კაცური კულტურა
ამბობენ, რომ არა მხოლოდ ურთიერთობებს, არამედ არქიტექტურასა და ოთახების დიზაინსაც კი მძაფრად ეტყობა პატრიარქალური კულტურის ნიშნები. მასკულინური დომინანტური როლი, ბუნებრივია, ყოფის ნებისმიერ ასპექტში აისახა. ფემინისტები, და არა მარტო ისინი, ამას უფრო და უფრო აკრიტიკებენ. მაგრამ იმისთვის, რომ კრიტიკა კრიტიკად არ დარჩეს, მათი აზრით, კონკრეტული გზების ძებნაა საჭირო. ამ გზებზე ლიტერატორი მაგდა კალანდაძე გვესაუბრება.
საბჭოთა პერიოდის ურთიერთობა, ქალის და მამაკაცის როლი და ფუნქციები, ლეგენდები და რეალობა იმ დროიდან. შემდეგ, ბუნებრივია, ოთხმოცდათიანების საქართველოს უმძიმესი და ამ მხრივ მეტად რთული გამოცდილება და დღევანდელობა - ჩვენთან და მსოფლიოში.
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.