კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 00:10

პოლიტიკა / საქართველო

დაპირისპირება კარალეთში

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
დღეს, შუადღით, კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში  "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრისას, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.  სოფელში დევნილებთან შესახვედრად კახი კალაძე, გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი და კოალიციის სხვა წარმომადგენლები ჩავიდნენ. სოფელში იმყოფებოდა გიორგი ყარყარაშვილიც. მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა "ქართული ოცნების" აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მოქალაქეების ზემოხსენებულმა ჯგუფმა "ქართული ოცნების" აქტივისტებს ქვები ესროლა და ჯოხებით დაიწყო ჩხუბი, რის დროსაც დაახლოებით 10  ადამიანი  დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან საინფორმაციო სააგენტო “ინფო-9”- ის, ადგილობრივი ტელეკომპანია “თრიალეთის” ჟურნალისტები  და ინტერნეტგამოცემა “ქართლი.გეს” რედაქტორი საბა წიწიკაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის დევნილი ქალებიც არიან.   ინციდენტის შემდეგ გორში საგანგებო ბრიფინგი გამართა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა მანანა კობახიძემ, რომელმაც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. მისი თქმით, ეგრეთ წოდებული “ზონდერები” მთელი კვირის განმავლობაში კოალიციის ლიდერების ხალხთან შეხვედრების ჩაშლას  ცდილობდნენ, კარალეთში კი პროვოკაციის მოსაწყობად დევნილები და ეგრეთ წოდებული “ზონდერები” გამოიყენეს, რომლებსაც პარლამენტის დეპუტატი ბადრი ბასიშვილი ხელმძღვანელობს.

პარლამენტის დეპუტატმა ბადრი ბასიშვილმა  პროვოკაციის მოწყობაში კოალიციის ლიდერები დაადანაშაულა. მისი თქმით, კახი კალაძე შეურაცხყოფას აყენებდა იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებმაც ნერვები ვეღარ მოთოკეს. ბასიშვილი კობახიძის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს რიგითი ადამიანები გაუსწორდნენ. 

ინციდენტის შემდეგ დაშავებულები მიიყვანეს გორის საავადმყოფოში, სადაც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი იმყოფებოდა. მისი თქმით, პროვოკაციის მოწყობაში „ქართული ოცნების“ ლიდერების დადანაშაულება სისულელეა, რადგან ვიდეომასალებზე დაფიქსირებულია, რომ სწორედ ეგრეთ წოდებული „ზონდერები“ იწყებენ პროვოკაციას და თავს ესხმიან როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე იქ მყოფ ჟურნალისტებს.

კარალეთის დევნილთა დასახლებაში  მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც  ნათქვამია, რომ აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და პოლიციის მიერ ხორციელდება მომხდარ ფაქტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავებულობა. „ნებისმიერი მოქალაქის ქმედება მოქცეული უნდა იყოს კანონიერების ფარგლებში", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ზურაბ საბულუა საიდან გვწერთ: თბილისი
18.07.2012 15:13
კიდევ კარგად გადარჩნენ ბინძურისტები.... ვფიქრობ დროა თვითფრინავში ჩასვან (ბევრი რეისი არ დაჭირდებათ) "კრემლის ოცნების" უსტაბაშები ბინძურას თამადობით და გააფრინონ მოსკოვში თავის პატრომ პუტინთან... ამ მეხუთე კოლონას დროულად უნდა მიხედვა თორემ შესაძლოა მერე გვიანი იყოს, როგორც 91-92-ეტ წლებში რუსულ არმიაში ყოველწლიური სწავლებები იყოფა ორ ნაწილად. ზაფხულის და ზამთრის სწავლებები. ჯერ ისტორიას არ ახსოვს, რომ ეს გრაფიკი დარღვეულიყოს (არაერთ სწავლებაში მიმიღია მონაწილეობა) "ბინძურას ოცნების" გამო კრემლმა ეს ტრადიცია დაარღვია. ოქტომბრის თვეში სწავლებები რისთვის და ვისთვის არის გამიზნული ყველასთვის ნათელია..........................................

ავტორი: lia საიდან გვწერთ: tbilisi
13.07.2012 19:36
ჰო მიდით,მუცელზე ხოხვით ნაზათ ეამბორეთ ცახეს-ცინობერს,და ნაზი მთრთოლვალე ხმითა და ცრემლიანი თვალებით ამოიჩურჩულეთ:მიშა მაგარია...მიშა მაგარია...მაგარია...მაგარია...ააააა

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
13.07.2012 18:13
გეთანხმები არა-ჩემო

ბიძინას პრობლემა ის არის რომ ბევრი ფული აქვს. აი როგორი დამოკიდებულება მოდის მაგათგან - აი ფული მაქვს და ვსიო, მოგიგვარებთ ყველა პრობლემას !!! რაღაც ძალიან არაჯანსაღი- "ბუმაჟნიკისეული" ხედვა აქვთ, მარტო ჯიბეზე იხედებიან

მეორე უბედურებაა მიშა: აი მე დასავლეთი მიჭერს მხარს, ნატო და ევროკავშირი!!! ამათ უნდათ რომ რევოლუციური ტალღა არ შეჩერდეს, და მშივრებმაც კი ნატო და ევროკავშირის მზე ვიფიცოთ... მერე რა რომ გშია, სამაგიეროდ ნატო გველოდება წინ (ოღონდ როდის არ ვიცით)

ასე რომ ვირჩევთ ოქტომბერში: ან ბიმაჟნიკს ანდა დასავლეთს !!!

სხვების არ ვიცი და მე დასავლეთი მირჩევნია სამუშაო ადგილებით და წელში გამართული ხალხით - ამის მიღწევა ადვილი არაა, კეთილი ნება და შრომა ჭირდება

ცემა ტყეპას და სისულელეების ლაპარაკს ჯობს საქმე ვაკეთოთ

ავტორი: არატუტუცი
13.07.2012 16:21
აბა რას ელოდნენ დევნილებთან შესახვედრათ საკუთარ კარში ორი გოლის გამტანი კაცი რომ გაუშვეს რომელსაც არ ესმის რა მნიშვნელობა აქვს ომი ვინ დაიწყო... დევნილებს მაინც სცენ უფრო მეტი პატივი და ნუ უგზავნაინ ცისფერმაისურიან კუნთმაგარ მუტრუკებს და თეთრმაისურიან მყვირალა ბავშვებს. შავი ჯიპებით განხორციელებული ასეთი შეტევები დევნილების აბუჩად აგდებაა რასაც სათანადო პასუხი მოჰყვა. არავის უნდა რომ ასეთი ცემა-ტყეპა გაგრძელდეს, შესაბამისად პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
13.07.2012 15:03
მოკლედ ძალიან საინტერესო პროცესები მიდის

მიშას აწყობს რაიმე 7 ნოემბრის ანდა 26 მაისის მაგვარი გამეორდეს რომ უფრო მეტად გააძლიეროს შიში ხალხში - დაშინებულ ხალხს რა ჯობია, ხმის ამომღები არავინაა

თუმცა არც ბიძინას და რუსებს უშლით ხელს საქართველოში ბათქი, პირიქით- რუსული დემოკრატიისა და სიმშვიდის და სტაბილურობის დამყარების მიზნით, წითელი არმია, უფ უკაცრავად შემეშალა 58-ე არმია ისევ შემოვა თბილისში და ღვინოზე კვასია-ო გვეტყვის

მოკლედ ვისაც ეს ომი არ აწყობს ვართ ხალხი და რეზო (რეზო კაი ტიპია არ იცნობთ)

ასე რომ არ მომწონს ამათი პოლიტიკოსობანა და ბოქსიორობანა

ავტორი: ანონიმი
13.07.2012 01:19
ხელისუფლებამ ბოლომდე მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია. მგონი სააკაშვილს მართლა არ აცდება ერთი ადგილით ჩამოკიდება.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
12.07.2012 22:06
ამ კალაძეს თავი სტადიონზე ხომ არ ჰგონია, ასე რომ იგინება ამომრჩეველებთან შეხვედრისას.
აი ესეთი "ძვირფასი" მხარდამჭერები ჰყავს თქვენს ბიძინას. მთავრობის მხრდამჭერი ადამიანი ზონდერია და ბიძინას ფანები ანგელოზები? იარაღიც ჰქონდათო ბიძინისტებს, ეგ ინფორმაციაც გავრცელდა. არც გამიკვირდება, ისეთი ხალხი ჰყავთ ოცნებისტებს -ყარყარშვილი მაგალითად.
პოლიტიკური კულტურაა დაბალი ჩვენს ქვეყანაში, აი ეგ არის ყველაზე ცუდი.

ავტორი: ana საიდან გვწერთ: tbilisi
12.07.2012 21:11
მიშამ აირჩია ომი საკუთარ მოსახლეობასთან,ომი უნდა? მაშასადამე ის მიიღებს ომს...

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
12.07.2012 20:02
ვფიქრობ, ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ ასეთ შეხვედრებს ოქტომბრამდე მსხვერპლიც მოყვება.

ყველაზე პოპულარული