Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეისიკიც გამოეთიშა პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციისთვის ბრძოლას


აშშ-ში პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლას გამოეთიშა მილიარდერ დონალდ ტრამპის ბოლო კონკურენტიც, ჯონ კეისიკი. მან ამ გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა 4 მაისს ოჰაიოს შტატში, რომლის გუბერნტორიც არის და რომელიც ერთადერთი შტატია, სადაც შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა. კეისიკის ნაბიჯი ერთ დღეში მოჰყვა ტრამპის მთავარი კონკურენტის, ტედ კრუსის გადაწყვეტილებას პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისთვის ბრძოლის შეწყვეტაზე. ახლა დონალდ ტრამპს აღარ ჰყავს კონკურენტები რესპუბლიკელებს შორის და, სავარაუდოდ, ის დაუპირისპირდება პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG