო დაბდღე: გულგრილად შეხვდი ბრიყვთა ძაგებას და ბოროტ კაცს ნუ ეკამათები!

ავტორი: optimisti
09.06.2012 22:01
გასაგება რადიო თავისუფლების და მისი ბლოგერების წინააღმდეგ ასეთი გაკაპასებული დამოკიდებულება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების შტატიანი თუ მოხალისე ადვოკატების მხრიდან. და ეს მხოლოდ ამ რადიოსადგურის კარგ მუშაობაზე მეტყველებს. ღმერთმა არ ქნას, ტატამ, ანონიმმა და გიორგიმ შეგაქონ:)) მაშინ კი საქმე ცუდად გექნებათ:))

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
09.06.2012 21:07
ხო ზაალ, ეგრეა კი, მოწყინდებათ ამერიკაში თავიანთი ყურმოჭრილი დიქტატორის ყურება და მილიარდერ, რუსეთში გამდიდრებულ კაცს დასვავენ- ოღონდ კი დემოკრატი იყოს და აღარ ძარცვოს ხალხიო კი სულ ეგრე ფიქრობენ კი

ეგრე გახდა გრეჩიხა ჩვენი პრეზიდენტი და მერე უცებ გადმოხდა პრეზიდენტი, აი ეგრე ხო, საარჩევნო ყუთებში კი :))))))

ავტორი: ანონიმი
09.06.2012 19:23
ბატონ კობას როგორც ჩანს ჰგონია რომ შეურაცხყოფას არ გვაყენებს ამ სტატიით.....!

ავტორი: Vanonimi
09.06.2012 13:07
ვეთანხმები ანონიმს, გიორგის და სხვა კომენტატორებს. მართაცდა ამოვიდა ყელში ეს კრიტიკა! წერეთ რა "ლაზიკაზ", რურუას ჯაზ-ფესტივალებზე, გააშუქეთ სააკაშვილის, მერაბიშვილის, ბაქრაძისა და ბაჩუკი ქარდავას შხვედრები მოსახლეობასთან, შაშკინის რეფორმები, ერთთვიანი საბავშო კონცერტები ქუთაისში, ვერა ქობალიას სახე ბერიბეჯანის ეკონომიკურ ფორუმში და გვაცალეთ ცხოვრება:)))

ავტორი: Zaali საიდან გვწერთ: Samushia
09.06.2012 10:18
ეს ყველაფერი არის უკოზირო და ბოლომდე გაკოტრებული სააკაშვილის რეჟიმის უბადრუკი მცდელობა. იგი ბლეფს მიმართავს, ცდილობს ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს მას მწვანე შუქი აუნთო ჰილარი კლინტონმა. მიხეილი და მისი გუნდი თუ ასე გააგრძელებენ ჰილარი კლინტონი კიდევ ერთხელ ჩამოვა ალბათ ტომრიანი და ხელბორკილიანი
სპეცაგენტებით სააკაშვილის საევაკუაციოდ.

ავტორი: ანონიმი
09.06.2012 02:47
ავტორი: giorgi 08.06.2012 22:51
აქ ადგილებს ვერ გაანაწილებ! ყველა ბოლო ადგილზეა! ახლა არ თქვა, იქეთა "აკადემიური" ბლოკი რაიმედ ღირდეს!

ავტორი: აიშახ სორდია საიდან გვწერთ: ზუგდიდი
08.06.2012 23:05
ბატონო კობა! ამათ არაფერი ეშველებათ, ამიტომ,იმედია, მათ ყოვლად უსაფუძვლო კომენტარებს სერიოზულად არც განიხილვთ. ესენი ზოგადი წიკლაურები და თუთბერიძეები არიან და ის, რომ სოროდან ცხვირს ყოფენ, მხოლოდ და მხოლოდ მათი ანონიმურობითაა წაქეზებული. აბა, ერთმა გაბედოს და თავისი ნამდვილი სახელი და გვარი მოაწეროს!დიდ პატივს მივაგებ თქვენს წესიერებასა და ნათელ გონებას!

ავტორი: giorgi
08.06.2012 22:51
ბატონო კობა,
ჩემი აზრით, ბლოგი ჟურნალისტიკის სპეციფიკური ჟანრია, მე არ დაგიწყებთ იმის სწავლებას, თუ რა არის ბლოგი და რა არის უბრალო წერილი. თქვენ ეს ჩემზე უკეთესად იცით. ერთს ვიტყვი მხოლოდ, ბლოგში გარკვეული მწერლური ნიჭი უნდა უგრძნობოდეს, რომ იტყვიან, "ცოტაოდენი მარილი". თქვენი ბლოგები ყველაზე სუსტია ამ საიტზე. თქვენს მერე, ბოლოდან მეორე ადგილზე ია ანთაძეს დავაყენებდი. აი ეს წერილიც ამის დადასტურებაა. ეს ფაქტებიო, რომლებიც თქვენ მოიყვანეთ, არანაირად არ იძლევა საკმარის მასალას საიმისოდ, რომ აქედან პრობლება წამომართოთ: მეტრული არხების გათიშვა ალბათ უფრო ტექნიკური საკითხია და მალე მოგვარდება, თქვენ მალე დარწმუნდებით. რადიოების გათიშვისთვის მარშრუტკებში პირადად მე დიდი მადლობელი ვარ (თქვენ, ალბათ არ მგზავრობთ მარშრუტკით), ვინაიდან ბოლო ხმაზე ჩართული რუსული ესტრადა და ხმაური მგზავრის უფლებების დარღვევაა. ხოლო ოცნების აქტივისტების დაკავებაზე პროტესტი თვით "ოცნებასაც" კი არ გამოუხატავს, არამედ გაემიჯნენ მას. თქვენ არ გეტყობათ, რომ იყოთ მიუკერძოებელი და ობიექტური ჟურნალისტი. ბოდიში პირდაპირობისთვის
პასუხი

ავტორი: კობა
12.06.2012 18:59
გმადლობთ პირდაპირობისათვის. რაცა ვარ, ეგა ვარ

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
08.06.2012 21:58
ბიძინა დიდი ხანია ყიდულობს ქართველებს. დიდი ხანია დააძღო საჩხერე და ამით კმაყოფილმა დანარჩენი საქართველოც უნდა დააძღოს- მეცენატობად ნათქვამია თორემ მუქთა ფულის სიკეთე მე არ მინახავს და არც უწერია ვინმეს ამაზე და არც მსმენია ვინმესგან- მუქთად მიღებული ფული ვინმეს გვერდის ცხიმის გასქელების გარდა რამეში მოეხმაროს

მაგრამ აქვეა მეორე უბედურება- მიშას ვაუჩერები, მიშას რუსეთი და მიშას პუტინი, მისივე ნატო (სადაც აფხაზეთ და ოსეთ-შემოღლეტილს ვინ მიგვიღებს) და მისივე ევროკავშირი (თავისი მშიერი საბერძნეთი ეყოფათ იმათ) რომელიც დაკაგული სამოთხის არ იყოს აქაოდა თავადები ვართო და ლამისაა გაკოტრდნენ- გვერდზე არამაც და არამც კი არ გაიხედავენ

ვშიშობ მიშას ეგ საქციელი ოკეანესგაღმაური არწივის ფრთებითაა გაძლიერებული, დიდი ხანია ეგ არწივი ჭილყვავებთან სარეცელის გაზიარებაშია შემჩნეული ოღონდ კი მისი ინტერესები გაატარონ

ასე რომ რჩება ჩემი ქვეყანა საგლეჯად ჯაყო პირველს და ჯაყო მეორეს, ოღონდ კი თეიმურაზს ინტელიგენტობა დავიწყნია და პრიალა რეზიდენციების შენებისთვის მიუყვია ხელი

ავტორი: realisti
08.06.2012 20:14
უცნაურია ბატონი კობას შეფასებები. მას სატელევიზიო სიხშირების უკანონოდ გამოყენების აღკვეთა მედიის შეზღუდვა ჰგონია. კანონის წინაშე დამნაშავე ხალხის დაკავება, რომელზეც თავად მეოცნებებმაც უარი თქვეს და პარტიიდან გარიცხეს, ოპონენტების გზიდან ჩამოშორება...

და ბოლოს, ბატონო კობა თუ ასე ძალიან გაწუხებთ ანონიმების სიმრავლე, აქ ყველა ანონიმია, შემოიღეთ რეგისტრაციის სისტემა და დაწყნარდებით.

ავტორი: უი საიდან გვწერთ: გოგან
08.06.2012 16:30
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
08.06.2012 01:58
კარგით რა ბატონო კობა, დაიქცა ახლა ქვეყანა, რა დემოკრატიის დარღვევებზე საუბრობთ. -საუბრობს და თქვენზე უკეთ იცის, ჩვენც შენზე უკეთ ვიცით,რადგან აქ ვცხოვრობთ და არა გერმანიაში...იყავი მაქ, ტელევიზორის ეკრანიდან ათვალიერე საქართველო და შეეშვი ჩვენს დამოძღვრა ჭკუის სწავლებას-არ ხარ შენ საქართველოს ქმედითუნარიანი მოქალაქე და შეგვეშვი...

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
08.06.2012 15:29
ეჰ. 1992 წლის 26 მაისს მეც მეგონა რომ ჯეიმს ბეიკერის ვიზიტი თბილისში ხელს შეუწყობდა მაშინდელი "ვნებების მოთოკვას", მაგრამ ზუსტად იმ დროს როცა ბეიკერი რესპუბლიკის მოედანზე სიტყვას ამბობდა, ფილარმონიასთან ქართველი "მაგარი ბიჭები" ავტომატების ჰაერში სროლით (იმ დღეს მხოლოდ ჰაერში...) არბევდნენ შეკრებილ ხალხს, ახლო-მახლო კი ლევან რამიშვილი და მისი "თავისუფლებსმოყვარე ძმები, აწ გადიდკაცებულნი დაძვრებოდნენ და "ნავოდკებსაც" აძლევდნენ ავტომატიან ყოჩებს, ვინ დაეკავებინათ...
როგორც ჩანს, ამერიკელებს მიზნად აქვთ დასახული მთელი მსოფლიო მათ მიმართ სიძულვილით განმსჭვალულ მოჯახედებად აქციონ... პოსტსაბჭოთა სივრცე ერთადერთი რჩებოდა, სადაც მათ მიმართ ჯერ კიდევ იყო სიმპათიები და ახლა იქაც ქრება ეს განწყობები. ნუღელავთ, ამ არჩევნების მერე თქვენც გაგეფანტებათ ილუზიები...

ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: თბილისი
08.06.2012 06:05
უარეს სცენარში ქ–ნ კლინტონის თანაავტორობა მოიაზრება?
პასუხი

ავტორი: კობა
08.06.2012 17:33
უარეს სცენარში მოიაზრება ყველაფერი ის, რაზეც ქალბატონმა კლინტონმა არ ისაუბრა და რაც მგონი ძალიან მარტივი მისახვედრია - წინასაარჩევნო დაპირისპირების ესკალაცია, მედიის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ოპონენტების გზიდან ჩამოშორება, არათანაბარი პირობებში არჩევნების ჩატარება. მეტი სიცხადით ეს ამერიკელი კანონმდებლების 7 ივნისის რეზოლუციაში აისახა. http://www.tavisupleba.org/archive/geo-news/latest/1001/1001.html?id=24607419

"საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი საზომი იქნება. შემაშფოთებელია ის ძალისხმევა, რომელიც იქითაა მიმართული, რომ ცნობილი პოლიტიკური ოპონენტისთვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა საშუალება არ მიეცათ და ადგილობრივი ოპოზიციური ლიდერები, როგორც იტყობინებიან, დაეშინებინათ. ამასთან, მათთვის არ მიეცათ მედიის გამოყენების შესაძლებლობა. ამ პროცესს ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს“, - განაცადა ბერმანმა.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
08.06.2012 01:58
კარგით რა ბატონო კობა, დაიქცა ახლა ქვეყანა, რა დემოკრატიის დარღვევებზე საუბრობთ. ხომ არიგებდნენ ბუკლეტებს "მეოცნებეები, ეგ პარტიამაც (თუ რაც არის) აღიარა და თავისი რიგებიდან გარიცხა "ბიჭები". თუმცა ეჭვი კი მეპარება, თვითონ ეგ მოსყიდვის ამბები არ ცოდნოდათ, აბა ვინ მისცა დირექტივა, თვითონ გამოთქვეს ახალგაზრდებმა ინიციატივა?...))) მაგრამ ჯოხი ყოველთვის "პატარა კაცზე" ტყდება..)) ხალხის მოსყიდვა და ფულის დაპირება ბიძინასა და მისი "რაზმელებისთვის" არ ახლია ძველია, უბრალოდ ახლა კამერით დააფიქსირეს და...))) ვიცით ეგეთი "სოციალური გამოკითხვები" რასაც ნიშნავს...))
სამარშრუტო ტაქსების ამბავიც გადაჭარბებულია, მაგისთვის პოლიტიკური სარჩულის დადება სასცილოა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ არის მიღებული ბოლო ხმაზე რადიოს აღრიალება, ეგ უფრო ადრეც უნდა აეკრძალათ.
რაც შეეხება სტერეოს ამბებს , გადაიხდიან ჯარიმას და აღადგენენ მაუწყებლობას, ან სხვაზე გადავლენ.
მე ვფიქრობ, რომ უნდა უყუროს საქართველოს მთელმა მოსახლეობამ მაესტროს, მე-9 არხს და კავკასიას . ეს უკეთ დაანახებთ მათ რას წარმოადგენს "მეოცნებეთა გუნდი , რა "დემოკრატები" და " პროფესიონალები" არიან კარგად დაინახავს ხალხი: დაბოღმილ ოპოზიციონერ პოლტიკოსებს( რომელთა საარჩევნო პროგრამა ლანძღვა და ბრალდების მიზნით სხვისკენ თითის გაშვერაა ) და მათთვის თავგანწირულობამდე ხმაჩახლეჩილ ჟურნალისტებს (ალეკო ელისაშვილს თუ ვინმემ უყურა ნეტა არგუმენტებში...))) ბიძინას არ გამოეპარა იმედია..))) ტყუილა ხომ არ ივიშვიშა კაცმა...))) ).
ისე კლინტონი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობისგან არც ისინი არიან გათავისუფლებული. ყველამ ერთად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები.არავინ უარყოფს იმას, რომ მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ ეს ოპოზიციას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისა და რაც მთავარია, სინდისისგან. არც ის არის გამოსავალი რომ, რადგან ბიძინა არ მივიდა კლინტონთან , იმიტომ რომ ცალკე მიღებაზე უარი "აკადრეს" მილიარდერს, მას პასუხიმგებლობა არ ეკისრება არჩევნებზე და მისი პარტიის წევრებს შუა ქუჩაში დგომა და "მაგ სტილის" სოციალური გამოკითხვების ჩატარების უფლება ეძლევათ.
ისე დემკრატიამდე ჩვენ ბევრი გვაკლია, რადგან არც პოლიტიკოსები და არც ისინი, ვინც მათ აკრიტიკებთ დემოკრატიის ნორმების დარღვევაში, საბოლოოდ მაინც ვერ ერკვევით მის არსში. რას ვიზამთ, საბჭოთა კავშირის მერე კიდევ კარგად ვართ...)))

ავტორი: კომბლე
07.06.2012 23:35
ბატონო კობა,რა ოცნება გაქვთ დაწერეთ პირდაპირ და აგისრულებთ პინგვინა ივანიშვილი...ჩემი ოცნება სარეცხი მანქანააო რომ დაწერა, იმ ქალმა როგორ უნდა გაჯობოთ გულწრფელობასა და პირდაპირობაში?
პასუხი

ავტორი: კობა
08.06.2012 17:00
ოცნება ბევრი მაქვს, მათ შორის სრულიად გულწრფელად, ასეთიც - ანონიმებმა გაამჟღავნონ ვინაობა და შეურაცხყოფის გარეშე, არგუმენტირებულად იკამათონ პრობლემებზე

ავტორი: თემურ ნანეიშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
07.06.2012 23:30
ძალიან ობიექტურად არის აღწერილი ქალბატონ კლინტონის ვიზიტთან დაკავშირებული პროცესები. მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ეს არაადეკვატური რეაქცია მიმართულია მისივე გუნდის წევრების გასამხნევებლად, ანუ ნახეთ რა მიკარნახა კლინტონმა და რომ მათგან სრული მხარდაჭერა გვაქვს ო, თუმცა ღიმილის გარდა კლინტონს არაფერი მსგასი არ გაუმჟღავნებია.ეს ნიშნავს, რომ მიშა დასავლეთის კონტროლიდან გამოდის, რაც მისი გუნდის დაშლის მიზეზი უნდა გახდეს, ლოგიკურად.

ავტორი: farna საიდან გვწერთ: Kutaisidan
07.06.2012 23:01
სააკაშვილი არასწორად რომ გებულობს აშშ-ის ხელისუფლების რჩევებს და საერთოდ სხვებს რომ არ უსმენს, დე ვაალზე ადრე, ცხონებულმა რონ ასმუსმა დაწერა წიგნიშ "პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა." მხედველობაში მაქვს სააკაშვილის და კარლ ბილდტის საუბრის ეპიოზდი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ავანტიურისტად და საკუთარი ფანტაზიების მსხვერპლად წარმოადგენს. ამიტომ, ხომ არ დადგა დრო, რომ ჰილარი კლინტონმა და ბარაკ ობამამ პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უთხრან ორი სანუკვარი სიტყვა: "მიშა, წადი!"

ყველაზე პოპულარული