ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 14:59

პოლიტიკა / საქართველო

ბიძინა ივანიშვილის ქონება აუქციონზეა გატანილი

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ბიძინა ივანიშვილის  100-%-იანი წილი ”ქართუ ჯგუფში ” და 21,7 %-იანი წილი ”პროგრეს ბანკში” ინტერნეტაუცქიონზე გასაყიდად 2 ივლისს გავიდა. ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიურო იუწყება. პროცედურა მას შემდეგ განხორციელდა,  რაც პოლიტიკური კოალიცია  ”ქართული ოცნების” ლიდერმა მისთვის დაკისრებული 74 მილიონი ლარის ნებაყოფლობით გადახდაზე უარი განაცხადა.

”ქართული ოცნების” იურისტების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ”პროგრეს ბანკში” არსებული წილის მფლობელია. ამასთან, ისინი აქციების შეფასებასაც საეჭვოდ მიიჩნევენ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თხოვნით, აქციების ფასი სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ განსაზღვრა. მან ”ქართუ ჯგუფის”  აქციების 100%-იანი წილი 151 880 661 ლარად, ხოლო ”პროგრეს ბანკში” არსებული 21%-იანი წილი  3 556 498 ლარად შეაფასა.

”ქართუ ჯგუფის” აქციების მთლიანი ღირებულება  დაახლოებით 152 მილიონ ლარად, ხოლო ”პროგრეს ბანკის” აქციების 21,7 % 3 ნახევარ მილიონ ლარად დაახლოებით 3 დღეში შეაფასა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ.

თავის მხრივ კი, აღსულების ეროვნული ბიურო, ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, ირწმუნება, რომ აღნიშნული აქციების მფლობელი ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილია. აქციები მას 26 ივნისს დაუყადაღა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. სააღსრულებო წარმოებას წინ უძღოდა თბილისის საქალაქო, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომლებშიც  ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი თავისი პოლიტიკური მიზნების  კანონის დარღვევით  განხორციელებაში დადანაშაულდა. შესაბამისად, მას 74 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

როგორ შეაფასეს 2 დღეში ”ქართუ ჯგუფის” მთლიანი ქონება, მათ შორის, ”ქართუ ბანკის”, რომლის შეფასებასაც მინიმუმ 1 თვეს მოანდომებდა ნებისმიერი საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული ფირმა ...

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2 ივლისის განცხადებაში კი ვკითხულობთ:
„ ‘სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%. შესაბამისად, სს ,,ქართუ ჯგუფში" ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქციების 100%-ის  საწყისი ფასია 75 940 330,50 ლარი, ხოლო სს „პროგრეს ბანკში" კუთვნილი აქციების 21.7%  საწყისი ფასი - 1 783 249 ლარი.”

”ქართუ ბანკისა” და” ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ”ქართუ ჯგუფსა” და ბიძინა ივანიშვილს შორის საერთო არაფერია, ”ქართუ ჯგუფის” აქციებს 11 კომპანია ფლობს, რომლებთანაც ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს. მხოლოდ აქციების 9 %-ს  ფლობს ბიძინა ივანიშვილის ვაჟი - უტა ივანიშვილი. როგორც ცნობილია, საკუთარ ვაჟს ბიძინა ივანიშვილმა აქციები მაისში გადაუფორმა.

ნოდარ ჯავახიშვილის სიტყვებით, არც ერთ იურიდიულ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის სახელი არ ფიგურირებს.

”როგორ შეაფასეს 2 დღეში ”ქართუ ჯგუფის” მთლიანი ქონება, მათ შორის, ”ქართუ ბანკის”, რომლის შეფასებასაც მინიმუმ 1 თვეს მოანდომებდა ნებისმიერი საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული ფირმა... და ზუსტად გამოიყვანეს ის თანხა, რომლითაც აუქციონზე გავა?  ზუსტად, კაპიკ-კაპიკ ემთხვევა ბიძინასთვის დაკისრებულ ჯარიმას.  ანუ ეს ნიშნავს, რომ ზუსტად არითმეტიკა მოიყვანეს შესაბამისობაში დაკისრებულ ჯარიმასთან, თორემ სინამდვილეში არანაირი შეფასება არ მომხდარა.”   

კანონის თანახმად, აღმასრულებელს 15 დღის განმავლობაში უფლება აქვს, ეს აქციები პირდაპირ გადასცეს სახელმწიფოს. ...

აუქციონზე გატანილი აქციების  გაყიდვის შედეგად დავალიანებას აღმატებული თანხა მის მესაკუთრეს უნდა დაუბრუნდეს, ამბობს ”ქართული ოცნების” წევრი და ადვოკატი არჩილ კბილაშვილი. თუმცა არჩილ კბილაშვილს დასაშვებად მიაჩნია, რომ აუქციონზე არ გამოჩნდეს 75 მილიონის გადახდის მსურველი. შესაბამისად, მარტოოდენ თანხის განსაზღვრა არ არის იმის წინაპირობა, რომ აუქციონი შედგება და მასზე გატანილი ქონება გაიყიდება. არჩილ კბილაშვილი იმაზე საუბრობს, რაც აუქციონზე მყიდველის არგამოჩენას შეიძლება მოჰყვეს:

”კანონის თანახმად, აღმასრულებელს 15 დღის განმავლობაში უფლება აქვს, ეს აქციები პირდაპირ გადასცეს სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფოსგან ნომინირებული პირი შეიძენს ამას აუქციონზე, თუ ასე არ მოხდება და სახელმწიფოს გადაეცემა. ჯამში, საკითხი მაინც ასე დგას, რომ სახელმწიფო ართმევს ბანკს.”

არჩილ კბილაშვილის განმარტებით, თეორიულად აუქციონში მონაწილეობის უფლება თავად ბიძინა ივანიშვილსაც აქვს, თუმცა ასეთი შესაძლებლობა არ განიხილება.  ადვოკატის განცხადებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და ადგილობრივი სასამართლო ინსტანციების ამოწურვის შემდეგ საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ.

გეტყვით იმასაც, რომ ონლაინ აუქციონის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ,,ქართუ ჯგუფის"  აუქციონი 10 ივლისის 18 საათამდე, ხოლო „პროგრეს ბანკისა“ იმავე დღის 19 საათამდე გასტანს. აღსრულების ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ მოვალის მიერ  დაკისრებული თანხის გადახდის შემთხვევაში  აუქციონის მიმდინარეობა შეწყდება და ქონებაზე დადებული ყადაღა მოიხსნება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: vendeta საიდან გვწერთ: kavkaz
05.07.2012 01:49
გიო ნუ აყენებ შენი ქვეყნის მოქალაქეებ შეურაცყოფას იმის გამო რომ შენ არ გეთანხმებიან სხვა პოლიტიკური შეხედულება თუ გააჩნია ადამიანს ეს არ ნიშნავს რომ მოღალატეა დროა გაიზარდოს ქართული საზოგადოება და მტრად არ აღიქვას მისი თანა მოქალაქე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო. ვითომ რატოა მოღალატე იმიტომ რომ ბიძინამ რუსეთში ფული რომ იშოვა მაგიტომ? თუ გემრიელი ლუკმა რომ გამოეცლება ბევრ გაქსუებულ ჩინოვნიკს ამიტომ? თქვენი გამკვირვებია ხალხო რუსეთის აგენტიაო გაჰკივიხართ ბენდუქიძემ მარსზე იშოვა ფული თუ მთვარეზე? ჩემთვის პირადად საპატივცემულო ადამიანი ვაშაძე რუსეთის მოქალაქე იყო 2010 წლამდე. ანდა თქვე კაი ხალხო თუ რუსული ფული იყო და მტრის იყო რაღას ართმევდით ყოდულობდით საპატრულო მანქანებს აშენებდით ბაზებს ასმევდით და აჭმევდით ჯარისკაცებს ხელფასებს აძლევდით მინისტრებს მაშინ რას ფიქრობდით ა? ანდა რომელი უფრო დიდი მოღალატეა საქართველოს მთავრობა რომელმაც მთელი სტრატეგიული ობიექტები ენერგო ჰესები, ოქროს საბადო ენერგო მატარებლები ფინასნსური სექტორი რომელიც გადააბარა დიდ რუსეთს თანაც ომის შემდეგ თუ ივანიშვილი? მე პირადად ამ მთავრობას მხოლოდ იმიტომ არ ვცემ პატივს რომ ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლები ხელკეტით ცემა აქციის უფლება არ მისცა და რამდენიმე კვირის უკან ლამის გეი პარადი მოგვიწყო შუა რუსთაველზე. აღარაფერს ვამბობ მახათას მთის ინციდენტზე რითაც ყველა მორწმუნე ქართველს სულსჰი ჩ.......ა მე შეურაცყოფილად ვგრდძნობ თავს თქვენ კი სულში ჩაიხუტეთ ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ თავისი ალაფუშეთებით და ფეშენ ვიკებით. ნახევარი ქვეყანა შიმშილის ზღვარზეა და ეს სტინგის მოსასმენად დარბის ბათუმში თავისი მინისტერიალით. ხო მართლა თათია შვილო იცი შენი ცინიზმი როგორ მოქმედებს ხალხზე და შენ ერზე რომელიც 70% სიღარიბის მიღმაა და უმუშევარია სადაც სასამართლოში 2011 წელს 98% გამამტყუნებელი განაჩენი გამოდის როცა 1937 წელს 93% იყო გამამტყუნებელი. იჯექი მაგ შენ გერმანიაში და ფერადი სათვალეებით უცქირე მიშასაც და ანგელა მერკელსაც გეტყობა კარგად არ მოგშივეია შეგციებია და უსამარტლობის და უკანონობის განცდა არ გკონია შენს სამშობლოში. დაფიქრდით რა ხალხო ცოტა სხვისი გაჭირვებაც მიიტანეთ გულთან ქართველები არახართ.

ავტორი: გიო
04.07.2012 16:05
ვინც ბიძინას უჭერს მხარს, ან მოღალატეა ან მოტყუვდა!!

ავტორი: nd საიდან გვწერთ: tbilisi
04.07.2012 11:03
მართლაც, მშვიდობით ინვესტორებო:((((
თათა გერმანიიდა, დაეტიე მაგ გერმანიაში და დაგვაყყენე ჩვენ აქ, თუ ქალი ხარ, ერთი! გაახურა რა ამისმა იდიოტურმა კომენტებმა!

ავტორი: Vendeta საიდან გვწერთ: kavkaz
04.07.2012 00:35
ძალიან დიდ ლუკმას დაადგი პირი და ყელზე არ დაგადგეს მიშა შეირგე რაც ფულები იჯიბე აქამდე ასე არა კაცურად ნუ იქცევი!

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
03.07.2012 23:36
ის დროა გამოვემშვიდობოთ ინვესტორების. ისედაც არ ამოსდიოდათ უხოელებს ჩვენ ქვეყანაზე მზე და მთვარე, ეხლა საერთოდ რას ველოდებით?

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
03.07.2012 23:32
ბიძინას ეგონა და მემგონი ახლაც რაღაც ილუზიები რჩება, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია , მაგრამ ამისათვის არ დაისჯება. როგორც ჩანს ასე არ არის...)))

ყველაზე პოპულარული