ორშაბათი, 02 თებერვალი, 2015 თბილისის დრო 01:07

პოლიტიკა

ჩინეთის კიბერთავდასხმამ აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურები დააზიანა

x

მულტიმედია

აუდიო
აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთბრალდებები მოჰყვა იმ კიბერიერიშების სერიას, რომელთა სამიზნეც აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურები, მედიაორგანიზაციები და კერძო ფირმები გახდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ერთ-ერთი კიბერთავდასხმა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროდან იყო ორგანიზებული. თავის მხრივ, პეკინი აცხადებს, რომ ბოლო ხანს ჩინეთზე განხორციელებული კიბერიერიშები სათავეს სწორედ აშშ-ში იღებს.

რამდენიმე ამერიკულ ორგანიზაციაზე - მათ შორის, „ეპლის“ მომხმარებლებზე - კიბერშეტევა განხორციელდა.  კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰაკერების შეტევამ მრავალი კლიენტის კომპიუტერის მაკინტოშები დააზიანა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მოპარულია თუ არა კლიენტების ინფორმაცია და ვინ დგას ამ ჰაკერული თავდასხმის უკან.

აშშ-ის კიბერუსაფრთხოების კერძო კომპანია „მანდიანტის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, რიჩარდ ბეიტლიჩმა, „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ მათ
ეს არის ჯგუფი, რომელიც მხილებულია დასავლეთის კომპანიებისა და დასავლეთის ორგანიზაციებისაგან ინფორმაციების მოპარვაში...

ორგანიზაციას აქვს ინფორმაცია კიბერშეტევის შედეგად დაზარალებული  141 კომპანიის თაობაზე, ჰაკერული იერიშების უკან კი ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სპეციალური „61398 განყოფილება“ დგასო:

„ეს არის ჯგუფი, რომელიც მხილებულია დასავლეთის კომპანიებისა და დასავლეთის ორგანიზაციებისაგან ინფორმაციების მოპარვაში. იმ ექვსი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ, ჰაკერების მიერ დაზარალებული კომპანიების თხოვნით, ვაწარმოებდით მუშაობას, აღმოვაჩინეთ 141 მსხვერპლი კომპანია, რომლებსაც ტერაბაიტობით ინფორმაცია მოჰპარეს, და ასეთი ოპერაციების უმრავლესობა სწორედ ჩინეთის ერთი არეალიდან წარმოებდა“. 

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ პრესკონფერენციაზე შენიშნა, რომ აშშ-ის მთავრობამ ჩინეთის ხელისუფლებასთან - მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან - არაერთხელ გამოხატა შეშფოთება კიბერძარცვის გამო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  ჰაკერულ შეტევებში ხელისუფლების მონაწილეობის ამ ბრალდებას „უსაფუძვლო“ უწოდა.

ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის უსაფრთხოების კერძო კომპანიამ, „მანდიანტმა“, ბრალი დასდო შანხაიში მდებარე ჩინეთის თავდაცვის განყოფილებას, რომ ის აშშ-ის მთავრობის სხვადასხვა კორპორაციებსა და მედიაორგანიზაციებზე განხორციელებული კიბერშეტევების უკან დგას.
ჩინეთმა, რომელიც მტკიცედ უპირისპირდება ჰაკერობას, შესაბამისი კანონმდებლობა და რეგულაციები შეიმუშავა და მკაცრი ზომები დააწესა ჰაკერული საქმიანობის თავიდან აცილების მიზნით...


ჰონგ ლეიმ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უარყო ბრალდება და აშშ იქით დაადანაშაულა ჩინურ ვებსაიტებზე განხორციელებულ ათასობით ჰაკერულ თავდასხმაში:

„ჩინეთმა, რომელიც მტკიცედ უპირისპირდება ჰაკერობას, შესაბამისი კანონმდებლობა და რეგულაციები შეიმუშავა და მკაცრი ზომები დააწესა ჰაკერული საქმიანობის თავიდან აცილების მიზნით. ჩინეთი ასევე მსხვერპლია საერთაშორისო ჰაკერული შეტევებისა“.  

ჩინეთის მხრიდან კიბერშეტევების საფრთხეზე ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ კიდევ ერთხელ გაამახვილა  ყურადღება პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოველწლიური მიმართვის იმ ნაწილზე, სადაც ქვეყნის კიბერუსაფრთხოებაზე იყო საუბარი. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის მიერ გამოცემული ბრძანება მთავრობას ავალდებულებს გააუმჯობესოს მუშაობა ამერიკის სამთავრობო სამსახურების, სტრატეგიული დანიშნულების ინფრასტრუქტურული - მათ შორის, ენერგეტიკული - ობიექტების კიბერშეტევებისაგან დასაცავად.

ცოტა ხნის წინ რამდენიმე მსხვილმა ამერიკულმა კომპანიამ - მათ შორის, „ნიუ-იორკ ტაიმსმა“, „უოლ სტრიტ ჯორნალმა“,  ფეისბუკის სოციალურმა ქსელმა, „ტვიტერმა“ და ახლა უკვე „ეპლმა“ - განაცხადა, რომ მათზე ჰაკერული თავდასხმები განხორციელდა.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

სხვა მასალები

აუდიო ლარის კურსი, ახალი შს მინისტრი, ორი ვიზიტი და ორი ანგარიში

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ლარის კურსმა მიაღწია იმ ნიშნულს, როცა გადასახედია მაკროეკონომიკური პარამეტრები.
გაგრძელება

აუდიო „სოფელი იძირება“ - საპროტესტო აქცია

სოფელ ჩანჩხალოს მოსახლეობა მთავრობის სახლთან შეიკრიბა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვა.
გაგრძელება

აუდიო ზეწოლა საწვავის ფასებზე

მსოფლიოს ნავთობბაზარზე განვითარებული ტენდენციის შესაბამისად, საქართველოში საწვავი შესამჩნევად გაიაფდა, მაგრამ მთავრობა უფრო მეტს მოითხოვს.
გაგრძელება

აუდიო ძველი თბილისის რეკვიემი?

თბილისის საკრებულოსთან სამოქალაქო საზოგადოების ერთმა ნაწილმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა პროექტ „პანორამა თბილისის“ განხორციელების იდეა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული