Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი და პარიზი და ჟენევის მოლაპარაკების ჩაშლისთვის პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებენ


მოლაპარაკების მონაწილეები ჟენევაში
მოლაპარაკების მონაწილეები ჟენევაში

აშშ და საფრანგეთი რუსეთის დელეგაციასა და სირიის რეჟიმს აკისრებენ პასუხისმგებლობას ჟენევაში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკების პარალელურად ოპოზიციის ობიექტებზე განხორციელებული სასტიკი იერიშების გამო.

1 და 2 თებერვალს ჟენევაში გაიმართა სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. იმავე დროს სირიის სამთავრობო ჯარების ნაწილებმა რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით წამოიწყეს იერიშები ქალაქ ალეპოს მახლობლად მდებარე დასახლებულ პუნქტებზე.

სირიის რეჟიმმა წარმატებას მიაღწია და 3 თებერვალს შეიარაღებული ოპოზიციის საყრდენ ქალაქს მოუჭრა თურქეთთან დამაკავშირებელი მომარაგების გზები.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა დაადანაშაულა სირიის ხელისუფლება და მისი მოკავშირეები, რომლებიც, ფრანგი დიპლომატის თქმით, „დაინტერესებული არ არიანიმაში, რომ კეთილი ნება გამოავლინონ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს.“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ავიაცია ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ან ნუსრის“ რაზმებს კი არ ებრძვის, არამედ ქალაქ ალეპოს გარშემო გამორჩეულად სწორედ იმ ოპოზიციური ჯგუფების პოზიციებს ბომბავს, რომლებიც ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ.

სირიის ოპოზიციისა და ბაშარ ალ ასადის მთავრობის წარმომადგენელთა მოლაპარაკებების შემდეგ თარიღად 25 თებერვალი დაადგინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG